მიუხედავად იმისა, რომ დიდიხანი ვიცხოვრეთ ომში, აფხაზეთიდან გამოყრილები ვერ ვიჯერებდით რაც ჩვენს თავს ხდებოდა. უკვე ექიმობის წლებში ამოვხსენი ეს ფენომენი. ზუსტი ქართული შესატყვისი არ ვიცი, denial ჰქვია ინგლისურად. მდგომარეობა, როცა ადამიანი ვერ იჯერებს რომ ავადაა. პირველი ორი სამი წელი მუდმივად ველოდით დაბრუნების კონკრეტულ თარიღს. ცხადია, ეს მოლოდინი მართულიც იყო. ჭორი დაიყრებოდა, 17 ნოემბერს იქნება დაბრუნება... ჩაივლიდა 17 ნოემბერი, და მას 25 დეკემბერი ჩაანაცვლებდა. ასე გაგრძელდა წლები. ეს მოლოდინი მხარდაჭერილი იყო გაეროს ულევი რეზოლუციებით, ბუტროს გალის თუ ვინმე მორიგი მისტერ სმიტების ვიზიტებით და შეშფოთება-აღშფოთებებით.
ელიოზივით ველოდით ცის გახსნას და ნატვრის ასრულებას...
უკვე წლებია ელიოზივით ველით პატიოსან არჩევნებს...