როგორია წიგნის კითხვის პროცესი?
124 Views
Anni Kvaratskhelia
Khashuri · 4 months ago

ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ადამიანებს ბევრჯერ გადაუფასებიათ ფასეულობები, ბევრჯერ დაუწყიათ "რენესანსი", ბევრჯერ დამდგარან განვითარებისკენ მიმავალ გზაზე, შეცვლილა ყველა და ყველაფერი, მაგრამ წიგნი? დიახ, ჩვენდა საბედნიეროდ რაღაც ფენომენალური ძალის წყალობით წიგნს მეტწილად შეუნარჩუნებია თავისი აზრი და ღირებულება, ცხოვრებისეული მნიშვმლნელობა და მედიდური მომხიბვლელობამ.

წერლები მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ, ერთ უბრალო მკითხველებს გვიზიარებენ გრძნობებს, რომლებსაც წიგნის ფურცლებში ნავარდი, არც მეტი არც ნაკლები, არაამქვეყნიური განტვირთვა გვგონია.

მე ვფიქრობ, რომ მსოფლიოს გაუმართლა, შოთას, ილიას, აკაკის, ვაჟას თუ სხვა მრავალი ქართველი დიდოსტატის ენასთან რომ აქვთ შეხება. დღეს უკვე ყველა ასაკის ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომია მრავალი ენიდან ნათარგმნი წიგნი.და მაინც, როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენს ცხოვრებისეულ-ყოფით პრობლემებს, საზრუნავს ვაწყდებით. ამ დროს მწერალთან ერთად სამყაროს თავისუფალი მჭვრეტელები ვხვდებით და ვფიქრობთ იმაზე, რაც ყველაზე მთავარი და არსებითია – რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა, ვინ ვართ და რატომ ვართ ამქვეყნად, რა ძალები წარმართავენ ჩვენს ცხოვრებას, რა სძენს ან უკარგავს მას აზრს და ფასეულობას.

ლიტერატურა მოგვაპოვებინებს იმას, რაც ყოველგვარ პრაქტიკულ და მატერიალურ სარგებელ აღემატება;ლიტერატურას პრაქტიკული სარგებლობა არ მოაქვს. ის ადამიანთა კეთილდღეობას არაფერს მატებს, მისი მეშვეობით ადამიანების მატერიალური ცხოვრება უფრო იოლი, სასიამოვნო და კომფორტული არ ხდება. ლიტერატურა სწორედ იმისათვის არსებობს, რომ პრაქტიკულ-მატერიალურმა ინტერესებმა, მიზნებმა არ დაგვავიწყოს და დაგვაკარგვინოს საკუთარი თავი, საკუთარი სული.ის წიგნები, რომლებიც 2019-2020 წლებში ქართულ ენაზე ითარგმნა და მე ახლა გაგიზიარებთ - აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ და თავი პერსონაჟად იგრძნოთ. როლურობა ყველაზე დასამახსოვრებელია, ფრთაშესხმული ხარ თითქოს და ცისკიდულს აღწევ ნავარდით...

_________

🌟ალი სმიტი 1962 წლის 24 აგვისტოს შოტლანდიაში დაიბადა. იგი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა და მის მშობლებს ბევრი შრომა უწევდათ, რომ შვილებისთვის შესაბამისი პირობები შეექმნათ. სმიტი ლიტერატურით თავიდანვე დაინტერესდა და უნივერსიტეტშიც ინგლისური ენა და ლიტერატურა შეისწავლა. შემდეგ სტრასკლაიდის უნივერსიტეტში ინგლისური ენისა და ლიტერატურის ლექტორი იყო. თუმცა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დაუდგინეს და იძულებული გახდა, ეს პროფესია მიეტოვებინა. მანამ, სანამ თავს ლიტერატურას მიუძღვნიდა, სტუდენტობის პერიოდში, სმიტი შეთავსებით მუშაობდა მიმტანად, მწმენდავად, ტურისტულ გიდად და სარეკლამო კოპირაიტერად.

მწერლის აზრით, ლიტერატურა ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან.

„რომანში მთავარი არის მისი ენა. ენა კი, მიმდინარე, ცოცხალი პროცესებით საზრდოობს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ახლოსაა ლიტერატურა მიმდინარე მოვლენებთან, მით უფრო აღიქვამს და გრძნობს მას მკითხველი“,

_ ამბობს სმიტი ერთ-ერთ ინტერვიუში. სწორედ აქედან გაჩნდა ე.წ. „სეზონების ტეტრალოგიის“ იდეა. მწერალმა მიზნად დაისახა, დაეწერა ოთხი ერთმანეთისგან სად დამოუკიდებელი რომანი, ერთმანეთისგან განსხვავებული, მასშტაბური ამბით, რომელთაც გააერთიანებდა თხრობის დრო, პოლიტიკური კონტექსტები და ენობრივი მსგავსება და რომელიც სეზონების ერთ ციკლს შეკრავდა. ეს წიგნები ჰყვებიან როგორც ხანგრძლივ პროცესებზე, ასევე იმ რეალობაზე, რომელშიც და რომელთა შესახებაც იწერებოდნენ.

2016 წლის გამოცემული „შემოდგომა“ The New York Times-ის წლის 10 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და ბუკერის პრემიაზეც იყო წარდგენილი. 2017 წლის ნოემბერში გამოიცა „ზამთარი“, ხოლო 2019 წელს - „გაზაფხული“.

__________

🌟 ლიან მორიარტი ცნობილი ავსტრალიელი მწერალია, რომლის რომანებიც ყოველთვის ხვდება "New York Times"-ისა და სხვა პრესტიჟული გამოცემების ბესტსელერთა სიებში.

🔸️ ქართულ ენაზე მისი ორი რომანია გამოცემული:

🔸️ "ქმრის საიდუმლო" - ამბავია, რომელიც სესილია ფიცპატრიკის ირგვლივ ტრიალდება და იმ საიდუმლოს გვანდობს, რომლის გამოც მრავალი ადამიანის ცხოვრება იცვლება.

🔸️ "დიდი პატარა ტყუილები" - კი გვიყვება ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია. ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე.

_________________________________________

🤔 რომელია თქვენი ფავორიტი ამ ორი წიგნიდან და რატომ? გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში. 🐬_________________________________________

სტატიას კითხულობთ მედიაპლათფორმა Feedc-ზე. გამოიწერეთ გვერდი (@jgalani) და თვალი ადევნეთ სიახლეებს. აპლიკაცია ჩამოტვირთეთ მოცემული ბმულიდან: download.feedc.com

#წიგნი  #კითხვისპროცესი  #jgalani  #ინსპირაცია 
Anni Kvaratskhelia
Khashuri · 4 months ago
1
Write a comment