ეს იყო გადაწყვეტილება, რომელსაც ყველანი ველოდით — გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე

ByOn.geGeorgia
0
პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება, ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ყველა ელოდა. ამ თემაზე კომენატარი მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ყველა ველოდით და არა ერთხელ გვითქვამს, რომ უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემა, ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა ნელ-ნელა, ეტაპობრივად გაუმჯობესდეს, ცვლილებები დაიწყოს, გახდეს უფრო დემოკრატიული, ევროპული და ისეთი, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ჩვენს საბოლოო მიზნამდე, ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე", — თქვა გიორგი გახარიამ.
#News
#Politics
ByOn.geGeorgia
0