“თუ მეორე ტალღა იქნება, შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს” - პრემიერი

0
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, 16 ივნისს “საზოგაოდებირვი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რომ მეორე ტალღის დროს, განმეორებითი შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურად უკიდურესად გაუჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე, მთავარი არაპროგნოზირებადი ვირუსის სწორად მართვაა. “ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ რისკი, იმის, რომ ჩვენ დაგვჭირდეს მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება. ეს უკიდურესად მძიმე იქნება ჩვენი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის. ეს არის ერთადერთი საბოლოო შედეგი, რომ თუ მეორე ტალღა იქნება, მსგავსი შეზღუდვები აღარ უნდა დაგვჭირდეს. ეს იქნება გამარჯვება. თორემ ახლა ჩვენ რომ ვირუსს ვმართავთ და არ გვაქვს ინფიცირებულების და გარდაცვალების ისეთი მაღალი მაჩვენებელი, როგორც სხვა ქვეყნებს, ამის ფასი ძალიან შემცირდება, თუ კიდევ ერთხელ მოგვიწია და ამაში უკიდურესად მძიმე ეკონომიკური ფასი გადავიხადეთ. ჯერ ჩვენ ეს ეკონომიკური ფასი არ გადაგვიხდია.” - განაცხადა პრემიერმა. #გიორგიგახარია #პანდემია #მეორეტალღა #კორონავირუსი
##batumidaily
0