კორონავირუსის ტესტის ანალიზი ქუთაისის ორ კლინიკაში გაკეთდება - ვის უნდა მიმართოთ სიმპტომების გამოვლენისას?

0
დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგაძის თქმით, კორონავირუსზე ტესტირების პროცესში იმერეთის ორი პოლიკლინიკა - ნაზარიშვილის და მეოთხე შერეული პოლიკლინიკა ჩაერთვება. კლინიკებში ჯერ პერსონალის გადამზადება მიმდინარეობს, თუმცა ნაზარაშვილილს კლინიკაში უკვე აცხადებენ, რომ კორონავირუსის სიმპრომების გამოვლენის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ მათ მიმართონ: "შეუძლიათ მოგვმართონ იმ პატიენტებმა, რომლებსაც აქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთვის გაძნელება და ასე შემდეგ. ჩვენთან მოხდება ანალიზის აღება და შემდეგ ეს გადაეგზავნება ქუთაისის შესაბამის ლაბორატორიას", -უთხრეს მათ ჟურნალისტებს. კორონავირუსი
Kutaisidaily
0