ჯეიმი ფოქსი ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონს განასახიერებს

0
ჯეიმი ფოქსი ახალ ბიოგრაფიულ ფილმში მაიკ ტაისონის როლს ასრულებსჯეიმი ფოქსმა დაადასტურა, რომ სკანდალური მოკრივის შესახებ ახალ ბიოგრაფიულ სურათში მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ ოსკაროსანმა მსახიობმა მარკ ბირნბაუმთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც Instagram-ზე გამოქვეყნდა. „კი, ასეა. ბიოგრაფიული ფილმების გადაღება მარტივი არ არის, ხანდახან ამისთვის 20 წელია საჭირო, მაგრამ ჩვენ ოფიციალურად წარმატებას მივაღწიეთ“, - განაცხადა ფოქსმა და დასძინა, რომ როლზე მუშაობისთვის ვარჯიშის ყოველდღიური პროგრამა აქვს. ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სურათის რეჟისორი მარტინ სკორსეზე იქნებოდა. პროექტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
0