4 votes
2 comments
0 shares
Save
8 views
Unna Nabakhteveli
Tbilisi · 1 year ago

მე გადავცურავ ზღვას, მაგრამ ცურვა არ ვიცი🙂🙂


Unna Nabakhteveli
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Ia Skhirtladze
Tbilisi · 12 hours ago
Fly Yoga
სალამი ❤️ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თბილისში Fly Yoga - სთან დაკავშირებით ^_^ ფიტნეს დარბაზები დიდად ჩემი არაა, მერუტინულება. უფრო ფრენბურთი, ზუმბა, ცურვა. იოგაზე სულ მინდოდა შესვლა და არ გამომდიოდა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. რამოდენიმე ადგილას ბინძური სივრცე იყო. ზოგან ინსტრუქტორის ხმა საკმარისზე ჟღერადი იყო ჩემთვის და ვერ ვმედიტირებდი. (ზოგადად მიმოვიკვლიე და ინსტრუქტორის ხმა საკმაოდ გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა ბევრისთვის). ერთზე მედიტაციის დროს ჩამეძინა (დედაჩემსაც), მაშინ საერთოდ ხელი ავიღეთ იოგაზე :დ მოკლედ ამ კარანტინის მერე გადავწვიტე აკრა იოგაზე/ fly yoga/ იოგა ჰამაკებში შესვლაზე :დდ თავიდან კი ვინერვიულე ჰატჰა/აშტანგა იოგას გამოცდილება არმქონე ადამიანმა აქ რა უნდა გავაკეთო მეთქი, მაგრამ აგერ სურათზე ეგეთი ნუბიც არ ვჩანვარ. საქართველოში ჯერ არ არის გავრცელებული მასიურად, თითქმის არავინ იცის. მე დავდივარ Fly.yoga.tbilisi (ჯიქიაზე, სხვაგან თუ არსებობს არ ვიცი). მოკლედ უბრალოდ გიზიარებთ ინფორმაციას, რომ ასეთი რამ არსებობს თბილისშიც და ძალიან კარგი რამეა. თანაც უკვე დამკვიდრებული იოგასგან ცოტა განსხვავებული და საინტერესო ^_ ^ #ჯანსაღიცხოვრება #იოგა #სპორტი
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 10 months ago
⭕ტერენტი გრანელი ⭕გულიდან სისხლის წვეთები მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი. მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის. თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი. წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ. მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე. ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი. მოვედი ადრე. და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული. ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე. და მეშინია... ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული. ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან. პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას. მე არ მინდოდა სიცოცხლე. არც სიკვდილი. მე რაღაც სხვა მსურდა. ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების. მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან. და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე. მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით: მე მინდა გაფრენა. მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი. ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა. არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა. ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა ვაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში?
დიდი ხანი არ არის, რაც კარანტინის დასრულების შემდეგ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით. ადამიანთა გარკვეულმა ნაწილმა მოახერხა, რომ ცხოვრების რიტმს ხელახლა დასწეოდა, დანარჩენისთვის კი ძველი სტილის დაბრუნება მეტად სტრესული აღმოჩნდა. ასეთ რთულ სიტუაცაში, დაძაბული აურისგან გათავისუფლებას ყველა ჩვენგანი განსხვავებულად ცდილობს. ზოგი საკუთარ თავს წიგნებში პოულობს, ზოგს კინემატოგრაფიით უყვარს ყურადღების გადატანა, სხვები კი განწყობას ქალაქს უსადაგებენ. ამ უკანასკნელთა რიგებში თუ თქვენც მოხვდით, მაშინ ალბათ, შეამჩნევდით, რომ მნიშვნელობა არა აქვს სად ხარ და რა ამინდია, ბათუმში აუცილებლად იპოვით ადგილს, რომ განიტვირთოთ. რა უნდა გავაკეთოთ ბათუმში პანდემიის პირობებში, ანუ მაშინ, როცა ყველაფერი შეზღუდულად ფუნქციონირებს? Batumi Daily გირჩევთ: ნახეთ მზის ჩასვლა ზღვაზე ზაფხულში, ცხელი დღეების ფონზე, თითქოს, ყველა ვივიწყებთ მომენტს, როცა ზღვა ყველაზე ლამაზია, მზე კი ყველაზე წითელი. არ ვიცი, ოდესმე თუ გინახავთ, როგორ ჩუმდება სამყარო და მთელი დღის მანძილზე გაუჩერებლად მძვინვარე ტალღები, რომ მზე გააცილონ, მაგრამ, დამერწმუნეთ ამ შთაბეჭდილებას ვერასოდეს წაშლით. მისი მიღება კი სრულიად უფასოდ შეგიძლიათ. წადით ნავსადგურზე ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი სწორედ ნავსადგურია. იგი ძალიან ძველია და უდიდესი ისტორია აქვს. მისი მნიშვნელობა საუკუნებიის მანძილზე იზრდებოდა და არც დღეს კარგავს თავის უპირატესობებს. როცა ამ ადგილს სტუმრობ, თითქოს დრო ჩერდება. შენ ზიხარ ქვაფენილზე და უყურებ უამრავ გემს, იახტას, ძალიან ლურჯ ზღვას და ფიქრობ, რომ ყველაფერი ზუსტად იქ არის, სადაც უნდა იყოს. მოაწყვეთ პიკნიკი 6 მაისის პარკში ერთ-ერთი უძველესი პარკი საქართველოში და როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივების საყვარელი ტერიტორია. გარემო, სადაც, შეგიძლია განიტვირთო მარტო ან წახვიდე მეგობრებთან/ოჯახის წევრებთან ერთად, მოაწყო პიკნიკი და ცხელ მზეს ხეების ჩრდილის ქვეშ დაემალო. მოინახულეთ ალი და ნინოს ქანდაკება ორი ერთმანეთისკენ მოძრავი ქანდაკება, ერთი სიყვარულის ისტორიით ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ღირსშესანიშნაობად იქცა. ქართველმა მოქანდაკემ თამარ კვესიტაძემ აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომანი "ალი და ნინო" ამ სკულტურაში იდეალურად ასახა და იგი აქცია სიმბოლოდ იმ სიყვარულისა, რომელსაც არა აქვს საზღვრები და ეროვნება. ქანდაკება არაერთხელ დასახელდა საუკეთესო სკულპტურათა შორის და ბევრჯერ დაიმსახურა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება. მისი ნახვა ყოველთვის ახალი ემოციით გავსებს. ესტუმრეთ ბოტანიკურ ბაღს მართალია, ამისთვის, ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის გავლა მოგიწევთ, თუმცა სანახაობა ამად ღირს. აქ არა მხოლოდ, ნახავთ უნიკალური სახეობის მცენარეებს, არამედ მოგეცემათ საშუალება დატკბეთ იმ შესანიშნავი ხედებით, ჰაერით, ზღვის სანაპირო ზოლით, რომელიც ამ ტერიტორიას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.#ბათუმი #პანდემია #ტურიზმი #ზღვა #batumidaily
+3
Tamar Kvaratskhelia
Tsalenjikha · 7 months ago
მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი. მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის. თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი. წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ. მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე. ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი. მოვედი ადრე. და ახლა ისევე ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული. ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე. მე მეშინია... ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება. მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული... ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა. არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა... #art
Lasha Murakashvili
Tbilisi · 6 months ago
განათლების სისტემა უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და არ უნდა მწნილდებოდეს ისე, როგორც ჩვენს სისტემას მოსდის. დღევანდელი სკოლა არაა თანამედროვე და ვერც იქნება, სანამ ორიენტირებულია ბავშვებისთვის უნარების დაკნინებასა და პირის წყლით გავსებაში. 12 წელი ჩვენი შეფასება ხდება 1-10 სკალირებით, და იმით თუ რამდენად კარგად იზეპირებ მათემატიკურ ფორმულებს ( რაც მე ნამდვილად მიჭირდა ), აი თუ ვერ იზეპირებ უნიათო ყოფილხარ. მშობლებს რომ ახარებთ ათიანები ეგეც მიკვირს, კარგი გავიგეთ 1-5 კლასში ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც შეიძლება იყოს წახალისება მსგავსი სკალირება და სტიმული, მაგრამ მთელი 12 წელი? კარგია, მოდის თაობა რომელსაც შეუძლია დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და განსხვავებული აზრის დაფიქსირება. შეუძლია თქვას "არა!" როცა ამის საჭიროებაა. შეუძლია თამამად მისცეს საკუთარ თავს და საკუთარ შვილებს თავისუფალი განვითარების საშუალება თუკი სისტემა ვერ მოგვცემს ამას. თქვენც ისეთივე კმაყოფილები იქნებით თქვენი შვილის ათიანებით? ისევე შეაფასებსთ თქვენი შვილის ცოდნას? რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ მეც და თქვენც თავად გვაქვს გამოვლილი ამ სისტემის უაზრობა. ლუკა, სწორედ ამ უნიათო და არაფრისმომცემმა სისტემამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. პედაგოგებმა რომლებმაც არ იციან მათი რეალური, ფუნდამენტური დანიშნულება, გამომძიებელმა, რომელმაც დაკარგა სინდისი, და სამართალდამცავებმა რომელთაც დაკარგეს ადამიანობა. ამ ხალხმა დაკარგა ზნეობა მაშინ, როცა გადავიდნენ ზღვარს, დაავიწყდათ სამრთალი და შეცვალეს ის ძალადობრიობით, ზეწოლით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცყოფით. #ამცხოვრებისდედაც #ამსისტემისდედაც
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
სტალინის საიდუმლო არქივი - მხურვალე რომანი
სტალინის საიდუმლო არქივიდან სტალინისა და კრუპსკაიას „მხურვალე რომანი“ სტალინის საიდუმლო არქივიდან სტალინისა და კრუპსკაიას „მხურვალე რომანი“ ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეში არავისთვის იყო დამალული, რომ „დიდი ბელადის“ მეუღლე ნადეჟდა კრუბსკაია სტალინისადმი საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. სტალინიც დამოკიდებულებაც ანალოგიური იყო. დღეისათვის ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, მათ შორის ურთიერთობა 1920-იანი წლების დასაწყისამდე იყო თუ არა დაძაბული, თუმცა ფაქტია, რომ ლენინის სიცოცხლის ბოლო წლებში სტალინსა და კრუპსკაიას ურთიერთობა განსაკუთრებით მტრული გახდა. ამას დაემთხვა ლენინისა და სტალინის პოზიციების განსხვავება საბჭოთა კავშირში ნაციონალური საკითხის გადაწყვეტის შესახებ. საბჭოთა ისტორიაში ეს ფაქტი ე.წ. “ქართველთა საქმის” სახელწოდებითაა შემორჩენილი. დაპირისპირების საგანი იყო საქართველოს შესვლა საბჭოთა კავშირში -დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკის, თუ ამიერკავკასიის ორ სხვა რესპუბლიკასთან (აზერბაიჯანი და სომხეთი) გაერთიანებული სტატუსით. სტალინი წინააღმდეგი იყო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსით საქართველოს საბჭოთა კავშირში შესვლისა. იგივე საკითხი იქცა შემდგომ სტალინის და ორჯონიკიძის, ბუდუ მდივანთან და ფილიპე მახარაძესთან დაპირისპირების მიზეზად. ლენინის გადაწყვეტილებით საქმის მოგვარება ძერჟინსკის დაევალა. ეს საკმაოდ რთული საკითხი განხილვის სტადიაში იყო, როდესაც ლენინი მძიმედ გახდა ავად. 1922 წლის 18 დეკემბერს ბოლშევიკების პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა პერსონალურად სტალინს დაავალა ლენინისთვის ექიმების მიერ დაიშნული მკურნალობისა და ცხოვრების რეჟიმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სტალინისა და კრუბსკაიას შორის ერთ-ერთი ცნობილი კონფლიქტი, რომელსაც შორს მიმავალი შედეგები მოჰყვა. 1922 წლის დეკემბრის ბოლოს, სავარაუდოდ 23-24 დეკემბერს, სტალინი ტელეფონით ესაუბრა კრუპსკაიას და საკმაო უხეში სიტყვებით მოითხოვა, რომ ლენინი ზედმეტად არ შეეწუხებინა არავის, მათ შორის მის მეუღლესაც. რაზედაც კრუპსკაიამ ასევე მკვახედ უპასუხა: „მე ლენინის ცოლი ვარ და ყველაზე კარგად ვიცი თუ რა არის მისთვის უკეთესი და რა არა“. გაბრაზებულმა სტალინმა კი მიახალა: „ჩვენ ჯერ კიდევ ვნახავთ, თუ ლენინის, როგორი ცოლი ხართ“. მრავალი წლის შემდეგ მოლოტოვი იხსენებდა სტალინის სიტყვებს კრუპსკაიაზე: „ მე რა მას უნდა ველაქუცო? ლენინის ცოლობა არ ნიშნავს იმას, რომ ლენინიზმშიც კარგად ერკვეოდე“. სტალინთან საუბრის შესახებ კრუპსკაიამ ლენინს უამბო, რაც სტალინსა და ლენინს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი გახდა. “მე არ წავალ ნ.კ-სთან და მასთან ქართველების შესახებ არ ვისაუბრებ” სტალინის პირად არქივში არსებული ერთი სიდუმლო დოკუმენტი ნათელს ჰფენს იმ ფაქტს, რომ ლენინის ავადმყოფობის პერიოდში (1922-1923 წწ.) მისი მეუღლე, ნადეჟდა კრუპსკაია ცდილობდა აქტიურად ჩარეულიყო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რაც სტალინის გაღიზიანებას იწვევდა. სანამ დოკუმენტის შინაარსს გავეცნობოდეთ უნდა ავღნიშნოთ, რომ იმ პერიოდში „საბჭოთა ბელადებს“ შორის მიმოწერის ერთი სპეციფიკა არსებობდა: კერძოდ, რომელიმე თათბირის დროს ერთ-ერთი „ბელადი“ საკუთარ შეხედულებას განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დაწერდა ფურცელზე და შემდეგ ამ ფურცელს სხვა „ბელადებს“ გადააწოდებდა, ისინიც დააფიქსირებდნენ თავის შეხედულებას. სტალინის არქივში საკმაოდ ბევრი ამგვარი სახის ჩანაწერის დედანია შემორჩენილი. ერთ-ერთ თათბირზე, რომელიც სავარაუდიდ 1922 წლის მიწურულს გაიმართა, შედგა სტალინისა და ზინოვიევის კულუარული მიმოწერა, რაც საქართველოს ეხებოდა. „ნ.კ. (ნადეჟდა კრუბსკაია -ბ.ა.) რეკავს. გვთხოვს, რომ თქვენ და მე ვნახოთ ქართველების საქმესთან დაკავშირებით. მე მოვიმიზეზე პოლიტბიუროს სასწრაფო სხდომა. ის დაჟინებით მოითხოვს დღეს საღამოს შეხვედრას. მე არაფერი ვუპასუხე, ვუთხარი რომ თვენთან მოვილაპარაკებ. როგორ მოვიქცეთ ?“. - წერს ზინოვიევი. სტალინმა უპასუხა: „თქვენი არ ვიცი, მე კი არანაირი სურვილი არ მაქვს ვესაუბრო ნ.კ. -ს ქართველებზე. დაე ცკ-ს საკონტროლო კომისია გადაწყვიტოს სინდისიერად“. ამას კვლავ ზინოვიევის კომენტარი მოყვა: „ძალზე უხერხულია უარი ვუთხრათ მას. ჯობს დავიტანჯოთ და შევუაროთ. მე რათქმა უნდა ამაში განსაკუთრებულ სიამოვნებას ვერ ვხედავ მაგრამ რა ვქნათ? მხოლოდ ჩემს საუბარს აზრი არ აქვს“. როგორც ჩანს სტალინი ძლზე გაღიზიანდა, რაც მის რეპლიკასაც ეტყობა: „რატომ არის უხერხული? ცკ-ს საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმში ნ.კ.-ს წერილის შემდეგ მე არ მსურს „უკლონისტების“ საქმეში ჩავერიო, რასაც არ ვმალავ და მზად ვარ თუ გნებავთ ნ.კ.-საც შეულამაზებლად მივწერო. განსაკუთრებით არ მინდა ჩავერიო ნ.კ.-სთან ერთად. მე არ წავალ ნ.კ-სთან და მასთან ქართველების შესახებ არ ვისაუბრებ, რადგანაც ეს ჩემი გადასაწყვეტია და არავის დაუვალებია ჩემთვის ნ.კ.-სთან ერთად რაიმე საკითხის ერთობლივი განხილვა“. სტალინის ამგვარი დამოკიდებულებით გაგულისებული კრუპსკაია სამაგიეროს გადახდას შეეცადა ლენინზე ზემოქმედების მოხდენის გზით, რის შედეგადაც შემდგომში ლენინმა ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტით დაემუქრა სტალინს. 1922 წლის 23 დეკემბერს ლენინმა დაწერა “წერილი ყრილობას”, რომელითაც 1923 წლის აპრილში გასამართ ბოლშევიკების XII ყრილობას მიმართავდა. ეს წერილი უფრო “ლენინის ანდერძის” სახელწოდებითაა ცნობილი. ჩვენი აზრით სწორედ კრუპსკაიას ჩაგონებით დაამატა ლენინმა ტექსტში სტალინის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა. ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ მხოლოდ ორმა პიროვნებამ იცოდა : ლენინის მდივანმა ფოტიევამ, ვისაც კარნახობდა და ლენინის ცოლმა, ნ. კრუპსკაიამ. ლენინის ანდერძი “მე გირჩევთ, ჩვენს პარტიულ შემადგენლობაში ცვლილებები შევიტანოთ. რამდენიმე ისეთი საკითხის გაზიარება მინდა თქვენთვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია. უპირველესად, ცენტრალური კომიტეტის წევრთა რაოდენობა უნდა გავზარდოთ... თუნდაც 100-მდე. ასე პარტიას ნაკლები საფრთხე დაემუქრება... შემდგომ, ჩემი აზრით, მხარი უნდა დავუჭიროთ გოსპლანს და, ამასთან ერთად, ამხანაგ ტროცკის... მე ვფიქრობ, სტალინისა და ტროცკის ურთიერთობის განხილვაც მნიშვნელოვანია. მათი ურთიერთობა მომავალი განხეთქილების დიდ საშიშროებას ქმნის. სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ პარტიის წევრთა რაოდენობის 50-დან 100 კაცამდე გაზრდა. 23 დეკემბერი, 1922 წელი ამხანაგმა სტალინმა, გახდა რა გენერალური მდივანი, მოიპოვა დიდი გავლენა და მე არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი ამ გავლენას სიფრთხილით გამოიყენებს. მეორე მხრივ, ამხანაგი ტროცკი... გამოირჩევა არამხოლოდ ინტელექტითა და შესაძლებლობებით. პირადად იგი არის ყველაზე უნარიანი ადამიანი დღეს ცენტრალურ კომიტეტში, თუმცაღა ახასიათებს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე და ყოველთვის თავდაჯერებულია; ამავე დროს ხშირად გაიტაცებს ხოლმე ადმინისტრაციული გვერდითი საქმეები. ორი გამოკვეთილი ლიდერის ეს ორი თვისება შესაძლოა პარტიის რღვევის მიზეზი გახდეს და თუ ჩვენმა პარტიამ არ მიიღო ზომები, განხეთქილება გარდაუვალია. მე არ დავახასიათებ პარტიის დანარჩენ წევრებს, თუმცა ზინოვიევისა და კამენევის ოქტომბრის ეპიზოდი არ ყოფილა შემთხვევითი, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მათ ვერ დავადანაშაულებ, როგორც ვერ დავადანაშაულებ არაბოლშევიკობის გამო ტროცკის. მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა ბუხარინზე: იგი გამორჩეულია, იგი არა მხოლოდ პარტიის თეორეტიკოსია, იგი კანონიერად ითვლება პარტიისთვის პატივსაცემ ადამიანად, მაგრამ ხშირად მისი თეორიები არ ეთანხმება მარქსისტულს, რადგან არის მასში რაღაც სქოლასტიკოსის (მას არასოდეს უსწავლია და, ვფიქრობ, არასოდეს ერკვეოდა დიალექტიკაში). 24 დეკემბერი სტალინი ძალიან უხეშია და ეს ნაკლი, რომელიც გასაძლისია ჩვენს გარემოში, კომუნისტებში, გაუსაძლისი ხდება გენერალურ სამდივნოში. ამდენად, მეგობრებო, გთავაზობთ, კარგად აწონ-დაწონოთ და იფიქროთ იმაზე, როგორ გადავანაცვლოთ სტალინი გენერალური მდივნის პოსტიდან და როგორ დავნიშნოთ მის ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც... იქნება უფრო მომთმენი, ლოიალური, უფრო კეთილგანწყობილი, ზრდილობიანი და უფრო ყურადღებიანი მეგობრების მიმართ, ნაკლებად კაპრიზული და ა.შ. ეს გარემოება თქვენ შეგიძლიათ უმნიშვნელოდ ჩათვალოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, განხეთქილების თავიდან ასაცილებლად და ტროცკისა და სტალინის ურთიერთობის შესახებ ჩემ მიერ ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, ეს არ არის უმნიშვნელო საკითხი, ან უმნიშვნელოა იმდენად, რომ შესაძლოა შეიძინოს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ლენინი ჩაიწერა ლ. ფოტიევამ. 1923 წლის 4 იანვარი ”. კრუპსკაიამ ეს წერილი მხოლოდ ლენინის სიკვდილის შემდეგ გადასცა ცენტრალური კომიტეტის სამდივნოს. ხელისუფლებისთვი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული სტალინი და ტროცკი წინააღმდეგნი იყვნენ ყრილობაზე ანდერძის წაკითხვის. მაგრამ კრუპსკაიამ მოითხოვა. ანდერძის პირველი ოფიციალური წაკითხვა მოხდა 1924 წლის 22 მაისს პარტიის მეცამეტე ყრილობაზე, როდესაც ის კამენევმა წაიკითხა. სტალინი და ტროცკი ცდილობდნენ სათავისოდ გამოეყენებინათ “ლენინის ანდერძი”. მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვიჩვენა, რომ პოლიტიკური ინტრიგების დიდოსტატმა, იოსებ სტალინმა “ლენინის ანდერძის” შინაარსით უფრო ისარგებლა ვიდრე ლენინის მიერ საკუთარ მემკვიდრედ მიჩნეულმა ლევ ტროცკიმ. ეს უკანასკნელი ჯერ სამშობლოდან გააძევეს, ხოლო შემდეგ კი 1940 წელს შორეულ მექსიკაში სტალინის პირადი დავალებით მოუსწრაფეს სიცოცხლე. წყარო : სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრი##სსრკ ##სტალინი ##სოციალიზმი ##პოლიტიკა##პოლიტიკა
Lela Nargizashvili
Bat Yam · 1 year ago
დღეს თელავივში, იაფოს სანაპიროს მივუყვებოდი, უცებ ხალხის უცნაური ჩოჩქოლი და ღელვა შევნიშნე, მივხვდი რაღაც კარგი არ ხდებოდა. გადავხედე ზღვას და ვხედავ, ზღვა ისე მოაცურებდა უსულო სხეულს, როგორც წყალში ჩავარდნილ ქაღალდის ფურცელს. დაბლა ზღვის ნაპირას უკვე იყო სასწრაფო და სამაშველო მობილიზებული, გამოიტანეს სხეული ზღვიდან და სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაიწყეს ბრძოლა სიკვდილთან... ისეთი საშინელი სანახაობა იყო სისხლი გამეყინა, ხელით გულზე დაკიდული ჯვარი მოვძებნე და ჩემ ღმერთს მის გადარჩენას ვთხოვდი, ცრემლები თავისით მომდიოდა, არ ვიცი რამდენ ხანს ვუყურებდი ორი წუთი, სამი, ოთხი, მაგრამ მივხვდი, რომ უნდა გამეგრძელებინა გზა. გზა იმედის დასატოვებლად, რომ სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, რომ იმ ექიმებმა რომლებიც გააფთრებული ეცნენ სხეულს, სიკვდილი დაამარცხეს... იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ მას სახლში ელოდებიან და შეიძლება ვერ მივიდეს... პ.ს. ზაფხულია, ვიცით რომ ძალიან სასიამოვნოა ტალღები და ზღვა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სახლში გელოდებიან...
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
კუკიის სასაფლაოს საიდუმლოებები – დაუჯერებელი, თუმცა რეალური ისტორიები
კუკია ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი სასაფლაოა, რომელიც 60 ჰექტარზეა განთავსებული და სხვადასხვა წყაროს ცნობით, 300-400 წლის წინ უნდა იყოს დაარსებული. აქ 1773 წელს, რუსეთ-ოსმალეთისა და 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებიც არის. ძველად ყომარბაზები იკრიბებოდნენ და ქაურდული საქმეების გარჩევაც ხდებოდა. დუმბაძის გმირის, მურტალოს ცნობილი გამონათქვამიც გახსოვთ ალბათ, – ყველა ჩემი შემწუხებელი კუკიაზე წევსო. სასაფლაოზე ხეტიალის დროს იქაური თანამშრომელი შემომხვდა და ხელით გველის მოძრაობის იმიტაცია გააკეთა, რითაც მიმანიშნა, ნუ ბორიალობ, ქვეწარმავლები არიან ბლომადო. სასაფლაოს საკმაოდ დიდი ტერიტორია არ შემოვიარე, უკან არ გამოვბრუნებულვარ. შესასვლელთან წმინდა ნინოს სახელობის რუსული ეკლესია იყო, რომელიც, ძირითადად, რუსი გენერლების შემოწირულობებით აშენდა. 90-იან წლებში მისი გუმბათი ქართულით შეიცვალა. ახლა იქ მოქმედი­ ქართული ეკლესიაა. სავარაუდოდ კუკიაზეა დაკრძალული ნიკო ფიროსმანი, თუმცა მისი საფლავის ამოცნობა ვერ ხერხდება და აქვეა სტალინის პირველი მეუღლის, ეკატ­ერინეს საფლავიც. მარო დურგლიშვილი სასაფლაოსთან ახლოს ცხოვრობს იმ სახლში, სადაც საუკუნის წინ, სასაფლაოს ეზოში მდგარ ეკლასიაში მოღვაწე მღვდლები ცხოვრობდნენ. ის ახმეტაში, სოფელ ქისტაურში დაიბადა და გაიზარდა, თბილისში კი ბეკურაშვილზე გათხოვდა და მას შემდეგ, თითქმის 50 წელია, კუკიის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელად მუშაობს. „პრაიმტაიმმა“ მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რადგან თავის თავზე ვრცლად საუბარი ქალბატონმა მარომ არ ისურვა. – სასაფლაოზე მუშაობა ძნელი სულაც არ არის, მიცვალებულების საფლავების მოვლა ძნელი რატომ უნდა იყოს? ამათ სულს ვენაცვალე, ამათ გამაძლებინეს და მიმაღწევინეს 85 წლამდე. ამ სამსახურს რა სჯობია, პირბადე აქ არა გჭირდება და არაფერი. ამათი მოვლით ისე ვწყნარდები, რომ კორონას დროს სახლში არ დავჯექი, მენატრებოდნენ ხოლმე და მოვდიოდი და ვუვლიდი.ძალიან მეცოდებიან ახალგაზრდები და ჩვილი ბავშვები. ვის საფლავსაც ვუვლი, იმ ადამიანების ცხოვრებისა და გარდაცვალების შესახებ არაფერი ვიცი, არ ვინტერესდები. აბა, ხომ ვერ შევეკითხები და საიდან გავიგებ? ქალბატონ მაროსთან ერთად საფლავებს ხანში შესული მამაკაციც უვლის, რომელმაც ფოტოს გადაღების უფლება მოგვცა, მაგრამ ვინაობა არ გაამჟღავნა.– აგერ, შესასვლელში სამამულო ომის გმირია დასაფლავებული, გოგორიშვილი. ადრე მის საფლავზე ტანკი იდგა. მერე იმ ტანკში ძრავი ჩადგეს და წაიყვანეს. როგორც ამბობენ, კიტოვანს წაუყვანია და შესაძლოა, აფხაზეთის ომშიც კი იბრძოდა საფლავზე ძეგლად მდგარი ტანკი. ის ადგილი მოასწორეს, ჯვარი დადგეს და მწვანე მოლი დათესეს. ძველ საფლავებზე თეთრი მარმარილოს ქანდაკებები დგას და ეგ ყველა იტალიიდან არის ჩამოტანილი, რადგან აქ ასეთი ქვა არ იშოვება. მდიდარი ადამიანები იტალიაში უკვეთავდნენ ახლობლების საფლავებისთვის. უამრავი ქანდაკება გაქრა. ზოგი მოიპარეს, ზოგმაც დროს ვერ გაუძლო, მაგრამ უძველესი, თეთრ მარმარილოში გამოკვეთილი ქანდაკებები კიდევ არის შემორჩენილი.ხალხი ამბობს, თითქოს სასაფლაოზე მოჩვენებები დადიანო, მაგრამ სულ ტყუილია, ამდენი წელია, აქ ვმუშაობ და ჯერ მოჩვენება არ შემხვედრია, გარდა აი, იმ კაცისა, ეს საფლავიდან „პერერივზე“ ამოდის ხოლმე და სუფთა ჰაერზე იძინებს. – ხელი ახალგაზრდა მამაკაცისკენ გაიშვირა, რომელიც ეკლესიის წინ მერხზე იწვა და ზედ ყვავილებიც ელაგა. აღმოჩნდა, რომ ეს მამაკაცი ადგილობრივია, რომელიც ძირითადად სასაფლაოზე ცხოვრობს და მესაფლავეები ასე ეხუმრებიან. შესასვლელიდან არც ისე შორს მომცრო ნაგებობაა. ეს 1943 წელს სამამულო ომში დაღუპული დავით ვაშაკიძის საფლავია. როდესაც დედისთვის შვილის დაღუპვის ცნობა მოუტანიათ, მას სახლი გაუყიდია, შვილის ცხედარი ჩამოუსვენებია, კუკიაზე­ დაუკრძალავს და თვითონაც იქ დაუდვია ბინა. კედელზე დაჭრილი, მწოლიარე ჯარისკაცია გამოსახული, რომელსაც ჭრილობიდან სისხლი სდის. დედას საფლავზე სინათლეც გაუყვანია… მიცვალებული მინით დახურულ აკლდამაში იწვა, სადაც კიბეც ჩადიოდა. ყოველ ექვს თვეში ერთხელ დედას ექიმი მოჰყავდა და ცხედარს ხელახლა უკეთებდა ბალზამირებას. იქვე კი ტახტი იდგა, სადაც დედა იძინებდა. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. როდესაც დედაც გარდაიცვალა, შვილის გულზე დამარხეს და საფლავი მიწით ამოავსეს. გარდაცვლილ ქალბატონს ჭირისუფალი არ ჰყოლია. ის სასაფლაოს თანამშრომლებმა გააპატიოსნეს და მიწას მიაბარეს.სხვა სასაფლაოდან აქ გადმოასვენეს ცნობილი მსახიობი ქალი, ნატო გაბუნია, რომელიც 1910 წელს გარდაიცვალა. საბუთში სიკვდილის მიზეზად შავი ჭირი იყო დასახელებული და როდესაც საფლავს ხსნიდნენ, ამბობდნენ, შავი ჭირის გავრცელების საშიშროება გაჩნდებაო, მაგრამ არაფერი მომხდარა. ერთი მესაფლავე გვყავდა, უკრაინელი ალექ­სანდრე პასტუხი, რომელსაც შიშის გრძნობა არ გააჩნია. ხდება ხოლმე, რომ სხვადასხვა მიზეზით ამა თუ იმ საფლავს ხსნიან. ეს გადაალაჯებს კუბოს, მოხვევს მკლავებს­ მიცვალებულს, ჩაიხუტებს და ამოჰყავს. ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: მიცვალებული მეექვსე­ სართულიდან უნდა ჩამოესვენებინათ, მაგრამ საწყალი, ძალიან მაღალი კაცი ყოფილა, ცარ­იელი კუბო შინ გვერდულად შეუტანიათ, მაგრამ გამოსვენებისასაც ასე ხომ ვერ გამოიტანდნენ? ვერა და ვერ მოახერხეს სადარბაზოში გამოყვანა და დარეკეს ჩვენთან – ეგებ გვიშველოთო. ორი მესაფლავე წავედით, მე და პასტუხი. ბევრი ვიწვალეთ, მაგრამ ვერაფერი გავაწყვეთ. მერე ჭირისუფალს ვთხოვეთ, სახლიდან ყველა გასულიყო. მიცვალებული ამოვასვენეთ და ჯერ ცარიელი კუბო ჩავიტანეთ პირველ სართულზე და სადარბაზოში დავდგით, შემდეგ კი მიცვალებული შუაში ჩავიყენეთ, მისი ერთი ფეხი მე მივიბი ფეხზე, მეორე – პასტუხმა და ასე, „თავისი­ ფეხით“ ჩავიყვანეთ კიბეზე და კუბოში ჩავასვენეთ. მესაფლავემ კიდევ ერთი ამბავი გაიხსენა: თურმე მოასვენეს ასაკოვანი ქალი, ჭირისუფალმა დაიტირა, თითო მუჭა მიწაც მიაყარეს და წასვლა დააპირეს. სწორედ ამ დროს ერთი კაცი მობრუნებულა და ჩუმად­ უთქვამს – მიწა არ მიაყაროთ, სანამ არ დავბრუნდებიო. ჭირისუფალი რომ გააცილა, მობრუნდა და მესაფლავეებს სთხოვა, ამოიღეთ კუბო და მიცვალებულს თავი მეორე მხარეს მოუქციეთო. ქრისტიანული წესით, მიცვალებული აღმოსავლეთს უნდა „უყურებდესო“, – უთქვამთ მესაფლავეებს. – რასაც გეუბნებით, ის გააკეთეთო, დაიჟინა თურმე კაცმა. – ეს ქალი ჩემი სიდედრი იყო და ცხოვრება გამიმწარა, აქედან აღმოსავლეთით ვაზისუბანია, სადაც მე ვცხოვრობ და აქედანაც უნდა მიყუროს? უკუღმა დამარხეთ, ფუნიკულიორს უყუროსო. თავისი მაინც გაიტანა და მიცვალებული უკუღმაა დაამარხვინა. უძველეს საფლავებს შორის გახლავთ ვინმე დიმიტრი ანდროპოვის საფლავი, რომელიც 1905 წელსაა გარდაცვლილი. საფლავის გარშემო რკინის მაღალი მესერია, რომელშიც მიცვალებულის სახელი და გვარია ამოჩუქურთმებული და ასევე წარწერა – я буду с тобой дорогой Митя. როგორც სასაფლაოს თანამშრომლებმა მითხრეს, დედას შვილისთვის გაუკეთებია ეს საფლავი და შემდეგ, როდესაც დედაც გარდაცვლილა, შვილის გვერდით დაუკრძალავთ. კუკიის სასაფლაოზე ერთი საოცარი, უპატრონო საფლავია, რომლის ისტორიაც არავინ იცის. მას „კაკუნი სამოთხის კარზე ჰქვია“ და დიდი ტკივილია გამოსახული. ადამიანს გიჩნდება განცდა, რომ ძალზე დიდი ცოდვების მატარებელი ადამიანია დაკრძალული, რომელიც სამოთხის კარზე უშედეგოდ აკაკუნებს. წლების წინ, როცა ეს საფლავი პირველად ვნახე, წარწერა არც კი ჩანდა, მიწით იყო დაფარული. ახლა საფლავი სახელმწიფო მუზეუმის დაქვემდებარებაშია, როგორც კულტურული ძეგლი. ის გასუფთავებულია და მიცვალებულის სახელი და გვარიც იკითხება – გიორგი მიხეილის ძე მირზაშვილი, რომელიც 1883 წელს დაბადებულა და 1959 წელს, 76 წლისა გარდაცვლილა. წყარო: primetime
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 4 months ago
„დედა, მალე მოხვალ? – ეს კითხვა დღემდე თან მდევს… გასტროლებზე სულ თან დამათრევდა ბოშასავით, მაგრამ გასტროლებზეც რა ხდება? ისევ რეპეტიციები, სპექტაკლები და აი, 6 წლის რომ ვიყავი, დედამ მოიცალა და ათი დღით გაგრაში წამიყვანა დასასვენებლად, ჩავედით და მეორე დღეს დეპეშა მივიღეთ, რომ დედას ძმა გარდაეცვალა, სასწრაფოდ უნდა დავბრუნებულიყავით უკან. იქ ისვენებდა დედასა და მამას მეგობარი სოლიკო ვირსალაძე და შესთავაზა, მასთან დავეტოვებინე. დედამ დამტოვა და თვითონ წამოვიდა. სოლიკო ამ დროს ერთ ძალიან ლამაზ გოგონას დასდევდა, უგზავნიდა ყვავილებს. და უცებ მე დავიწყე ეჭვიანობის სცენების მოწყობა – თქვენ თუ კიდევ ერთხელ მიართმევთ მას ყვავილებს და მე არ მომაქცევთ ყურადღებას, წავალ-მეთქი. ის იყო თხემით ტერფამდე არისტოკრატი, 6 წლის ღლაპს თქვენობით მელაპარაკებოდა, მომიბოდიშა და შემდეგ ყოველ დილით, რომ გავიღვიძებდი, ყვავილების თაიგული მხვდებოდა. ჩემი მხრიდან ეს იყო ძალიან სერიოზული გრძნობა. გადავიქეცი რაღაცნაირ მხეცუნად. მე კარგად ვცურავდი (5 წლის რომ ვიყავი, დედამ ნავიდან გადამაგდო წყალში და გავცურე, დღემდე შემიძლია გავცურო თურქეთამდე). სოლიკომ კი ცურვა არ იცოდა, მე შევდიოდი ზღვაში და მივცურავდი შორს, შორს. ის კი ნაპირიდან მომძახოდა: გემუდარებით, დაბრუნდით! გუშინ რა მოხდა, ის აღარ მახსოვს, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება, როგორ დგას ის ნაპირთან და როგორ მეძახის: დაბრუნდით, მინდა დაგხატოთ! შენახულიც მაქვს მისი ნახატი – მე ვდგავარ თეთრად დაწინწკლულ წითელ ტრუსიკში. ასეთი იყო ჩემი პირველი სიყვარული, რომელიც 6 წლის ასაკში განვიცადე“. სოფიკო ჭიაურელი #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას მიმართავს
19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ ადვოკატი მირიან ნიკოლაძე „მთავარი არხს“ და მის დამფუძნებელ ნიკა გვარამიას ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში სდებს ბრალს. “მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება. საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ მთავარი არხის ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში, თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომლისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, “სულერთი” იქნებოდა. ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით. ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემ მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს: 1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: “რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შოზოფრენიის გამო?!” 2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადoება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო. მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით. ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა “მთავარი არხი” ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ- მე ბავშვის სულს ვყიდდი და “კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით” ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: “ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით”(ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ). შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან. გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ “გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ” გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერშესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია. დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე.”– წერს მირიან ნიკოლაძე,