კალანდა გვიახლოვდება და გურულებისა და მათი ენაკვიმატობისა და იუმორის გარეშე ვერ ჩაივლის ეს დღე😀
„გურულები“( გოჩა ცინცაძე)💖
კერიის ცეცხლთან, წინაპრის რუდუნებით, მშვიდად ჩამომსხდარან ფიცხი გურულები:ნადგამოვლილნი და ძარღვედდაბერილნი, დაღლადაკარგულნი, ლხინად ატეხილნი.ქვევრი მოხდილი და გახაზირებული, სუფრაზე ნადუღი, მჭადი, ყველი , პური, ცეცხლზე თენჯერა, ლობიო შეპიწკული, ცივად დედალი და კეცზე ხაჭაპური.ჭინჭარი, ნიგოზით და ძმრით შეკმაზული, კათხაში მჭადისთვის ფქვილი მოზელილი, პწკალასთან, ჯორკოზე ჯაყვა მოკეცილი.ნადში ნამღერი ნადური დაყოლილი, „ქუხნას“ დაბინავებული ჭირნახული, ღორჯოსთან ერთად ტარანა შებოლილი, დოქში ღვინო ბორგავს წყნარიკრიმანჭულით.მანამდე კი ნარდი, დროის მოსაკლავი, ხალასი ხუმრობა, თამაშს აყოლილი, სადღაც შორს, ტურის კივილი გულსაკლავი, ერკეთის ნიავს ანაზდად მოყოლილი.მამის ღიმილი , პატიჟი გარდუვალი, ბაბუას წარბთატყორცნა, ნისლივით იდუმალი, ძმის გვერდში დგომა, სიმტკიცით შეუვალი, ნენას თავმდაბლობა, სტუმრისთვის არნახული.მოსული სითამამე, ღვინით ტანაყრილი, სურების მთიდან ზეცისკენ ავარდნილი, ბახმაროსკენ ფირალად გავარდნილი, ზღვარგადასული მეგობრის სიყვარული.მთელი დღის ნაჯაფნი, ერთურთ შეხიდებით, გულმკერდმოღეღილნი, მაგრამ მორიდებით, პირველს უფალს ახსენებენ მოწიწებით, შემდეგ კი, მშვიდობას იტყვიან უთუოდ.სამშობლოს ადღეგრძელებენ აღტყინებით, წასულებსაც იხსენებენ დანანებით, მომავალს შეჰყურებენ ბავშვის თვალებით, ბავშვის თვალებით და ლომის გაქანებით.ბაბუ ცრემლს იწმინდავს ყაბალახის კიდით, ახსენდება დღენი შორეთს გარდასული, მთის კალმახივით ხელიდან გასხლეტილი, გაცვეთილი, მაგრამ მოვარაყებული.ქეიფიც ხურდება, ნიჭით დანამული, „ხასანბეგურას“ ანაცვლებს „ჰა, გიდელი“, სული ფორიაქობს, ლხინით დაბანგული, სურს , რომ გაარღვიოს გრძნობის ციტადელი.რაც არ უნდა წყენა ჰქონდეთ ერთმანეთის, სუფრა წალეკა ნატვრამ და სურვილებმა, უცხო სტუმრისთვის, უცებ შესახედი, ღვთიური ლხემა იციან გურულებმა.გუბაზეული სიმღერით დააძინეს, დაბადებიდან გიჟი და თავგასული, დილამდე გაგრძელდა სუფრის ქარბორბალა, მასპინძლისგან არგაშვებით ჩარაზული.ფეხი მოიკეცა დოქის პირზე ჭინკამ, თვალებში უყურებს ბახუსს, განაბული;კართან დაბანცალენს მთვრალი დიონისე, ღვინის ჭინკისაგან მხარზე დაღდასმული.მისი გადამკიდე, თავგზააბნეულმა, კარგად მოიხინეს ჩვენმა გურულებმა, დიდი პატივი სცეს მთელმა სახლეულმა, შეხმატკბილებულად, როგორც გუგულებმა.კერია დალოცეს ყველაწმიდის მადლით, ერთურთს ხელსა ჰხვევენ დიდი რუდუნებით, შემდეგ არხეინად შუკას გაჰყვებიან, სიყვარულით მთვრალი ჩემი გურულები.
ამ ნახატმა ჩემი ბაბუები გამახსენა, ძმები-ისიდორე, თეოფილე და ვასი ხომერიკები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები
არ გვანან?😀💖