"პროპკავშირები"

11
შტუტგარტის ერთ-ერთ პატარა და ლამაზ ქალაქში აღმოვჩნდი. მატარებლიდან გამოვედი და ხელში მოვიმარჯვე Google Map. ასე უფრო გამიადვილდებოდა ჩემი მეგობრის პოვნა, რომელიც ერთ-ერთი ქუჩის გაჩერებასთან მიცდიდა. 
ფეხით 15 წუთი ვიარე და ბოლოს მივედი დანიშნულების ადგილას და აი რა დავინახე. თქვენ რას გაგონებთ? ან თუ გაგონებთ საერთოდ რამეს.
ჩემ ბავშვობაში და ალბათ კიდევ ბევრის, დელისზე ოყო "პროპკავშირები", სადაც საბანკეტო დარბაზიც იყო და კიდევ ბევრი რამ. წლები გადიოდა და ირგვლივ ყველაფერი იცვლებოდა, მაგრამ არა ეს ნახატი.
მე დელისზე ინგლისურზე დავდიოდი და ასევე იქვე ახლოს ვცხოვრობდი. ერთადერთი და ლამაზი, რაც თვალში მხვდებოდა მეტროსთან საგულდაგულოდ დალაგებული წიგნები, მზის სხივებისგან უკვე გახუნებული, რომ იყო და ფერად-ფერადი ყვავილები პატარა კონებად დაწყობილი, თითო 20 თეთრი ღირდა
ჩემთვის პატარ-პატარა მსგავსებებია საქართველოსა და გერმანიას შორის, თუმცა არის.
11