მთავრობამ ზუგდიდის სპეცოპერაციის გამოძიებაში დახმარება ითხოვა

0
ჩავარდნილი სპეცოპერაციის სირცხვილის "ჩამორეცხვა" შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონიქერ ქურდებს დაავალა. პოლიციამ საქმის გამოძიებაში დახმარება ოჩამჩირელ კანონიერ ქურდს, ოთარ მიქავას, იგივე მიკა ოჩამჩირსკის სთხოვა. კანონიერი ქურდი გალიდან სოფელ ინგირში გადმოყვანეს, საიდანაც "ოჩამჩირსკის" მძარცველთან ოთხჯერ დაარეკინეს, თუმცა მან მოპალარაკებაზე უარი თქვა. უკვე გაქცეული მძარცველის ადგილსამყოფელის დადგენა, პრემიერმა გახარიამ წინა არჩევნებზე დამეგობრებულ კანონიერ ქურდს, ლევან მარღიას, იგივე ლევან ზუგდიდსკის დაავალა. შუამავალი ამჯერად ზუგდიდელი კრიმინალური ავტორიტეტი ხვიჩა ცხაკაია აღმოჩნდა.  ხვიჩა ცხაკაია, წარსულში არაერთხელ ნასამართლებია და 2012 წელს ისიც, როგორც სხვა მრავალი ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული "ქართულმა ოცნებამ" შეიწყალა. კონსპირაციულ შეხვედრაზე ცხაკაიას შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერის დავალება გადასცა, რომ მარღიას გადასცეს - "ვალი დააბრუნოს". ხვიჩა ცხაკაია "მთავარი არხის" კამერას დაემალა, მისი მეუღლე კი მინისტრთან შეხვედრას არადასრტურებს. რა არის ვალი, რომლის დაბრუნებასაც შინაგან საქმეთა მინისტრი ითხოვს - ზუგდიდში ყველამ იცის. კანონიერ ქურდს ლევან მარღიას წლებია დაპირისპირება აქვს ყოფილი "ტყის ძმების" ლიდერ დათო შენგელიასთან. მათ სამეგრელოში სამარშუტო ტაქსების ბიზნესი ვერ გაიყვეს. ხელისუფლებისთვის კანონიერი ქურდის მომადლიერება უფრო საჭირო იყო, ამიტომ ლევან მარღიას თხოვნა შეასრულეს და დათო შენგელიას შვილი დაიჭირეს. თავად დათო შენგელია დღეს აღარ ყვება აღარც მარღიასთან დაპირისპრიებისა და აღარც პოლიციასთან გარიგების ამბავს. ლევან მარღია ახლა თურქეთში ცხოვრობს, მან 2017 წელს ექსტრადირების შემდეგ, მხოლოდ ორი თვე დაჰყო საპატიმროში, რის შემდეგაც ის ხელისუფლებამ გამოუშვა და თურქეთის საზღვარზე გადააცილა. ახლა ეს, მარღიამ თავდამსხმელის ნებისმიერ ადგილას პოვნით უნდა გადაიხადოს. მას ასევე ჰყავს მოკავშირე ქურდი ჩირო შონია, რომელიც აფხაზეთში გახარიას რეპუტაციას უკვე რამდენიმე წელია იცავს. ჩირო შონიას, გახარიას და მისი ყოფილი მოადგილის ლევან კაკავას  მეგობრობა გალიდან იწყება. ჩიროც ვალშია - მისი ქვეშევრდომების მიმოსვლა საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე უპრობლემოდ ხდება, გავრცელებული ინფორმაციით კონტრაბანდული სიგარეტის საერთო ბიზნესის მოგებასაც უხვად ითვლიან. თავდამსხმელს მარლია თურქეთიდან მშობლიურ მიწაზე, ჩირო კი აფხაზეთის ტერიტორიზე ეძებს. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#სპეცოპერაცია
#ახალიამბები
#ტერორიზმი
#zugdididaily
წყარო: მთავარი არხი
0