Club 27-ის ისტორია

7
მუსიკოსების, განსაკუთრებით კი როკ-ენ-როლის წარმომადგენლების ტრაგიკული დამთხვევა, რომელმაც Club 27-ის კონცეფცია შექმნა. 
საზოგადოების ინტერესმა და ჩართულობა ამ გარემოების მიმართ ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა 1994 წელს,   Nirvana-ს სოლისტი და იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი , კურტ კობეინი, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა. საკვირველი ის გახლდათ რომ კობეინის გარდაცვალებამდე, სამოცდაათიანებში, 2 წლიანი იტერვალებით, მუსიკალურმა სამყარომ ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი, ბრაიან ჯონსი და ჯიმი ჰენდრიქსი, იგივე ასაკში დაკარგა (1969-1971).
ეს ტენდენცია თითქოს არა ამქვეყნიურად ნიჭიერ, შემოქმედებითად ყველაზე მრავალფეროვან, კარიერის მწვერვალზე მყოფ, ცნობილ არტისტებზე ვრცელდებოდა. მათ შორის, წინა საუკუნეების 70-იანებში არა, თუმცა 2011 წელს, 27 წლის ასაკში ემი ვაინ ჰაუსიც გარდაიცვალა. 
საინტერესოა რა იდგა "Forever 27 Club"-ის ლეგენდის უკან?
როდესაც კურტ კობეინი, თავის სახლში, სიეტლში, გარდაცვლილი იპოვეს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით, მსოფლიო აურზაური ატყდა. მისი სიკვდილი 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მოვლენა გახლდათ და შეთქმულების თეორიებიც კი შეიქმნა.
როგორც უკვე აღვნიშნე, გრანჟის ხატად აღიარებულ კობეინს  გამორჩეული გავლენა და პოპულარობა ჰქონდა მოპოვებული, შესაბამისად ამ ამბავმა დიდი ხნით აალაპარაკა მსოფლიო. 
"ახლა ის წავიდა და შეუერთდა იმ სულელურ კლუბს, მე ვეუბნებოდი რომ არ შეერთებოდა იმ სულელურ კლუბს" - ცნობილი სიტყვები, რომელიც კობეინის დედამ, ვენდი ო'კონორმა შვილის გარდაცვალების შემდეგ თქვა. 
სამწუხაროდ, ეს იყო ციტატა, რომელიც იმ დროის ყველა სათაურში დომინირებდა, რამაც მხოლოდ გააღრმავა რწმენა, ისედაც ფეხმოკიდებულ მითზე.
ამასთან, ცნობილი იყო, რომ კობეინი სიკვდილამდე მადლობას უხდიდა ე.წ. "ტანჯვას", რადგან მასში ჰქონდა აღმოჩენილი შემოქმედების წყარო.
როგორც ნიცშე ამბობს: "ცხოვრება ტანჯვაა; გადარჩენა ნიშნავს ტანჯვაში რაღაც აზრის პოვნას"
ბევრი თვლიდა, რომ კურტ კობეინი ე.წ 27 Club-ში განძრახ შევიდა, და მისის სიკვდილი შემოქმედებითი მსხვერპლშეწირვა იყო. ამ მოსაზრებაზე კომენტარი, მუსიკოსის ბიოგრაფიული წიგნის ავტორმა ჩარლზ რ. კროსმა გააკეთა: "არც ერთი ადამიანი, რამდენი დემონიც არ უნდა ჰყავდეს სულში, არ მოინდომებს რომ ამ "ნეკროლოგიურ" კლუბში მოხდვეს. მინახავს რამდენიმე პიროვნება, ვისაც გულწრფელად სჯერა, რომ ყველა გარდაცვალება განზრახ გაწერილი იყო. ასევე იმის, რომ  კურტ კობეინმა განზრახ მოიკლა თავი ამ ასაკში უბრალოდ იმისთვის, რომ ამ კლუბში გაწევრიანებულიყო. მოგეხსენებათ, მას აწუხებდა დეპრესია, ნარკომანია და სხვა მრავალი პრობლემა. მან თავის მოკვლა  17, 25, 26 წლის ასაკშიც სცადა, ასე რომ ეს მოსაზრებები ლოგიკას არ ექვემდებარება"
რა თქმა უნდა განზრახ დაგეგმილი არა ერთი სიკვდილი აფსურდია, თუმცა იმაშიც არაფერია გასაკვირი, რომ საზოგადოებას ასეთი დამთხვევების და თეორიების მიმართ დიდი ინტერესი უჩნდება. 
მითუმეტეს თუ საქმე ისეთ არტისტებთან გვაქვს, როგორები ჯიმი ჰენდრიქსი,  ბრაიან ჯონსი, ჯიმ მორისონი და მრავალი სხვა არიან. 
წარმოგიდგენთ Club 27 -ის წევრებს:
რობერტ ჯონსონი, დელტა ბლუზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ნიჭი (1938 წ)
ბრაიან ჯონსი, "Rolling Stones"-ის დამფუძნებელი (1969)
ალან უილსონი, ბლუზ-ჯგუფის "Canned Heat"-ის თანადამფუძნებელი (1970)
ჯიმი ჰენდრიქსი, როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და გავლენიანი გიტარისტი(1970)
ჯენის ჯოპლინი, ამერიკელი ბლუზით შთაგონებული როკ-მომღერალი და პერიოდულად, კომპოზიტორიც, რომელიც თავისი განსხვავებული ხმით გამოირჩეოდა. (1970)
ჯიმ მორისონი, როკ-ჯგუფ The Doors-ის ვოკალისტი 1979)
დეივ ალექსანდერი, ცნობილი პროტოპანკ ჯგუფის The Stooges-ის ბასისტი(1975)
კრის ბელი, მერიკელი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და სიმღერების ავტორი(1978)
ჟან მიშელ ბასკია,ნიუ-იორკერი ნეოექსპესიონისტი მხატვარი(1988)
კურტ კობეინი (1994)
ემი ვაინ ჰაუსი (2011)
7