ჰერმან ჰესეს აზრი კითხვადობაზე!

0
ხალხი, საზოგადოდ, მეტისმეტად ბევრს კითხულობს და ეს”კითხვადობა” ლიტერატურისთვის პატივი კი არა, ზარალია. წიგნები იმისთვის როდი იწერება, რომ დამოუკიდებლობას მოკლებული ხალხი კიდევ უფრო უნიათო გახდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათიმისთვის იყენებენ, რომ უსიცოცხლო ადამიანებს იაფად მიაწოდონ რაღაცა, რაც ცხოვრების ილუზიასქმნის და თითქოს მისი შემცვლელია. არადა, წიგნები ხომ მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა სიცოცხლეს გვაზიარებს, სიცოცხლეს ემსახურება, და კითხვის ყოველი საათი ფუჭადაა ჩავლილი, თუ მკითხველს ერთი წვეთი ძალა, ახალგაზრდობა, ხალისი მაინც არ შემატა. გარეგნულად კითხვა ისეთი რამაა, რომელიც კონცენტრაციას მოითხოვს, და “დარდის გასაქარვებლად” კითხვა ტყუილი ამბავია
#ახალიამბები
0