20 Views
Luka Vashakmadze
Tbilisi · 1 year ago

სკოლის შემდეგ ორშაბათი-პარასკევი პროგრამირება მაქვს და ავტობუსით ან ტაქსით მივდივარ ხოლმე. დღეს რადგან ჭავჭავაძე გადაკეტილი იყო ავტობუსით ვერ წავედი. ერთადერთი ვარიანტი დამრჩა ტაქსით წასვლა. გადავწყვიტე ტაქსი ნუცუბიძის ქუჩაზე გამომეძახა. ჩავრთე Bolt-ი და მიგდებს, რომ 10 ლარი მაქვს წინა მგზავრობის გადასახდელი, რომელიც უკვე გადავიხადე იმ მგზავრობის დამთავრებისთანავე, ანუ ტაქსიც გამოირიცხა და მომიწია 7 კილომეტრის გავლა ფეხით. მადლობა თბილისის მერიას და ბოლტს, რომ ახალგაზრდების ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნავს.

Luka Vashakmadze
Tbilisi · 1 year ago
16
Write a comment