ხანძრების ციკლი საქართველოში

0
საქართველოში ხანძრებმა 10 წლის განმავლობაში 3, 8 ათასი ჰექტარი შეადგინა. ახლა კი თითოეული მათგანი უფრო კონკრეტულად გავიხსენოთ

ხანძარი ბორჯომში

22 აგვისტოს, დილის 06:30 საათიდან, ბორჯომში, სახანძრო და საავიაციო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყო 500–მდე მეხანძრე–მაშველი, 3 ვერტმფრენი – მათ შორის, ორი საქართველოდან და ერთი აზერბაიჯანიდან და ათობით სახანძრო მანქანა, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გახდა საჭირო. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია, რომელმაც ბორჯომის ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა, მისი აღდგენითი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. ამისათვის საერთო ჯამში 3 მილიონამდე ლარია გამოყოფილი. სხვადასხვა ექსპერტები ეჭვობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო შექმნილი.

ხანძარი თუშეთში, რომელსაც 2 დღე ვერ აქრობდნენ

ხანძრის ლიკვიდირება გაართულა ტერიტორიის ბუნებრივმა მდგომარეობამ, მეხანძრეები საკმაოდ ახლოს მივიდნენ და აქეობდნენ ცეცხლს, თუმცა მთის ფერდობები იშლებოდა და სხვა ტერიტორიას გადასცემდა ხანძარს, რის გამოც მას 2 დღის განმავლობაში აქრობდნენ მაშველები და რეინჯერები

ხანძარი მაღალმთიან აჭარაში

ხანძარი 2017 წელს გაჩნდა და ტყის საკმაო ტერიტორია მოიცვა, საჭირო გახდა ვერტმფრენების დამატება, რაშიც თურქეთი დაეხმარა ჩვენს მაშველებს

ხანძარი “ბავშვთა სამყაროში”

ბავშვთა სამყაროს გადაწვა ერთ-ერთი დიდი კატასტროფა იყო, რადგან მასში ინახებოდა დიდი ოდენობის ოქრო-ვერცხლი და სხვა ძვირადღირებული მეტალი თუ ქვა. ფაქტმა პირველ რიგში უდიდესი ზიანი მიაყენა თვითონ ვაჭრებს. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვი და მოსაზრება, რომ ტერიტორია არა შემთხვევით, არამედ ძალით და კონკრეტული მიზნების გამო გადაწვეს.

ხანძარი ვარკეთილში

გუშინ ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. 20-ზე მეტი მაშველი ცდილობდა მის ჩაქრობას, მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი ევაკუირებული იყო. საბედნიეროდ, მაშველებმა სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რის გამოც ცეცხლი ბენზინგასამართ სადგურამდე არ მივიდა. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
0