12 votes
0 comments
0 shares
Save
10 views
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago

ჯგალი


ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago
Similar Posts
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 6 months ago
ჩემი სოფლის პასტორალი, სულთ ალმუნის ნადებია, კლდეზე ჯიხვთა ნატორალი დაფლეთილი ბარდებია. იქ ბავშვობის ისმის ხმები, აქ , ჭანისწყლის ზვირთებია, დათოვლილი დიდი მთები სიყრმის წლებზე ფიქრებია... სულს შემორჩა უდარდელი, იმ მცირედით ნაამები და სიზმარი წუხანდელი- ცრემლით სავსე წამწამები... ალისფერი ჩვენი ბალი, ტყემლის თეთრად ნათოვლარი, ჯადოსნური სიტყვა ,,ჯგალი", სიყვარულით ნაოფლარი. ვდგავარ, სადღაც ისევ ვფიქრობ შენზე, მოგონების სევდას ვეღარ ვფარავ, ხელებს ვაწვდენ უსასრულო მთებზე, თვალზე ცრემლებს მაინც ვეღარ ვმალავ. Jgali
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ჩემი სოფელი ვითარდება
Jgali :)) ქვემოთ მოცემული სტატია წინა წლის ამ დროს დავწერე და Wordpress-ზე მქონდა გამოქვეყნებული. მაშინ გული ძალიან მტკიოდა, რადგან მიტოვებულ სახლებთან ერთად ბევრი უფუნქციო შენობა მხვდებოდა თვალში, მაგრამ დღეს მიხარია, რადგან ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ის ამბულატორია, რომელიც ვახსენე - უკვე გარემონტებული, მოწყობილი და საიმედო დასაყრდენია სოფლში მცხოვრებლთათვის. მოედანი, რომელიც "რუსთაველის" ქუჩაზე იყო - განახლებულია. როგორც აქაურები უწოდებენ,- "კანტორა"-ს ბაღიც კეთილმოწყობილია... და ყველაზე მთავარი ისაა, რომ Covid19-მა ბევრი ჩაკეტილი, ბოქლომდადებული სახლი გააღო! გილოცავთ და ვულოცავ ჩემ თავსაც, რადგან ძალიან მახარებს ეს ფაქტი! 1 year ago... _____________________________________ დასავლეთისკენ მიმავალი წალენჯიხასთან, მარცხნივ, ლაკადის მთებისკენ თუ გაიხედავთ, ულამაზეს სოფელს დაინახავთ. ეს ჩემი სოფელია - ჯგალი. მისი სახელის ხსენებაზე გული სიხარულით მევსება, რადგან ჩემთვის ბავშობასთან, ბედნიერებასთან, წარმატებასთან, სითბოსა და სიყვარულთან ასოცირდება,მაგრამ როცა ვუფიქრდები, ნაწილობრივ გულიც მწყდება, რადგან რაც დრო გადის, თანდათან უფრო მოწყენილი მეჩვენება აქაურობა. ჩაშავებული, მხრებჩამოყრილი, მიტოვებული სახლები, სევდიანი ორღობეები, ჩახრამული გზები. მოივლი მთელ სოფელს და ადრინდელ ჟრიამულს ვერ იგრძნობ. უამრავი მიგდებული, უყურადღებოდ დატოვებული შენობა და თვალცრემლიანი ადამიანები, რომლებიც სამსახურს ვერ პოულობენ, ღვთის ანაბარად არიან დარჩენილნი. ადრე ჩემი სოფელი უფრო ხალხმრავალი იყო. მერე ნელ-ნელა დაცარიელდა. ადრე რამდენიმე კოლმეურნეობის შენობა, სანატორიუმი და ამბულატორიაც იყო, მაგრამ ახლა, არც ერთია და არც მეორე. ყველაფერი დაიწვა, მიწასთანაა გასწორებული. როგორც მამაჩემი მიყვებოდა, ძველად ყველა ოჯახი იყო დასაქმებული. ირგვლივ კაცს ვერ ნახავდი შემოსავალი რომ არ ჰქონდა ისეთს. ჩაის კრეფდნენ, შრომობდნენ და თავს უპრობლემოდ ირჩენდნენო. მაგრამ ახლა, არც ის ჩაის პლანტაციებია, უწინ ყველა ოჯახისთვის შემოსავლის წყაროს რომ წარმოადგენდა. ჯგალში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. იმის გამო, რომ მუდმივი სამუშაო ვერ ნახეს, სოფლის არაერთმა მცხოვრებმა საკუთარი სახლი დატოვა და უცხოეთში წავიდა. სამუშაოდ ძირითადად იტალიაში, თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიდიან. სოფელში ახალგაზრდებიც თითქმის აღარ არიან, ბევრი მათგანი სასწავლებლად დედაქალაქში გადავიდა, ბევრინ კი სამუშაოდ ხან სად დადის, ხან სად. ამ უკანასკნელს კი იმ შედეგამდე მივყავართ, რასაც სოფელი თანდათან დაცლა ჰქვია. ჯგალი ყველაზე აქტიურ, ენერგიულ და მრავალფეროვან ფაზაში მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულშია. მაშინ, როდესაც მდინარის სეზონი იწყება და ზაფხულის სუსხი არემარეს სიურპრიზებით ავსებს. წელიწადის ამ დროს, ყველა ეზო სავსეა ახალგაზრდებით. შეუძლებელია გზად მიმავალს გუნდად შეკრებილი ბავაშვების ბრბო არ შეგეჩეხოს. ზოგი მოედანზე მიდის ბურთის სათამაშოდ, ზოგი მდინარეზე, ზოგი კი სეირნობს და ბუნების გრანდიოზულობით ტკბება. ეს სამი თვე ყველაზე მეტად უხდება ჯგალს. თითქოს ამ პერიოდში ხელახლა იბადება, ახალ სიცოცხლეს იძენს. ყოველი დილა მერცხლების ჭიკჭიკით იწყება და გვიანობამდე ცენტრში შეკრებილი ბავშვების ჟრიამულის ხმით მთავრდება, მაგრამ ეს აქტიური ცხოვრება ზაფხულის დამთავრებასთან ერთად მთავრდება. ჩამოსულები უკან ბრუნდებიან, ხოლო ადგილობრივები ჩვეული რიტმით განაგრხობენ ცხოვრებას. დარაბებს მიღმა გაზაფხულია?! რამდენად შეესაბამება ეს ფრაზა სინამდვილეს ნისლით არის მოცული, თუმცა რეალობის სხივს ვერანაირი ნისლი გაუძლებს და ბოლოს, დარაბებს მიღმა სოფელია და სოფლის პრობლემები, რომელიც აღმოფხვრას საჭიროებს.#ჯანსაღიცხოვრება #ბიზნესი #სპორტი #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
+3
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago
ჯგალი
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
სამოთხე და სამოთხის შვილი
ჯგალი ლაკადის ერთ-ერთი უმშვენიერესი სოფელია, რომლის სამხრეთით , 7 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ერთ-ერთი უნიკალური კურორტი – სქური. იგი სულ რაღაც 100 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს და მეტად მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სქურის ტერიტორიაზე ერთდროულად მოქმედებს რამდენიმე სამკურნალო ფაქტორი: ბუნების სილამაზე, მზის სხივების სიუხვე, ზომიერი ტემპერატურა, დაბალი ბარომეტრული წნევა და ბრწყინვალე მინერალური წყალი, რომელიც უამრავი დაავადების წამალია. განსაკუთრებულად ლამაზია სქურის ხეობა. მიმდებარე მდინარეები ნოლიმერი და წისქვილარა, რომელიც მდიდარია კალმახით. სიმწვანით გარშემოსილ და მდინარე-ნაკადულებოთ დაქსელილ სქურს ძალიან უყვარს სტუმრები. ზოგადად აქ სტუმართმოყვარე ადამიანები ვცხოვრობთ, მაგრამ თვითონ სქური იმდენად სტუმართმოყვარეა, მხოლოდ ერთხელ ვიზიტიც კი საქმარისია, მის აქტიურ მნახველად რომ გადაიქცეთ!#spendyoursummeringeorgia#SpendyoursummerinJgali Jgali P.S დღის ბოლოს ულამაზეს ვიდეოს შემოგთავაზებთ!#ხელოვნება #ჯანსაღიცხოვრება #მოგზაურობა #ახალიამბები
ლევან კვარაცხელია
Tsalenjikha · 1 year ago
ჯგალი
Anni Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
ბუნებას აქაურობისთვის მადლიანი კალთა უხვად დაუმწყალობებია...
გუშინწინ , სუსხამ დილით, 08:00 საათზე, კლასელები სოფლის (ჯგალი) ცენტრში შევიკრიბეთ , სურსათ-სანოვაგით დავიხუნძლეთ ზურგჩანთები და გავუყევით კურორტ სქურისკენ მიმავალ გზას... ლაშქრობების მოყვარულები ყოველთვის ვიყავით, მაგრამ აბიტურიენტობის და ზოგადად დროის უქონლობის გამო დიდად ვერ დავლაშქრეთ შემოგარენი. ჯგალიდან სქურამდე 7 კილომეტრის სავალია. დილიდანვე ტემპერატურად 32°-ს მიაღწია. ძალიან ცხელოდა, მაგრამ ჩვენც არ დავაყოვნეთ და ნაბიჯებს მოვუმატეთ. დაახლოებით ორ საათ ნახევარში ჩავედით. გზად ვჩერდებოდით, ფოტოებს ვიღებდით, ვისვენებდით. მიუხედავად იმისა , რომ სრული შემადგენლობით ვერ მოვახერხეთ წასვლა - არაჩვეულებრივი განწყობა გვქონდა. მდ.წისქვილარა ჩვეულებისამებრ მაცივრის წყალივით გაყინული იყო, მაგრამ მაინც ულამაზესი. საპიკნიკოდ ლამაზი, მყუდრო ადგილი შევარჩიერთ. ყველაზე დიდი ხის ქვეშ, სადაც ლოგიკურია კარგი ჩრდილი იყო დ; იქ ჯოკერიც ვითამაშეთ, დედების გამომცხვარი ტკბილეულებიც მივირთვის. შეპიწკინებული მეგრული ხაჭაპურებით აივსო ჩვენი სუფრა... როგორც უკვე ვახსენე წისქვილარა ძალზედ გაყინული იყო, მაგრამ მაინც მოგვიწია ერთმანეთის ძალით ჩაგდება, ყვინთაონა და ამბები. ძალიან კარგი იყო, ძალიან! მე ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ დაპირებულ ვიდეოს გიტვირთავთ და ვიდეოსთან ერთად , რა თქმა უნდა , ძალიან დიდი ემოციას გიზიარებთ. @ Skuri#სპორტი #კულინარია #მოგზაურობა #ჯანსაღიცხოვრება #ახალიამბები
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 week ago
nature
ჯგალი#მოგზაურობა
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 3 months ago
📢სპორტსმენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, წალენჯიხის სოფელ მიქავადანაა. 📌 როგორც "ჯგალი ნიუსისთვის" გახდა ცნობილი, მამაკაცი ერთ კვირაზე მეტი იმყოფებოდა მშობლიურ სოფელში და ამ დროის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდა, როგორც ადგილობრივებთან, ისე წალენჯიხის სხვა რაიონების მცხოვრებლებთან. 🦠 ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი სოფ.მიქავას გარდა, სტუმრად იმყოფებოდა ლიაში, დეიდასთან, წალენჯიხაში ჩხოროწყუსა და ზუგდიდში. 🔗ასევე, როგორც მიქავას მკვიდრმა გვითხრა, მამაკაცი საზღვარგარეთ არ იმყოფებოდა, თუმცა მას უცხოელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ერთად ვარჯიშობდნენ. ✅ როგორც მიქავას მკვიდრმა "ჯგალი ნიუსს" განუცხადა, სოფელში უკვე აღრიცხეს ის ადამიანები, რომელთანაც ინფიცირებულს ჰქონდა კონტაქტი.
Teona Kvaratskhelia
Tsalenjikha · 1 year ago
ცაშ კიბული, ლაკადა, ჯგალი. ჯგალიდან გადის გზა "ცაშ კიბულამდე" ("ცის ხიდი" მთის სახელია) საიდანაც შეგიძლია ზეცას მიუახლოვდე.❤️ ტახტრევანი მოუწყვიაო თითქოს ცაშ კიბულს ჯგალისა და ლაკადის ფაუნებს შორის. გულში ყავს მიხუტებული ეს დალოცვილი ჩემი სოფელი. თავის სამეფო მადლს აფრქვევს ჯგალელებზე და ხარობს მათი სიყვარულით. ჯგალის გვირგვინია ჩვენი "ცაშ კიბული".❤️
Tako Kvaratskhelia
Tsalenjikha · 4 months ago
ბელერში ისევ ხანძარია
🔥 ბელერში ხანძარს ვერ აქრობენ. როგორც სოფ.ჯგალის გამგეობაში "ჯგალი ნიუსს" განუცხადეს, ცეცხლი ჯერ ხმელ ბალახს წაეკიდა, შემდეგ კი რამდენიმე ოჯახის თხილნარსაც მოედო. 📍 როგორც გამგეობაში აცხადებენ, იმის გამო, რომ სამეგრელოს ტერიტორიაზე ცეცხლის რამდენიმე კერაა, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არ ჰყოფნით. 💭 "ცეცხლის ჯერ ლეღვინჯილეში გაჩნდა, შემდეგ კი ბელერსაც გადმოედო. ხანძრის ჩაქრობა ძლიერი ქარისა და მიუვალი ადგილის გამო ვერ ხერხდება. უსაფრთხოების გამო, მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. მეხანძრეები ხვალ დილიდან გაგრძელებენ ხანძრის ლოკალიზებას" - განგვიცხადეს სოფ.ჯგალის გამგეობაში.