შექსპირის პიესების კრებულის პირველი გამოცემის ეგზემპლარი $10 მილიონად გაიყიდა

0
უილიამ შექსპირის პიესების კრებულის პირველი გამოცემის ეგზემპლარი 9.98 მილიონ დოლარად გაიყიდა. წიგნი 1623 წელს გამოიცა, 7 წლის შემდეგ ლეგენდარული მწერლის გარდაცვალებიდან. დღეისთვის, მსოფლიოში პირველი გამოცემის დაახლოებით 235 ეგზემპლარი არსებობს და მათგან მხოლოდ რამდენიმეა კერძო მფლობელობაში. წიგნი აუქციონზე ოთხშაბათს, 14 ოქტომბერს, ოკლენდის უნივერსიტეტმა Mills College-მა გაყიდა. კერძო უნივერსიტეტი წიგნს 1960-იანი წლებიდან ფლობდა. იმ ადამიანის ვინაობა, ვინც პიესების კრებული შეიძინა, უცნობია. წიგნში ერთად არის თავმოყრილი უილიამ შექსპირის 36 პიესა. ამ გამოცემის გარეშე არ იარსებებდა Macbeth-ის, Twelfth Night-ის, Julius Ceasar-ისა და The Tempest-ის წერილობითი ვერსიები. #შექსპირი #კრებული #36პიესა #პირველიეგზემპლარი
Tbilisi
0