გიორგი კახიანი - ჩვენი გუნდი შეთანხმების ერთგულია

0
"ჩვენი გუნდი არის შეთანხმების ერთგული, "- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, "ქართული ოცნების" მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარდაჭერა ექნება. მისივე განცხადებით, მისასალმებელია, რომ "ევროპული საქართველო" კენჭისყრაში მონაწილეობს მიიღებს, თუმცა, მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" იძულებული გახდა, ეს გადაწყვეტილება მიეღო. "რაც შეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფებს, მათ ინტერესებში არ არის არჩევნების ჩატარება, სულ სხვა მიზნები აქვთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში მისასალმებელია, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადწყვეტილება კენჭისყრაში მონაწილეობისა. თუმცა, ესეც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ეს გაეკეთებინათ. ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ფასილიტატორების განცხადების შემდეგ, ისინი მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ კენჭისყრაში არმონაწილეობა. ქვეყნის შიგნით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საერთაშირისო არენაზეც ძალიან მძიმედ დაუჯდებოდათ ის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიეღოთ. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, კითხვები გუნდის შიგნით არც გაჩენილა იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ინიციატივას არ ჰქონდეს სრული მხარდაჭერა. გარდა ამისა, მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის სხდომაზე. ასე რომ, ჩვენი ვართ შეთანხმების ერთგული და „ქართული ოცნების“ მხრიდან აუცილებლად იქნება სრული მხარდაჭერა", - განაცხადა გიორგი კახიანმა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.
0