ახალგაზრდები მშვიდობისა და თანასწორობისათვის

0
"მხოლოდ ახალგაზრდებს აქვს დიდი გული, ფართო თვალები და ძლიერი მკლავები!" რა კარგად უთქვამთ ახალგაზრდების შესახებ . სწორედ სამყაროს სიცოცხლისუნარიანობა და მისი მომავალი ახალგაზრდების კეთილდღეობაზეა დამყარებული.თვით სიტყვა ახალგაზრდობა ყველა თაობის იმედია, ხოლო ეს ასაკი ყველა ჩვენთაგანს ჰქონია თუ ექნება... უფროსი თაობა, კი ვალდებულია ანგარიში გაუწიოს ახალგაზრდების აზრსა და ქმედებას, შემდეგ კი განსაჯოს მისი ავკარგიანობა. ახალგაზრდებს და არამარტო ახალგაზრდებს ბევრი უფლება გვაქვს და ბევრი მოვალეობა გვაკისრია იმისთვის, რომ ვიცხოვროთ მშვიდობიან და განვითარებულ ქვეყანაში. არ გვაქვს უფლება განზე გავდგეთ და გულგრილად ვუცქიროთ პიროვნებისა თუ ქვეყნის გასაჭირს. თანასწორობა ადამიანის კეთილდღეობის წინაპირობაა, თუ ადამიანებს არ ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები თავიანთი შემოქმედების განვითარებისათვის საზოგადოება და ქვეყანა დიდ რესურსსა და შესაძლებლობას დაკარგავს. მაგალითად კანის ფერის გამო , რომ გაერიყათ სოპრანო ჯესი ნორმანი საზოგადოებას არ ეყოლებოდა გრემის მფლობელი და თვალუწვდენელი წარმატების მქონე ქალი. 1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" პირველივე მუხლი აცხადებს, რომ-"ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით." მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ქმედება ვერ იქნება ჩვენთვის მისაღები უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ტოლერანტები და გვახსოვდეს ის, რომ "სხვებს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც სხვები გვინდა მოგვექცნენ ჩვენ!" 1990 წლიდან მოყოლებული მშვიდობას დიდი ფასი დაედო.საუბედუროდ უთანასწორო ომებმა დაგვაკარგვინა ძირძველი აფხაზეთი და თვალწარმტაცი ოსეთი. დღეს ჩვენი ქვეყანა იარებს იშუშებს, მაგრამ ეს ჭრილობა, არ გამრთელდება , მანამ, სანამ საქართველო არ გაერთიანდება. ჩვენ ახალგაზრდებს კი ამაში დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია, მითუმეტეს, როცა ამ ბრძოლებმა უამრავი ახალგაზრდა ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ კი მათი ვაჟკაცობისა და ხსოვნის საპატივსაცემოდ ჩვენი სამშობლოს ერთიანობისათვის უნდა ვიბრძოლოთ, სწავლით და შრომით უკეთესი მომავალი შევუქმნათ, როგორც ხალხს, ასევე ქვეყანას. ეს კი განავითარებს და გააძლიერებს სამშობლოს. ძლიერი და განვითარებული ქვეყანა კი მშვიდობის და კეთილდღეობის საწინდარია.
Feedc
#გააჟღერე
#გააზიარეთ
#ახალგაზრდები
#თანასწორობა
#დისკრიმინაცია
#ტოლერანტობა
#საქართველოში
#აფხაზეთი
#ოსეთი
#საინტერესო
#ბრძოლა
#ომი
0