10 შემთხვევა, როცა გაგოშამ უსამართლობა ქუჩაში მხატვრობით გააპროტესტა

0

გასული წლის აგვისტოს მიწურულს ბათუმში ახალი სტენსილი გამოჩნდა. მისი საშუალებით გაგოშა ონლაინ კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს გამოეხმაურა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა. სტენსილზე ქართულ სუფრასთან შემომსხდარ მსოფლიო ღირსშესანიშნაობებს ვხედავთ. სუფრის თავში კრემლი ზის, რომელსაც სძინავს, მთაწმინდის ანძა კი ეიფელისა და პიზის კოშკთან, თავისუფლების ქანდაკებასთან, მოაის ქვის ქანდაკებებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს.

7. ფერადი ფანქრებით შეიარაღებული კუპიდონი, 2019

And Then We Danced-ის გამოსვლას საქართველოში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეშინოდა ფერადი კუპიდონების. ისინი ამბობდნენ, რომ ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება, სექსუალური ორიენტაცია შეიცვალო. სწორედ ამ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ეხებოდა თბილისში ლგბტ თემაზე შექმნილი სტენსილიც. ნახატზე გამოსახულია კუპიდონი, რომელსაც ისრების ნაცვლად, ფერადი ფანქრები უჭირავს. მას შეიარაღებული ჯგუფი უპირისპირდება. ისინი შემტევ და თან თავდაცვით პოზიციაში დგანან, ფარებს ამოფარებულები.

8. "განწყობა", 2019

ნახატი ეხება სამოქალაქო პროტესტს. სტენსილზე გამოსახულია გოგო, რომელიც დასარბევად გამიზნული წყლის ჭავლით იღებს ცივ შხაპს, რაც "გამოფხიზლების ნიშანია".

9. ოჯახის სიწმინდის დღე და გაჭრილი ცისარტყელა, 2020

17 მაისს, გაგოშამ ჰომოფობია ახალი სტენსილით გააპროტესტა. მან ლისის ტბის მიმდებარედ დახატა ცისარტყელა, რომელსაც ოჯახი ხერხით აზიანებს. ფოტოები მხატვარმა თავად გაავრცელა წარწერით: "ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ ქართველებო".

10. ტყის კოდექსი, 2020 გაგოშას ნახატში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელთანაა, სასულიერო პირი ტყეში ხეს ნიშნავს, საიდანაც ფრინველები გასაფრენად ემზადებიან და ბუდეს ტოვებენ. სტენსილით მან პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ტყის კოდექსი გააპროტესტა. 22 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც საპატრიარქოს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემას უშვებს — არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.

#გაგოშა
#ხელოვნება
#სტენსილი
#ქუჩისხელოვნება
Tbilisi
#ხელოვნება
0