ვინ უნდა აარიდოს თავი Ca(კალციუმის) მიღებას?

0
კალციუმის დანამატები ყველასთვის არ არის განკუთვნილი. მაგალითად პირებმა, რომელთა სისხლშიც დიდი რაოდენობითაა კალციუმი (რასაც ჰიპერკალციემია ეწოდება), თავი უნდა აარიდონ კალციუმის მიღებას. მიმდინარეობს კვლევები, იმის დასამტკიცებლად, რომ დიდი დოზით კალციუმის მიღებასა და გულის დაავადებათა შორის არის კავშირი. ჯერ კიდევ მრავალი კვლევაა ამ მოსაზრების განსამტკიცებლად საჭირო, თუმცა ექიმთა უმეტესობა ხედავს კავშირს კალციუმის დანამატების მიღებასა და გულის შეტევათა რისკის მომატებას შორის. არსებობს მოსაზრება, რომ დღის განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით მიღებული რძის პროდუქტები, ზრდიან კალციუმის დონეს სისხლში, რაც კავშირშია პროსტატის კიბოს განვითარებასთან. სანამ ეს მოსაზრებები, კიდევ უფრო მეტი ფაქტით და კვლევით დადასტურდებოდეს, საჭიროა ავირიდოთ თავიდან კალციუმის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, იქნება ეს დანამატების სახით თუ საკვებიდან. ნუ გადაწყვეტთ კალციუმის მიღებას თვითნებურად, ამისათვის გაესაუბრეთ ექიმს, რათა გირჩიოთ რამდენად არის თქვენთვის საჭირო კალციუმის დანამატების მიღება ან რა რაოდენობით.
0