"საქართველო დიდი ხანია ითმენს, მგონი საკმარისია" - გიორგი გაბუნია

0
“მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ ლიკვიდაციის მცდელობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაცემაში “Post Factum“ ამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლას არ წყვეტს: “საქართველო ძალიან, ძალიან დიდი ხანია ითმენს, მგონი საკმარისია და დროა წელში გავიმართოთ. ჩვენ მაინც შევძლოთ და დავუტოვოთ ახალგაზრდობას ისეთი ქვეყანა, სადაც რუსეთის საწინააღმდეგო აქციებზე დგომა მათ აღარ მოუწევთ. სადაც მათი სიტყვების გამო მკვლელებს არ გამოუგზავნიან მათსავე სამშობლოში.. მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი სამშობლოს ერთგული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი. მე შეიძლება მომკლან, არაუშავს, ჩემს ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს. ჩვენ ბევრნი ვართ. მაგრამ მე ჯერ ცოცხალი ვარ და მყარად ვდგავარ. მესროლეთ თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ მე ტყვიის არ მეშინია. მე ვაგრძელებ ბრძოლას და ვიომებ გამარჯვებამდე.” თქვა გაბუნიამ პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 ივნისს განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაკავებული მამაკაცის სამიზნე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო. ამის სავარაუდო მიზეზად სახელდება 2019 წლის 7 ივლისს ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება პირდაპირ ეთერში. გიორგიგაბუნია მთავარიარხი რუსეთი ახალიამბები
BatumiDaily
0