როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება 1 თვეში ?

0
თქვენი ცხოვრების შეცვლის იდეა დღეს რეალურია. ამ წამს, როდესაც თქვენ ამ სიტყვებს კითხულობთ თქვენ უკვე უსმევთ თქვენს თავს კითხვას თუ როგორ და რა გზით უნდა მოახდინოთ ეს. დღეს ამ სტატიის საშუალებით გასწავლით თუ როგორ უნდა შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ 1 თვეში! თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ ეს არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი არ ინქება. თქვენ მოგიწევთ თქვენი თვისებების წინააღმდეგ წასვლა და ნებისყოფის გამოცდა. იმ შემთხვევაში თუ მზად ხართ დავიწყოთ:

1. დაისახე მიზანი, რომ უნდა მიიღოთ ახალი უნარი!

მიზანს და მიზნისკენ სწრაფვას უდიდესი ძალა აქვს. თქვენი მთავარი მოვალეობა ამ ეტაპზე, მხოლოდ ფიქრია. დაფიქრდით თუ რა უნარია ისეთი, რომელიც გინდათ, რომ თქვენს თავში იხილოთ. დაიწყეთ ამ უნარზე ფიქრი და პირველი დღიდან, როდესაც მოქმედებითად გადახვალთ მუშაობაზე 1 თვეში ჩაინიშნეთ ის პროგრესი, რაც გექნებათ!

2. ახალი ინფორმაციის მიღება და დამუშავება!

ყოველდღე შეეცადეთ, რომ თქვენი ზოგადი ცოდნა გააფართოვოთ და რაიმე ისეთი ისწავლოთ, რაც უჩვეულო და საინტერესოა სხვადასხვა კატეგორიის საგანმანათლებლო სივრცეში. დაიწყეთ დილით სწავლა და შემდგომ უკვე იგივე ინფორმაცია გაუზიარეთ ნებისმიერ სხვა მეგობარს ( ჩვენს სტატიაში უკვე გვქონდა საუბარი თუ სხვებისთვის თქვენი ცოდნის გაზიარება, რამდენად ეფექტურია დამახსოვრებისთვის )

3. ჩამოწერეთ ფურცელზე 5- დან 10- მდე საკითხი, რის გამოც მადლიერები ხართ!

მადლიერებას უდიდესი ენერგეტიკული დატვირთვა აქვს. თქვენი ფსიქოლოგიური მდგოამრეობა ერთი ორად უმჯობესდება, როდესაც ვიღაცის ან რაღაცის მადლიერი ხართ. საუბარი არ გვაქვს, მხოლოდ ადამიანზე ეს შეიძლება იყოს ობიექტი ან კერძო საკუთრება.

4. შეწყვიტეთ წუწუნი მომდევნო 1 თვის განმავლობაში!

ნეგატიურ აზრებსა და ფიქრებს თქვენთვის ფატალური შედეგები მოაქვს. ყოველდღე, როდესაც მოგინდება, რომ წუწუნი დაიწყოთ შეეცადეთ, რომ ეს არ გააკეთოთ და ყურადღება გადაიტანოთ. წუწუნი თქვენ თქვენი თავის შეცოდებაში გეხმარებათ და არ გაძლევთ არაფრის საშუალებას.

5. ჩაწერეთ ვიდეო ყოველი დღის ბოლოს 1 თვის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ მაინც და მაინც სანდო მეგობრები არ გყავთ ან უბრალოდ მარტოს გსურთ საკუთარ ცხოვრებასთან გამკლავება ყოველ საღამოს მოკლე ვიდეო ჩანაწერები გააკეთეთ, სადაც ისაუბრებთ იმ ყველაფერზე, რაც დღის განმავლობაში მოხდა. თქვენ შეგიძლიათ ვიდეოში ასევე ისაუბროთ იმაზე, რის გაკეთებასაც მომდევნო დღეს აპირებთ.

6. დაიწყეთ დამატებით შემოსავალზე ზრუნვა!

"ვინც ეძებს ის პოულობს " იმ შემთხვევაში თუ უკვე დასაქმებული ხართ და გაქვთ ფინანსური უზრუნველყოფა დაიწყეთ ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეგიძლიათ, რომ გააკეთოთ დამატებითი თანხების მისაღებად. მათ ვისაც არ გაქვთ შემოსავალი შეეცადეთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოთ საკუთარი თავის უზრუნველყოფა და იბრძოლოთ ამ კონკურენტულ გარემოში თქვენი ადგილისთვის , რადგან არავინ დაგითმობთ.

7. მომდევნო 30 დღის განმავლობაში მოახდინე სურვილების წარმოსახვაში ჩამოყალიბება

თქვენი ყველა სურვილის წარმოსახვაში ჩამოყალიბება მოგცემთ საშუალებას, რომ ამ სურვილებს მატერიალიზირება გაუწიოთ. ჩვენ გონებას უდიდესი ძალა აქვს, რადგან მას შეუძლია ძლიერი სურვილის შემთვხვევაში პატარა პირადი სასწაულები მოგვიწყოს.

შეჯამება: რას ვიღებთ 30 დღის შემდეგ ?

30 დღის შემდეგ უკვე გაქვთ შუა ეტაპზე მიყვანილი უნარი, რომლის დახვეწასაც აუცილებლად გააგრძელებთ ასევე ამის გარდა თქვენ უკვე გაქვთ ზოგადი ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავის რეალიზებაში. თქვენ უკვე ხართ მადლიერები იმის მიმართ, რაც ცხოვრებაში გაქვთ. თქვენ აღარ წუწუნებთ სირთულეებზე და ყველაფერს თავად უმკლავდებით. თქვენ გაქვთ ვიდეოკოლაჟების ალბომი, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ნახოთ თუ რა პროგრესი განიცადეთ პროგრამის დაწყების დროს. იმ შემთხვევაში თუ იშოვით გაქვთ სამსახური და დამატებითი შემოსავალი, რაც თქვენ ფინანსურ მხარეს უზრუნველყოფს და გაქვთ აზრები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას ნებისმიერ მომენტში დაიწყოთ მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე. იმ შემთხვევვაში თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ იგი მეგობრებს. მომოვალ შეხვედრამდე!
0