გზავნილი ჯულეტასგან...

0
11 აპრილიდან იტალიის თითქმის ყველა რეგიონი ნარინჯისფერ ზონას უბრუნდება , ფერიდან გამომდინარე 🧡ადვილი მისახვედრია, რომ გარკვეული შემსუბუქება იქნება, რეგიონები კვლავ დაუბრუნდებიან ცხოვრების გარკვეულ რიტმს, სკოლები, მაღაზიები, სპორტული ცხოვრება განახლდება
სამწუხაროდ ტურიზმის მხრივ კვლავ არასახარბიელო მდგომარეობაა... ბევრი თქვენთაგანი დამეთანხმება, რომ ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ქალაქი ვერონა იმ ტურისტულ ქალაქთა რიცხვს მიეკუთვნებოდა სადაც მიუხედავად ამინდისა, მხოლოდ მხარაქცევით თუ შეგეძლო გავლა, დღეს კი ამაღელვებელი სანახავია დაცარიელებული ქუჩები, გამოკეტილი მუზეუმები.
მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილიდან, ესწრაფოდნენ წყვილები ვერონას, სტუმრებოდნენ - ჯულიეტას სახლს, რომელსაც სიყვარულს, ბედნიერებას ავედრებდნენ. დღეს კი ჯულიეტა ეულად მდგარი საკუთარ ეზოში დაგვხვდა.
დედამიწას სიყვარული ატრიალებს ადამიანებოოოოოო.....
0