პირველობა ეკუთვნის ზვიადს- რას ამბობდა მერაბ კოსტავა გამსახურდიაზე საუბრებში ?

0
ზვიადს და მერაბს ბავშვობიდანვე შესტკიოდათ გული სამშობლოს, დაჩაგრული ერის ბედზე, ისინი ქრისტესმიერი ძმები იყვნენ. ერთი ბატონ კონსტანტინეს ხორციელი, ხოლო ორივენი კი მისი სულიერი შვილები“. “(კოლხური) კოშკის კედლებში დიდი კონსტანტინეს სულის ქურაში გამოიწრთო ზვიადი და მისი ქრისტესმიერი ძმა და თანამეაბჯრე, ჩემი მერაბი“. “მე, როგორც მერაბის დედა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ზვიადის და მერაბის მეგობრობა იყო ყოველთვის ქრისტესმიერი, ჭეშმარიტი და შეუბღალავი და ძალიან განვიცდი, როდესაც ჩირქს სცხებენ მათ მეგობრობას“. “იმ დროს, როდესაც ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ზვიადმა და მერაბმა გამოამჟღავნეს გმირული იმპულსები და ამ დროიდან იწყება მათი თავგანწირული ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისათვის“. “მე ყოველთვის მიკვირდა: ბავშვობაში ზვიადს არასოდეს უთამაშია. სულ პატარაც კი, როდესაც ჩვენთან მოვიდოდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა: “მერაბ, საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ!“ – ეუბნებოდა იგი ხშირად მერაბს“. “ზვიადს ყველა პირობა ჰქონდა იმისათვის, რომ უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ არასოდეს არ უზრუნია საკუთარი კეთილდღეობისათვის, მისი ერთადერთი საზრუნავი და საფიქრალი იყო და არის სამშობლო, ყველაზე წმინდა, რაც კი ადამიანს გააჩნია“. * შევნიშნავთ, რომ ქალბატონი ოლღა ზვიადის და მერაბის ერთად ხსენების ყველა შემთხვევაში ზვიადს მერაბზე წინ აყენებს, რაც შემთხვევითი მოვლენა არ გახლავთ, ეს ცნობიერი გამოძახილია მერაბის თქმულისა: “პირველობა ეკუთვნის ზვიადს”. -როდესაც მერაბ კოსტავას ჰკითხეს თუ ვინ უფრო მნიშვნელოვანი იყო მერაბმა უპასუხა:” პირველობა ეკუთვნის ზვიადს, ის არის ამ ეროვნული მოძრაობის ცენტრი, წადით საქართველოში ეს ყველას გააგებინეთ”
0