10 შემთხვევა, როცა გაგოშამ უსამართლობა ქუჩაში მხატვრობით გააპროტესტა

0

შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეხვედროდით ქართველი ქუჩის მხატვრის, გიორგი გაგოშიძის სტენსილს. ხელოვანი აქტუალურ მოვლენებს და სოციალურ საკითხებს თავისი შემოქმედებით პასუხობს. ამ სტენსილების გადახედვით მარტივად გაგახსენდებათ, რა ხდებოდა საქართველოში რამდენიმე თვის ან თუნდაც ერთწლის წინ. გავიხსენოთ 10 სიტუაცია, როცა გაგოშამ უსამართლობას გონებამახვილური ნამუშევრით უპასუხა.

ნახატით გაგოშამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული რეალობაა ასახა: "აქ რაც ხატია ამას შვება ეს არხი. რეალობას გადააქცევს "ყველაფერი კარგადაა" ნიუსად, სწორედ ამ სიმულაციას გავუსვი ხაზი".

2. სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს, 2019 მწერალთა სახლის გაუქმების შემდეგ, შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა. გაგოშას ნახატზე ცნობილი მეცენატი დავით სარაჯიშვილი ჩემოდნით გადის ეზოდან.

3. თვალახვეული ქართლის დედა და ომი მხატვართან თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს, ქართლის დედას გაგოშამ #სირცხვილიას საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თვალზე ხელი ააფარა. სტენსილი მეორე დღესვე გადაღებეს.

მხატვარმა მის მიმართ გამოცხადებულ ომს ახალი შინაარსით უპასუხა: ამჯერად სახეგადაშლილ ქართლის დედას სპეცრაზმელი სახეში იარაღს უმიზნებდა, გარშემო კი რეზინის ტყვიები ეყარა.

ნამუშევარი მეორე დღესვე წაშალეს და ამ დროისთვის იქ არც ძველი, არც ახალი სტენსილების კვალი აღარაა.

4. ომიდან 11 წლის შემდეგ, გორი, 2019 გორში იმ კედელზე, რომელსაც 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა, გაგოშამ სტენსილი დახატა

5. ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად, 2019 ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული სტენსილი რუსთავში გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა. ნახატზე ჩანს 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომელზეც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს ამშვიდებს #თბილისი #გაგოშა #სტენსილი #ქუჩისხელოვნება
Tbilisi
#ხელოვნება
0