Cardi B ბრონქსის ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს ეხმარება

17
დაახლოებთ 2 კვირის წინ, 9 იანვარს, ნიუ-იორკში, ბრონქსის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილმა ხანძარმა 17 ადამიანი შეიწირა. ინფორმაციის თანახმად ყველა დაზარალებული კვამლის შესუნთქვის შედეგად გარდაიცვალა, ხანძრის მიზეზი კი წყობიდან გამოსული ელექტრო გამათბობლები გახდა. 
გარდაცვლილებს შორის იყვნენ ბავშვებიც.
გრემის მფლობელმა რეპერმა, Cardi B-იმ განაცხადა, რომ დაზარალებულუთა ოჯახების დამკრძალავ ხარჯებს თავის თავზე აიღებდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი წარმოშობით სწორედ ბრონქსიდან არის. 
"ვერც კი წარმოვიდგენ რას გრძნობენ ახლა დაზარალებული ოჯახები, იმედი მაქვს ჩემი დახმარება ოდნავ მაინც შეუმსუბუქებთ დარდს"
- Cardi B 
17