დაკარგული თაობა

0
1920-იანი წლების ევროპელ და ამერიკელ მწერალთა ჯგუფის პირობითი სახელწოდება. ჯგუფის ლოზუნგი გახდა გერტრუდ სტაინის სიტყვები: "თქვენ ყველანი დაკარგული თაობა ხართ!" ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ მწერლებს, რომლებმაც განიცადეს პირველი მსოფლიო ომის საშინელება, დაკარგეს დემოკრატიზმის გადარჩენის იმედი, რწმენა ტრადიციისა და მომავლისა და რომლებიც ანარქისტულ თვალსაზრისზე დადგნენ. ერნესტ ჰემინგუეი და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი სწორედ ამ თაობის წარმომადგრნლები იყვენენ, რაც მათ შემოქმედებაშიც აისახა. (ფოტოზე ჰემინგუეი და ფიცჯერალდი)
#ხელოვნება
0