ეკატერინე გურულის პოეზია

ByArt infoItaly
8
რა იდილია?!
უფრო...
ჭიდილია ადამ ჩვენი ყოფა,
მე და შენ შორის ჩადგა ღმერთი და... ეშმა,
რომელი რომელს... არ გა'ეყოფა?!
სულის და სხეულის შემდგარი შებმა,
მიწა და ვნება,
შენ ბრმა და
მე... ბრმა.
რა ჰარმონია?!
მე... არ მგონია ამზიდო მხრებით,
ზღვა აგონია...
სხვა არ მგონია,
მე და შენ... თვითონ,
ჩვენშივე...
ვიცლებით, ვკვდებით,
ვტყდებით და... ქვიშა მონაგონია
თავი უდაბნოს ქარიშხლების და...
პატარა მტვრის მონა გვ'გონია.
რა სულგრძელობა?!
მხოლოდ... ამ ერთხელ,
ამ ერთხელ გამიხდი
ჩემში სულ ერთობა,
რა გულწრფელია ამაღამ ღმერთი,
ადამ...
მაერთე შენი გულწრფელობა,
დამაცემინე ყველა მცდელობა,
სადაც...
სიყვარულის შეუგნებლობის
შეგნებულობით იყო მკვლელობა.
რა სიყვარული?!
როცა...
წესია გან სიარული,
როცა სიძულვილი, იარით იარს,
როცა... ზიზღია მიწის მანტია,
როცა სულის წილ ზედ გადაგიარს,
ღმერთო!
მიშენე,
ა რ დ ა მ ა ტ ი ა !
არსის არსი და...
ნეკნი ადამის,
გრძნობის თაღებზე, ცოდვის ტოტებად გადამამტვრია.
რა ნეკნის ვალი?!
ადამ, შენ თვითონ ივალე ქალი!
შენი მევალე'ც ეშმაკი არის
და ჩემი ნისლით სითეთრის კვალი,
დედამიწიდან...
ცის დაფიონზე უკანასკნელი სიკვდილით ადის.
გამდის ადამო, სული თიხიდან,
იმ ერთი არსის,
იმ ერთი სიტყვიდან,
სადაც მყოფადი იყო და...
არს, ის.
რა იდილია?!
ა დ ა მ,
რა ი დ ი ლ ი ა,
ჩვენი გაჩენა,
ჩვენი გარჩევა დიდი ჭიდილია,
სული შემიბერე,
სულ, ზე მიბერე,
შენში მიბევრე
და ჰარმონია, რაც არ მქონია...
არა მგონია იყო უძლური,
მ ი შ ე ნ ს ხ ე უ ლ ე!
უ შ ე ნ ს ხ ე უ ლ ო!
ჩემო ნეკნო და...
ჩემო რჩეულო,
არა მგონია...
არა მგონია იყო უძლური,
უნდა გიყვარდე,
ვით... ღვინოს პური,
თუ არ ხარ უღვთო...
და სიყვარულში
ბრმა და... უგნური.
*********
რა იდილია ადამ, რა იდილია?!
ჩვენი გაჩენა ეშმას და ღმერთის...
სულის და ხორცის დიდი ჭიდილია.
***
მე არ მაქვს ქუჩა, არც სამოსახლო აქ დასარჩენად,
მე ლურჯი სისხლის დაღვრა ვარჩიე გადასარჩენად,
პრელუდიაა ყოველი სიტყვა,
აღქმის აქცია,
სად შემიძლია სულით ვზიდო კულმინაცია?!
მე არ მაქვს სახლი და სულ მინდოდა დიდი ფანჯრებით,
გად'მომეწერა ცის სიდიდე, მიწა ეშმაკით,
ქალი... ტანდემით,
ფინჯან ჩაისაც ვერ გავაცივებ... არ მაქვს დარაბა,
სამაგიეროდ... ქრისტე მიყვარს, ვიდრე ბარაბა.
მე... არ მაქვს ნეკნი, გავაყოლე იმ შენს ლილიტებს,
ნათქვამზე უფრო... აღმქმელი მიწერს ყოფნა არ ყოფნის ლიმიტებს,
რა იცის კაცმა, ჩემი სუნთქვის ყველა მესამედს,
რამდენჯერ ვკარგავ, აღსარებამდე, სანამ შევსვამ სულის ზედაშეს.
მე არ მაქვს ქვიშა, რომ მოვაწყო ხელოვნების დეკორაცია,
მყარ სხეულებშიც განვიცადე უზუსტობის დეფორმაცია,
სიტყვები არ ცვლის, თუ საქმეა ბუტაფორია,
სიკეთე ხშირად ადამიანებს, უბრალოდ... გასაცემი ხურდა ჰქონია.
მე არ მაქვს ქუჩა, მაგრამ... ქუჩის ბოლოში ვიხრჩობი მტვერში,
ვიდრე საკუთარ სულს დავამტვრევ სხეულის ძვლებში...
ლურჯ წვეთოვანზე ვარ მიერთებული მუზის პალატაში
და მოვკვდე მიჯობს, ვინემ გადავრჩე სასიკვდილოდ, სიტყვის , , ტრალატაში, ,
***
ჩემ წინ გადახსნილი მუზის მაუზერი,ტყვიას ალაგებს და სიღრმე ეყინება,-ცოტაც აიტანე, ცოტაც გაუძელი,მერე... ისე წახვალ, აღარ გეტკინება.
ქარი ხიდებიდან მაჩვევს თვითმკვლელობას,შენი დაწერილი მეც მკლავს მონოლოგი,ჰკარგავს გადარჩენა ახლა მნიშვნელობას,ჩემი პროცესია დღეთა ქრონოლოგი.
მე გწერ ცის იქითას, სულ სხვა პლანეტიდან,მიწამ დაიტოვა ჩემი მემუარი,ისე ჩამოვცურდი შენი განედიდან,როგორც თეძოებზე შავი პენუარი.
ახლა შენ ხარ ჩემში ჩემზე ბევრად დიდი,უნდა შევეწირო ლექსის დაბადებას,ვწერ და... სიკვდილებზე, მეტად აღარ ვყიდი,უკვდავსამყოფელად ვიწყებ დაბანდებას.
შენ კი, გადატენე მუზავ მაუზერი,ლექსის აკლდამებში უნდა ჩაგასვენო,ცოტაც მომითმინე, ცოტაც გაუძელი,შენი უკვდავება უნდა გაგახსენო.
***
იტყვიან ჩემზე;
- ვერ გადარჩა'ო,
ასდევნებია ბოდვას ქარისას,
შენ ხომ გამიგებ სიგიჟეს ცაო,
ვით კვირტი უგებს დღეებს მარტისას.
მითქვია ბევრჯერ;
- რომ არსი მოსვლის,
თანდაყოლილი, ან... შეძენილია,
ფოთოლს თუ ხედავ, მიწას რომ ჰკოცნის,
მაშინ... ნურაფრის ნუ გეშინია.
ნუგეში იარს, იარს და...
გპოვებს,
იმედი, ხშირად სულზე დიდია,
ცა გამიარსებს
ანი და ჰოეს,
ვიდრე, სიკეთე გადამიდია.
იტყვიან ჩემზე...
-რაღა დარჩა'ო,
ხშირად... ფოთლებსაც ესაუბრება,
რა აღარ დამრჩა?!
ან რით დავცალო?!
ლექსში სათქმელი დედაბუნება.
დაე, არც დავრჩე!
გადასარჩენად,
რადგან... დარჩენა უფრო მითია,
მე ფოთოლცვენის გადასარჩევად...
მათი გადაყრაც არ შემიძლია.
იტყვიან ჩემზე, ბევრსაც იტყვიან,
რომ სულის ცა მაქვს ჩამოქცეული,
ის არ იციან, ნაგავზე ჰყრიან,
მე წამოვკრიფე,
მე... შევიფარე,
მათი სიყვარული,
დედამიწიდან გამოქცეული.
***
სულის ზედაშე და საღმერთო შემასვი ღმერთო,რომ გავილეშო, გავიყუჩო თიხა საცდური,ახლა... რთველია, ჩემი სისხლი, მწიფე სალექსოდა ყველა სტროფი, აბორიგენული ალადასტური.
მაქვს თეთრი ქვევრი, ლურჯი მტევნის გამონაწურით,გადავიბრალებ გაანებას გაჰოებამდე,მეც... პოეზიის დემონების ყველა საცდურით,ლურჯ მელანს დავლევ პოეტობად გალოთებამდე.
ცოდვა მაქვს შენი დარღვეულო მუზის დუმილო,მაჯა, საკალმო... დასამტვრევი, ვით ყინულები,ვწეროთ მე და შენ ჩემო ღმერთო ფიქრის ყმუილო,რამდენჯერ გავხდით ერთმანეთით განწირულები.
დამცდი; - გატარებ და გავშალე მხრები სულამდე,ჯვარი გადამცდა და ჩემს მიღმა დარჩა სამყარო,რა მანძილია ახლა ყოფის აღსასრულამდე...?რომ დროის ათვლა, უმომავლოდ არ გადავყარო.
ვერ დაგამწიფებ, მე... არც მზე ვარ, არც ცა და არცა მიწა,დღეს ღმერთი ვნახე, ხეს სწყდებოდა ფერთა ყივილით, არც ფერი ვიცი იმ საშენო ყდა... აკლდამისა,ო, როგორ მინდა გამიცოცხლდე ჩემი სიკვდილით.

ByArt infoItaly
8