13 votes
2 comments
0 shares
Save
6 views
Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago

აი, ასეთი ამბებია ჩემს ფანჯარასთან 🐿🙂👉🏻


Giorgi Gvajaia
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Giorgi Gvajaia
Tbilisi, Georgia · 11 months ago
ეს იყო ნახევარი საუკუნის წინ, 1969 წლს 👉🏻 როგორც იცით, ამ ფაქტს უკავშირდება ერთი საინტერესო და სახალისო ისტორია👇🏻 'Good luck, Mr. Gorsky''! (წარმატებები, მისტერ გორსკი!) - ეს სიტყვები, წარმოსთქვა მისია აპოლოს ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა, როდესაც ის პირველად დაეშვა მთვარეზე. ზოგ ადამიანს ეგონა, რომ ეს იყო შემთხვევითი შენიშვნა და ეხებოდა ზოგიერთ კონკურენტ საბჭოთა ასტრონავტს, მაგრამ შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არც ამერიკაში და არც რუსეთში საჰაერო პროგრამაში ასეთი გვარი არ არსებობდა. წლების განმავლობაში ბევრმა ადამიანმა მოინდომა ამ საიდუმლოს გაგება და ეკითხებოდნენ არმსტრონგს თუ რას ნიშნავდა ეს სიტყვები: '' Good luck, Mr. Gorsky''! - რაზეც ასტრონავტი მხოლოდ ღიმილით პასუხობდა. 1995 წლის 5 ივლისს, სატელევიზიო შოუში ''Tampa Bay FL'', როდესაც არმსტრონგი პასუხობდა კითხვებს, რეპორტიორმა 26 წლის წინ წარმოთქმული სიტყვები გაახსენა ასტრონავტს, ნილ არმსტრონგმა საბოლოოდ ახადა ფარდა საიდუმლოს რადგან ბატონი გორსკი უკვე გარდაცვლილი იყო და შეეძლო კითხვაზე პასუხის გაცემა. როდესაც ნილ არმსტრონგი ბავშვი იყო, ის თამაშობდა ბეისბოლს მის ერთ-ერთ მეგობართან ერთად. მისმა მეგობარმა ბურთი საკმაოდ შორს მოისროლა და მეზობლების, მისტერ და მისის გორსკების საძინებლის ფანჯარასთან დავარდა. როდესაც არმსტონგი მივიდა ბურთის ასაღებად, მან გაიგონა მისის გორსკის ყვირილი: '' სექსი? სექსი გინდა?! ჩვენ გვექნება სექსი მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის ბიჭუნა, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს მთვარეზე გაივლის!''
Zugdidelebi. Ge
Batumi, Georgia · 1 week ago
“ერთი ცრემლით მეტი” -თემურ ელიავა
მახსოვს, პირველად რომ მოვუსმინე ლექსს “დიალოგი ღმერთთან,” გაოცებული დავრჩი… ვფიქრობდი ვინ იყო ადამიანი, რომელმაც გაბედა ღმერთთან შეპასუხება…” – უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი. მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?.. დედამიწაზე რა ვნახე მეტი? სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!” ქუჩაში ყოფნისა, ხშირად მესმოდა “აგერ ელი, ელი…” ერთ დღესაც დავინტერესდი, ვინ იყო ეგრეთწოდებული “ელი”, რომელმაც მთელი ზუგდიდი კი არა, საქართველო აალაპარაკა. “დავგუგლე”, მოვისმინე მისი ყველა ლექსი… მისი პოეზია უზომოდ შემიყვარდა… …და ჩემი დიდი ოცნება გახდა მასთან შეხვედრა… ვინ არის თემურ ელიავა? რატომ შეიყვარა საზოგადოებამ “ელი”? ფესვები სოხუმში აქვს, მაგრამ უნდა თუ არა, უკვე ზუგდიდელია. ზუგდიდის ქუჩებში დადის. შეხვდები, შეხედავ და ხვდები: აი, კაცი, “ერთი ცრემლით მეტი” სხვებზე. -რა არის თქვენთვის პოეზია? – ყველაფერი… მე ახლა, თქვენს თვალის გუგებზე ვარ, ჩემი ხმა ჩაგესმით, მე თქვენში ვარ, მაგრამ პოეზია შორსაა… ის მხოლოდ ჩემს გარშემოა. -პირველი ლექსი… -პირველი ლექსი რომ “შევქმენი”, წერა-კითხვა არ ვიცოდი, ვკარნახობდი ბიძაჩემს, რომელიც ლექსს იწერდა. -საყვარელი პოეტი გეყოლებოდათ… – საყვარელი პოეტი არ მყავდა, რადგან მეგონა, რომ ყველაზე დიდი პოეტი მე ვიყავი. – რა იყო ლექსების წერის მოტივაცია? – ლექსების წერის მოტივაცია, იყო ამინდის ცვლილება, რომელიც ჩემი ფანჯრიდან კარგად ჩანდა… დიდ დროს ვატარებდი ფანჯარასთან, ვაკვირდებოდი ამ ცვლილებას. – შეგიძლიათ, რომელიმე პოეტთან გააიგივოთ თავი? – არა, ეს დიდი ეგოიზმია… ყველა პოეტი ინდივიდუალურია… – თქვენი შემოქმედებიდან რომელ ლექსს გამოარჩევდით? – ’’წასვლა’’- ეს ლექსი გამორჩეული გახლავთ ჩემთვის. – თქვენი რომელი ლექსი გახდა ყველაზე მეტი კრიტიკის საფუძველი? – ‘’პროცესია’’… – და რას ეტყოდით კრიტიკოსებს? – არ წაიკითხონ… არის სხვა პოეტები და იკითხონ მათი შემოქმედება… – ოდესმე თუ გქონიათ დამარცხების განცდა? – დიახ, ჭადრაკის თამაშისას. მინდა გითხრათ, რომ ჭადრაკს სათანადოდ ვერ ვთამაშობ. ხშირად ვაგებ. მაშინ ვგრძნობ თავს დამარცხებულად, სხვა დროს, მეტ-ნაკლებად. -სად შეხვდით თქვენს მეორე ნახევარს? – ლია ნაროუშვილის ოჯახში, ორივენი მიწვეული სტუმრები ვიყავით. შემდეგ 6 თვეში შევუღლდით, სამი შვილი გვყავს. – ქუჩაში გადიხართ და გცნობენ… რა შეგრძნებაა? – მცნობენ… თუმცა ზოგჯერ გამაღიზიანებელია… – თქვენი ცხოვრების მთავარ კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით? – მთელი ჩემი ცხოვრება კურიოზია. – გმადლობთ. – მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ. …და მაინც: ვინ არის თემურ ელიავა? –პოეტი, “ერთი ცრემლით მეტი” სხვებზე… როგორ იწერება მისი ლექსები? ” -სხდები მაგიდასთან… დიდი ციებ-ცხელებაა, გარეთ ამინდი იცვლება, გადის დრო… უკვე დილაა, კვამლით გავსებულია ოთახი და ლექსი შექმნილია”. სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის” ნანა თოლორაია
Vako Nt
Tbilisi, Georgia · 3 days ago
ნაწყვეტი წიგნიდან - ტვინის ტYვნა
დაბრკოლებები ამ წიგნის დაწყება მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინსაითით, რომელიც ყველამ უნდა დაიზეპიროს. დაბრკოლებები, ეს არის ნებისმიერი ადამიანის შემოწმება, მის მიერ წამოწყებული საქმის გასამტკიცებლად. ანუ, პიროვნებას, რომელიც ვერ გადალახავს დაბრკოლებებს, რომელიც მისცემს ამავე ,,კედლებს’’ (ასე ვეძახი მე დაბრკოლებებს) უფლებას, რომ შეჩერდეს არ არის მზად ამა თუ იმ საქმისთვის საბრძოლველად, ან თუნდაც ამავე საქმეზე თავისი დროის დასახარჯად. ეს ინსაითი მნიშვნელოვანია და გირჩევთ კიდევ ათასჯერ გადაიკითხოთ, იმიტომ, რომ მისი გააზრება, იქნება პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იმისათვის, რომ შენ ჩემო კარგო, არასდროს დანებდე. მოდი ერთ მცდარ მაგალითს მოგიყვან. რა დაბრკოლებები შემხვდება მე ამ წიგნის დაწერისას და გამოცემისას? მმმ, წერის დროს შეიძლება ლეპტოპმა მიღალატოს და სამუდამოდ გაფუჭდეს... ბოლოს და ბოლოს უკვე 6 წელია, რაც უღალატოდ მუშაობს, დამიბერდა ეს საწყალი მაგრამ, ხომ შესაძლებელია, არა უეცრად გაფუჭდეს? უცებ ადგეს და გაითიშოს. კი, შესაძლებელია, და ზუსტად ეგ იქნება ერთ-ერთი დაბრკოლება, რომელიც შეამოწმებს ჩემს გადაწყვეტილებას იმისა, ვარ თუ არა მე მზად ამ წიგნის დასაწერად.. კიდევ რა შეიძლება მოხდეს? სავარაუდოდ თვითონ ხალხიც შემიქმნის დაბრკოლებებს, ელემენტარულად ამ წიგნის სახელის გამო (ისინი უბრალოდ უარყოფენ წიგნში განთავსებულ ფასეულობას, მისი სითამამის გამო). მესმის, მომავალში, როცა ტვინის ტყვნას რომელიმე სხვა ქვეყანაში გამოვცემთ, იქ, შესაძლოა ამ სახელმა არანაირი უარყოფა არ გამოიწვიოს, მაგრამ აი, იმ ენაზე, რომელზეც ახლა ეს წიგნი იწერება, იმ ქვეყანაში, რომელშიც ის პირველ რიგში გამოიცემა, ესეთი სახელი, ნამეტანი აგრესიულია... აქედან გამომდინარე, არ გამიკვირდება არც ის, რომ ხალხმა დამიწყოს ,,დაკერვა’’ სახელის შესაცვლელად და ამისთვის ღმერთმა იცის, რას არ მოიფიქრებენ. კიდევ, შეიძლება გამოცემის შემდეგ, რეკლამაშიც შემექმნას, რაიმე კედლები. მაგალითად, ასეთი სახელის გამო, სარეკლამო კომპანიებმა შესაძლოა ვერ გარისკონ წიგნის გაპიარება... კი, შესაძლებელია ეგეც. მოკლედ, კიდევ მილიონი რაღაც შეიძლება მოხდეს, და იცი ამ მაგალითის მოყვანამდე რატომ ვთქვი მცდარ მაგალითს მოგიყვან თქო? იმიტომ, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა, დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა დაბრკოლებები შეიძლება შეგხვდეს მომავალში, ამა თუ იმ საქმის წამოწყებამდე, ან წამოწყების შემდეგ. ესეთი ფიქრი, აჩენს შიშს, ეჭვებს, თვით დაუჯერებლობას და სხვა მრავალ სიბინძურეს, რომელიც არასდროს დაგეხმარება რაიმეს მიღწევაში. შენ უნდა გაითვალისწინო, რომ აჯობებს დაიწყო, ის საქმე, რომლის დაწყებაც გინდა იმაზე ფიქრის გარეშე, თუ როგორი კედელი შეიძლება შეგხვდეს მომავალში და მერე იმოქმედო ამავე კედლების დასანგრევად ან გვერდის ასავლელად, შესაბამისად იმ სიტუაციისა, რომელშიც მოხვდები. შენ ხომ რაიმე გიგანტური კომპანიის რისკ მენეჯერი არა ხარ, არა? ყოველთვის იმაზე იდარდო, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში და როგორ შეიძლება გაგიფუჭდეს საქმე? შენ ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, რომელსაც რაღაცის მიღწევა უნდა და ზუსტად ამიტომ კითხულობს ჩემს წიგნს. გაითვალისწინე ისიც, რომ უმეტესობა კედლები, რომლებიც შენს წარმოსახვებში წარმოიდგინე, არასდროს აშენდება. ისინი უბრალოდ არ ასრულდება და შესაბამისად არც იმსახურებს ასეთ ყურადღებას. მესმის, ბევრი ფრთხილი ადამიანი შეეწინააღმდეგება ჩემს ნათქვამს და მკითხავს: კი მაგრამ, რისკები წინასწარ არ უნდა დაითვალო? კი! დაითვალე თუ გინდა, მაგრამ ხალხის უმრავლესობა ვისთვისაც ეს წიგნი იწერება, რისკებს კი არ ითვლის, იმას კი არ ფიქრობს როგორ დარჩეს მოგებული ნებისმიერ კედელთან დატაკების სიტუაციიდან. ისინი იმაზე ფიქრობენ, თუ რა შეიძლება, რომ დაემართოთ, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი და არა როგორ უნდა მოაგვარონ ეს ხელის შემშლელი კედლები. გასაგებია? ისინი ამ კედლებზე ფიქრით, იგონებენ არარსებულ დაბრკოლებებს და წლების მანძილზე ერთი და იგივე იდეას თავში ტრიალით უმოქმედოდ ატარებენ. შემდეგ რა ხდება? ეს ხალხი არაფერზე მიღწეული ბერდება და კვდება. მოკლედ! არასდროს არ იფიქრო იმაზე, თუ რა დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს მომავალში, თუ რა თქმა უნდა არ შეგიძლია რეალური დაბრკოლებების წარმოდგენა და მათი გადათელვის გეგმის შედგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ ვერასდროს წამოიწყებ, ან ვერასდროს დაასრულებ იმ საქმეს, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს. ახლა გადავიდეთ შემდეგზე: როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? ზღაპარი: იყო და არა იყო რა, ერთ გენიალურ, მაღალ, შავთმიან და კურნოსა ცხვირიან ბიჭზე კარგი ვინ იქნებოდა? ეს ბიჭი, მთელი მისი ცხოვრება ეტაკებოდა დაბრკოლებებს, ერთგვარ კედლებს, რომლებიც ყოველთვის ახალ გამოცდას უქმნიდა მას და ამოწმებდა: მზად არის, რო ეს ბიჭი ამა, თუ იმ საქმისათვის? ის არასდროს ნებდებოდა, მას ვერც ერთი კედელი ვერ აჩერებდა. ზოგჯერ კბილებითაც ანგრევდა ამ მათ და ისე ამტკიცებდა თავის სიძლიერესა და გადაწყვეტილებას. და ზუსტად ამიტომ, ბიჭმა ისწავლა ნებისმიერი დაბრკოლების ამოცნობა და მის დასამარცხებლად მოქცევაც. მორჩა ზღაპარი! იცი, როგორ გვამოწმებს სამყარო დაბრკოლებებით? როგორ და როცა რაიმე ახალ საქმეს ვიწყებთ, ის ყოველთვის გვაძლევს საჭირო მიზეზებს ამავე საქმის ფეხებზე დასაკიდებლად. მიზეზები კი, შინაგანი უარყოფებიდან იწყება და რა თქმა უნდა გარე სიტუაციებით მთავრდება. თუ მაგალითად, 40 წლის ვართ და ცხოვრებაში მაქსიმუმ 40 მეტრი გვირბენია, სირბილის დაწყებამდე, დაბრკოლება პირველ რიგში ჩვენივე ნებისყოფა, უფორმობა და იდიოტიზმი იქნება, ხოლო შემდეგ კი მუდმივი წვიმები და ცუდი ამინდები, რომლებიც შენ წარმოიდგინე ხელს გვიშლის სირბილის დაწყებაში. ჰო, არა? ჩვენ ჰომ ისეთი ნაზები ვართ, რომ ღრუბლები გვიშლის ხელს სირბილში... ეგ მიზეზი ჩვენ წინაპრებს უთხარით, თავსხმა წვიმაში, სისხლში გასვრილები, რომ იცავდნენ თავის მიწებს დამპყრობელი არმიისგან. კარგი, ცინიზმი დავივიწყოთ და წიგნს დავუბრუნდეთ... ესეიგი, თუ რაიმე საქმის წამოწყება გინდა, მზად იყავი იმისთვის, რომ აუცილებლად შეგხვდება და შეგექმნება ობიექტური (მნიშვნელოვანი სიტყვაა: ,,ობიექტური’’) მიზეზები ამავე საქმის მისაგდებად. უფროსწორედ შენ მოგეჩვენება ეს მიზეზები ობიექტურად, ელემენტარულად იმიტომ, რომ შენივე ტვინი გატყუებს ამ დროს და ცდილობს დარჩეს თავის კომფორტის ზონაში, ახალი საქმის გაწირვის ფასად. შენს ტვინს არ აინტერესებს, რა შეიძლება მოგიტანოს დროებითმა უკომფორტობამ და დროებითმა ასე ვთქვათ გასაჭირმა მომავალში. მას მხოლოდ ის აინტერესებს, რომ გადარჩეს და გამრავლდეს. შესაბამისად მისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი, რისი მიღწევა გინდა შენ. და ზუსტად ამიტომ, ის მოგცემს არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ნებისმიერი წამოწყებული საქმე შუა გზაში, ან 25%-ში მიატოვო. (მზად იყავი შემდეგი დაბრკოლებისთვის: თუ შენთვის პიროვნული განვითარება, რაღაც ახალია, შენი ტვინი აუცილებლად მოგაწვდის, არა ერთ ,,ობიექტურ’’ მიზეზს იმისათვის, რომ ეს წიგნი ბოლომდე არ წაიკითხო და მასში განთავსებული რჩევები პრაქტიკაში არ გამოიყენო). მაგალითები ცხოვრებიდან: 1) როცა სირბილს ვიწყებდი, ვიყავი 22 წლის, უფორმო და უმოტივაციო პიროვნება. სიგარეტს იმ დროს უვკე 12 წლის ასაკიდან ვეწეოდი და სულ რაღაც ორი, თუ სამი თვის მიტოვებული მქონდა. მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი დეგრადანტი ვიყავი, რომელიც საკუთარ ორგანიზმს არასდროს უფრთხილდებოდა და ყველანაირი შხამით წამლავდა. შენი აზრით, როგორ დაბრკოლებებს ვეტაკებოდი იქამდე სანამ სირბილს ჩვევად არ ვიქცევდი? მე შენ გეტყვი ელემენტარულებს: ხან საჭირო დროს ვერ ვიღვიძებდი, ხან კუნთები მტკიოდა, ხან წვიმა წამოვიდოდა, ხან ნამეტანი სიცხე იქნებოდა, ზოგჯერ ზედმეტად ციოდა. ყოფილა სიტუაციაც , როცა მიზეზად მეგობრის შეყვარებულზე დაშორებასაც ვიყენებდი. ვითომ სადაა ლოგიკა, ჰო? მაგრამ მაინც, ჩემი ტვინი ათასობით მიზეზს იგონებდა იმისთვის, რომ სირბილისთვის თავი დამენებებინა და ისევ ისეთივე სუსტი და ამავდროულად ცხიმით სავსე მასა დავრჩენილიყავი... მაგრამ მე ყველა ამ დაბრკოლების გადალახვა შევძელი და დღეს უკვე სირბილი ჩემი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს იკავებს. 2) ერთხელ, ერთ ჩემს ახლობელს გავუმზადე პიროვნული განვითარების 30 დღიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა კომფორტის ზონიდან გამოსვლას , სწორი აფირმაციების რეგულარულად გამოყენებას (აფირმაციებზე და კომფორტის ზონაზე მომავალში ვისაუბრებთ. არ შეგეშინდეს) ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებას და მოკლედ, პიროვნული განვითარების მთელ ბუკეტს. სადაც ერთ-ერთი დავალება იყო კბილების საპირისპირო ხელით გამოხეხვა (ანუ იმ ხელით, რომლითაც მისთვის უკომფორტო იყო.) იცი რა მოხდა ამ პროგრამის შესრულების მეთორმეტე დღეს? რა და, ამ კაცს, ადამიანს, რომელსაც მთელი მისი ცხოვრება ჯანსაღი და ძლიერი კბილები ჰქონდა, ერთ-ერთი მათგანი ამოუვარდა. ანუ, ასე უბრალოდ ადგა კბილი და ამოვარდა. იცი, რა მოხდა შემდეგ? რა და ამ მამაკაცმა თავი დაანება პროგრამას. მოდი გავაანალიზოთ ეს სიტუაცია: გაითვალისწინე, რომ კბილის ამოვარდა, ეს იყო ერთ-ერთი კედელი, ანუ ზუსტად ის ობიექტური მიზეზი, რომელიც აძლევდა ადამიანს შანსს მთელი პროგრამისთვის თავი დაენებებინა, რაც უკვე ვახსენეთ, რომ მოხდა. ანუ, ამ მამაკაცს არ სურდა ბრძოლა იმისათვის, რომ პროგრამა დაესრულებინა, შესაბამისად მოხდა ისეთი, რამ, რამაც ხელი შეუწყო მის დაუსრულებლობაში... არის ჰო რაღაც აზრი ამ იდეაში? ამ მაგალითით, მე იმის თქმა მინდა, რომ ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი, იმისათვის, რომ მიატოვო ნებისმიერი საქმე და სწორედ ამ მიზეზებით გამოწმებს შენ სამყარო, ხარ თუ არა მზად ამავე საქმის ბოლომდე მისაყვანად. უკვე განვმეორდი კიდეც, რაც თვითონვე არ მსიამოვნებს, მაგრამ არაუშავს. ჩემი წიგნია და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! ახლა შემდეგი კითხვა: როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები? ამის პასუხი იმდენად ელემენტარულია, რომ მილიარდობით ადამიანი ვერ გაიგებს დაჟე მილიარდჯერ, რომ გადაიკითხოს ის. გინდა გადალახო დაბრკოლებები? (მაშინ მომწერე და გამოგიგზავნი ჩემს წიგნს ^^)#წიგნები#feedcgrant
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე,ჩემს აფხაზეთზე,მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი,ნაზო ვარდაია,დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა,დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი,იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი,სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები,რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა,არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია,მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა,რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს,ნიჟარების შეგროვება,ცხელ ქვიშაზე სირბილი,სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“,რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით,ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში,(რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება,სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით,როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს,საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა,ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები,სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს,ვწვავდით მწვადებს,სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა,რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე,მისი სიგრძე არის 53კმ,ძალიან სწრაფი დინებით მიედინება,მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება,ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით,სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად,შემდეგ კი ერთმანეთში,რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე,მზერა არაფერზე,რომ არ შეგიჩერდება,სასიამოვნო გრძნობა გეუფლება,უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს,მზე ზღვაზე რომ ირეკლება,ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი,მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული,მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით,თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია,მიტოვებული,განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი,რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა,კულტურის სახლი,ახალგაზრდული ცენტრი,თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში,ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა,თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად,ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს,აღმოსავლეთი მხარე კი,სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი,მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება,ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ,თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ,ოჩამჩირეში ცხოვრობს,მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ,ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში,თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი,ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი,მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე,რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა,ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს,აღარ ვაგროვებ ნიჟარებს,აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული,მიყვარს სოხუმი,ოჩამჩირე,მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო,სადაც დავიბადე და გავიზარდე,სადაც ავიდგი ფეხი... მინდა,რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო,სიყვარული და მე მჯერა,რომ ეს ასე იქნება.#ოჩამჩირე #ისტორია #აფხაზეთი #ოკუპაცია #sokhumidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 week ago
კაცი ვარ კაცური - კაცი არ ხარ ?
"კაცი ვარ კაცური" ! ანუ ორი ტერმინის ერთპიროვნული დამახინჯება ერთ წინადადებაში. დღევანდელი სტატია არ შეეხება არც ქალთა ჩაგვრას (იმის მიუხედავად, რომ ის არსებობს და არაერთხელ შევხებივარ), არც უფლებების გათანაბრებას და არც მსგავს საკითხებს, რაც აქამდე ბევრჯერ თქმულა, თუმცა, სამწუხაროდ ფურცელზევე დარჩენილა. დღეს ვსვამთ კითხვებს, რას ნიშნავს "კაცი კაცური", "კაცი ვარ და..." , "არ არის კაცური" და ბოლოს ჩემი ფავორიტი, "კაცი არ ხარ?" სანამ ამ კითხვებს გავცემთ პასუხს, ჯერ შევეცადოთ ამოვხსნათ რას ნიშნავს ეს ტერმინი და როდის მიიღო ასეთი ბუნდოვანი განმარტება, როდის დაკნინდა, როდის ასოცირდა ძალასთან და დომინაციასთან, თუმცა სხვებს კიარ დავაბრალოთ, როგორც გვჩვევია, საკუთარ თავს მოვთხოვოთ კითხვებზე პასუხი. მაშასადამე გავყვეთ: კაცი - ადამიანი (არა კაც კლაო რომ ამბობენ, ქალები კალითო კიარსად წერია) კაც - მა - კაცმან საქმე მოაგვაროს, ვეჭვ-ჭმუნვასა ესე სჯობდეს კაც - ს - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ის - კაცის სიტყვა კანონია ! კაც- ით - კაცს რომ ფიქრი არა ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში: მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა. კაც - ად - კაცად მაშინ ხარ საქები, თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, – აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?, კაც - ო კაცო, გიყვარდეს! ცათ შთამომძახეს, როს მათ დამბადეს. როგორც ზემოთ დავინახეთ, ტერმინი კაცი საკუთარ არსში მოიცავს, მებრძოლს, ჰუმანისტს, ჭკვიანს, გონიერს, განათლებულს - ადამიანს - ზემოთ მოყვანილი ფრაგმენტები ადამიანის რაგვარობას უსვამს ხაზს და ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა, ამ ტერმინით სქესის აღნიშვნა. თითქოს არაფერია, რა მნიშვნელობა აქვს, დედა-კაციც ხომ არსებობს, თუმცა საზოგადოებაში და მის ცნობიერში ამ საქციელით თავიდანვე, ცალსახად გამოჩნდა მამაკაცის დომინაცია. ენა ქვეყნის კულტურის და ადამიანის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მასზე, თუმცა დღეს საუბარს ამ მიმართულებით არ წავიყვან, ახლა ისმის კითხვა, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე. კაცია ადამიანი?! ფიქრიანია, ჭკვიანია, გონიერია, ჰუმანურია, მებრძოლია თუ თავგანწირული ? აქაც კი, მაგრამ უფრო არა. იმ თაობაში, სადაც მე გავიზარდე, მოდაში იყო "ძლიერა" ბიჭების კულტი, რომელთათვისაც სირცხვილი იყო მასწავლებლის პატივისცემა, კითხვა, საკონტროლოს წერა, მოდაში იყო გოგოების აფთიაქში "ლირიკაზე" გაგზავნა, შავი ბენსიმონები, ჩხუბები, სადაც 2-40 წინააღმდეგ იყო, მაგრამ ამ ორმა თავი გადაირჩინა, თუ დასარტყამია დაარტყი, თუ მოსაკლავია მოკალი, კაცი არ ხარ? ფხიზელი ხარ? რატომ ? გაკვეთილი ჩააბარე ? გაგიჟდი ? დედიკომ ყური ხო არ აგიწია ? იცი გოგოებს რატომ არ მოსწონხარ, აი შენი იმედი არ აქვთ, ქალი კაცში ყოველთვის პატრონს ეძებს ! წამო, ვითამაშოთ, აბა ეხლა მუშაობა და ვიღაცის მონობა მე არ შემიძლია, ბიზნესს გავხსნი და ფეხს-ფეხზე შემოვიდებ. (აქ უდიდეს გავლენას ახდენს კლასობრივი ჩაგვრა, რომელიც სულ არსებობდა და ყველა საზოგადოებაში ტოვებდა კვალს. შემოდის ცვლადი, "განმათავისუფლებელი" პოლიტიკის, კონსიუმერიზმის და "ბიზნესშია თავისუფლება, შენც შეგიძლია გახდე ძლიერი, მთავარია ეს გზა აირჩიო" და მსგავსი სექტანტური გამოხტომები, რომლებიც რეალურად კავშირში არ არის ადამიანისა და საზოგადოების კეთილდღეობასთან) ასეთ სიმახინჯეებს არა იმდენად ეს ადამიანები, რამდენადაც ისინი შეეწირნენ, ვისაც არ სურდა ე.წ კაცურიკაცობა, ადამიანი, რომელიც შუაში იყო გაჭედილი და ვერ ხვდებოდა, წიგნი წაეკითხა თუ ფეხი აება კაცის კულტს, რადგან არც გოგოებს მოსწონდათ, არც ბიჭებს, არც მეგობრებს, ამიტომ საკუთარ თავს უსვამდა კითხვას, რა მჭირს ასეთი ? რატომ ვარ მარტო ? რატომ ვერ ვახდენ სოციალიზაციას ? კაცი არ ვარ ? კი, კაცი ხარ, თუ აღიარებ, რომ მამაკაცსა და ქალს თანაბარი უფლებები აქვთ, თუ დედა გიყვარს, თუ წიგნს კითხულობ, თუ ტირი, თუ ემოციური ხარ, თუ არ გესმის ქუჩის ჟარგონები, თუ ფიქრობ, როგორ გამოადგე საზოგადოებას, ქვეყანას, ოჯახს, თუ კარიერა გაინტერესებს, ბავშვის მოვლა მხოლოდ დედის პასუხისმგებლობა არ გგონია, თუ იცი რომ ძალადობა ნებისმიერი ფორმით მავნებელია, თუ ისე გაცვია როგორც გინდა, თუ გაჭყეპვამდე არ სვამ, თუ "რაზბორკებზე" არ დადიხარ, თუ ხანდახან წითლდები, იღლები, ვინმეზე ნაკლები შემოსავალი გაქვს, თუ ფული გაქვს ან არ გაქვს, იმ შემთხვევაში თუ ცხოვრობ ისე, როგორც საჭიროდ თვლი და ამით არ აზიანებ გარშემომყოფებს კაცი ხარ, კი ! ამას განმარტებაც არ უნდა სჭირდებოდეს თუმცა ბოლო დროს გახმაურებულმა ამბებმა ნათლად დამანახა, რომ კაცის ის განმარტება, რომელიც ჩემს ბავშვობაში იყო, ახლაც კარგად იდებს ფეხებს. და იცით ვინ არიან ეს კაცურობის შუქურები ? ზემოთ ნახსენები ხალხი, დიახ ! ესენი არიან, "ფემინიზმი გინდა? ხო და პიანინო ზიდე", "ცოლს ვერ ვაკადრებ", ქალია ცოლია დედაა ... დედააა, ქალია... მე ვიმუშავებ სახლში დაჯექი .. ზედმეტს თუ იტყვი მოგხვდება, ქალი არ უნდა აბლატავო, წინაზე ისეთი ჩხუბი მქონდა ? ლიდერბეთზე ჩამირიცხე .. არ მეგონა როდესმე თუ მსგავსად გაცვეთილი ფრაზებისაგან შემდგარ ინფორმაციას დავწერდი, თუმცა საჭიროებამ დამანახა. თაობა, რომელიც ახლა მოდის, უნდა გათავისუფლდეს დომინაციის დემონსტრირების მსგავსი ინტერპრეტაციებით, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვიმსჯელოთ, განვიხილოთ, სიღრმისეულად, ანალიტიკურად, ემოციურად, ყველანაირად, იმიტომ რომ გავლენები, რომელსაც მსგავსი დამახინჯებული "კულტები" ქმნის, ყოველთვის წნეხის ქვეშ ამყოფებს იმ შემდეგ თაობას, რომლის იმედიც ყველაჩვენგანს გვაქვს. კაციაადამიანი კაცი ქალი პოლიტიკა სოციალიზაცია
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ფრანც კაფკას ,,მეტამორფოზა'' ლევან ბერძენიშვილის განხილვა
„გარდასახვა“, გნებავთ, „მეტამორფოზა“ ფრანც კაფკამ 1912 წელს დაწერა, ის 1915 წელს გამოქვეყნდა. საინტერესოა, რომ 1919 წელს „გარდასახვა“ ხელახლა გამოიცა, რაც კაფკას შემთხვევაში იშვიათი ამბავია. მოთხრობა იმ პერიოდში იწერება, როდესაც საცოლესთან განშორების გამო, კაფკას ოჯახში სიტუაცია გაურთულდა. „თქვენ ყველანი უცხო ხართ ჩემთვის“, - სწერს კაფკა დედამისს, - „ჩვენ შორის მხოლოდ სისხლით ნათესაობაა, მაგრამ ის არაფერში ვლინდება“. საცოლის მამისადმი მიწერილ წერილში კი ნათქვამია: „რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო ჩემს მდგომარეობაზე, მე დამღუპავს, მომკლავს სამსახური, თან დამღუპავს ძალიან მალე“. ორივე ეს მოტივი, ოჯახში გაუცხოება და „დაღუპვა სამსახურის გამო“, ბრწყინვალედ არის გამოვლენილი „გარდასახვაში“. სიუჟეტის ფანტასტიკურობის მიუხედავად, მოთხრობაში წარმოდგენილია დაუნდობელი, ფიზიოლოგიურად ძალიან ზუსტი აღწერა დეტალებისა. გრეგორი ზამზას ტანჯვის სურათი ერწყმის ოჯახის პანიკურ მცდელობას გაექცეს საშინელ მწერად გადაქცეულ შვილს, ძმას... ერთად, ეს ყველაფერი საოცრად დრამატული ძალის ეფექტს ქმნის. ვითარება იმდენად დრამატულია, დაძაბულობა ისე ფანტასმაგორიულად არის გაზრდილი, რომ ყავადანიდან ნოხზე დაქცეული ყავა ჩანჩქერის სიდიდეს იძენს. ამ მოთხრობაში მასშტაბების ასეთი ცვლილება უზარმაზარი მნიშვნელობისაა, რადგან გმირთან ერთად, გარდასახვას განიცდის მთელი მისი გარემომცველი სამყარო. არა მხოლოდ გრეგორი ზამზა გადაიქცა მწერად, არამედ მისმა ოთახმაც, მისმა ნათესავებმაც და ახლობლებმაც განიცადეს მეტამორფოზა. ის ვიწრო ადგილი, დივნის ქვეშ, ახლა გრეგორისთვის საუკეთესო სივრცეა თავის შესაფარებლად, რადგან ოთახი, რომელშიც მრავალი წელი გაატარა, თავისი ზომებით უკვე აშფოთებს ზამზას. ფანჯარა და ფანჯრის მიღმა სამყარო, რაც მის ოთახში ახლა თავისუფლების ერთადერთი წერტილია, უდაბნოდ იქცა - რუხი ცა და მიწა ერთმანეთსაა შერწყმული. ნაწარმოების გმირი, გრეგორ ზამზა, ღარიბი ოჯახის შვილია. ამ ოჯახს ხაზგასმით მატერიალისტური მოთხოვნები აქვს, რადგან მამა გაკოტრდა და გრეგორი მშობლის ერთ-ერთ კრედიტორს დაუდგა სამსახურში, კომივოიაჟერი გახდა - ნაჭრებით ვაჭრობს. მთელი ოჯახი: გაკოტრებული, უმუშევარი მამა, ასთმით დაავადებული დედა, უმცროსი და, მატერიალურად, მთლიანად გრეგორზე არიან დამოკიდებული. სამსახურის გამო, გრეგორი მუდმივად გზაშია, თუმცა: „ერთ დილას, არეული სიზმრის შემდეგ გაღვიძებულმა გრეგორ ზამზამ აღმოაჩინა, რომ საზარელ მწერად გადაქცეულიყო. იწვა თავის საწოლში, ჯავშანივით მაგარ ზურგზე და თავის წამოწევისას ხედავდა ყავისფერ, თაღოვან, რკალებად დაქერცლილ მუცელს, რომლიდანაც საბანი იატაკისკენ მისრიალებდა. უამრავი, ტანის ზომასთან შედარებით უსაშველოდ წვრილი ფეხი უმწეოდ წრიალებდა მის თვალწინ. „რა დამემართა?“- ფიქრობდა გრეგორი. ეს არ იყო სიზმარი“. ეს არ იყო სიზმარი, ეს კეთილი, ფაქიზი, ოჯახისთვის, სხვებისთვის თავდადებული ადამიანის მწერად გადაქცევის დასაწყისი იყო. კაფკა დეტალურად აღწერს გრეგორის ტანის ახალ აგებულებას, მის განცდილ უხერხულობებს და ახალ სიტკბოს, ახალ სიამოვნებებს, ახალ გემოვნებას. ზამზას ახალ გარსში ადამიანობის დაკარგვის პროცესი მიმდინარეობს, ჯერ მეტყველების უნარს კარგავს, შემდეგ სულიერ თვისებებს, რომლითაც, ადამიანად ყოფნის დროს ამაყობდა. მიუხედავად ამისა, ამ ახალ, შემაშფოთებელ და ამაზრზენ გარსში იგი უფრო რჩება ადამიანად, ვიდრე გარსის შეუცვლელი მისი ოჯახის წევრები. დიახ, მათ საშინელი უბედურება დაატყდათ თავს, ოჯახის წევრი მწერად ექცათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გამაოგნებელია ზამზას ოჯახის რეაქცია გრეგორის გარდაქმნაზე. კაფკა გვიხატავს ადამიანებს, რომლებიც არაფრით და არაფერში არანაირ მცდელობას არ ავლენენ, რომ რამენაირად შეებრძოლონ იმ ზიზღს, რაც საკუთარი სისხლისა და ხორცის მიმართ გაუჩნდათ. ერთი სიტყვით, არ ჩანს ადამიანობის არავითარი ნიშანწყალი იმ ადამიანის მიმართ, ვინც საკუთარი თავი, ახალგაზრდობა, ოჯახისთვის გადადო. მეტიც, მთელი ოჯახი იმაზე იწყებს ზრუნვას, თუ რით უზრუნველყონ საკუთარი ცხოვრება და რაც მთავარია, დამალონ ოჯახური საიდუმლოება. გრეგორ ზამზა იყო შვილი, იყო ძმა, მაგრამ ახლა საიდუმლოა! თანაც, როგორც კი ოჯახი კარგავს იმედს, რომ გრეგორი ადამიანად გარდაიქმნება, მის მიმართ იზრდება მამის სიძულვილი. მამას უჩნდება წარმოუდგენელი ზიზღი საკუთარი შვილის მიმართ და ერთ-ერთ ეპიზოდში, მამა გრეგორს წითელ ვაშლებს დაუშენს... ერთი ვაშლი, რომელიც მწერის წინააღმდეგ ბრძოლაში საშინელი იარაღია, გრეგორს სხეულში გაეჭედება, რაც გახდება კიდეც საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი. გრეგორ ზამზას სიკვდილი ოჯახისთვის ტრაგედია კი არა, თავისუფლებაა! ამ მომენტისთვის მისი ოჯახი აყვავდა - შემოსავლის წყარო გაუჩნდათ, შეუძლიათ შეიცვალონ ბინა და ა.შ. და, აი, ბოლო სცენაც, როდესაც ყველანი ერთად, ტრამვაით მიდიან ქალაქგარეთ, სასეირნოდ, ახალი ცხოვრების დასაგეგმად... ირკვევა, რომ გრეგორ ზამზა, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ოჯახს შესწირა, უბრალო ტვირთი იყო, რომლის მოშორების შემდეგაც, ოჯახის ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო და უკეთესი გახდა. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვლადიმირ ნაბოკოვის შესანიშნავი კომენტარი, რომელიც აღფრთოვანებული იყო კაფკათი და ამბობდა, რომ მასთან შედარებით თომას მანი და რილკე სათამაშოები არიან... აი, ნაბოკოვმა ასეთი რამ თქვა - გრეგორი ამ ოჯახის სული იყო, გრეგორთან ერთად, სწორედ ეს სული მოკვდა, სულის სიკვდილის შემდეგ კი ოჯახის ცხოველური ნაწილი აყვავდა. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი უბრწყინვალესი შეფასება, რითაც ვიგებთ, რომ ოჯახი, გრეგორთან ერთად, სულიერი არსება იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი, ოჯახს მხოლოდ ხორციელი ნაწილი შერჩა. აი ეს ხორცი აყვავდა, მანამდე ალბათ სული, თავდადება, სიყვარული უშლიდა ხელს... ამ მოთხრობაში ერთმანეთს სამი სამყარო უპირისპირდება: გარე სამყარო - საქმიანი, რომელშიც გრეგორს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ უწევს ცხოვრება. მას ძალიან უნდა, რომ უფროსს პირში მიახალოს სათქმელი, მაგრამ ოჯახისადმი თავდადება ყველაფრის ატანას აიძულებს; ოჯახის სამყარო - ზამზას ბინის სივრცით შემოფარგლული სამყარო, ოჯახი, რომელიც ცდილობს ნორმალურობის შესახედაობა მაინც შეინარჩუნოს; გრეგორ ზამზას სამყარო... პირველი ორი სამყარო საშინლად მტრულად ეპყრობა ზამზას სამყაროს, რომელიც ნაწარმოების ცენტრალური სამყაროა. ეს ყველაფერი კი მატერიალიზებული კოშმარის კანონითაა აგებული. ამ მოთხრობაში გამოყენებულია ერთი უძველესი ხერხი, რომელსაც ჯერ კიდევ არისტოფანე იყენებდა. ამ ხერხს ჰქვია - მეტაფორის რეალიზაცია. მაგალითად, შეიძლება მეტაფორულად ითქვას, რომ ადამიანი მწერია, მაგრამ არ იგულისხმებოდეს, რომ ის რეალურად არის მწერი. ჩვენი ნაწარმოების შემთხვევაში, ისე, როგორც არისტოფანეს კომედიებში, მეტაფორული ნათქვამი რეალობად იქცევა, ანუ, მეტაფორის რეალიზაცია ხდება. მეტაფორის რეალიზაცია ხდება როგორც ამ, ასევე კაფკას სხვა ნაწარმოებში („პროცესი“). მოცემულ კოშმარს, ავტორი ნათელი ტექსტით, მკაცრი, ზუსტი ინტონაციებით აღწერს, რაც კოშმარულ შინაარსთან მიმართებაში საოცარ კონტრასტს ქმნის. მარტივად რომ ვთქვათ, შინაარსი არის აღუწერელი, მაგრამ აღიწერება ზუსტი, ნათელი, გასაგები ენით. კაფკას მკვეთრი, ვიტყოდი, წერის შავ-თეთრი მანერა, არსადაა პოეზიით გაფერადებული, არ არის მეტაფორები, შედარებები, სიტყვების თამაში... ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მეტაფორებით ბევრს აღუწერია კოშმარი, კაფკა იყო პირველი, ვინც კოშმარი ისე აღწერა, როგორც რეალობა - კოშმარი არ არის კოშმარი, ეს არის სინამდვილე! ამაში, მის ენაშია კაფკას საშინელი ძალა, ენაში, რომელიც გამჭვირვალეა და სწორედ ეს გამჭვირვალე ენა უსვამს ხაზს პირქუში ფანტაზიის საშინელ სიმდიდრეს. „გარდასახვა“ ის ნაწარმოებია, რომელიც გვიჩვენებს, თუ რა საფრთხეშია, რა ემუქრება ადამიანს, რომელიც სხვებისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს სხვები კი ზიზღით, სიძულვილით, არაფრად ჩაგდებით, მწერად, უმწეო არსებად გადააქცევენ, მისი სიკვდილით კი ახალი სიცოცხლის წყაროს იძენენ. საზოგადოება ებრძვის ყველაფერ იდეალურს, სწორედ ამიტომ ისჯება გრეგორ ზამზა - იდეალური ადამიანი.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
მაკა გომური: მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს
მაკო გომური, რომელმაც გასული წლის 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, დარბევის დროს თვალი დაკარგა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც გომური წერს, უკვე ერთი წელია, 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება. "20 ივნისი 20 ივნისი 20 ივნისი მთელი ერთი წელია, ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს, ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება. ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე? ბავშვობაში, მახსოვს, მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა, რაც გამოშვერილი იყო, ამტვრევდა-თვალი არ იტკინოო. უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა, მოტრიალდა, თვალებზე მაკოცა, წავიდა, გავეკიდე, თან ხელში ნაფოტი მეჭირა,წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი. შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერთად. მაშინ გადავრჩი. გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო, თავისი ცხოვრებით, უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით, თუ დრო დარჩებოდა. ცოტა არეული გოგო, მაგრამ წყნარი ცხოვრებით. ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ? ,,ეს ის გოგოა, აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს” გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა. იცით, რა ცუდი მოსასმენია? არა არ იცით, მარტო იმათმა ვიცით, ვისაც რუსთაველზე თვალი ამოგვთხარეს. და რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რატომ? რას ვუშავებდი? რას ვაშავებდი? კითხვები, მხოლოდ კითხვები. პასუხების გარეშე. კითხვები, რომელიც გჭამს, ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის. ქაოსს, რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი. გარეთ ასეთი ვარ-ლაღი, კარგი, მხიარული, ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე. სინამდვილეში, ყოველთვის დიდი ქაოსია თავში, გონებაში. რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო. რადგან გინდა იყვირო, ისე იყვირო, როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე, როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე, შემეშინდა და ძალიან დავიყვირე. ხო, 20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა. ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე. გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები. როდესაც ვინმე მაკვირდება, მასაც ვემალები ხოლმე. არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. შენ ძლიერი ხარ. სადაც აქამდე მოხვედი, ცოტაც რა, დაიკიდე რას გეტყვიან. ხო, აქამდე მოვედი, ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ, ისიც ვიცი, ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას. ხალხი? მათიც მესმის, დაღლილია, დათრგუნულია, ვეღარ იგებენ ვინ მართალია, რომელია სწორი გზა და ა.შ. იმ ქალისაც მესმის, პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა. შეიძლება ჩვენი ბრალიცაა. საკმარისად ვერ ვაჩვენეთ, ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა, არ ვიცი. უბრალოდ გული მწყდება, როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ. რადგან ასე არაა. და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ, რომ არავისტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი. ისიც ვიცი, ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან, ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს. რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან, ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისინი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს. და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე, ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს, რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო. არ ვიცი, როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში. სად ვიქნები ან რას გავაკეთებ. ერთი ვიცი, ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოთხრიან. ეს ფოტო იცით ალბათ, ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს. ის ხელი ჩემი დისაა. რომ ჩამკიდა, აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ. გახარია რამდენიც არ უნდა იძახო, რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება, რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში, ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლოვებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის, რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო. ხვალ მივალ ისევ იქ, ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს, მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით. მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად, ვიდრე აქამდე. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს, თუ მეტის თვლა არ იცი, დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ."- წერს მაკო გომური.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
20 ივნისი-ბოლო ფოტოა სადაც ორი თვალი მაქვს-რას წერს მაკო გომური
20-21 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. „20 ივნისი, 20 ივნისი, 20 ივნისი მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ბევრ რამეს ვუშვებ, ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ, მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება. ვინ იყო მაკო 20 ივნისამდე?“ – ასე იწყება მისი პოსტი ფეისბუქზე. „ბავშვობაში,მახსოვს, მამაჩემი ხეების ტოტებს დასდევდა, რაც გამოშვერილი იყო, ამტვრევდა-თვალი არ იტკინოვო. უფრო ძალიან ადრე, სამსახურში მიდიოდა, მოტრიალდა, თვალებზე მაკოცა, წავიდა, გავეკიდე, თან ხელში ნაფოტი მეჭირა, წავიქეცი და ნაფოტზე თვალის ქვედა მხარე დავარტყი.შრამი ახლაც მაქვს იმ დიდ შრამებთან ერატად.მაშინ გადავრჩი. გავიზარდე, გავხდი ჩვეულებრივი გოგო,თავისი ცხოვრებით,უნივერსიტეტითა და სამსახურით და ზოგჯერ ცოტა გართობებით,თუ დრო დარჩებოდა. ცოტა არეული გოგო,მაგრამ წყნარი ცხოვრებით. ვინ გახდა მაკო 20 ივნისის შემდეგ? ,,ეს ის გოგოა,აი რუსთაველზე რომ თვალი ამოსთხარეს” გავლისას უკან გამოყოლებული ფრაზა. იცით,რა ცუდი მოსასმენია? არა არ იცით,მარტო იმათმა ვიცით,ვისაც რუსთა ველზე თვალი ამოგვთხარეს. და რის გამო? ან ვის გამო? ან ვინ? ან რატომ? რას ვუშავებდი? რას ვაშავებდი? კითხვები,მხოლოდ კითხვები. პასუხების გარეშე. კითხვები,რომელიც გჭამს,ტვინს გიჭამს,ქაოსს ქმნის. ქაოსს,რომელსაც 1 წელია ვერ დავაღწიე თავი. გარეთ ასეთი ვარ-ლაღი,კარგი,მხიარული,ათასი და კიდევ ათიათასი სისულელე. სინამდვილეში,ყოველთვის დიდი ქაოსია თავში,გონებაში. რადგან უსამართლობაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე. რადგან ზოგჯერ შენი არ ესმით და გინდა გააგებინო. რადგან გინდა იყვირო,ისე იყვირო,როგორც ტყვიის მოხვედრისას დავიყვირე,როგორც 2 დღის უკან ფეიერვერკის გასროლისას დავიყვირე,შემეშინდა და ძალიან დავიყვირე. ხო,20 ივნისის შემდეგ ბევრი შიში გაჩნდა. ზოგჯერ პარლამენტთან მექანიკურად სწრაფად ჩავივლი ხოლმე. გასროლის ან შეჯახების ხმის დროს ვიმალები. როდესაც ვინმე მაკვირდება,მასაც ვემალები ჰოლმე. არ ვიცი,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. შენ ძლიერი ხარ სადაც აქამდე მოხვედი,ცოტაც რა დაიკიდე რას გეტყვიან ხო,აქამდე მოვედი,ზუსტად ვიცი ბოლოშიც გავალ,ისიც ვიცი,ბოლო უჯრედიდან გამოვიღებ ძალას. ხალხი? მათიც მესმის,დაღლილია,დათრგუნულია,ვეღარ იგებენ ვინ მართალია,რომელია სწორი გზა და ა.შ. იმ ქალისაც მესმის,პარლამენტის წინ ბლოგის ჩაწერის დროს ,,ნაციონალისტი” რომ მეძახა. შეიძლება,ჩვენი ბრალიცაა. საკმარისად ვერ ვაჩვენეთ,ვერ დავანახეთ ხალხს სიმართლე და სწორი გზა,არ ვიცი. უბრალოდ გული მწყდება,როდესაც უსამართლოდ ჩემსკენ გამოსროლილ სიტყვებს ვიგებ. რადგან ასე არაა. და ამის ყვირილიც მინდა ზოგჯერ,რომ არავისტი არ ვარ. მე ვარ 19 წლის ბავშვი,რომელსაც უსამართლოდ ესროლეს და ეძებს სამართალს. რადაც არ უნდა დამიჯდეს ვიპოვი. ისიც ვიცი,ხშირად მომაძახებენ რომ მე ვლაპარაკობ მაინც და იმათმა რა ქნან,ვინც ვეღარასდროს დაილაპარაკებს. რომ მე ვითხოვ მაინც და იმათმა რა ქნან,ხმა რომ არ ამოაღებინეს. რომ მე ვიბრძვი და მათ ბრძოლის უფლებაც წაართვეს. რომ მე მიმკურნალეს მაინც და ისენი ცოცხალ-მკვდრები მიატოვეს. და როდემდე? ასე უნდა შევეგუოთ მომავალშიც ძალადობას? მე არ ვაპირებ. თუნდაც ბრძოლის ბოლოს სულ მარტო დავრჩე,ბოლო წამამდე ვიზამ იმდენს,რომ საკუთარი სამართალი ვიპოვო. არ ვიცი,როგორი 1,5,10,20,50 წელი იქნება მომავალში. სად ვიქნები ან რას გავაკეთებ. ერთი ვიცი,ყოველთვის ვეცდები,ვიყო ბოლო ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან. ეს ფოტო იცით ალბათ,ბოლო ფოტოა სადაც ორივე საკუთარი თვალი მაქვს. ის ხელი ჩემი დისაა. რომ ჩამკიდა,აღარ გაუშვია ოცი ივნისის შემდეგ. გახარია რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო. ხვალ მივალ ისევ იქ,ვინც არ უნდა მოვიდეს,რომელმა პოლიტიკოსმაც არ უნდა ილაპარაკოს,მივალ და ჩემს წილ პროტესტს გამოვხატავ და ჩემს სათქმელს იქაც გეტყვით. მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე. ირაკლი კობახიძე / Irakli Kobakhidze 200 ნაცის თავის დათვლა არ დაგავიწყდეს,თუ მეტის თვლა არ იცი,დაგეხმარები და ერთად ვითვალოთ ხვალამდე“ – წერს სოციალურ ქსელში მაკო გომური.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
ლადო ბურდულის როკენროლი
დღეს როკენროლის საერთაშორისო დღეა, საქართველოში ამ ჟანრის ფუძემდებელია ლადო ბურდული, ადამიანი, რომელიც 90-იანებში საზოგადოებას განსხვავებულ მუსიკას სთავაზობდა. როგორ დაიწყო თქვენი მუსიკალური მოღვაწეობა ? მინდოდა იმ მუსიკის მოსმენა, რომელსაც არ უკრავდნენ. ამ დროს კარგი ანდაზა ვნახე სადაც წერენ, რომ თუ გინდა რამე კარგად გაკეთდეს შენ თვითონ უნდა გააკეთეოო, შესაბამისად შევქმენი ის მუსიკა, რომლის მოსმენაც თვითონ მინდოდა. როგორი იყო იმ დროს საზოგადოება? ვინ იყო თქვენი მსმენელი? არასდროს მიმუშავია მსმენელზე, მუსიკას იმიტომ ვქმნიდი, რომ ჩემი ცხოვრება გამელამაზებინა. ჩემი შემოქმედება არასდროს დარეკლამებულა, აი ბევრს რომ ატრიალებენ და ყველგან რომ არის ეგეთი, იმიტომ რომ ამას პირველ რიგში საკუთარი თავის გამო ვაკეთებდი. მერე აღმოჩნდა, რომ სხვებსაც მოსწონთ, თუმცა ასეთი ადამიანები ყოველთვის ცოტა იყო. რაც შეეხება საზოგადოებას, ეს იყო ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი და კრიმინალური ავტორიტეტები. შენ მიუღებელი იყავი განსხვავებული მუსიკალური გემოვნების, ჩაცმულობის გამო. „ნანეტი“ თუ გქონდა ან უბრალოდ ქუჩაში „პლეერით“ თუ გახვიდოდი. ერთხელ ტყავის კურტკით გავედი და ამის გამო ბევრი ჩხუბი მომიწია. თუ იყავი ასეთი, შესაბამისად იყავი ანტისაბჭოელი, ანტიკრიმინალი და ამის გამო იდევნებოდი. ყოველთვის ვფიქრობდი, რა უნდა აკეთო თუ საზოგადოებას არ მოსწონხარ? ისეთი უნდა გახდე, როგორიც ყველაა თუ ისეთი უნდა იყო როგორსაც შენ ფიქრობ რომ იყო? ხო და მეც გადავწყვიტე ვყოფილიყავი ის რაც ვარ. როგორ აღწერდით თქვენ შემოქმედებას? ჩემი შემოქმედება არის ისეთი, როგორიც მე ვარ. მე ვქმნი დამოუკიდებელი ადამიანებისათვის, რომელიც მხოლოდ საკუთარ გულისცემას უსმენს და იცის რა უნდა, ერკვევა რა არის მისთვის კარგი ან ცუდი, ვინ არის და როგორ უნდა იარსებოს ისე, რომ თავის თავთან და საზოგადოებასთან შეძლოს თანაცხოვრება. მე რომ დავიწყე მოღვაწეობა ყველა დედ-მამასთან ცხოვრობდა. ჩემი ტოლებიც ჩემს მშობლებს უფრო უგებდნენ, იმიტომ რომ კონფორმიზმი არჩიეს, მე კი ახლაც არ მინდა რომ ჩემს თავში ბავშვი მოვკლა. ჩვენი საზოგადოება ძალიან ცვალებადია, შეუძლებელია ყველას ერთად და ერთდროულად სძულდეს ან უყვარდეს რამე, მაგალითად რუსეთი 99% უყვარდა ადრე ახლა 99% სძულს და იგივე დამოკიდებულებაა რელიგიაზეც. თქვენი საყვარელი უცხოური და ქართული ბენდები? თავიდან რეჟისორობა მინდოდა, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წავიდა. როცა სცენაზე დგახარ ერთდოულად ყველაფერი შეგიძლია იყო. იმ დროს მეხმარებოდა ჩემი ძმაკაცების მუსიკა, და სწორედ მათი მუსიკის დამსახურებაა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბება. ადრე როკი ძალიან პოპულარული იყო, ბითლზის ერთ-ერთმა სიმღერამ ბრიტანეთის ლორდთა პალატაში ოვაციები გამოიწვია. მაშინ აქტუალურ საკითხებზე მღეროდნენ, ახლა მუსიკოსები მღერიან ამინდზე და აბსურდულ მოვლენებზე. როკმა ნელ-ნელა დაკარგა პოპულარულობა და შემოვიდა ელექტრომუსიკა. როგორ შეიძლება 200 ლარიან ლეპტოპში აწყობილი მუსიკა იყოს გულის ამოძახილი და ადამიანს ემოციურად ეხებოდეს? თუმცა მე მგონია რომ ეს პოპულარულობა დროებითია. რაც შეეხება საქართველოს, ახლაც არ არის განვითარებული. როკი გიტარის მიმართულებით უფრო ვითარდება. ადრე გალაკტიონზე და გრანელზე მღეროდნენ, იმიტომ რომ ეშინოდათ საკუთარი აზრის გამოხატვის, ახლაც იგივე ხდება, ინგლისურად მღერიან, უცხოეთში რომ გაჰქონდეთ და ფულს შოულობდნენ მესმის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ეს სიაფანტობაა. როკენროლი სოციალური და აქტუალური მოვლენაა, როგორ შეიძლება შენი აზრები ტვინში ჯერ თარგმნო და მერე გადმოიტანო, ეს ხომ არ იქნება სრულფასოვანი. დღეს როკენროლის საერთაშორისო დღეა, რას იტყოდით ამ ჟანრზე და მიმართულებაზე საქართველოში? როკში იმხელა ახალგაზრდული ენერგია და პროტესტის მუხტი დევს, რომ შეიძლება ფორმები შეიცვალოს, მაგრამ ეს ყოველთვის აქტუალური იქნება. აი თუნდაც ელექტროგიტარის შხრიალი სადღაც რომ მესმის სისხლი მიდუღს, მგონია რომ გაფრენა შემიძლია ისეთი ძლიერი მუხტი აქვს ამ ყველაფერს რომ ეს არასდროს მოკვდება, მარადიულია და ვისაც უყვარს უყვარს, ვისაც არა და ძალით ვერავინ შეაყვარებს. საქართველო როგორც კონფორმისტული ქვეყანა ვერ იღებს როკენროლს, იმიტომ რომ როკენროლი არ არის კონფორმისტული მუსიკა და ამიტომ მან აქ ფეხი ვერ მოიკიდა, თუმცა 90-იან წლებში მაინც შევძელით ჩვენ, რომ ეს მუსიკა გამხდარიყო მეინსტრიმი, რაღაც დონეზე და ამის შემდეგ დიდად აღარც არაფერი შეცვლილა. #როკენროლი #ლადობურდული #ჩემომშვენიეროლედი #თბილისი #TbilisiDaily.
Primetime
Tbilisi, Georgia · 3 months ago
მთელს მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მორწმუნე საზოგადოების ნაწილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის 2006 წლის ქადაგება გაახსენა, როდესაც ილია II-მ ახალი წლის ღამეს იქადაგა და საზოგადოებას „იოანეს გამოცხადებაზე“ დაყრდნობით გაახსენა უფალის მიმართვა შვიდი ეკლესიისადმი, სადაც მე-6 – ფილადელფიის ეკლესიაში საქართველოს ეკლესია იგულისხმება. „ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს აი, მე დაგიფარავ შენ! ასე მიმართავს უფალი საქართველოს ნახეთ სრულად პატრიარქის ქადაგება: სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: „სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!“ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი – არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი, მარტიდან იწყებოდა. საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება. მიუხედავად იმისა ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, – ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, – მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით. ძველი რომაელები ამბობდნენ: „დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად“. და ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ – როგორი ცვალებალიბაა ჩვენში – სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, – ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: „ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე“. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და – ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა – ბოროტისაგანაა, – იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავთარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია – სილამაზე თუ სიკეთე, – უნდა ახსოვდეს რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის. როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება იგი ღმერთს შორდება. ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება. რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს. დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო. მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?! დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: „ლიბერალიზმი“, „დემოკრატია“, „თავისუფლება“. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ – მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ. თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რმო მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად, ან ადამიანის ბუნების თვისებად. წმიდა წერილში წერია: „არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს“. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ – „განცდაი თვისთა ცოდვათა“ და „არა განკითხვა“. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, – აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმის