კესარია აბრამიძე ლელოში წევრიანდება?

0
პოლიტიკური მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებას კესარია აბრამიძე პასუხობს: ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭერს: “უმცირესობების უფლებები ქვეყანაში კარგად არის დაცული.” მამუკა ხაზარაძის ეს განცხადება „პრაიმტაიმთან“ მოდელმა კესარია აბრამიძემ შეაფასა: – მამუკა ხაზარაძე თავის ქალიშვილს ვერ გაათხოვებს იმდენჯერ, რამდენჯერაც მე გავთხოვდი. საერთოდ არსად არ დამჭირდა წასვლა. თმაშეღებილი ბიჭები უფრო მოთხოვნადები არიან დღეს, ვიდრე შეუღებავი. რა წერია კანონით ფურცელზე, ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ, მაგას არც ვკითხულობ და არც არავის ვეჭიდავები. მე შესანიშნავად ვგრძნობ თავს. მე ათი წლის წინ ვთქვი, ახლა ვართ უმცირესობა და ათ წელში უმრავლესობა ვიქნებით-მეთქი და ნამდვილად ასეა უკვე. – ორი წლის წინ, დაწერეთ, რომ პოლიტიკაში გეგმავთ მოსვლას, ისევ ამ აზრზე თუ ხართ და რომელი პარტიით ისურვებდით პოლიტიკაში ყოფნას? – მამუკა ხაზარაძის გუნდში გავწევრიანდებოდი დიდი სიამოვნებით და ცოტა აზრზზე მოვიყვანდი. უფრო განვანათლებდი და საინტერესოს გავხდიდი მის პარტიას.”
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0