ვინ არიან დეპუტატები რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს

0
საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ ხმა ხუთმა დეპუტატმა მისცა. ამის შესახებ განცხადებები მათ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლილსას გააკეთეს. პროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადა დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ, ნატო ჩხეიძემ, ემზარ კვიციანმა და ალექსანდრე ერქვანიამ. „ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება და რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამ დარბზაში ითქვა, არ არის არც იდეალური, არც უკეთესი და არც რაიმე მნიშვნელოვანი სამართლის მომტანი იქნება, მაგრამ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. მაგრამ, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ჩხეიძემ. ემზარ კვიციანი სავალდებულო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. "სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება თუ არ იქნება სავალდებულო და თუ არ გამოვა ქუდზე კაცი. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ და ოდნავ საქართველოს მოსახლეობა და ქართული მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, ეს ცვლილება უნდა შევიდეს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ხმას ვერ მოგცემთ ამ ცვლილებაზე. კი, მიმაჩნია, რომ საჭიროა ეს ცვლილება, მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს ამ ცვლილებას, თუ არჩევნები არ იქნება სამართლიანი“, - განაცხადა კვიციანმა.
0