ხმელთაშუა ზღვაში მომხდარი თურქულ-ფრანგული ინციდენტი

0
საფრანგეთის თავდაცვის ძალებმა თურქული ფლოტის წარმომადგენლობა ფრანგული გემისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. ნატოს მისიაში მონაწილე ფრანგულმა ხომალდმა (Courbet) აღმოსავლეთ ხმელთშუა ზღვაში მცურავ ერთ-ერთ გემზე არსებული ტვირთის შემოწმება გადაწყვიტა, რომელსაც მათი ვარაუდით, ლიბიის მიმართულებით შეიარაღება გადაჰქონდა. აღნიშნული პროცესის განხორციელებისას, მათ თურქულმა სამხედრო ფრეგატმა გადაუჭრა გზა. ზემოხსენებულმა ფრეგატმა ფრანგული გემის მიმართ სარადარო-გამაფრთხილებელი შუქი 3-ჯერ აანთო და მისკენ რაკეტები მიმართა. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის (France’s armed forces) ფლორენს პარლის განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნატო-ს თავდაცვის ხელმძღვანელთა შორის შედგა საუბარი. მინისტრის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ეგიდით (Sea Guardian) მოქმედმა ფრანგულმა გემმა, 10 ივნისს, თურქული სამოქალაქო ხომალდის (Cirkin) შემოწმება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამ უკანასკნელს რაიმე სახის მაინდიტიფიცირებელი ნიშნები გათიშული ჰქონდა და მისი საბოლოო დანიშნულების ადგილის შესახებ მონაცემებს არ იძლეოდა. შესაბამისად, იყო ვარაუდი, რომ გემს ლიბიის მიმართულებით, არალეგალურად შეირაღება გადაჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო გემს 3 ერთეული თურქული ფრეგატი აცილებდა და ფრანგული ხომალდის მიახლოებისთანავე, თურქი სამხედროები ჯავშანჟილეტებით და მსუბუქი იარაღით აღიჭურვნენ. საპასუხოდ, გართულებების თავიდან ასარიდებლად, ფრანგულმა მხარემ უკან დახევა გადაწყვიტა. ინციდენტთან დაკავშირებით ბრალდებები უარყო თურქულმა მხარემ და დასძინა, რომ მათ შეიარაღებულ ძალებს აქვს საკმაო გამოცდილება, ერთმანეთისგან გაარჩიონ საფრთხის შემცველი და კოორდინირებული მოქმედებები. ერთერთი თურქი ოფიციალური პირის განცხადებით, ოფიციალური პარიზის “პრეტენზიები” კონკრეტული მტკიცებულებით გამყარებული არ არის. აქვე კომენტარის სახით აღნიშნა, რომ შესძლოა ფრანგულმა ხომალდმა სწრაფი, სახიფათო მანევრირება მოახდინა, რაც თავის მხრივ ნატო-ს პრინციპებისა და საზღვაო უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს. ინციდენტს გამოეხმაურა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომლის თქმით კოალიცია გამოიძიებს თურქეთის წინააღმდეგ საფრანგეთის ბრალდებებს.
ლიბიის კონფლიქტში, თურქეთი და საფრანგეთი საპირისპირო მხარეს დგანან. ოფიციალური ანკარა გაეროს მიერ აღიარებულ, ტრიპოლში ბაზირებულ “ეროვნული თანხმობის მთავრობას” (GNA) უჭერს მხარს, ხოლო საფრანგეთი ოპოზიციურ “ლიბიის ეროვნულ არმიას” (LNA) უწევს სადაზვერვო დახმარებას. ოფიციალური პარიზი, ხსენებულ რეგიონში თურქეთის განსაკუთრებული აქტიურობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან სავარაუდო საფრთხე, ამ ტერიტორიაზე მოქმედ ფრანგულ ნავთობკომპანიებს ექმნება. დამატებით აღსანიშნავია, რომ ლიბიისთვის ნებისმიერი სახით იარაღის მიწოდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაწესებული ემბარგო ვრცელდება, მაგრამ შეზღუდვების გვერდის ავლით, მაინც ხდება კონფლიქტში უცხოური შეიარაღების და დაქირავებული მებრძოლების შედინება. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#libya
#turkey
#france
#mediterranean
#sea
#incident
#interworld
0