ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მძიმე ეპიდემილოგიური ვითარებაა

0
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მძიმე ეპიდემილოგიური ვითარებაა. ამის შესახებ ე.წ. მთავრობის სხდომაზე დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. ინფორმაციას russian.rt.com ავრცელებს. „COVID 19-ის ინფექციასთან დაკავშირებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. შეინიშნება დაავადებულების მატების ტენდენცია, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვირუსულ ინფექციასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის“ - განაცხადა ბიბილოვმა. მისი თქმით, ვირუსთან საბრძოლველად ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაცია ეხმარება. 17 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
0