როგორ გადაუხადა სამაგიერო ბუნებამ ჩინელებს ბეღურების განადგურების გამო

0
1958 წლის 12 თებერვალს ჩინეთის ლიდერმა მაო ძედუნმა ვირთხების, ბუზების, კოღოების და ბეღურების განადგურების ისტორიული ბრძანება გამოსცა. მასშტაბური კამპანიის გაშვების იდეა 1957 წლის 18 თებერვალს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მორიგ სხდომაზე დაიბადა. ამ ინიციატივით ბიოლოგი ჩჟოუ ცზიანი გამოვიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ბეღურების და ვირთხების მასობრივი განადგურება სოფლის მეურნეობის არნახულ განვითარებას გამოიწვევდა. მათი აზრით, ჩინელები იმიტომ ვერ ამარცხებდნენ შიმშილს, რომ საკვებს პირდაპირ მინდვრებზე, ღორმუცელა ბეღურები ჭამდნენ. მისი თქმით, თავის დროზე მეფე ფრიდრიხმა მსგავსი კამპანია გაატარა და შედეგი ძალიან კარგი აღმოჩდა. მაო ძედუნს დასარწმუნებლად დიდი დრო არ დასჭირვებია.თავისი ბავშობა მას სოფელში ქონდა გატარებული და გლეხების და მავნებლების მარადიულ დაპირისპირებაზე დიდი ხანია იცოდა. ბრაძანებას მან ხელი სიხარულით მოაწერა და მალე ჩინელები მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლოზუნგით “გაუმარჯოს მაოს” დაიწყეს ფაუნის მოცემული წარმომადგენლების განადგურება. ძირითად მიზნად ბეღურები იქცნენ. თავიდან ცადეს ფრიველების მოწამლა და დაჭერა, მაგრამ ასეთი მეთოდები ნაკლებეფექტრი იყო. მაშინ ფრინველებს შეუტიეს სხვაგვარად:მოხუცები, სკოლის მოსწავლეები, ბავშვები, კაცები, ქალები დილიდან საღამომდე იქნევდნენ ნაჭრებს და აბრახუნებდნენ ქვაბებზე, ყვიროდნენ და უსტვენდნენ და არ აძლედნენ ფრინველს დასვენების საშუალებას. მეთოდი მოქმედი აღმოჩნდა. ბეღურები 15 წუთზე მეტ ხანს ვერ ახერხებდნენ ცაში ყოფნას და მიწაზე უსულოდ ეცემოდნენ. რა თქმა უნდა, დარტყმის ქვეშ არა მხოლოდ ბეღურები აღმოჩნდნენ, არამედ ყველა პატარა ზომის ფრინველი. ამ პერიოდში პრესაში მუდმივად იბეჭდებოდა მკვდარი ფრინველებით დამდაგრი გორების ფოტოები. ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა ის, რომ გამოჰყავდათ გაკვეთილებიდან მოსწავლეები, აძლევდნენ სასროლს და ბეღურების და სხვა ფრინველების ბუდეების დანგრევას ავალებდნენ. მხოლოდ პირველი სამი დღის მანძილზე პეკინში და შანხაიში თითქმის მილიონი ფრინველი გაანადგურეს, ხოლო წლის მანძილზე - ორი მილიარდი ბეღურა და სხვა პატარა ჩიტები. ჩინელები გამარჯვებას ზეიმობდნენ, ვირთხები, ბუზები და კოღოები აღარავის ახსოვდა. მათთან ბრძოლაზე უარი თქვეს, რადგან ეს ზედმეტად რთული აღმოჩნდა. ბეღურების განადგურება უფრო გასართობი აღმოჩნდა. მეცნიერებსა და ეკოლოგებს შორის ამ კამპანიას მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. ეს გასაგებიცაა, რადგან ნებისმიერი პროტესტი, თუნდაც მცირედი აღიქმებოდა, როგორც პარტიის წინააღმდეგ წასვლა. 1958 წლის ბოლოს ჩინეთში თითქმის აღარ დარჩა ფრინველი. ტელეეკრანებიდან აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ, თუ რამხელა მიღწევა იყო ეს. 1959 წელს “უფრთო” ჩინეთში არნახული მოსავალი მოვიდა. სკეპტიკოსებიც კი იძულებული იყვნენ ეღიარებინათ, რომ ამ ქმედებებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო. რა თქმა უნდა ყველამ შეამჩნია, რომ ყველანაირი სახის მუხლუხოები, მახრები და სხვა მავნე მწერები შესამჩნევად გამრავლდა, მაგრამ მოსავლის სიდიდის გათვალისწინებით, ამ პრობლემას უმნიშვნელოდ თვლიდნენ. მომხდარის სრულიად შეფასება ჩინელებმა ერთი წლის შემდეგ შეძლეს. 1960 წელს მავნე მწერები ძალიან გამრავლდნენ. ჩინეთის მცხოვრებლები დაიბნენ. ახლა სკოლებიდან თუ სამსახურებიდან ხალხი იმიტომ გამოჰყავდათ, რომ ეს მუხლუხოები და სხვა მწერები შეეგროვებინათ. მაგრამ ყველა ეს მცდელობა სრულიად ამაო აღმოჩნდა, რადგან მათ პოპულაციას ფრინველები აღარ არეგულირებდნენ, მწერები საშინელი ტემპით მრავლდებოდენ. მათ ელვის უსწრაფესად შეჭამეს მოსავალი და ტყეების განადგურებაზე გადავიდნენ. მახრები და მუხლუხოები “გემრიელად მიირთმევდნენ” და ქვეყანაში კი შიმშილი დაიწყო. ტელეეკრანებიდან ხალხის დაწყნარებას იმით ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი დროებითი პრობლემა იყო და მალე ყველაფერი მოგვარდებოდა, მაგრამ დაპირებები საკმარისი არ იყო. თავს დამტყდარი შიმშილობისას ადამიანები მასიურად იხოცებოდნენ. ჭამდნენ ტყავის ნივთებს, იმავე მახრებს, ფიქსირდებოდა კანიბალიზმის შემთხვვებიც. ქვეყანაში პანიკა დაიწყო. პანიკამ პარტიის წევრებიც მოიცვა. შიმშილობის გამო ჩინეთში დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ხელმძღვანელობას გაახსენდა, რომ ყველა უბედურება ბეღურების განადგურებით დაიწყო. ჩინეთმა დახმარების თხოვნით საბჭოთა კავშირს და კანადას მიმართა, რომ სწრაფად გამოეგზავნათ ფრინველები. ბეღურები ჩინეთში რამდენიმე ვაგონით ჩაიყვანეს. ფრინველები მოედნენ მომრავლებულ მწერებს და გარკვეულ დროში ყველაფერი დაბალანსდა. მას შემდეგ ჩინელები განსაკუთრებით უფრთხილდებიან ბეღურებს.
#ხელოვნება
#ახალიამბები
0