Facebook-ის Messenger Rooms-ი საქართველოში

0
ამერიკისა და კანადის შემდეგ Facebook-მა ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი Messenger Rooms-ი მოხმარებაში სხვა ქვეყნებშიც გაუშვა. მათ შორის, Messenger Rooms-ი ხელმისაწვდომია საქართველოშიც. როგორც ცნობილია, Messenger Rooms-ი ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ხელმისაწვდომი გასულ კვირას გახდა. როგორც სერვისის გაშვებისას სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, Rooms-ი სხვა ქვეყნებში უკვე შემდეგი კვირიდან გაეშვებოდა. Meseenger Rooms-ის საშუალებით ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე ადამიანის მოწვევა. ამასთან, შეზღდული არ არის ზარების ხანგრძლივობაც. Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც. კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინსტრუმენტი შეიქმნა ძირითადად არა სამუშაოსთვის, არამედ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ”თქვენ არ გჭირდებათ კომუნიკაციის ზუსტი დრო, როგორც სხვა ვიდეო კონფერენციების სერვისებისთვის“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.
0