ევროპარლამენტის რეზოლუცია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ

0
ევროპარლამენტმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა - ევროპელი დეპუტატები ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებენ, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს. დოკუმენტს მხარი 507-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 119 ევროპარლამენტარი წავიდა. "ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი ანგარიშშ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობას ეხება და ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის მიღწევები და სამომავლო გეგმები, რომლებიც საქართველოს და სხვა ქვეყნებს გააჩნია ევროინტეგრაციის გზაზე.", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ განაცხადა. მისი თქმით, არის კონკრეტული რეკომენდაციები, როგორც ევროკავშირის საბჭოს მიმართ, ასევე ევროკომისიის მიმართ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. "ცალსახადაა ხაზგასმული თავდაცვისუნარიანობის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მათი მხარდაჭერა. მთლიანობაში, ეს არის ის გზავნილები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები და ვისწრაფვოდეთ იმ მთავარი მიზნისთვის, რაც გაგვაჩნია - ეს არის ევროკავშირის წევრობა. რა თქმა უნდა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. რეკომენდაციაც პირდაპირ მიუთითებს რომ ეს აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტისთვის კონკრეტული წინადადებებით იყოს წარმოდგენილი ამ ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით მოხსენებულია საქართველო, უკრაინა და მოლდოვა“, - განაცხადა კახა კუჭავამ.
0