აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა

0
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, აპლიკაცია STOP COVID-ით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. ბოლო შემთხვევა 7 ივნისს დადასტურდა. როგორც სამინისტროში ამბობენ, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61 პროცენტი ანდროიდის, ხოლო 39 პროცენტი iOS-ის მომხმარებელია.

რის შესახებ ინახავს აპლიკაცია ინფორმაციას?

აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას , დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ.
#news
#opinion
#health
#forhealth
#stopcovid19
#coronavirus
#morning
Tbilisi
0