კორონავირუსის ახალი შემთხვევა საქართველოში

0
ბოლნისში, სოფელ სავანეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლიდნა. ინფიცირებულის ქალბატონის მცირეწლოვანი შვილის ტესტირებამ კი, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნება, პირველადი ტესტით უარყოფითი შედეგი აჩვენა. მას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება. ამ დროისთვის ეპიდემიოლოგები მუშაობენ როგორც კლინიკაში, ასევე მიმდინარეობს დედა-შვილის ახლო კონტაქტების სავანეთში მოძიება. სამი პირის ბიოლოგიური მასალა უკვე გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. საქართველოში სულ კორონავირუსის 895 დადასტურებული შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელებულია - 741. გარდაიცვალა 14 ადამიანი. კოვიდინფიცირებული
TbilisDaily
0