"ველით, რომ მეტი შიდა ტურისტი გვესტუმრება" - რიჟვაძე

0
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ღია ეთერში“ შიდა ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარა ტურისტების მისაღებად უკვე მზად არის:

“დღეს არსებული მონაცემებით, ჯავშნებმა მოიმატა, თუმცა ყველა ობიექტი არ არის სრულად დატვირთული. აჭარა ელის, რომ მეტი შიდა ტურისტი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გვესტუმრება.”

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ 40-მდე ტურისტული ობიექტი უკვე ადაპტირდა და სტუმრებს ელის, თუმცა უსაფრთხოების სტანდარტის დაკმაყოფილება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ შემოწმებები ობიექტებზე კვლავ გრძელდება:

“ამის პარალელურად შემოწმებული და სტანდარტებთან თანხვედრაში მყოფი სასტუმროების და ტურისტული ობიექტების რაოდენობა გაიზრდება დინამიურად“

- განაცხადა რიჟვაძემ.
#თორნიკერიჟვაძე
#ტურიზმი
#აჭარა
#batumidaily
0