ენგურის ხიდის დროებითი გახსნა.

0
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უსაფრთხოების სამსახურის" ინფორმაციით ენგურის ხიდი 22-24 ივნისს დროებით გაიხსნება მათთვის, ვინც საქართველოში დროებით იმყოფებოდა და აფხაზეთში დაბრუნება სურთ. ჯერჯერობით ისევ აკრძალულია აფხაზეთიდან სამეგრელოში გადასვლა. საქართველოდან აფხაზეთში მიმავალი პირებისთვის აუცილებელია სამედიცინო - სანიტარული კონტროლის გავლა. მოქალაქეები საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადასვლას 9 საათიდან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. ამ გადაწყვეტილებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ კლინიკებში მკურნალობდნენ, უკან დაბრუნების საშუალება ეძლევათ. #აფხაზეთი #სამეგრელო #საქართელო #ენგურისხიდი #სანიტარულიკონტროლი #zugdididaily
0