შობა

13
ასე დაიწყო...სახლში შესვლისთანავე დავინახე აიას მოციმციმე თვალები, რომელიც მე მომჩერებოდა და მელოდა. პარკები ძირს დავაწყვე,   ხელები მოვხვიე და ვუთხარი "Frohe Weihnachten!" შესასვლელში პატარა მაგიდასთან მოვიყარეთ ყველამ თავი, ერთმანეთს ჭიქა ღვინო მივაწოდეთ და პატარ-პატარა სიტყვებით შევამკეთ შობის დღესასწაული. მეორე ოთახში ლამაზად მოქარგული სუფრები ამშვენებდა ხის ძველ მაგიდებს და სადღაც შორიდან მოჩანდა საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ. პირველი იყო "Toast" შემდეგ საშობაო სიმღერა, რომელიც ყველამ ერთად შევასრულეთ. ხელში თაბახის ფურცლები გვეჭირა და ვმღეროდით "O Tannenbaum, O Tannenbaum" და ბოლოს საშობაო ტკბილი ვახშამი.  
2021 წლის ჩანაწერებიდან.
შობა ყველაზე ტკბილია და ამ დროს ხდება, ყველაზე ნამდვილი ემოციების,   გაცვლა ერთმანეთში.
13