57
Followers
0
Following
1634
Posts
34K
Mth. views
Latest
შუაღელეში წყლის ჭაბურღილი მოეწყობა, გზის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდება - ქობულეთის მერია 
ქობულეთის მერიაში აქციის საპასუხოდ გვითხრეს, რომ სოფელ შუაღელეში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ერთი ჭაბურღილი მალე მოეწყობა, პროცესი კი გაგრძელდება. რაც შეეხება გზის მოწესრიგებას, მერიაში გვითხრეს, რომ სამუშაოებს ქობულეთის მერია და საქართველოს საგზაო დეპარტამენტი ერთად შეასრულებენ. თუმცა მას შემდეგ რაც საკითხი საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდება. სოფელ შუაღელეს მოსახლეობას უპასუხეს საქართველოს საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილებაშიც.
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებს კომისია ინდივიდუალურად ხელახლა შეისწავლის
ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლების პირობებს სპეციალური კომისია ინდივიდიალურად კიდევ ერთხელ შეისწავლის. ბინის მიმღებთა კრიტერიუმების დადგენაში ამჯერად იუნისეფისა და წითელი ჯვრის წარმომადგენლები არიან ჩართული, რომლებიც ოჯახების ზოგად მდგომარეობასა და პრობლემებს უკვე გაეცნენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება,რომ პროცესი გამჭირვალე იქნება და ბინების გადანაწილებისთვის მთავარი განმსაზღვრელი იქნება ის რომ ოჯახს არ ჰქონდეს ალტერნატიული საცხოვრებელი . ამ ეტაპზე ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის სამი 12 სართულიანი კორპუსი შენდება. ბინის მისაღებად სიაში რეგისტრირებული კი 1607 ოჯახია.
ჟურნალისტი ელისო კილაძე შსს-ში გამოკითხეს
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ელისო კილაძე დღეს საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, როგორც ცნობილი გახდა მან გამომძიებლებს მიაწოდა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც ვინმე სოფიო ბოკუჩავა, უცნობი პირის თხოვნით მას აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პორნოგრაფიულ საიტებთან ჰქონდა ბაჩალიაშვილს შეხება. ჟურნალისტი ელისო კილაძე არ გამორიცხავს, რომ ამ ინფორმაციის პირველწყარო კომპანია „ზეგის“ თანამშრომელი იყოს.
1 read
დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს?
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა სამომავლოდ ყველაფერი მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სექტემბერში სკოლის დაწყებას საფრთხე რომ არ შეექმნას, მოსახლეობამ ყველა რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. სწავლის გადადება არ იგეგმება _ აცხადებს პრემიერ-მინსიტრი. მისი თქმით, თარიღის შეცვლის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სპეციალისტთა რეკომენდაციებს ელოდებიან, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს კლასებსა და ჯგუფებში ბავშვთა გადანაწილება. მთავარი აქცენტი ჰიგიენურ ნორმებისა და დისტანციის დაცვაზე კეთდება. რეგულაციების დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი რა ფორმით ჩატარდება გაკვეთილები და როგორ შეძლებენ საბავშვო ბაღის სერვისით სარგებლობას.
1 read
ეპიდსიტუაცია სვანეთში
სანამ სწრაფი ტესტების შედეგები გახდება ცნობილი და რეალური სურათი გამოჩნდება, საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს, თუ რა კონტრ-მოქმედებების განხორციელებაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის შესასვლელებს ძალოვანი უწყებები აკონტროლებენ სპეციალისტები მოქალაქეებს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბები გაიზარდოს.
4 reads
გამკაცრებული საკარანტინო შეზღუდვები მესტიაში
მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მესამე დღე სვანეთში. სიტუაციას სამართალდამცველები აკონტროლებენ, მუშაობენ ეპიდემიოლოგები. დღის ბოლოს 1000-ზე მეტი ტესტის პასუხი უნდა გახდეს ცნობილი კვირის ბოლომდე დაახლოებით 4 000 ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.
2 reads
იგეგმება თუ არა აჭარაში ზომების გამკაცრება - მინისტრის განმარტება 
აჭარაში აქტიური ტურისტული სეზონია. სხვა წლების მსგავსად ყველაზე მეტი დამსვენებელი რეგიონს აგვისტოში სტუმრობს. კორონავირუსისპანდემიის გამო, ბათუმში უცხოელი ტურისტები ნაკლებად არიან, თუმცა შიდა ტურისტების ნაკადი დიდია. კაფე-ბარებსა და რესტორნებში,ასევე სანაპირო ზოლში ხალხმრავლობაა. მესტიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ზომების გამკაცრება და რა რეკომენდაციები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი მცხოვრებლებისა და დამსვენებლებისთვის. დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბრიფინგზე ღიად თქვეს, რომ თუ მოქალაქეების წესებს არ დაიცავენ, ვითარება გართულდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ რისკები ზღვისპირა კურორტზე მომატებულია, მაგრამ კონტროლირებადი. ნინო ნიჟარაძის თქმით, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები, როგორიცაა დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და ხელის ხშირი დეზინფექცია. ვირუსის შეკავების დიდი წილი კი სწორედ მოსახლეობის მოქალაქობრივ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული. ''რა თქმა უნდა რისკები მომატებულია შიდა და გარე ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზირებული იყო. შემთხვევების მატებასაც აქვს სტაბილური ხასიათი, მაგრამ აჭარაში რა შემთხვევებიც არის ყველას წყარო ცნობილია და სიტუაცია კონტროლირებადია.არის რისკები და ეს რისკები პირდაპირ პროპორციულად არის დამოკიდებულიამოსახლეობის ქცევაზე, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება. ყველა ვხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ ხდება ამ მექანიზმების უგულვებელყოფა. როდესაც ეს წესები არ არის დაცული ღია სივრცეში ეს მეტ-ნაკლებად მისაღებია, მაგრამ როდესაც დახურულ სივრცეში არ ხდება ნიღბის გამოყენება და ფიზიკური დისტანცირება ეს უკვე არის საგანგაშო. ამ დროს ინფექციის ჯგუფურად გავრცელებას შეიძლება ჰქონდესადგილი. თუ გვინდა, რომ მივიღოთ ტურისტები და გვქონდეს მშვიდი ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც დღესაჭარაშია. აუცილებელია მოსახლეობამ დაიცავს წესები. არ უნდა დაველოდოთ, რომ ვიღაცამ გააკონტროლოს. უბრალოდ შეუძლებელია იდეალური კონტროლი. არსებობს შრომის ინსპექცია, მერიის ზედამხედველობა, თუმცა არ არსებობს ამდენი ადამიანური რესურსი და ძალა, რომელიც შეძლებს თითოეული მოქალაქის გაკონტროლებას. მთავარი ძალა არის მოსახლეობაში და მათ უნარ-ჩვევებში. პირად პასუხისმგებლობად უნდა აიღოს და თავსიცავდეს'' - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ბათუმში დღეს კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა იმპორტირებული.
4 reads
ევროკავშირის ფინანსური დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება - პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს ფინანსური დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. ევროპელ კოლეგების მიერ ფინანსურ დახმარება, როგორც გიორგი გახარიამ განმარტა ორი მიმართულებით დაიხარჯება ესენია: პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. „ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კრიზისის ადრეულ ეტაპზე დავიწყეთ მუშაობა, მათ შორის, ფინანსური რესურსების მოსაზიდად. მაშინ ევროკავშირი, როგორც ნამდვილ პარტნიორებს შეეფერებათ, ისე დაგვიდგა გვერდით. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება. ამ დახმარების ძირითადი მიმართულება იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკაზე პანდემიის შედეგების შემსუბუქება. ეს არის ამ დახმარების მიზნობრიობა და მე კიდევ ერთხელ ოფიციალურად მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამ დახმარების გაწევისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
15 reads
ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება - პრემიერი
პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კორონავიუსრ ეფექტურად ებრძვის. გიორგი გახარიას განმარტებით, მოსახლეობა შემზღუდავ ღონისძიებებს გაგებით უნდა შეხვდეს, რადგან ეს შეზღუდვები განპირობებულია ადამიანის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე ზრუნვით. „ვირუსი არსად გაქრება და როგორც ჩანს, მსოფლიო უნდა მიეჩვიოს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების გეოგრაფიის და სისწრაფის მართვა, რასაც ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ჩვენ ამის ეფექტურად კეთებას გავაგრძელებთ, მაგრამ მხოლოდ მთავრობის ძალისხმევა საკმარისი არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ. ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა. ეს უნდა გავაგრძელოთ მიუხედავად, რომ ასეთი პატარ-პატარა აფეთქებები დიდხანს იქნება, სანამ ვირუსი გლობალურად არ დამარცხდება. შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვირუსი დაამარცხო. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილები და ყურადღებიანები, რათა ჩვენი ოჯახის წევრების, ჩვენი თანამოქალაქეების, ჯანმრთელობას გავუფრთხილდეთ. ორ ფრონტზე ვიბრძვით: ჯანმრთელობა და ეკონომიკური აღორძინება. შეუძლებელია, რომელიმე ცალკეულ ფრონტზე გამარჯვება. როდესაც შემზღუდავ ნაბიჯებს ვდგამთ და იძულებული ვართ, ისეთი შეზღუდვები დავაწესოთ, როგორიც, მაგალითად ახლა მესტიაში მოგვიწია, ეს განპირობებულია, პირველ რიგში, ჯანმრთელობაზე ზრუნვით, მაგრამ ასევე ეკონომიკაზე ზრუნვითაც. ამიტომ ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს ორი რამ ერთმანეთთან დაკავშირებულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა
12 reads
სწავლის გადადების არანაირი პირობა არ არსებობს - პრემიერი
პრემიერ-მინისტრისგანცხადებით, სექტემბერში სწავლის გადადება არ იგეგმება და არც არჩევნების თარიღი არ შეიცვლება. „დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა. გიორგი გახარიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაათვალიერა. ''აქ იყო ჭაობი და ახლა რასაც ვხედავთ უაღრესად შთამბეჭდავია. განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ხელისუფლების. ეს არის უაღრესად დიდი პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით განხორციელდა. მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინიციატივაა, ამას დაემატება ადრონული კოლაიდერი, რომელიც 40 მილიონ დოლარს დაამატებს ამ ინვესტიცია. ეს კოლაიდერი კიდევ დამატებით ფუნქციას შესძენს უნივერსიტეტს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის ახალგაზრდები და ბევრი უცხოელი ისწავლის აქ. ამ უნივერსიტეტის ნიშა ასევე არის ერთობლივი კურსები მსოფლიოს უნივერსიტეტებთან. ქუთაისი ხდება საუნივერსიტეტო ქალაქი და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ მეტი მიზიდულობის ძალა ექნება“, - განაცხადა გახარიამ.
11 reads
გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა - პროკურატურა
გამოძიებამ ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა-ამისშესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, 2020 წლის 11 აგვისტოს, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, ბრალდება წარედგინა 5 პირს, რის თაობაზეც ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდა. 'გამოძიების საწყის ეტაპზე, სატელევიზიო სივრცეში, ბეჭდურ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში დაფიქსირდა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოქვეყნების ფაქტები, ხშირი იყო გასაჯაროებული მასალების არარელევანტური ინტერპრეტაციები, რაც დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის გათვალისწინებით, უარყოფით გავლენას ახდენდა შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგებზე, ვინაიდან დასაკითხმა პირებმა დაკითხვამდე წინასწარ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, სტრატეგია და მოსალოდნელი მოქმედებები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მასალების საჯარო განხილვები და არასწორი, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, შეფასებები და დასკვნები, იწვევს დაზარალებულთა ხელახალ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე აზიანებს გამოძიებაში მონაწილე ფიგურანტი არასრულწლოვანი პირების საუკეთესო ინტერესების დაცვას. საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს - მკვლელობას და მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, უმნიშვნელოვანესია გამოძიება წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით, მართლმსაჯულება აღსრულდეს დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდების მხარემ დაცვის უფლების განხორციელების მიზნით სრულად გადასცა დაცვის მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები, თუმცა ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიიჩნია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები გაეფრთხილებინა საქმის მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე. საქართველოს პროკურატურა მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას გამოძიების შედეგების შესახებ'-წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
8 reads
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით.პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
11 reads
აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით
„არ გვაქვს გზა, სასმელი წყალი და ბუნებრივი აირი“ - ამ პრობლემების მოგვარების მოთხოვნით აქცია გამართეს ქობულეთში, სოფელ შუაღელეში. 30-მდე ოჯახი ამბობს, რომ გზა გრუნტიანია, რის გამოც დასახლებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მისვლა უჭირთ. ამბობენ, რომ გზის მოწყობის შესახებ მათ არც დაპირება მიუღიათ. აქციაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი იმყოფებოდა, რომელიც პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს. დღესვე მოქალაქეებმა განცხადება დაწერეს, პასუხს კი 10 დღის ვადაში ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას ისევ გეგმავენ.
7 reads
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში იმ ხუთი ბრალდებულის ადვოკატები მივიდნენ, რომლებსაც გუშინ პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. ადვოკატებს საქმის მასალები გადაეცათ.
8 reads
არჩევანი მარტივია, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან აღმშენებლობა - გიორგი ვაშაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა დღეს, 12 აგვისტოს, პრეზენტაცია გამართეს და ამომრჩევლებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნეს. მათი თქმით, პრეზენტაცია დიდგორობას ქუთაისში სიმბოლურად გამართეს. „დიდგორს საფუძველი ქუთაისში ჩაეყარა, როდესაც დავით აღმაშენებელმა აქედან ქვეყნის აღმშენებლობა დაიწყო'' - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, მილიონობით ადამიანი შიმშილობს, მაშინ, როდესაც 'ქართული ოცნების' წარმომადგენლები მდიდრდებიან. ''ეს მდგომარეობა არჩევნების გზით უნდა დასრულდეს, არჩევანი კი მარტივია, ან დამსხვრეული ოცნებების პარტია, ან აღმშენებლობა. 4 წელიწადში შეიქმნება სამასი ათასამდე სამუშაო ადგილი, 2021 წლიდან ყველა საბანკო სესხზე პროცენტის განახევრება, ყველა პენსიონერს 2020 წლის დეკემბერში უსამართლოდ მაღალი 36 - 40%-იანი სესხის პროცენტი ჩამოეწერება, 2021 წლიდან საქართველოში წამლები გაიაფდება მინიმუმ 30%-ით, 2021 წლის 1 იანვრიდან ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არის ერთ მილიონ ლარზე ნაკლები, გათავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან - განაცხადა ვაშაძემ.
5 reads
ჟურნალისტი ელისო კილაძე შსს-ში გამოკითხვაზე მივიდა 
შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ელისო კილაძე მივიდა. ქრონიკა პლიუსის რედაქტორმა უწყებაში შესვლამდე განაცხადა, რომ მისი დაბარების მიზეზი, სავარაუდოდ,სატელეფონო ზარია, რომელიც მასთან ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის დღეს განხორციელდა. ''მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნო საიტების მომსახურებაზე,” - აღნიშნა ელისო კილაძემ. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
12 reads
ეროვნული ლიგის პირველი წრის სტატისტიკა
კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს ეროვნულჩემპიონატში 36 ტურის ნაცვლად 18 ტური ტარდება. პირველი წრე ეროვნულ ჩემპიონატში უკვე დასრულდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა დაიძაბა. 9 ტურის შემდეგ თბილისის ‘’დინამოს’’ 18 ქულა აქვს, მეორე ადგილზე მყოფ ბათუმის ‘’დინამოს’’ -17 ქულა, ხოლო მესამე-მეოთხე პოზიციებს 16-16 ქულით გორის ‘’დილა’’ და თბილისის ‘’საბურთალო’’ იკავებენ. წარმოგიდგენთ ეროვნული ლიგის პირველი წრის სტატისტიკურ მონაცემებს. ბომბარდირი 1. მიკოლა კოვტალიუკი - გორის ‘’დილა’’ - 6 გოლი 2. ჯაბა ჯიღაური - ბათუმის ‘’დინამო’’ - 5 გოლი 3.ირაკლი რუხაძე - ‘’თელავი’’- 4 გოლი 4.ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის ‘’დინამო’’ - 4 გოლი 5.ირაკლი სიხარულიძე - ‘’ლოკომოტივი’’ - 4 გოლი საგოლე გადაცემები 1. გიული მანჯგალაძე - ბათუმის ‘’დინამო’’ - 3 საგოლე 2.სტრაჰინია პავიჩი - ‘’სამტრედია’’- 2 საგოლე 3. ნუგზარ სპანდერაშვილი - გორის ‘’დილა’’- 2 საგოლე წაუგებელი სერია 1. ბათუმის ‘’დინამო’’ - 9 მატჩიანი წაუგებელი სერია 2. გორის ‘’დილა’’ - 8 მატჩიანი წაუგებელი სერია 3. თბილისის ‘’საბურთალო’’ - 6 მატჩიანი წაუგებელი სერია მოგებების სერია 1. თბილისის ‘’დინამო’’ - 3 მატჩიანი მოგების სერია 2. გორის ‘’დილა’’ - 3 მატჩიანი მოგების სერია 3. ბათუმის ‘’დინამო’’ - 2 მატჩიანი მოგების სერია მშრალი მატჩები 1. როინ კვასხვაძე - ‘’დინამო’’ თბილისის - 6 მატჩში არ გაუშვა გოლი 2. მიხეილ ალავიძე - ‘’დინამო’’ ბათუმი - 4 მატჩიანი 3. ლაზარე კუპატაძე - ‘’საბურთალო’’ - 3 მატჩიანი დიდი სხვაობით მოგება 1. ბათუმის ‘’დინამო’’-‘’ჩიხურა 0-4 ‘’დინამო’’ ბთ 2. თბილისის ‘’დინამო’’ - ‘’სამტრედია 0-4 ‘’დინამო’’ თბ 3. თბილისის ’’საბურთალო’’ - ‘’ტორპედო’’ 0-4 ‘’საბურთალო’’ 4. გორის ‘’დილა’’ - ‘’დილა’’ 4-0 თბილისის ‘’მერანი’’ 5. თბილისის ‘’დინამო’’ - ‘’დინამო’’ თბ 4-0 თბილისის ‘’ლოკომოტივი’’ ყველაზე მეტი გატანილი გოლი 1. ბათუმის ‘’დინამო’’ - 16 გოლი 2. თბილისის ‘’დინამო’’ - 16 გოლი 3. გორის ‘’დილა’’ - 14 გოლი ყველაზე ნაკლები გაშებული გოლი 1.თბილისის ‘’დინამო’’ - 4 გაშვებული გოლი 2.ბათუმის ‘’დინამო’’ - 5 გაშვებული გოლი 3.გორის ‘’დილა’’ - 6 გაშვებული გოლი სწრაფი გოლი 1.ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის ‘’დინამო’’ - 56-ე წამი 2. გიორგი ნიქაბაძე - ბათუმის ‘’დინამო’’ - მე-3 წუთი 3. გიორგი ილურიძე - ‘’სამტრედია’’ - მე-3 წუთი 4. ილია ბერიაშვილი - ‘’თელავი’’ - მე-3 წუთი გაფრთხილებები 1. დავით უბილავა - ‘’ლოკომოტივი’’ - 2 წითელი 2 ყვითელი ბარათი 2. ალექსანდრე გურეშიძე ‘’ლოკომოტივი’’ - 3 ყვითელი 1 წითელი ბარათი 3. დავით მაისაშვილი - ‘’დილა’’ - 2 ყვითელი 1 წითელი ყველაზე მეტი მაყურებელი ინტერნეტში 1. ბათუმის ‘’დინამო’’ - ‘’სამტრედია’’ - 48 100 მაყურებული 2. თბილისის ‘’დინამო’’ - ბათუმის ‘’დინამო’’ - 45 200 მაყურებელი 3. თბილისის ‘’დინამო’’ - ‘’თელავი’’ - 40 500 მაყურებელი
13 reads
თუ არ დავიცავთ წესებს შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას - ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა სამომავლოდ ყველაფერი მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული. ეკატერინე ტიკარაძისთქმით,სექტემბერში სკოლის დაწყებას საფრთხე რომ არ შეექმნას, მოსახლეობამ წესები უნდა დაიცვას. ''ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეებიელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენსკოლებში, ეს არის ძალიან მტკივნეულისაკითხი.მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე. თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთივე, როგორიც არის დღეს: არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შესაძლოა, რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე სრული მობილიზაციაა საჭირო, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ უსაფრთხო სკოლებში განათლების მიღების საშუალება', - განაცხადა მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძისთქმით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ''1000 ტესტის შედეგს ველოდებით, რომელიც მოგვცემს კონკრეტულ სურათს და ანალიზის საშუალებას. თუ როგორი ღონისძიებები იქნება ქვეყნის მასშტაბით გასატარებელი. ამ ეტაპზე დამატებით გამკაცრებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები აქტიურადიყვნენ ჩართულები და მათი სოციალური პასუხიმგებლობა დარჩეს მაღალი, როგორც იყო გაზაფხულზე'' - ამბობს მინისტრი.
16 reads
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა
დღის ბოლომდე 1000 ტესტის შედეგები იქნება ცნობილი, რის შედეგადაც გამოიკვეთება საბოლოო სურათი და სამომავლო სამოქმედო გეგმა სვანეთთან დაკავშირებით. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე სწორედ სვანეთში არსებულ ვითარება იყო მთავარი თემა. ითქვა, რომ სვანეთში ვირუსის აფეთქება თავიდან აცილებულია. სპეციალისტები ისევ მოუწოდებენ მოქალაქეებს, რომ მკაცრად დაიცვან ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციები, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ატაროთ ნიღბები და დაიცვათ სოციალური დისტანცია, ამასთან მოსახლეობამ თავი უნდა შეიკავოს ქორწილებისა და ჭირის სუფრების გადახდისგან. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, თუ სვანეთის მსგავსი რამდენიმე რეგიონი იქნება, რესურსი არ იქნება საკმარისი, რომ იგივე ღონისძიებები გატარდეს.
12 reads
მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომლებიც მთის თუ ზღვის კურორტებზე ისვენებენ დაიცვან წესები - ჯანდაცვის მინისტრი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც ზღვისა თუ მთის კურორტებზე დასასვენებლად იმყოფებიან, დაიცვან წესები. დახურულ სივრცეებში ატარონ პირბადე და ასევე არ დაავიწყდეთ სოციალური დისტანცირება. ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ კაფეების, რესტორნებისა და სასტუმროების მფლობელებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ. ''აუცილებელი არის სოციალური დისტანცირების დაცვა, მთავრობის მიერ შუმუშავებული რეკომენდაციების დაცვა,ნიღბის ტარება. ასევე მნიშვნელოვანი არის ბიზნეს სექტორის ჩართულობა - კაფეების, რესტორნების, სასტუმროების მფლობელებს მოვუწოდებ აქტიურად ითანამშრომლონ შრომით ინსპექციასთან, განახორციელონ ყველა ის ღონისძიება, რომელიც გაიდლაინებით არის გაწერილი. ეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებსითვის არის საჭირო. ასევე მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომლებიც მთის თუ ზღვის კურორტებზე ისვენებენ მაიქციონ ყურადღება და დაიცვან საჭირო ღონისძიებები, რომელიც კოვიდისგან დასაცავად არის საჭირო'' - განაცხადა მინისტრმა. პაატა იმნაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოში ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც მის მეზობელ ქვეყნებშია. „ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები - ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული , რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, - განაცხადა იმნაძემ.
8 reads