გერმანიაში კორონავირუსი 580 ადამიანს დაუდასტურდა

0
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გერმანიაში კორონავირუსი 580 ადამიანს დაუდასტურდა, ინფიცირებული 26 კი ადამიანი გარდაიცვალა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, სულ ქვეყანაში კოვიდინფიცირების 187 764 შემთხვევაა აღწერილი. ინფიცირებულთაგან 8 856 გარდაიცვალა, 174 100-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო. გერმანიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.
0