ტომ კურუზის რელიგიური სექტა და მისი ურთიერთობა ნიკოლ კიდმანთან

0
? ტომ კრუზი არის საიენტოლოგიური ეკლესიის წევრი 1990 წლიდან. ეს რელიგიური მიმდინარეობა გასულ საუკუნეში ჩამოყალიბდა, მათ აქვთ საკუთარი ჯვარი, სიმბოლიკა და დებულებები. მეცნიერთა ნაწილის აზრით, საენტოლოგთა ძირითადი დებულებები და სიმბოლიკა ახლოს არის სატანიზმთან, მათი პროპაგანდისტული იდეები კი ანტიმეცნიერულია. ამ საკითხს მეტად აღარ ჩავუღრმავდები. ? როგორც აღვნიშნე ტომი 1990 წლიდანაა ამ ეკლესიის წევრი, თუმცა ოთხმოცდაათიანებში ამ მხირვ არ აქტიურობდა, რადგან, მაშინდელი მისი მეუღლე, ნიკოლ კიდმანი წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის და ხელს უშლიდა. რის გამოც ნიკოლი დღეს საიენტოლოგიური ეკლესიისთვის მიუღებელი პირია. ? საიენტოლოგიური ეკლესია ოჯახში მემკვიდრის ყოლას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. წყვილმა ორი შვილი აიყვანა, თუმცა ნიკოლმა ტომს მემკვიდრე მაინც ვერ აჩუქა. კრუზმაც მოგვიანებით არაერთხელ გან­აცხადა, რომ ოჯახის დანგრევის მთავარი მიზეზი­ ნიკოლის უნაყოფობა იყო. განქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ნიკოლი ცო­ლად­ მუსიკოს ქით ურბანს გაჰყვა და უნაყოფობის მითიც დაამსხვრია - მას ურბანთან 2 შვილი შეეძინა. ხოლო ტომი კეტი ჰოლმსზე დაქორწინდა. ჰოლმსთან კრუზს ქალიშვილი შეეძინა, რის შემ­დეგაც ნიკოლთან ქორწინების დროს აყვანილი შვილები პრაქტიკულად გაასახლა, ნიკოლმა კი ისინი სიხარულით მიიღო. ? ჟურნალმა Vanity Fair გამოაქვეყნა სკანდალური სტატია ტომის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ საიენტოლოგიური ეკლესიის წესების თანახმად, ქეით ჰოლმსთან განქორწინების შემდეგ ტომისთვის მეგობარი გოგონა და ცოლი თავად ეკლესიას უნდა შეერჩია. ეს ვერსია დაადასტურეს აღნიშნული სექტის ყოფილმა წევრებმაც. რეჟისორი პოლ ჰაგისი ამბობს, რომ საიენტოლოგიური ეკლესიის ხელმძთვანელები რეალურად სრულად აკონტროლებენ კრუზის ცხოვრებას. სწორედ ამის გამო დაშორდნენ კრუზს ყოფილი ცოლები – ჯერ ნიკოლ კიდმანი, შემდეგ კი კეტი ჰოლმსი. ? 2013 წელს ტომმა საიენტოლოგიური იერარქიის უმაღლეს საფეხურს მიაღწია და მღვდლის წოდება მიიღო.
#ტომკრუზი
#კრუზი
#ჰოლივუდი
#hollywood
0