თურქეთში COVID-19-ით ერთ დღეში 1,248 ადამიანი დაინფიცირდა

0
თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 248 ადამიანი დაინფიცირდა. COVID-19-ით დაუპულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 22-ით გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჟამ განაცხადა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 186 493 ადამიანს დაუდასტურდა. ხოლო დაავადებამ სულ 4 927 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გასული 24 საათის განმავლობაში ინფექციისგან 1 312 პაციენტი განიკურნა, სულ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 158 828-ს აღწევს.
0