348
Followers
37
Following
151
Posts
346K
Mth. views
Latest
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
რაც არ უნდა თამამები ვიყოთ, ყველას გვეშინია რაღაცის... შიში – ადამიანის ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. ის გვეხმარება გადარჩენაში და ზედმეტად რისკიანი ქცევისა თუ გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებაში. ადამიანების უმრავლესობა შიშს სრულიად განსხვავებული საგნებისა და სიტუაციების მიმართ განიცდის. რა თქმა უნდა, ყველა ცდილობს, რომ პირადი ფობია გაასაიდუმლოოს, თუმცა, ზოგიერთი მათგანის შესახებ, შეგვიძლია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გავიგოთ. მაშ ასე, რა არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ ზოდიაქოს ნიშნებს. ვერძი: სიმაღლიდან დაშვება ვერძის მთავარი მიზანია მწვერვალზე დარჩენა, ამიტომ, ყველაზე მეტად სტატუსის, ძალაუფლების, დიდების, ფულის დაკარგვის ეშინია. ასევე ეშინია წარუმატებლობის. სტაბილურობისა და მყარი პოზიციების მისაღწევად, ვერძს სერიოზული შრომა და გარჯა უწევს, ამ ყველაფრის გარეშე დარჩენა მისთვის დიდი უბედურებაა. კურო: კომფორტის ზონის დატოვება კუროს სურს მიიღოს ყველაფერი ისე, რომ კომფორტის ზონა არ დატოვოს. მას უნდა სტაბილური და გათვლილი ცხოვრება, ამიტომ ის მთელი ძალით ეწინააღმდეგება ცვლილებებს. თუმცა, ამას ხოლოდ უსიამოვნებები მოაქვს, რადგან ცვლილებები გარდაუვალია. ტყუპები: მარტოობა მიუხედავად იმისა, რომ ტყუპებს უყვართ გარკვეული პერიოდი საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება მარტო დარჩნენ - ჭკუიდან შლით. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს რატმღაც ჰგონიათ და ძალიან ეშინიათ, რომ ერთ დღეს, ყველა მიატოვებთ და გამომლაპარაკებელიც კი არ ეყოლებათ. კირჩხიბი: ახლობელი ადამიანების დაკარგვა კრიჩხიბები ვერასოდეს ურიგდებიან ახლობელი ადამიანების დაკარგვას. თუ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, ისინი დარდისა და ცრემლების მორევში იძირებიან. ლომი: უყურადღებობა ლომის ოცნებაა, რომ ყველას უყვარდეს. როცა მას ყურადღება აკლდება, კატასტროფა იწყება, რადგან სხვების ყურადღების ცენტრში ყოფნა, მისი ცხოვრების მთავარი აზრია. ქალწული: უსარგებლოდ ყოფნა ქალწული ამაყობს იმით, რომ შეუძლია იმის კეთება, რასაც სხვები არ ან ვერ აკეთებენ. ყველაზე მეტად კი ეშინია იმის, რომ არ იყოს უსარგებლო. ქალწულს სურს აკეთოს საყვარელი საქმე და იყოს მოთხოვნადი. სასწორი: ზიზღი სასწორი ნაზი და მოსიყვარულეა. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ახდენენ ზრუნვისა და ემოციის მაქსიმალურ დემონსტრირებას. მაგრამ, თუ სამაგიეროდ იგივეს არ იღებენ, დეპრესიაში ვარდებიან. მორიელი: ღალატი როცა მორიელს უყვარს, ეს არის ნამდვილი ვნება, ღრმა გრძნობა და ნდობა. თუმცა, ამ ყველაფრის მოპოვება, საკმაოდ რთულია. მორიელს ყოველთვის აქვს ურთიერთობის თანასწორად აგების მოლოდინი. საკმარისია ოდნავ ეჭვიც რომ გაუჩნდეს და ყველაფერი დაინგრევა, ჯოჯოხეთად იქცევა. მშვილდოსანი: დაკარგვა მშვილდოსნები თავგადასავლების მოყვარული მოგზაურები არიან. ამიტომ, მთელ ცხვორებას გზაში ატარებენ. შესაბამისად, ძალიან ეშინიათ დაკარგვის - როგორც მოგზაურობის დროს, ისე ცხოვრებაში. თხის რქა: დამცირება თხის რქა ემოციურია, თუმცა, ამას საგულდაგულოდ მალავს. საჯარო შეურაცხყოფა მისთვის შეიძლება გახდეს გამანადგურებელი დარტყმა. ამ ნიშნის წარმომადგენლები მთელი ძალიც ცდილობენ თავი აარიდონ კონფლიქტებს. მერწყული: თავისუფლების დაკარგვა მერწყულს იმის გაფიქრებაც კი აშინებს, რომ შეიძლება ოდესმე თავისუფლება დაკარგოს - არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით ან რის გამო. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე მეტად, ინდივიდუალურობისა და პირადი სივრცის დაკარგვის ეშინიათ. თევზები: ტანჯვა ზედმეტად გულჩვილ არსებებად დაბადებულ თევზებს ძალიან თრგუნავს, როცა ხედავს როგორ იტანჯებიან ადამანები. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად, თევზებს აშინებს იმაზე ფიქრი, რომ ერთხელაც, ტკივილის და ტანჯვის ატანა თავადაც მოუწევს.
1044 reads
რისი ეშინია ყველაზე მეტად ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი დღეს დაისვენეთ, ძალები მოიკრიბეთ, რათა ორშაბათიდან ახალი პროექტების განხორციელება შეძლოთ. კარგია მასაჟი. უმასპინძლეთ სტუმრებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. კურო დილიდან შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. თუ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გსურთ, მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა. ტყუპი ყველა საქმეს ერთდროულად ნუ წამოიწყებთ. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საყვარელ ადამიანთან შეხვედრამდე ჩამოაყალიბეთ მისთვის სათქმელი. კირჩხიბი სამსახურის საქმეებს ორშაბათიდან შეუდექით. დღეს კარგია დასვენება, მასაჟი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. პაემანზე ყოფნისას ვალდებულებებზე ნუ იფიქრებთ. ლომი მეტად დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შეხვდით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. მარტოხელებს რომანტიული ნაცნობობა გელით. ქალწული საქმიანი საკითხები მეგობრულ გარემოში, პიკნიკზე განიხილეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. საღამოს ოჯახური ვახშამი მოაწყვეთ ნათესავები მიიპატიჟეთ. სასწორი დილა მსუბუქი ვარჯიშით, სირბილით დაიწყეთ. დღე დასვენებას, ბუნებაში სეირნობას დაუთმეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მოთმინება. მორიელი დღე ბავშვებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრება გმართებთ. სხვა დღისთვის გადადეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. მშვილდოსანი მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას ახლობლებთან, საყვარელ ადამიანთან. გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით. საღამოს მეტად დაისვენეთ, განმარტოვდით. თხის რქა დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, საყვარელ ადამიანთან. ხშირად გაიღიმეთ. მერწყული განწყობას დილის ვარჯიში გაგიუმჯობესებთ. ოჯახის წევრები მზრუნველობით გაანებივრეთ. მეგობრების დახმარებით შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ნუ გართულებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. თევზები ყურადღება გმართებთ, შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ. კარგი დღეა ინტერიერის შესაცვლელად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მოუმზადეთ სიურპრიზი.
9991 reads
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი!
6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი !
ვერძი ახალ კონტრაქტებს გააფორმებთ, საქმეები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა გელით. კურო მუშაობისას მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობა. კოლეგებთან ურთიერთობისას ხშირად გაიღიმეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდით. ტყუპი ჩაერთეთ ახალ საქმეში, ის წარმატებას მოგიტანთ. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. დაეხმარეთ სირთულეების მოგვარებაში. მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას საყვარელ ადამიანთან. კირჩხიბი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე დაფიქრდით. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახში ჰარმონიის, სიმყუდროვის შექმნას. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. ლომი ყურადღებით განიხილეთ ახალი შემოთავაზებები, პროექტები. მეტად დაისვენეთ. საყვარელ ადამიანს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ქალწული დაივიწყეთ საქმეები და დღე ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთა ერთად გაატარეთ. მათთან ერთად მოაგვარეთ შინაურული საკითხები. საღამოს კარგია კონტრასტული შხაპი, მასაჟი. სასწორი მოიკრიბეთ ძალები თუ წარმატების მიღწევა გსურთ. ახლობლების მიმართ მეტად მზრუნველი და მოსიყვარულე უნდა იყოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გინდათ, მოერიდეთ მასთან კამათს. მორიელი უშეცდომო არავინაა, მოთმინებით აღიჭურვეთ და გამოასწორეთ სიტუაცია. ჩამოწერეთ იმ საქმეების გეგმა, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. რომანტიკული ნაცნობობა გელით. მშვილდოსანი ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით. ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. თხის რქა დაისახეთ მიზანი და წინააღმდეგობების მიუხედავად იბრძოლეთ გამარჯვებისთვის. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ ახლობლებს. საყვარელი ადამიანი ყურადღებით გაანებივრეთ. გაამდიდრეთ რაციონი ბოსტნეულით. მერწყული არ დაგეგმოთ საქმეები და შეხვედრები. დაისვენეთ. გაფრთხილდით, რათა საუბრისას ზედმეტი არ წამოგცდეთ. კარგი დღეა ნაცნობობისა და ფლირტისთვის. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ. თევზები კარგი დღეა ახალ საქმეებში გასარკვევად, თვითგანათლების მისაღებად. საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
8994 reads
6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი !
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
ალბათ გყავს რამდენიმე ისეთი ნაცნობი, რომლებიც ძალინ მარტივად ღიზიანდებიან. მათ გასაბრაზებლად ზოგჯერ ერთი უპასუხო შეტყობინება ან შეუსაბამო კომენტარიც კი საკმარისია. ზოგი ადამიანი უფრო ხშირად გამოხატავს ბრაზს, ვიდრე სხვები. ჩვენ ყველას გვაქვს დღეები, როდესაც პატარა წვრილმანიც კი გვაღიზიანებს თუმცა, ზოგს ასეთი დღეები უფრო ხშირად აქვს, ვიდრე სხვებს... წაიკითხეთ ეს ბლოგი და გაიგე, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნებს უნდა ერიდოთ, როდესაც გაბრაზებულები არიან: კურო - ჯიუტი და უკომპრომისოა. თუ კი გაბრაზდა, მის დამშვიდებას მხოლოდ სიტყვებით ნამდვილად ვერ შეძლებ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, უმიზეზოდაც მარტივად ბრაზდებიან. როდესაც კურო გაბრაზებულია, კივილ-წივილსაც არ მოერიდება. ლომი - დრამატულები არიან და მოსწონთ დომინირება. როდესაც ისინი გაბრაზდებიან, 100%-ით სჯერათ საკუთარი უდანაშაულობის და შესაბამისად, გადადიან შეტევაზე. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ფიცხები არიან. ისინი ხშირად აზვიადებე რისხვის საბაბს. მაშინაც კი, თუ ისინი მტყუანები აღმოჩმდებიან, მაინც არასოდეს აღიარებენ ამას და არ მოიბოდიშებენ! მორიელი - მორიელები იმდენად თავდაჯერებულები არიან, რომ ჰგონიათ მუდამ მართლები არიან. დიდხანს ვერ ივიწყებენ წყენას და ძალიან რთულად პატიობენ. როდესაც ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები გაბრაზებულები არიან აუცილებლად სკანდალებს და დრამებს არ დგამენ, შეუძლიათ პასიურად-აგრესიულად მოიქცენ და ნელ-ნელა მოგშხამონ. მშვილდოსანი - ჩვეულებრივ, ისიმი არ უხეშობენ, მაგრამ როდესაც გაბრაზდებიან, შეუძლიათ ყველაფრის თქმა იკადრონ! ამ ნიშნის ელემენტია ცეცხლი ასე, რომ არცაა გასაკვირი, რომ თუ კი გააბრაზებ ცეცხლდებიან. როდესაც განრისხებულები არიან, დიდად არ უფუქრდებიან რას ამბობენ. თუმცა, როდესაც დამშვიდებინ, ბოდიშს იხდია თუ კი გააცნობიერებენ, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდათ. თხის რქა - როგორც წესი, დალაგებული და წესიერია. ამ ნიშნის წარმომადგენლები მარტივად არ ჰყვებინ ემოციებს თუმცა, როდესაც ბრაზდებიან ყველანაირ კონტროლს კარგავენ. გაბრაზებულ გულზე იწყებენ იმის გაკრიტიკება, ვინც პირველი შეეჩეხება თვალებში. როდესაც თხის რქები გაბრაზებულები არიან, ძალიან ამპარტავდებიან და ყველაფერში სხვებს ადანაშაულებენ.
8346 reads
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებთანაც ხუმრობა არ ღირს
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა შოპინგისთვისაც. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. კურო მშვიდი, პოზიტიური შაბათი დაგიდგათ. საინტერესო და მოულოდნელი შეხვედები გელით. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. ტყუპი ზომიერება დაიცავით ყველაფერში: საოჯახო საქმეების მოგვარებაში, გართობაში. საღამოს შეხვედრები, რომანტიკული ნაცნობობა გელით. კირჩხიბი დასვენება და განმარტოება მოგინდებათ. მანამდე სამსახურებრივი საქმეები და საოჯახო ვალდებულებები უნდა შეასრულოთ. ლომი სასიამოვნო შეხვედრების, საჩუქრებისა და სიურპრიზების დღე გელით. მეგობრებთან ერთად გართობისა და თავგადასავლებისთვის მოიცალეთ. ქალწული საინტერესო დღე გელით. დილითვე მოაგვარეთ საქმეები, რათა მოგვიანებით შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მეგობრებთან ერთად გართობა შეძლოთ. სასწორი ჭირვეულ ახლობლებთან მხოლოდ დელიკატურ თემებზე ისაუბრეთ. მეგობრებთან - გულახდილად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ. მორიელი პოზიტიური და ენერგიული ხართ. მეგობრებთან ერთად დილიდან ქალაქგარეთ გაემგზავრეთ. დაისვენეთ და იმხიარულეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. მშვილდოსანი მეგობრებმა მოწყენილობის წამალი იციან და დღეს გაგამხიარულებენ. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებენ. თხის რქა მეგობრებთან ერთად შეძლებთ საინტერესო იდეების განხორციელებას. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით. მერწყული კარგი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და შოპინგისთვის. საღამოს საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს გიმზადებთ. თევზები ნებისმიერ საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. საოჯახო საქმეებში, იდეების განხორციელებაში ნათესავებიც აიყოლიეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით.
9170 reads
5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი სამსახურის საქმეები და კარიერა კარგია, მაგრამ დრო დასენებას, პირად ცხოვრებასაც უნდა დაუთმოთ. გაუფრთხილდით თვალებს. მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ მეტი დრო. კურო ოჯახის წევრები ოპტიმიზმით აავსეთ, გაამხნევეთ, დაეხმარეთ მიზნების მიღწევაში. მეტად გააქტიურდით, საქმეები კარგად მიგდით. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებს ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. ტყუპი საქმეებით და ვალდებულებებთ დატვირთული დღე გელით. დაისახეთ მიზანი და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. კირჩხიბი საქმეების წარმატება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. გაამდიდრეთ რაციონი მწვანილით. მარტოხელები მზად იყავით სასიამოვნო ნაცნობობისთვის. ლომი კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ახალი იდეების განსახორციელებლად. საქმეების მიუხედავად აუცილებლად გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ეცადეთ, არ გაიხსენოთ წარსული და ისიამოვნოთ დღევანდელი დღით. ქალწული ბიზნესის გასაფართოებლად, საქმეების გასაუმჯობესებლად ახალი იდეები გამოიყენეთ. საოჯახო საქმეებში ბავშვები დაიხმარეთ. დაფიქრდით, იქნებ დროა, გამოიჩინოთ ინიციატივა და თავად გაიცნოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი. სასწორი ახალი საქმეების დაწყებამდე ჯერ ძველ საქმეებში გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახში. ეცადეთ, გაერკვეთ სიტუაციაში. მეტად დაისვენეთ. საღამო საყვარელ ადამი ანთან ერთად გაატარეთ. მორიელი მოაწესრიგეთ ბინა, კარგია კოსმეტიკური რემონტი ან ავეჯის გადაადგილება. მეტად დაისვენეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ეცადეთ, ცუდი განწყობის გამო საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ. მშვილდოსანი ზედმეტ ვალდებულებას საკუთარ თავზე ნუ აიღებთ; რამდენიმე საქმეს ერთად ნუ წამოიწყებთ. შეამცირეთ ყავისა და ალკოჰოლის რაოდენობა. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან. თხის რქა კარგი დღეა სამომავლო იდეების განსახილველად. ზოგიერთი შინაური ცხოველის შეძენას გადაწყვეტს. თუ მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქრებთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. ერთად განიხილეთ შვებულება. მერწყული კარგი დღეა კონტრაქტების გასაფორმებლად, ახალი პარტნიორების მოსაზიდად. მეტად დაისვენეთ, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერებით. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან. თევზები შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და მიჰყევით. საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. მოერიდეთ საყვარელ ადამიანთან უარყოფითი ემოციების გამოხატვას. გაერკვიეთ საკუთარ სურვილებში.
9383 reads
4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი!
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
როცა ადამიანი წყვეტს დაქორწინდეს, ყოველთვის ფიქრობს, რომ პარტნიორი სამუდამოდ მის გვერდით იქნება. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ერთ ქორწინებაში დიდი ხნით დარჩენა. წარმოგიდგენთ ზოდიაქოს სამ ნიშანს, რომელთა ქვეშ იბადებიან, ისეთი ადამიანები, ვისთვისაც ერთი ქორწინება საკმარისი არ არის. კურო ითვლება, რომ კურო ყველა გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით იღებს, განსაკუთრებით ცხოვრებისეულს. თუმცა, როცა საქმე რომანტიკულ ურთიერთობებამდე მიდის, ის ადვილად ებმება სასიყვარულო ავანტიურაში. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ ქორწინების მარყუჟები შეიბან პირველივე შემხვედრთან, რადგან მზად არიან მთლიანად გადაეშვან საკუთარი გრძნობების მორევში. საყვარელ ადამიანზე ზრუნვის, სითბოს და ყურადღების დიდი ოდენობით გამოხატვის, მუდმივი თანადგომის გამო, კუროების პარტნიორები მათზე დამოკიდებულები ხდებიან თითქმის ყველა საკითხში. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ქორეინება, მით უფრო ძლიერდება ამ დამოკიდებულების დონეც, რომელიც ბოლოს კუროს აღარ სიამოვნებს და უჩნდება ამ ყველაფრისგან გაქცევის სურვილი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველა ღონეს იხმარს ქორწინების შესანარჩუნებლად, რომელშიც მან ამდენი სიყვარული და ენერგია ჩადო, რადგან მის დანგრევას საკუთარ მარცხად აღიქვამს. თუმცა, თუ პარტნიორმა არ გამოიყენა მიცემული შანსი, მაშინ კურო ყოველგვარი სინანულის გარეშე დატოვებს მას. მეორე ქორწინებაში კურო დიდი სიფრთხილით შედის და ხშირ შემთხვევაში, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობა მას მთელი დარჩენილი ცხოვრება ინარჩუნებს. ქალწული როგორც წესი, ქალწულები რეალურად შეყვარებულები არიან საკუთარ რჩეულში და ეჭვიც არ ეპარებათ, რომ შეუძლიათ ეს ადამიანი იდეალურ მეუღლედ აქციონ. თუმცა, ბევრ ქალწულს ამის გაკეთება რეალურად ძალიან უჭირს, რადგან ყველა ადამიანი არ არის მზად „თიხის“ როლი შეითავსოს და მოწყვლადი იყოს „ოსტატის“ ხელში. როცა ქალწულის პარტნიორი ავლენს ისეთ ქცევას, რომელიც სცდება ლოგიკისა და სარგებლის ფარგლებს, ის ადვილად ტოვებს კავშირს - ემოციების და სინანულის გრძობის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ ქალწული ვერ შეძლებს ამას, მაგალითად პარტნიორზე ფინანსური დამოკიდებულების გამო, საშინლად აუტანელი ხდება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავად პარტნიორი გახდეს დაშორების ინიციატორი. ასეთ დროს, ქალწული ხელმძღვანელობს მარტივი ლოგიკით: თუ პარტნიორი გაეყრება, მისი სინდისი სუფთა დარჩება. ხშირ შემთხვევაში, ქალწულები ხოვრებას მარტოობაში ასრულებენ, რადგან უაზრო ურთიერთობებს მარტო ყოფნა ურჩევნიათ. სასწორი უდიდესი მაცდუნებლები ადვილად ითანხმებენ საყვარელ ადამიანს საკურთხეველთან მისვლაზე. სასწორები კარგი და კეთილი ადამიანები არიან, რომლებიც არ უფრთხიან საკუთარი გრძნობების ჩვენებას. მათ მოსწონთ პარტნიორის გათამამება და არ ელიან სამაგიერო ზრუნვას. სასწორების ქორწინებაში რეალური პრობლემები იწყება მხოლოდ მაშინ, თუ პარტნიორი ყუარდღებას მოაკლებთ. ასეთ დროს, მათ უქრებათ ემოციები, რაც ზოდიაქოს ამ ნიშნის სულიერ საზრდოს წარმოადგენს. ყველაზე ცუდი ვარიანტი დგება ურთიერთობების გამუდმებულ კამათში და ჩხუბში გადასვლისას, რომელიც ხშირად სერიოზული კონფლიქტის სახესაც კი იღებს. სასწორებს ამ ყველაფრის რეალურად ძალიან ეშინიათ, რადგან კავშირის გაწყვეტის გადაწყვეტილების მიღება მათთვის მძიმეა. თუმცა, ახალი თანამგზავრის პოვნას არ აყოვნებენ და სწრაფად ახდენენ გადართვას. სასწორები არაერთხელ ქორწინდებიან, რადგან მუდმივად იდეალურ პარტნიორს ეძებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ძალიან იშვიათ წარმომადგენელს უმართლებს შესაფერისი მეწყვილის თავიდანვე პოვნაში. თუმცა, ისინი არ ნებდებიან და საბოლოოდ მაინც პოულობენ იმ „ერთს“.
73 reads
ზოდიაქოს 3 ნიშანი, ვისთვისაც ერთი ქორწინება არასაკმარისია
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი დღეს ახლობლების კეთილდღეობისთვის უნდა იშრომოთ. სანამ რამეს დაიწყებდეთ, პირობები შეათახმეთ გარშემო მყოფებთან. აკონტროლეთ ემოციები. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან ურთიერთობისას. კურო თუ მიზანს დაისახავთ, არც მისი განხორციელება გაგიჭირდებათ. მოულოდნელი შეხვედრა გელი ნათესავებთან. თუ სხვათა პრობლემების მოგვარება არ გსურთ, მშვიდად დაისვენეთ. ტყუპი დროსა და ენერგიას ნუ გაფლანგავთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი საქმის განვითარებას. კარგი დღეა უცხოელ კოლეგებთან მიმოწერისა და მათი რჩევების მისაღებად. კირჩხიბი მოერიდეთ სტრესულ და ავარიულ სიტუაციებს. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. გარშემო მყოფების კრიტიკას მშვიდად შეხვდით. ლომი ეჭვიანობა და ემოციები გვერდზე გადადეთ. გააზრებულად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბინის კეთილმოწყობას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ. ქალწული რაც უფრო ენერგიულად შეუდგებით საქმეების მოგვარებას, მით სწრაფად დაასრულებთ მათ. ფინანსურ, ტექნიკურ და მორალურ დახმარებას ნათესავები გაგიწევენ. შეიძლება თანამოაზრეებთან ერთად მოგიწიოთ მუშაობამ. სასწორი აკურატული და მიზანსწრაფული ხართ. ფული მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ. საქმეების მიუხედავად გამონახეთ დრო დასვენებისა და გამოძინებისთვის. მორიელი ოპტიმისტური, მხნე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ხართ. იმაზე მეტ საქმეს შეასრულებთ, ვიდრე ვარაუდობდით. მარტივად გაერკვევით უცხო გარემოში. მშვილდოსანი თუ მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ. სიფრთხილე გმართებთ ელექტროტექნიკასთან, საკვებთან. აკონტროლეთ ემოციები. თხის რქა გაფრთხილდით, ტრავმული დღე. მოერიდეთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს. აგრეთვე, აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას. ნუ იზარმაცებთ, გააქტიურდით სასურველის მისაღებად. მერწყული დღეს ყველა საქმეში გული და სული უნდა ჩადოთ. სიზარმაცე და ზედაპირულობა არ გეპატიებათ. მეტი მზრუნველობა გამართებთ ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების მიმართ. თევზები ოპტიმისტური და გულუხვი ხართ, მაგრამ ეცადეთ, თქვენი ასეთი მდგომარებით არავინ ისარგებლოს. შეიძლება ახალი ფურცლიდან დაიწყოთ სასიყვარულო ურთიერთობა, შემოქმედებითი საქმიანობა, შვილების აღზრდა.
12880 reads
3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ბიზნესის განვითარების ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ. ოჯახის წევრები და მეგობრები ახალ წამოწყებებში დაგეხმარებიან. მოთხოვნებითა და კრიტიკით ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. კურო საოჯახო საქმეების მოგვარებისას მეუღლის მოსაზრებაც გაითვალისწინეთ. ნუ მიიღებთ საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მეტად გაიღიმეთ და გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. ტყუპი საქმეების მიმართ მეტი დაკვირვება გმართებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კომპანიონებთან. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. კირჩხიბი საქმეებში წარმატება გარანტირებული გაქვთ. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გამოასწორეთ ძილის რეჟიმი. საყვარელ ადამიანს არჩევანს ნუ შეუზღუდავთ. ლომი სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ყურადღებას გმართებთ საოჯახო ვალდებულებების მიმართ. საყვარლ ადამიანს მზრუნველობასა და მოფერებას ნუ მოაკლებთ. ქალწული რამდენიმე დღით გადადეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი პროექტების დაწყება. მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საკითხები. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. სასწორი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ნუ შეგეშინდებათ ძველთან განშორების, წინ ახალი და საინტერესო გელით. საღამოს კარგია მასაჟი, დაღლილობას მოგიხსნით. მორიელი სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას. ნუ დაანგრევთ იმას, რასაც აქამდე აშენებდით. მოთოკეთ ემოციები. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით კრიტიკულად განწყობილი. მშვილდოსანი ძველ პრობლემებს ახლებურად გადახედვა და მოგვარება სჭირდება. კარგი დღეა სანათესავო შეკრებისა და ოჯახთან ერთად სეირნობა. საყვარელი ადამიანი მიმართ მეტად მოსიყვარულე და თბილი უნდა იყოთ. თხის რქა ჩამოწერეთ სამომავლო გემა, რომელსაც ამ კვირაშივე განახორციელებთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე და წესად აქციეთ დილაობით ვარჯიში, სირბილი. შანსი მოგეცემათ სიმპათის ობიექტის გული მოიგოთ. მერწყული საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. შეიძლება გვიანობამდე მოგიწიოთ სამსახურში გაჩერებამ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საყვარელი ადამიანის აზრს. თევზები მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ყველას რჩევა მოისმინეთ მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღეთ.
15058 reads
2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი !
კურო დღეს სა­მუ­შაო ისე ჩა­გით­რევთ, რომ შინ მის­ვლას და­იგ­ვი­ა­ნებთ. ტყუ­პი დღეს აკ­რძა­ლუ­ლი გაქვთ რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ასე­ვე გო­ნებ­რი­ვი გა­დაღ­ლა. და­ის­ვე­ნეთ. კირჩხი­ბი ეცა­დეთ და არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ და თა­ვა­დაც არ გა­ე­ბათ სიც­რუ­ის ბა­დე­ში. ლომი დღეს ახალ საქ­მე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოთ. ქალ­წუ­ლი თავი შე­ი­კა­ვეთ ვინ­მეს და­ცინ­ვის­გან. სას­წო­რი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს უმ­ჯო­ბე­სია ახა­ლი საქ­მე­ე­ბი და­ი­წყოთ. მო­რი­ე­ლი ნუ დაწ­ვრილ­მან­დე­ბით. თქვენ გაქვთ მი­ზა­ნი და წვრილ-წვრი­ლი საქ­მე­ე­ბის გამო დროს ნუ და­კარ­გავთ. მშვილ­დო­სა­ნი დღეს ყვე­ლა­ზე კარ­გად მსმე­ნე­ლის როლს მო­ირ­გებთ. მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე იპო­ვოთ. თხის რქა მო­ე­რი­დეთ კა­მათს. გან­სა­კუთ­რე­ბით ნუ მი­ემ­ხრო­ბით ერთ ჯგუფს, თო­რემ მე­ო­რე მო­ღა­ლა­ტედ ჩაგ­თვლით. მერ­წყუ­ლი მო­ემ­ზა­დეთ, დღეს ოჯა­ხის წევ­რე­ბი რბი­ლად რომ ვთქვათ, "ტვინს შე­გი­ჭა­მენ" რჩე­ვე­ბით, და­რი­გე­ბე­ბით. ეცა­დეთ მშვი­დად და­ას­რუ­ლოთ დღე. თევ­ზე­ბი დღეს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბით ვი­ღაც ბედ­ნი­ე­რე­ბას ეწე­ვა.
2272 reads
1 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი !
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის!
ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ არა მშვიდობიანი ქორწინებისთვის. ძნელია მათთან ოჯახური ბედნიერების პოვნა! კირჩხიბი კირჩხიბ ქმართან ცხოვრება საერთოდ არ არის ადვილი, იმისდა მიუხედავად, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები თბილს ადამიანებად მიიჩნევიან. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფში შედიან მამაკაცები, რომლებსაც უყვართ თავიანთი სახლი, მაგრამ ამავე დროს არიან მუდმივ დაძაბულობაში, ყველაფერზე წუწუნებენ და არიან ნამდვილი პედანტები. მეორე ჯგუფში წარმოდგენილია პასიური, ზარმაცი და ინერტული კაცები, რომლებიც ქორწინდებიან მხოლოდ პირადი გამორჩენისთვის - ფულის ადვილას მისაღებად ან საზოგადოებაში ადგილის დასკვიდრებლად. მორიელი ქორწინებაში ჰარმონიისა და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა მორიელის კაცისთვის ყველაზე რთული ამოცანაა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ცოლი დათანხმდება ჩრდილში ცხოვრებას და ბრმად გაჰყვება მას ყველგან. მორიელები უბრალოდ ვერ აიტანს დომინანტ ქალს. ისინი კლასიკური სახლის მშენებლობის მიმდევრები არიან, სახლში თავიანთ ტირანულ წესრიგს ქმნიან. სიყვარულის თვალსაზრისით, მისი რეაქციები იმდენად ძლიერი და ექსტრემალურია, რომ ზოგჯერ იგი ღია აგრესიასაც კი გამოხატავს. მშვილდოსანი მამაკაცის ამ ტიპს ბრძენი და ტაქტიანი პარტნიორი სჭირდება. მას უყვარს მეწყვილის შეცდომებსა და უარყოფით ასპექტებზე მითითება. მშვილდოსანი ნამდვილად არ იყო "დაბადებული" კლასიკური ქორწინებისთვის, რადგან მისი ინტერესის სპექტრი ძალიან ფართოა. მშვილდოსანი კაცი ცნობილია თავისი ადამიანური ბუნებით, ამიტომ იგი მუდმივად მონაწილეობს მოხალისეობრივ პროექტებში და იმ საზოგადოების პრაქტიკული პრობლემების გადაწყვეტაში, რომლის ფარგლებშიც ის ცხოვრობს. ყველა თვალსაზრისით, მშვილდოსანი არის საჯარო ადამიანი. ეს არის იდეებით გატაცებული პიროვნება, რომელიც ხშირად საკუთარი ცხოვრებით სულაც არ არის დაინტერესებული.
88 reads
ყველაზე ცუდი ქმრები ზოდიაქოს ნიშნებს შორის!
31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი შეყვარებულ ვერძებს რთული დღე ელოდებათ. თქვენი ეგოისტური დასაწყისი ზედმეტ მოთხოვნებში გადავა. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ტაქტსა და დისციპლინას დაივიწყებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ სასიყვარულო სფეროში ფარულ ქმედებებსა და უხეშობას. შეიტანეთ ცვლილებები საკუთარ ცხოვრებაში და მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. კურო ივლისის ბოლო დღე მშვიდად ჩაივლის, მაგრამ ეს იქნება სიმშვიდე ქარიშხლის წარმოქმნამდე. ერთი მხრივ, სიცრუე ნებისმიერ ხელმძღვანელს გააღიზიანებს. მეორე მხრივ, ბევრს გაუჩნდება შანსი, დაიბრუნონ საზოგადოებრივი ადგილი და ამით ყოველგვარი ჩურჩული, ჭორი და სპეკულაცია აღმოფხვრათ. ტყუპები სიყვარულში ჩქარი და მოუთმენელი იქნებით. აწმყოთი ცხოვრობთ და დაუყოვნებლივი შედეგების იმედი გაქვთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეცვალოთ საკუთარი გეგმები და შეანელოთ მოქმედებები. შექმენით ფუნდამენტი სამომავლო მიღწევებისთვის. კირჩხიბი საკმაოდ ჰარმონიული დღე გელოდებათ, რადგან ამ დღეს შეძლებთ, დაასრულოთ მძიმე სამუშაო და დაისვენოთ. შეგიძლიათ, ნებისმიერი პრობლემა გადაჭრათ, იპოვოთ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან, თანაც ისე, რომ კმაყოფილი დარჩეთ. დროის მუდმივი უქონლობის გამო საკუთარი თავისთვის არ გეცალათ. თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ მიხედავთ, სულ მალე კრიზისულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. ლომი გლობალურ პრობლემებს ვერსად გაექცევით: არ გამოირიცხება საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის შეცვლა ან მსგავსი ტიპის აქტივობები. უახლოეს პერიოდში საინტერესო და მომგებიან წინადადებას შემოგთავაზებენ. გამოიჩინეთ სიფრთხილე და აკონტროლეთ საკუთარი ხარჯები. ქალწული ეს დღე მოწყენასთან და ქაოსთან ასოცირდება. მეგობრები და ნათესავები დაგარწმუნებენ, რომ უფრო იაქტიუროთ პროფესიულ საქმიანობაში. თქვენ ხომ ნამდვილად შეგიძლიათ, კარიერაში წინსვლას მიაღწიოთ, ყოველგვარი შფოთვის გარეშე. იმოქმედეთ ისე, როგორც თქვენთვის იქნება მოხერხებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნეთ ფხიზელი გონება. სასწორი ჰაეროვანი და მსუბუქი დღე გელოდებათ. ბუნებაში გასვლისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ. შესაძლოა, საქმიანობის სფერო, იმიჯი ან სულაც თმის ფერი შეიცვალოთ. ეს პერიოდი შესანიშნავია ცვლილებებისთვის. ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან! მორიელი გეგმებს შესანიშნავად განავითარებთ. ეს დღე შესანიშნავია პროდუქტებისა და საოჯახო ნივთების შესაძენად. ასევე, ავტომობილის შესაკეთებლად. ელექტრომოწყობილობით სარგებლობის დროს გამოიჩინეთ სიფრთხილე. მშვილდოსანი როგორც იქნა, ზღვაზე წასვლის შესაძლებლობა გეძლევათ, მაგრამ შორი გზის გამო დაიღლებით და მოითენთებით. თუკი ამ დღეს ხანგრძლივი მგზავრობა მოგიწევთ, ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფრთხოების საშუალებები მოიმარაგოთ. თხის რქა მოულოდნელი შეხვედრა გელოდებათ. შესაძლოა, ასაკით უფროსი ადამიანი გაიცნოთ, რომელთანაც ურთიერთობას ქორწინებით დაასრულებთ. სანამ ამ ქორწინებას დასთანხმდებით, დაფიქრდით, გაწყობთ კი, ამ ადამიანთან გაატაროთ მთელი ცხოვრება? მერწყული ამ დღეს კარგი კონსულტანტი და ღირსეული მრჩეველი იქნებით, თუმცა, სხვების რჩევების მოსმენა ძალიან დაგეზარებათ. სამუშაოსა და დასვენების მიმართ რაციონალური მიდგომა გექნებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ გონივრულად და არ შეიცვალოთ. თევზები სამსახურში რთული სიტუაცია შეგექმნებათ. სწორად გადაანაწილეთ საკუთარი ძალები და ორგანიზებულად იმუშავეთ.
7611 reads
31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი
მათი მომხიბვლელობის წინაშე, ყველა უძლურია... თუმცა, მაინც ეცადეთ, რომ დრო და დრო გამოხვიდეთ ნეტარებიდან, ჩართოთ კრიტიკული აზროვნება და ობიექტურად აღიქვათ რაც გარშემო ხდება... ისევ და ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვის. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ზოდიაქოს ოთხ, ყველაზე მანიპულატორ ნიშანს: ტყუპები არ ენდოთ მათ ნათქვამ არცერთ სიტყვას, ან როგორც მინიმუმ დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ. ტყუპებს თავადაც ძალიან სჯერათ საკუთარი მიზნების გულახდილობაში, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მათი მოსაზრებები საკმაოდ ხშირად იცვლება და თქვენ ვერასოდეს მიხვდებით, სინამდვილეში რომელია რეალური აზრი. კირჩხიბი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა ზუსტად იცის რა და როგორ უნდა თქვას, თან სიტყვებს „სანელებელივით“ ამატებს ემოციებს. კირჩხიბებს უყვართ სასურველს როცა იღებენ და ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ მიზანს მიაღწიონ. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, მათი მიზანი რეალურია თუ ეფემერული. კირჩხიბები სიტყვებით და ცრემლებით მანიპულირების უდიდესი ოსტატები არიან. ლომი ლომი ეგოცენტრულია და სწორედ ამიტომ, დარწმუნებულია, რომ გარშემომყოფთა სურვილები მისას ემთხვევა. ის ყოველთვის ცდილობს მოახდინოს სხვებზე მანიპულაცია და აიძულებს მათ გააკეთონ ის, რაც სარგებელს მხოლოდ მას მოუტანს. აქედან გამომდინარე, მის დაჟინებით მოთხოვნებს ან საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობებს, საჭიროა წინააღმდეგობა გაუწიოთ, თორემ გახდებით სათამაშო სხვის ხელში. მერწყული მერწყულს უყვარს ზემოდან უყუროს იმას, თუ როგორ უყვარდებათ ადამიანებს. როგორც კი მიიღებს სასურველს, მერწყული მაშინვე ცივდება ემოციურად, ბეზრდება ეს სიტუაცია და იწყებს ახალი თავგადასავლის ძიებას. ხოლო თუ შენიშნა, რომ თქვენ კარგავთ მის მიმართ ინტერესს, მაშინვე დაიწყებს მანიპულირების ყველა საშუალების გამოყენებას იმისათვის, რომ „სწორ გზაზე“ დაგაყენოთ.
8328 reads
ზოდიაქოს 4 უდიდესი მანიპულატორი ნიშანი
30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი მუშაობის განწყობაზე არ ხართ. დასვენება და მეგობრებთან ერთად გართობა გსურთ. დახმარება კოლეგებს, ოჯახის წევრებს სთხოვეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ. კურო ყურადღება გმართებთ ინფორმაციისადმი. მეტად გამოავლინეთ დოპლომატიური ნიჭი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახს წევრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ. ტყუპი საქმეებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მოუწყვეთ სიურპრიზები ოჯახის წევრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. კირჩხიბი მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. საქმიანი ადამიანები დაფასებენ თქვენს აქტიურობას. საღამოს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ გაატარებთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ. ლომი ნებისმიერ რთულ საკითხს მარტივად მოაგვარებთ და მნიშვნელოვან კითხვას ადვილად გასცემთ პასუხს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ქალწული გააცანით ხელმძღვანელობას თქვენი იდეები, ახალი პროექტები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, თქვენს იდილიას არაფერი შეუშლის ხელს. სასწორი ნუ გერიდებათ, დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მორიელი კარგი დღეა თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ნიშნებისთვის. აგრეთვე, წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. მთავარია, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ. მშვილდოსანი საქმიანი შემოთავაზებების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. იყავით დაკვირვებული. ოჯახის წევრები თქვენთან ერთად დროის გატარებაზე ოცნებობენ. მოუწყვეთ მათ მხიარული ვახშამი. თხის რქა საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საღამოს გამონახეთ დრო, მეგობრებთან ერთად შოპონიგი მოიწყვეთ. მერწყული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიიღეთ, რომ თავად არ დაზარალდეთ. სამსახურში საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. თევზები დღეს მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გავლენიანი ადამიანების ყურადღებას დაიმსახურებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები.
6838 reads
30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
რომელ ჩვენგანს არ სურს, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს? მართალია, ადამიანი თავად არის საკუთარი ბედნიერების მჭედელი, მაგრამ ვარსკვლავების გავლენასაც ვერ ვუარყოფთ. იმისათვის, რომ გახდე ძლიერი და წარმატებული, გარკვეული პლანეტების გავლენუს ქვეშ უნდა იყო. სწორედ ისინი გმუხტავენ იმ ძალით, რაც სხვა ადამიანებს არ აქვთ. წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პლანეტა არის - იუპიტერი. ასევე, ენერგიული მარსი და სატურნი, რომლის გარეშეც არაფერია, რადგან თუ არ არსებობს დისციპლინა და სტრატეგია, მაშინ ყოველივე ზემოთქმულს - აზრი არ აქვს. ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან ასე რომ, ზოდიაქოს 3 ყველაზე წარმატებული ნიშნებია: ვერძი - დაბადებულია იმისათვის, რომ იყოს ძლიერი! ვერძი ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან გაბედულები არიან. ალბათ, არავინ არ ფლობს ისეთ ენთუზიაზმსა და გადამწყვეტ დამოკიდებულებას, როგორც ისინი. თუ ვერძი იტყვის, რომ ის რაღაცას გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ეს ასეც იქნება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წინააღმდეგობას წააწყდება, ის გადალახავს და გაანადგურებ ყველას და ყველაფერს! მშვილდოსანი - ბედნიერების, სიხარულისა და ეგზოტიკის ნიშანი! ამ ნიშნის წარმომადგენლებს უყვარს კარგი საჭმელი, სასმელი, მოგზაურობა, მუსიკა, ანუ მათ იციან, როგორ უყვარდეთ ცხოვრება. მათ იციან, როგორ იმეგობრონ სხვებთან და იზრუნონ მეგობრებზე. ისინი ასევე არასოდეს დახუჭავენ თვალს უსამართლობაზე - აუცილებლად ბოლომდე გაარკვევენ სიმართლეს. ეს მათ კიდევ უფრო მეტ ძალასა და თვითდაჯერებულობას მატებს. თხის რქა - დესპოტი, ძალაუფლების მქონე, ავტორიტეტული! ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებები ნამდვილად არ არიან "საყვარლები და ფუმფულები". თხის რქა არის ნიშანი, რომლის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ეს ყველაფერი სატურნის დამსახურებაა, რომელსაც მასზე ძლიერი გავლენა აქვს. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ძალიან მოწესრიგებულები, შრომის მოყვარეები და კარგი ტაქტიკოსები არიან. ასე, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნიშანია.#astrology #win
13497 reads
ეს 3 ზოდიაქოს ნიშანი დაბადებიდან გამარჯვებულები არიან
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი ეს დღე ეგოიზმთან და თვითნებობასთან ასოცირდება. დიდი ალბათობით, თქვენთვის სულერთი აღმოჩნდება, რას ფიქრობენ და რას გრძნობენ სხვები. გგონიათ, რომ სამყარო მხოლოდ თქვენია. იყავით ბუნებრივი და გულწრფელი ნებისმიერ სფეროში. ეს ცოტაოდენ მაინც შეამცირებს თქვენს ეგოიზმსა და აგრესიას. მაგრამ, ამასთანავე, არ დაკარგოთ მიზნის მიღწევის სურვილი. კურო ეს დღე დაკარგვასა და ფულის ხარჯვას უკავშირდება. შესაძლოა, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ყველაზე მძიმე სიტუაციაში ყოფნას თქვენთვის ძვირფასი ნივთის დაკარგვაც დაემატება. იმისთვის, რომ მატერიალურ სირთულეებს გაუმკლავდეთ, საკმარისია, უბრალოდ, უარი თქვათ ფულის ზედმეტად ხარჯვაზე. ამგვარად, თქვენი კეთილდღეობა შესამჩნევი გახდება. ტყუპები პროფესიულ სფეროში წარმატებული დღე გელოდებათ. სიამოვნებით იმუშავებთ. სხვათა შორის, ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს შესანიშნავად უძღვებით. განსაკუთრებულ ფინანსურ მოგებას ამ დღეს ნუ დაელოდებით, ამიტომ შეზღუდეთ ხარჯები. კირჩხიბი ამ დღეს ღირებულებებს გადააფასებთ. არასაჭირო კავშირები, ურთიერთობა და უინტერესო სამუშაო დაგამძიმებთ. შეეცადეთ, გათავისუფლდეთ არაფრის მომცემი ვალდებულებებისა და ურთიერთობებისგან. რაც უფრო ნაკლები იქნება თქვენი ტვირთი, მით უფრო გაგიმარტივდებათ წინსვლა. ლომი ბევრია დამოკიდებული თქვენს სიმტკიცესა და ცხოვრებისეულ პოზიციაზე. თუკი გრძნობთ, რომ ძლიერი ხართ, აუცილებლად გაგიმართლებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანი საქმე თქვენს სასიკეთოდ გადაწყდება, ასე რომ, ისიამოვნეთ და მიიღეთ ის, რასაც გაძლევენ. ქალწული ვარსკვლავები გირჩევენ, გამოხატოთ საკუთარი დამოუკიდებლობა და კონკრეტულ ადამიანებზე ან საქმეზე პასუხისმგებლობა თქვენს თავზე აიღოთ. ნუ შეეცდებით მოვლენების დამახინჯებას და პარტნიორებზე ზეწოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსრულებელი კონფლიქტის წყარო გახდებით. სასწორი თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ვარსკვლავები გჩუქნიან ძალებს, იმედებსა და ენთუზიაზმს. შესაძლოა, საქმიანობის სფერო შეიცვალოთ ან პირად ცხოვრებაში სასურველ მიზანს მიაღწიოთ. არ გაუშვათ შანსი ხელიდან. საქმეებსა და მიზნებში ახლობელი ადამიანების რჩევის იმედი გქონდეთ. მორიელი თქვენი მისწრაფებები უცხოეთს უკავშირდება. დღის მეორე ნახევარში უნდა იყოთ კონცენტრირებული, დაგეგმეთ მომავალი და იფიქრეთ კარიერულ ზრდაზე. ასევე, ეს დღე შესანიშნავია მოგზაურობის დასაგეგმად. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს. მშვილდოსანი ხელმძღვანელობა ყველანაირად შეგიწყობთ ხელს კარიერულ ზრდაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თქვენი მისამართით ყველა შექება და წახალისება დამსახურებული აღმოჩნდება. შეგიძლიათ, გარშემომყოფებისა და თანამდებობაზე მომუშავე ადამიანების დახმარების იმედი გქონდეთ. თხის რქა ამ დღეს მეგობრების დიდ წრეს შემოიკრებთ გარშემო. ამასთანავე, ამბიციური თხის რქებისთვის მნიშვნელოვანი იქნება მოწვეული სტუმრების სოციალური სტატუსი. ვარსკვლავები გირჩევენ, მოთოკოთ ამბიციები. ცხოვრებას იუმორით შეხედეთ. იყავით ქარიზმატული და კეთილისმსურველი. მერწყული კომფორტული სახლი გექნებათ, რომლის კეთილმოწყობისთვის მთელ თქვენს ძალისხმევას გამოიყენებთ. თქვენი სითბო მეგობრებს შთააგონებს. მას, ვინც ერთხელ გეწვევათ სტუმრად, თქვენთან მოსვლის სურვილი კვლავ გაუჩნდება. მეუღლე თქვენს გულში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს. არ გაუშვათ შანსი ხელიდან და ღირსეულად შეაფასეთ ახლობელი ადამიანი, რომელიც რთულ პერიოდში დაგიდგათ გვერდში. თევზები ამ დღეს რუტინული საქმით დაკავდებით. ფინანსური მდგომარეობა ცოტა გაუმჯობესდება. საღამოს, რჩეულთან ერთად, დაუვიწყარ წუთებს გაატარებთ. უნდა ისწავლოთ საკუთარი თავის „რეკონსტრუქცია“, ყოველი ცვლილების შემდეგ დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ ძლიერი ხართ.
7208 reads
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
ფინჯნის დაჭერას მანამდე აქვს აზრი, სანამ ვარდნას დაიწყებს... - გაეცანით როგორ ავლენს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანი უკმაყოფილებას და როგორ იღებს დაშორების გადაწყვეტილებას როდესაც ადამიანები ქორწინდებიან, ნაკლებად ან საერთოდ არ ფიქრობენ განქორწინებაზე, ეს კარგიც არის და სწორიც, თუმცა, დროთა განმავლობაში ურთიერთობები ცვლილებებს განიცდის და მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა მიმართულებით ხდება ეს. საჭიროა გარკვეული ვიყოთ იმაში, გახდა თუ არა გრძნობა საფუძველი და ბაზისი თუ ნელ-ნელა მინელდა და წყვილის გულების დატოვება დაიწყო? ვერძი — არაობიექტურობა ეს ნიშანი თითქოს იღვიძებს და გაოცებული რჩება, რომ ყველაფერი ისე კარგად არ არის, როგორც ეგონა. ვერძს ახასიათებს ყველაფრის გამოსწორების სურივლი და იმავე ვნებით, როგორითაც ისინი უდგებიან საკუთარი ცხოვრების შეცვლას, რეაგირებენ პარტნიორის ხასიათის უარყოფით მხარეებზეც. შესაბამისად, ვერძის მიერ ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება ნაკლებად არის გამრთლებული და სწორი ნაბიჯი, ამიტომ მსგავს ვითარებაში ცივი გონება და მეტი დაფიქრება მართებთ. კურო — სიფთხილე შედარებისთვის - კურო ვერძზე გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებულია, ამიტომ ხშირად საკუთარი თავით და პარტნიორით კმაყოფილი არის მანამ, სანამ მეორე ნახევარი ყელზე დანას არ მიაბჯენს და ძალას არ დაატანს გააკეთოს ის, რისთვისაც კურო ჯერ მზად არ არის. ტყუპები — განაწყენებული ტყუპები ზოდიაქოს ყველაზე ნაზი ნიშანია. მან, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ტყუპებთან, კარგად იციან ეს და ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი „საფირმო“ გამოხედვაც კარგად ემახსოვრებათ, რომელიც ტყუპებს მაშინ აქვთ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც კარგად არ არის. ყურადღებიანი, მშფოთვარე, მახვილი მზერა - ამ თვისებებით ისინი ცდილობენ გაიგონ რა მდგომარეობა აქვს მათ პარტნიორს, ხომ არ აწუხებს რამე და აქვს თუ არა ყველაფერი წესრიგში. კიბო — შეგუებული კიბო რბილი, მოსიყვარულე, მომთმენი და წყნარი ნიშანია. კიბოს ვერასოდეს ნახავთ არეულობის სათავეში. ყოველივე იმას, რასც კიბომ ურთიერთობებში პარტნიორისგან შეიძლება აიტანოს, სხვა არცერთი ზოდიაქოს ნიშანი არ მოითმენს და როცა სხვები ამ ყველაფერს საშინელებად რაცხავენ, მან შეიძლება თქვას, რომ პარტნიორს ასე ესმის, ასე იცის, მეტი არ შეუძლია, ის უბრალოდ ასეთია და მორჩა. ლომი — უდარდელი ლომები ძალიან არ აქცევენ ყურადღებას იმ ფაქტს, თუ რამდენად ან რით არის ცუდი მათი პარტნიორი და ეს სიყვარულისა და მოთმინების გამო კი არ ხდება, არამედ გარკვეული უდარდელობის გამო, რადგან ლომი ურთიერთობებში გარკვეულწილად გამოთიშულია, რაც იწვევს საკუთარ თავზე ყურადღების უფრო მეტად გადატანას. ქალწული — აღშფოთებული ქალწულისთვის ყველაფერი შეიძლება იყოს არაფერი, მას შეუძლია დიდხანს იცხოვროს თავის კომფორტულ, სუფთა, სამართლიან სამყაროში და თუკი მაგალითად მისი პარტნიორი რაიმე ნაკლით ხასიათდება, ამაზე იხუმრებს, მხარსაც კი აუბამს და შეეცდება მსუბუქად გაატაროს ეს საკითხი, ვიდრე დაიბოღმოს და ცხვირი აიბზუოს. ამგრამ ქალწული რეალურად აღშფოთებულია მაშინ, როცა თავისი მხრიდან გულახდილად თანადგომისა და საკთხისადმი მსუბუქად მიდგომის სანაცვლოდ პარტნიორი არაფერს ცდილობს საიმისოდ, რომ ნაკლი ან დანაშაული გამოასწოროს. ასეთ დროს, ქალწულის მოთმინების ფიალა შესაძლოა ისე აივსოს, რომ ურთიერთობა დაშორებით დასრულდეს. სასწორი — ქველმოქმედი სასწორებს დიდი მოთმინების უნარი აქვთ. როცა ისინი შეყვარებულები არიან, არამარტო მთელი გულით უყვართ, ასევე უდიდეს ყურადღებას იჩენენ საყვარელი ადამიანის მიმართ: რით დაეხმარონ, როგორ ამოიყვანონ ორმოდან, როგორ შეუმსუბუქონ ყოფა და გაუუმჯობესონ ცხოვრება და ა.შ. ხშირად, სასწროები ისეთ პარტნიორებს ირჩევენ, რომელთა ცხოვრების გზაზე ბევრი ორმოებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაუზარლად უწვდიან ყოველ ჯერზე დახმარების ხელს და მაქსიმალურად ცდილობენ ბოლომდე ზევით თუ ვერ ამოიყვანეს, იმის საშუალება მაინც არ მისცენ, რომ ძირზე დაეშვას. მორიელი — გაუაზრებელი როცა მორიელი ხვდება, რომ მის ურთიერთობაში რაღაც კარგად არ არის, მას აზრადაც კი არ მოსდის იცრუოს, გაიპაროს ან მოულოდნელად გაქრეს. ის თავიდან დიდხანს არ იმჩნევს პრობლემებს, შემდეგ კი როცა ფაქტისთვის თავის არიდება უკვე აღარ შეიძლება, ვერ იაზრებს რეალობას, ვერ აკეთებს იმის დაშვებას, რომ შეიძლება რამე ცუდი ხდებოდეს, რადგან დარწმუნებულია რომ მისი, როგორც მორიელის სამყაროში იმდენად კარგად არის მოწყობილი ყველაფერი - ცუდის ადგილი უბრალოდ არ არის. და გრძელდება ასე, მორიელი არ შეიმჩნევს ერთხელ, ორჯერ, ათჯერ... მხოლოდ 90-ე ჯერზე დაჯდება და დაიწყებს ფიქრს... მშვილდოსანი — ზედმეტად დაკვირვებული მშვილდოსანი არის პარტნიორის ნაკლით ძალიან დაინტერესებული და შესაბამისად ზედმიწევნით იცის ყველა პრობლემა. აქედან გამომდინარე, ამ საკითხისადმი მას დიდი მოთმინების უნარი გააჩნია. თუ მაგალითად სახლში ფეხსაცემელებს უწესრიგოდ ალაგებთ, აბაზანაში თავის მოვლის საშუალებებს მუდმივად თავღიას ტოვებთ, ვაშლის ნარჩენებს ყველგან ყრით - ყურადღებას ამაზე არ გაამახვილებს. მაგრამ თუ რამე მართლაც სერიოზული შამჩნია, ადრე თუ გვიან პარტნიორის თვალთვალსაც კი დაიწყებს, მაგრამ ისე, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს. ამის შემდეგ ყოველ ჯერზე შემჩნეულ, მისთვის საეჭვო საკითხს დაიმახსოვრებს და დაალაგებს თავში განსაკუთრებული იურიდიული წყობით, და თუკი დადგება განსჯის დღე, ყველაფერს დეტალურად გადმოალაგებს. თხის რქა — თავდაჯერებული მაშ ასე… წარმოვიდგინოთ, რომ თხის რქა უკმაყოფილოა პრტნიორით რაიმე საკთხში, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად რით. ის ყოველთვის ცდილობს მიდგომა მონახოს, საკითხი მოაგვაროს, ურთიერთბა დაალაგოს და ამასთან შეინარჩუნოს ინტელიგენტური სახე და არ გადაუხვიოს თავის ხაზს. ამის გამო, მომრიგებლური შესავალის მიუხედავად, ბოლოს თხის რქა ხშირად სრულიად საპირისპირო პოზიციაზე დგება და აცხადებს, რომ მას მოცემული ვითარება არ აწყობს, თან ზუსტად იცის, რომ დამნაშავე თავადაც არის, მაგრამ რამდენადაც მის ხასიათშია მხოლოდ საკუთარ თავზე დაყრდნობა და თავისი პრინციპების გატანა - განაჩენიც ასეთი გამოაქვს, თუკი დაშორებაზე მიდგება საკითხი. მერწყული — განაწყენებული მერწყულის წყობიდან გამოყვანა რთულია, რადგან ის ძალიან კეთილია. ის დიდხანს გაგიღიმებთ, აიჩეჩავს მხრებს, შეეცდება არ შეიმჩნიოს ის, თუ როგორ ტკენთ გულს. მერწყულის პარტნიორებს ძალიან გაუმართლათ იმიაში, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილგანწყობილი და უბოროტო ზოდიაქოს ნიშანი. მას ურჩევნია მოითმინოს, ვიდრე პარტნიორთან ჩხუბში ჩაერთოს ან თუნდაც წინააღმდეგობა გაუწიოს იმ განუკითხაობას, რომელსაც ის უწყობს. მაგრამ, ეს ყველაფერი გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს, თუკი პარტნიორი მუდმივად ეცდება მერწყულის კეთილი განწყობა ბოროტად გამოიყენოს. ასეთ დროს მერწყულს მოთმინების ფიალა აევსება და მოულოდნელად, უსიტყვოდ გავა და გაიხურავს კარებს სამუდამოდ. თევზები — ზედმეტად მგრძნობიარე თევზები რბილი ნიშანია, მომთმენი და ცდილობს შეუმჩნეველი იყოს. როცა მათ უყვარდებათ, შეუძლიათ ძალიან დიდხანს თვალი დახუჭონ ისეთ რამეზე, რაზეც მაგალითაც კურო და ვერძი მყისიერ რეაგირებას მოახდენდნენ. ამიტომ, როცა თევზები საყვარელ ადამიანში რაიმე ისეთს ხედავენ, რამაც რაელურად უნდა გამოიწვიოს მათი მხრიდან აღშფოთება, პარტნიორისთვის ზურგის შექცევა და ურთიერთობის გაწყვეტა - თევზები პირიქით, თვალებს მაგრად ხუჭავენ, ყურებს იცობენ და პირში წყალს იგუბებენ, ზუსტად ისე, როგორც ჩინური სამი მაიმუნი. ამ მომენტში თევზები გარკვეულ შიშს განიცდიან, მაგრამ არა იმის გამო, რაც პარტნიორმა ჩაიდინა, არამედ საკუთარი უმოქმედობისა და სიბრმავის გამო. ასეთები არიან ურთიერთობებში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები, თუმცა ურთიერთობა ორმხრივია და ის ფაქტი, თუ რამდენად კარგი, ბედნიერი, წარმატებული და სიყვარულით სავსე იქნება ის - თანაბრად დამოკიდებულია თითეულ მხარეზე. რა თქმა უნდა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა პარტნიორებიდან ერთ-ერთი ცდილობს მხოლოდ დადებითი გავლენის მოხდენას, მაგრამ თუ აქამდე მივა საქმე, იქ მცდელობას უკვე აზრიც აღარ აქვს, საუკეთესო გამოსავალი სამწუხაროდ არის დაშორება. მაგრამ ეს ტრაგედია ნამდვილად არ უნდა იყოს არავისთვის, რადაგნ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, მთავარია ადამიანებმა შეძლონ სახე შეინარჩუნონ ბოლომდე.
8556 reads
როგორ შორდებიან ზოდიაქოს ნიშნები
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
შეიძლება შეგინიშნავს, რომ ნებისმიერი განქორწინების შემდეგ ყოველთვის ერთი უფრო განიცდის ვიდრე მეორე. ყველა ცოდვაში საკუთარ თავს ადანაშაულებს, ცდილობს გააცნობიეროს რა გააკეთა არასწორად, სად დაუშვა შეცდომები და ა.შ. თუმცა იმდენს ვერ აანალიზებს, რომ არსებობენ ადამიანები, ვისაც უბრალოდ არ შეუძლიათ ოჯახი და ქორწინება. არ არის ასეთი ცხოვრების სტილი მათთვის და რა ქნან? ასტროლოგებმაა ჩაატარეს კვლევა და გამოავლინეს 6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი. აი, ისინიც: ვერძი ის დომინანტია ყველგან. ოჯახშიც მისი სიტყვა კანონი უნდა იყოს. რაცას ის იტყვის აუცილებლად ისე უნდა გაკეთდეს, თუ არა და სკანდალს მოაწყობს. მას არ შეუძლია პრობლემებზე თვალის დახუჭვა. თუ კი კომფლიქტისთვის თუნდაც პატარა საბაბი მიეცა, ის წამსვე "აქცევს ჭიანჭველას სპილოდ". კომპრომისისა და დათმობის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია. რა თქმა უნდა, დაშორების შემთხვევაშიც ვერძი ყველაფერს მეორე მხარეს დააბრალებს. აბა, როგორ... თვითონ ხომ სულ მართალია?! მშვილდოსანი ის ერთ-ერთი ყველაზე თავისუფლების მოყვარე ზოდიაქოს ნიშანია. მისთვის ქორწინება და ოჯახი ციხესთან ასოცირდება. ფიქრობს, რომ ამით თავისუფლება ეზღუდება და მისი დარწმუნება, რომ ეს ასე არ არის ყველა ადამიანს არ გამოსდის. მშვილდოსანი ვერ აიტანს, რომ ვინმე მას რაიმეს დაუშლის ან რაიმე ფორმით შეზღუდავს. ამ ყველაფერს აგრესიით პასუხობს, რაც ოჯახში დიდ აურზაურს იწვევს. გარდა ამისა მას არც ღალატის შემდეგ აწუხებს სინდისი. მისთვის ფიზიკური გართობა არ ასოცირდება ღალატთან და ცუდ საქციელთან. კურო ის მხოლოდ გვერდიდან ჩანს ასეთი წყნარი და მშვიდი. საკმარისია მასთან ერთად ოჯახი შექმნა და მაშინვე აღმოაჩენ, რომ ის სულ სხვა ადამიანი ყოფილა. დიდი ტყუილი იქნება კუროს, რომ ცუდი მეუღლე ვუწოდოთ, პირიქით! ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულეა. უბრალოდ ის თავისი პარტნიორისგან ყოველთვის ყველაფერშ მაქსიმუმს ითხოვს. უნდა, რომ ყველაფერში იდეალური იყოს და იმაზე მეტად ეცადოს ვიდრე ეს მას შეუძლია. არ დაგვავიწყდეს ძალიან, ძალიან შემაწუხებელი და ისტერიკამდე მიმყვანი ეჭვიანობა, რომელიც კუროს ახასიათებს. მერწყული მას ალბათ მშვილდოსანზე მეტადაც კი უყვარს თავისუფფლება. მისთვის ურთიერთობების დაწყებაც კი რთულია, არა თუ ოჯახის შექმნა. ამიტომაცაა, რომ თუ კი მეწყული ოჯახის შექმნას მაინც გადაწყვეტს, მაქსიმუმ 3 წელი "გაქაჩოს". სხვათასორის ქალი მერწყული უფრო ვერ ეგუება ქორწინებას ვიდრე კაცი. ეს ღრმადმოაზროვნე ზოდიაქოს ნიშანი გატაცებულია ფილოსოფიითა და უყვარს საკამათო თემებზე ინტელექტუალური დიალოგები. აი, თუ კი მის პარტნიორს ამ საკითხში ცოდნა და უნარები დააკლდა, მაშინ მერწყულისთვის ის ყველანაირ მიმზიდველობას დაკარგავს. ქალწული ქალწულისთვის ოჯახი პირველ ადგილზე დგას, ამიტომაცაა მისი ამ ჩამონათვალში ყოფნა ასეთი გაუგებარი, თუმცა ამასაც აქვს ლოგიკური ახსნა. ის "ახრჩობს" თავის პარტნიორს ზედმეტი ყურადღებით, რის გამოც ურთიერთობას გაუსაძლისს ხდის. გარდა ამისა, ქალწულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ დაოჯახების შემდეგ მხოლოდ ოჯახზე ფიქრობს და ზრუნავს, საკუთარ თავს კი საერთოდ ივიწყებს. ივიწყებს საკუთარ ინტერესებს, ჰობს, გარეგნობასა და ა.შ. ამას პარტნიორიც მსვენივრად ამჩნევს და დიდად ბედნიერი ვერაა ამით. თხის რქა მას ტყუილად კი არ ეძახიან გულქვასა და უგრძნობს?! ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე არ ჩანს, რადგან ამ დროს პირიქით, რომანტიკული, თბილი და სათნო. მაგრამ ქორწინების შემდეგ ყველაფერი იცვლება. თხის რქა მეორე ნახევრის მიმართ ძალიან მომთხოვნი და წუწუნაა. ყველა მისი ბრძანება დაუყონებლივ უნდა შესრულდეს, სხვა ვარიანტი არც კი განიხილება! ყველაზე გაუსაძლისი კი პარტნიორისთვის თხის რქის წუწურაქობაა. ის არ დააფასებს მას თუ კი ოჯახის ბიუჯეტის გასაზრდელად არაფერს გააკეთებს. ფინანსები ხომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია...
10874 reads
6 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ყველაზე ხშირად ენგრევათ ოჯახი
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ვერძი უდისციპლინო და სულსწრაფ ვერძებს გაზვიადებისკენ ექნებათ სწრაფვა. საკუთარ იდეებსა და გეგმებში ჩაძირული აღებულ კურსზე უარს ვეღარ იტყვით, იმ შემთხვევაშიც, თუკი ეს თქვენი იდეები და გეგმები უპერსპექტივოდ მოგეჩვენებათ. თუკი პრაქტიკულობას არ გამოიჩენთ და დროულად არ გამოხვალთ რთული სიტუაციიდან, მონსტრსა და დესპოტს გიწოდებენ. კურო უსიამოვნო დღე გელოდებათ. ამ დღეს განვითარებულ მოვლენებს ფარული ჩანაფიქრი ექნება. ამიტომ ახლობელი ადამიანების ქცევა თქვენთვის გაუგებარი აღმოჩნდება და თქვენში გაკვირვებას გამოიწვევს. შეეცადეთ, მოერიდოთ ოჯახურ კონფლიქტებს, იმ შემთხვევაშიც, თუკი წყენის მიზეზი გექნებათ. ისაუბრეთ გულწრფელად, გაუგებრობას მარტივად გადაჭრით. თქვენი რჩეულის უჩვეულო საქციელს შეგიძლიათ, მარტივი ახსნა მისცეთ. სამსახურში იყავით მკაცრი და თავდაჯერებული - ენთუზიაზმის დამსახურებით სანდო თანამშრომლებს შემოიკრებთ გარშემო. ტყუპები თავს შესანიშნავ ხელმძღვანელად წარმოაჩენთ. რაც შეეხება თქვენს ინტერესებს, დაკავდით საქმით, რომელიც თქვენგან გონივრულ ძალისხმევასა და ინტელექტუალურ ბაზას მოითხოვს. გააკონტროლეთ, რომ ყველა გადასახადი დროულად გადაიხადოთ და ვალი არ დაიდოთ. კირჩხიბი დღეს მოგიწევთ ფიქრი, საიდან მოიტანოთ ფული სასურველი ნივთის შესაძენად და ყველა თქვენი აზრი მხოლოდ ამ პრობლემისკენ იქნება მიმართული. შფოთვა თქვენს ღირსებაზე დაბლა დგას, მაგრამ მხოლოდ ფულის გამო საკუთარი დროისა და ძალისხმევის დახარჯვა არ ღირს. უმჯობესია, უარი თქვათ სასურველი ნივთების შეძენაზე. ვარსკვლავები გეკითხებიან: ხომ არ აჯობებს, შთაბეჭდილებები შეიძინოთ? ლომი საკმაოდ აქტიური დღე გელოდებათ. საქმეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდებით, გარშემომყოფებიც არ მოგაცდენენ წვრილმან სისულელეებზე. თამამად შეუდექით პროექტებზე მუშაობას, რომლებიც მოკლე ვადებში უნდა დაასრულოთ. ეს საქმე არ მოითხოვს ზედმეტ დაძაბულობას, ინტელექტუალურ ან ფიზიკურ ძალებს. ქალწული დღეს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათ. შესაძლოა, თავი დაიტანჯოთ დიეტებითა და შიმშილით, რაც თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, მცენარეული ნაყენი მიიღოთ და ძილის რეჟიმი აკონტროლოთ, მაგრამ დღისით არ დაიძინოთ. სასწორი თუკი ოჯახში დამხმარეს ან ძიძას ეძებთ, ამ დღეს გაგიმართლებთ და შესაფერის კანდიდატურას იპოვით. თუკი სამსახურზე ოცნებობთ, რომელიც საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობას მოგცემთ, ისარგებლეთ შემოთავაზებული წინადადებით, რომელსაც ახლობელი ადამიანისგან მიიღებთ. მორიელი დღე ბრძენი მორიელებისგან ავანტიურას მოითხოვს. ასე რომ, პროფესიაში რისკზე წასვლა უადგილო არ იქნება. უბრალოდ, უნდა გახსოვდეთ, რომ პარტნიორები საკუთარ ინტერესებს ანიჭებენ უპირატესობას და არა თქვენსას. მოგიწევთ, შეიძინოთ გამოცდილი აზარტული მოთამაშის ტექნიკა და უნარები. მშვილდოსანი დღეს საქმიანობის ახალ სფეროს დაიწყებთ, რომელიც გარკვეულწილად რისკს უკავშირდება. იფიქრეთ საკუთარი უნარების დახვეწაზე. სწორედ ეს მოგანიჭებთ მორალურ სიამოვნებას. თხის რქა კონფლიქტები და გაუგებარი სიტუაციები ამ დღეს არ გამოირიცხება. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვთ, რაც გარშემომყოფების ნაწილს აღიზიანებს. შესაძლოა, მიიჩნიონ, რომ ძალიან გამოირჩევით საერთო ფონზე და ამ მიზეზით დაგაიგნორონ. საკუთარი ორიგინალურობა კონკრეტული საქმით ან ცოდნით უნდა დაამტკიცოთ. მერწყული ყველაზე დიდი წარმატება დასვენებასთან დაკავშირებულ სფეროში გელოდებათ, თუმცა, ეს პერიოდი ფინანსურად არ არის თქვენთვის ეფექტური. ყველაფერი არ იქნება დამოკიდებული თქვენს სურვილსა და მონდომებაზე. შეგიძლიათ, მუშაობით პარტნიორები დატვირთოთ, თქვენ კი შვებულებაში გახვიდეთ. თევზები საკუთარი მოსაზრების შეცვლას არ აპირებთ და დაჟინებით ტკეპნით ერთ ადგილს, რაც არანაირ შედეგს არ მოგიტანთ. მოგიწევთ მსხვერპლზე წასვლა, თუკი თქვენი კოლეგებისთვის თქვენი პოზიცია ღირებული და მისაღები არ აღმოჩნდება.
7837 reads
28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი!
ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი
მშვილდოსანი მოგწონთ ეს თუ არა, მშვილდოსნები ყოველთვის იმას იტყვიან, რასაც ფიქრობენ. თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით სიმართლის მოსმენა გსურთ, მაშინ მიმართეთ ადამიანს, რომელიც სამყაროს სწორედ ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ მოევლინა. მშვილდოსნები არასოდეს შეალამაზებენ სიმართლეს, ამიტომ, მათ კამპანიაში ორპირი ადამიანების ადგილი არ არის. ხოლო როცა მშვილდოსნები ნერვიულობენ, საერთოდ შოკისმომგვრელად სწორხაზოვნები ხდებიან. მერწყული მერწყულებს გახსნილობა და კომუნიკაბელურობა ეხმარებათ იყვნენ პირდაპირი და შეუპოვარი ადამიანები. მართალია ვერ ვიტყვით, რომ ისინი დიპლომატიას მოკლებულნი არიან, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში თავის სათქმელს ხისტად და ისე მოურიდებლად ამბობენ, რომ საერთოდ არ ნერვიულობენ იმაზე, თუ რას იტყვიან სხვები. ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ჯიუტია და საკუთარ პოზიციას ბოლომდე იცავს. ამასთან, მერწყული გამოირჩევა გახსნილი გონებით და თვლის, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი მოსაზრების შეუზღუდავად გამოთქმის უფლება. ტყუპები ტყუპები თითქმის ყოველთვის ძალიან სწორხაზოვანები არიან, რაც შეიძლება შოკისმომგვრელი გახდეს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მათ კარგად იცნობს. ტყუპები არასოდეს ნანობენ ნათქვამს. მაშინაც კი, როცა ძალიან განიცდიან, თუ ვინმეს აწყენინეს, არ წყვეტენ ხისტად საუბარს. ასეთი ქცევის გამო, ბევრი მათ თვლის უგრძნობ ადამიანად, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ვერძი ვერძი - ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ნიშანია. თუ ოდესმე ვინმე სიმართლეს პირში გეტყვით, ეს მხოლოდ ვერძი იქნება. ამ ნიშნის ქვეშ არის დაბადებულებს ნაკლებად ადარდებთ ვინ რას იტვყის გარშემო. ისინი არ დამალავენ სიმართლეს იმის გამო, რომ თქვენ არ გაგანაწყენოთ და აუცილებლად ყველაფერს პირდაპირ მოგახლიან. გარდა ამისა, ვერძებს ყველაზე მეტად აბრაზებთ და ანერვიულებთ იმ მომენტი, როცა რაიმეს თქმას ცდილობენ და არ უსმენენ. ლომი ლომებს ყველაფრის მიღება სწრაფად და ერთიანად სურთ. თუ მათ გზაზე ვინმე გადაეღობებათ, მოურიდებლად მიახლიან სათქმელს, თან ისე, რომ არასოდეს ინანებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ძალიან უკომპრომისო, გულახდილი ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ თავსაც და სხვებსაც უწესებენ მაღალ სტანდარტებს. ამიტომ, როცა მათ რამე აწუხებთ, მაშინვე აცხადებენ ამის შესახებ. ლომები მიდრეკილნი არიან შეკითხვების პირდაპირ, დაუფიქრებლად დასმისკენ – ამ თვისების გამო, მათ ხშირად ეგოისტებად თვლიან.
530 reads
ზოდიაქოს 5 ყველაზე სწორხაზოვანი ნიშანი