შოკოლადის მაფინები

0
მოსამზადებლად დაგვჭირდება! 👇🏻
• 4 კვერცხი • 200გრ შაქარი • 200გრ გამდნარი კარაქი/მარგარინი • 50გრ კაკაო • 150მლ რძე • ნახ. ჩ/კ სოდა • ნახ. ჩ/კ გამაფხვიერებელი • ვანილი • 300გრ ფქვილი • 150გრ რძიანი შოკოლადის ფილა მომზადების წესი: მშრალ ინგრედიენტებს გავცრით ღრმა ჭურჭელში და კარგად ავურევთ. ცალკე ჭურჭელში კი ვთქვეფთ კვერცხს, შაქარს და მწიკვ მარილს. როდესაც კვერცხი გათეთრდება, ვამატებთ რძეს და კარაქს და ვაგრძელებთ შერევას 2 წუთის მანძილზე. შემდეგ, მშრალ ინგრედიენტბს და სველს ერთმანეთში მიქსერით, აუცილებლად დაბალი სიჩქარით შევურევთ და როდესაც ცომი კარგად შეიკვრება, მაფინების ფორმაში ვასხამთ 2/3 მასას, რომ ცხობისას ცომის მასა არ გადმოვიდეს და ფორმაში ჩასხმულ ცომის მასაში ვაწყობთ დაჭრილ შოკოლადის ფილას. ჩააწყეთ იმ რაოდენობის, რამდენიც გსურთ. ვაცხობთ 180• 20-25 წუთით. დამოკიდებულია ღუმელზე და მაფინების ფორმის ზომაზე. 😊 • • #გააჟღერე @feedc #კულინარია #რეცეპტები #ახალიამბებ
0