Everything about Batumi Daily life / ყველაფერი ბათუმის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ
240
Followers
16
Following
453
Posts
109K
Mth. views
Cover photo
Latest
ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა
დღეს, 6 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 5 ჯგუფი, საავადმყოფოში საშუალო სიმძიმის დაზიანებებით 3 დაშავებული გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #სიახლეები #ავარია #ავტოსაგზაოშემთხვევა #batumidailyწყარო - batumelebi.ge #ახალიამბები
32 reads
ჩაქვის გვირაბთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 3 პირი დაშავდა
შეიცავს თუ არა ბათუმის წყალი ნაწლავურ ჩხირებს?
„ბათუმის წყალი“ განცხადებას ავრცელებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ნაწლავური ჩხირი Escherichia coli ბათუმში სასმელი წყლისგან გავრცელდა. „ბათუმის წყალი“ აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „ბათუმის წყლის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს – აცხადებს კომპანია. „ბათუმის წყალს“ აქვს ულტრათანამედროვე ლაბორატორია, რომლის მეშვეობით მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი. წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს ლაბორატორია სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესაბამისად ახორციელებს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ყოველდღიურად ხორციელდება. ონკანებთან მისვლამდე სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის. წყალმიმღებიდან აღებული წყალი გადის ორჯერად ქლორირებას, იფილტრება და მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში. „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ტექნიკური აღჭურვილობისა და თანამედროვე სტანდარტებზე ორიენტირების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში. საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, „ბათუმის წყლის“ ლაბორატორიაში ყოველწლიურად გეგმიური მონიტორინგის სამუშაოებს ახორციელებს. ლაბორატორია უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი უახლესი გერმანული და ამერიკული (HACH და IDEXX) მეთოდით ტარდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, უმოკლეს ვადაში დავადგინოთ სასმელი წყლის ხარისხი. ეს მეთოდები საქართველოში პირველად ჩვენ დავნერგეთ. ინფორმაცია სასმელი წყლის ხარისხის შესახებ სრულიად გამჭვირვალეა და საზოგადოებას მედიის საშუალებით პერმანენტულად ვაწვდით. კომპანია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ISO 17025-ის 2017:2018 მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვნების შესრულებას ნიშნავს. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ,,ბათუმის წყალის“ მიერ მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის თვისებები სრულად შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ ნორმატივებს“ – აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბათუმში წყალი შეიცავდეს ნაწლავურ ჩხირს, ფეისბუქზე გავრცელდა გუშინ, 5 აგვისტოს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ნაწლავური ჩხირით გამოწვეული მიმართვიანობა ყოველ ზაფხულს იზრდება და ეს სეზონს უკავშირდება. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, Escherichia coli, იგივე ნაწლავის ჩხირი, ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა, რომელიც ბუნებაში მრავალი შტამით (სახეობით) არის წარმოდგენილი. მათი უმეტესობა უვნებელია ჯანმრთელობისთვის, ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მიკროფლორასაც კი წარმოადგენს, თუმცა არსებობს პათოგენური შტამებიც, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც დიარეით მიმდინარე დაავადება, ასევე ნაწლავგარე ინფექციები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #მოწამლვა #განცხადება #ბათუმი #batumidailyწყარო - batumelebi.ge #ახალიამბები #მეცნიერება #ტექნოლოგიები #ჯანსაღიცხოვრება
102 reads
შეიცავს თუ არა ბათუმის წყალი ნაწლავურ ჩხირებს?
მოისყიდეს თუ არა ქობულეთში ამომრჩევლები?
მოქალაქე ბონდო თედორაძე Facebook-ზე ავრცელებს ფოტოს და აცხადებს, რომ ქობულეთში "ქართული ოცნების" მხრიდან ხდება ამომრჩევლების მოსყიდვა - კერძოდ, მათ ბოსტნეულს ურიგებენ. მოგვიანებით, ვიდეო გაავრცელა ტვ პირველმა, სადაც მოქალაქეები აცხადებენ, რომ პროდუქტებს მათ "ქართული ოცნება" ურიგებს. როდესაც ადგილი აქვს მსგავს ფაქტებს, მაგალითად, მოსახლეობისთვის პროდუქტის დარიგებას, ეს შეიცავს ამომრჩევლების მოსყიდვის ნიშნებს, რაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, - ასე ეხმაურება ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე ქობულეთში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგებას. ნიჟარაძის თქმით, ვიდეო, რომელსაც ტვ პირველი ავრცელებს, ამომრჩევლის მოსყიდვის შთაბეჭდილებას ტოვებს. "ჩვენ წინასაარჩევნო მონიტორინგის ორი შუალედური ანგარიში გამოვაქვეყნეთ. ორივე შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის, სხვა დარღვევებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია, რომელიც ხორციელდება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, მოქმედი დეპუტატებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ეს არის გავლენის მოხდენა ამომრჩევლის ნებაზე. ჩვენი წარმომადგენელი ადგილზე შეისწავლის ფაქტს და შესაბამის მხარეებს გაესაუბრება. რაც გავრცელდა პირველადი ინფორმაცია ვიდეოს სახით, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვას", - აცხადებს ნიჟარაძე. სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მოსყიდვის ფაქტებში უმეტეს შემთხვევაში ფიგურირებენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #ქობულეთი #ახალიამბები #ამომრჩეველი #batumidaily წყარო - formulanews.ge #პოლიტიკა #ახალიამბები
37 reads
მოისყიდეს თუ არა ქობულეთში ამომრჩევლები?
,,ბეირუთის აფეთქებასთან საქართველოს დაკავშირება მცდარია"
ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებასთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, - ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ამონიუმის ნიტრატი, ყოველწლიურად, დიდი მოცულობებით გადის საერთაშორისო ბაზრებზე და ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. მათივე განცხადებით, გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს. "აღნიშნული ნივთიერება ბეირუთის პორტში მოხვდა შემდეგი გზით: 2013 წლის სექტემბერში ლიბანის საპორტო კონტროლის სახელმწიფო ინსპექციის მიერ, დაკავებული იქნა მოლდოვას დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი Rhosus. მიწერის პორტი ჯურჯულეშტი, მოლდოვა. აღნიშნული გემი ახორციელებდა 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის ტრანსპორტირებას საქართველოდან (ბათუმის პორტი) მოზამბიკში (პორტი ბეირა). ლიბანის ოფიციალური ხელისუფლების ინფორმაციით, გემის დაკავების შემდეგ, გემთმფლობელმა კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და გემი, ეკიპაჟი და ტვირთი მიატოვა ბეირუთის ნავსადგურში. ეკიპაჟის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით, ტვირთი გადმოიტვირთა და დასაწყობდა ბეირუთის პორტში. ამასთან, როგორც ყველასთვის ცნობილია, ამონიუმის ნიტრატი, წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი საექსპორტო პროდუქტია და ყოველწლიურად აღნიშნული პროდუქტი გადის საერთაშორისო ბაზრებზე დიდი მოცულობებით, 2020 წელს მხოლოდ ფოთის ნავსადგურიდან ექსპორტზე გავიდა 52037 ტონა. აღნიშნულ ინციდენტთან საქართველოს რაიმე ფორმით დაკავშირება მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს, რამდენადაც ტვირთის გადაზიდვის, დამუშავების და დასაწყობების ტექნოლოგიები მიმღები სახელმწიფოს კომპეტენციაა და არა ექსპორტიორი სახელმწიფოსი. გარდა ამისა, ხაზგასასმელია, ის გარემოებაც, რომ ტვირთი გაგზავნილია 2013 წელს, ხოლო მის შენახვასთან დაკავშირებული ინციდენტი მოხდა 2020 წელს“, - განმარტავენ სააგენტოში. როგორც სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურების უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობაზე შემოწმება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ხორციელდება საერთაშორისო შემოწმებებით, ხოლო ყოველწლიურად ნავსადგურებს უტარდებათ კომპლექსური შემოწმება. რამდენიმე მედიის ცნობით, ბეირუთის პორტში დასაწყობებული ამონიუმის ნიტრატი, 2013 წელს საქართველოდან მოზამბიკში გადაჰქონდა გემს სახელწოდებით Rhosus. ხსენებული გემი, მედიის ცნობით, მოლდოვის დროშის ქვეშ ცურავდა. ეს ინფორმაცია ლიბანურმა ტელეარხმა LBCI გაავრცელა მას შემდეგ, რაც ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომა დასრულდა. შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მომხდარ ორ აფეთქებას მასშტაბური ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ამ დროის ცნობებით, გარდაცვლილია სულ მცირე ასი და დაშავებულია 4000-ზე მეტი ადამიანი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #ბათუმი #პორტი #ბეირუთი #აფეთქება #ახალიამბები წყარო - formulanews.ge #მოგზაურობა #პოლიტიკა
103 reads
,,ბეირუთის აფეთქებასთან საქართველოს დაკავშირება მცდარია"
რას სთავაზობს Mastercard -ი ბათუმში დამსვენებლებს?
COVID-19 პანდემიის პირობებში, რამდენიმე თვიანი კარანტინისა და თვითიზოლაციის შემდეგ, საქართველოში შიდა ტურიზმის სექტორი ამუშავდა. მოგზაურებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საქართველოს დაცული ტერიტორიები, კულტურული ძეგლები და დასასვენებელი ადგილები. წინ გრძელი ზაფხული და შეუფასებელი მომენტებია. ამ დრომდე არ არის ცნობილი, როდის გახდება შესაძლებელი სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ან როდის შეძლებს საქართველო საერთაშორისო ტურისტების მიღებას. მაგრამ ფაქტი ერთია, 2020 წლის ტურიზმის სექტორისთვის დიდი გამოწვევაა. ამიტომ, ასეთ რეალობაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის მაქსიმალური ხელშეწყობა და სფეროს გაძლიერება. შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით, Mastercard-მა ახალი კამპანია, „სალამი ზაფხულო“ წამოიწყო. კამპანია რამდენიმე განსხვავებულ პროექტს აერთიანებს, თუმცა ძირითადი ლოკაცია აჭარაა, კონკრეტულად ბათუმი. ამ კამპანიის ფარგლებში, TKT.ge-ზე მატარებლის ბილეთის შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები უფასო ინტერნეტს – 1000 ან 1500 MB-ს, მიიღებენ, რათა მათი მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახადოს. 1 აგვისტოდან კი, ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ ტერიტორიაზე Mastercard Beach Zone ამოქმედდება, სადაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განიტვირთონ და დაძაბული თვეების შემდეგ, ზაფხულის ყველაზე ბედნიერი დღეები სწორედ აქ გაატარონ. Mastercard-ის პლიაჟი იქნება ბათუმის ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც სტუმრებს საღამოს დახვდებათ: კინო სეანსები, საბავშვო მოედანი, უფასო ინტერნეტი, VIP ზონა, საზაფხულო კოქტეილები, Cashless რეალობა და საუკეთესო გარემო; Mastercard Beach Zone 1 აგვისტოს, Hatsvali-ის წვეულებით გაიხსნება; შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად, Mastercard Beach Zone-ის აქტივობებში კოკა-კოლა, მაგთი და Wolt ჩაერთვებიან, რომლებიც მომხმარებლებს განსაკუთრებულ კამპანიებსა და აქციებს შესთავაზებენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #ბათუმი #გართობა #დასვენება #batumidailyწყარო - batumelebi.ge #მოგზაურობა #ხელოვნება #ახალიამბები
25 reads
რას სთავაზობს Mastercard -ი ბათუმში დამსვენებლებს?
"აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს"
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, სამ განთავისუფლებულ თანამშრომელთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, არხის მენეჯმენტმა გათავისუფლებული სამი თანამშრომლის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო: "ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა გარდაუვალი აუცილებლობიდან და ემსახურებოდა სამსახურეობრივი დისციპლინისა და კანონიერების დაცვას. მიუხედავად დამდგარი შედეგისა, იმის გათვალისწინებით, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს, გმობენ სამსახურეობრივი კონფლიქტებსა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს დამაზიანებელ სხვა ქმედებებს და აქვთ გარკვეული დამსახურებები მაუწყებლის წინაშე, მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გააგრძელოს მათთან თანამშრომლობა. კერძოდ, მათ პრაქტიკულად სრულად შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ შემოქმედებითი საქმიანობა პროგრამების სამსახურში, პრიორიტეტებით გათვალისწინებული კონკრეტული გადაცემების მოსამზადებლად. ამ პროცესში მათ ექნებათ სრული თავისუფლება და შესაბამისად, კვლავ სრულფასოვნად შეძლებენ საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებას, რაც წარმოადგენს მაუწყებლის მენეჯმენტის, ყველა თანამშრომლისა და ჩვენი აუდიტორიის საერთო მიზანს. ამავე დროს, ხაზი უნდა გაესვას, იმას რომ ვერანაირი აქციები და ვერანაირი სხვა სახის ზეწოლა, ვერ აიძულებს მენეჯმენტს, გავიდეს კანონმდებლობის ჩარჩოებიდან. ასევე, გვინდა განვაცხადოთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი შემდგომშიც პრინციპული და მკაცრი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მარეგულირებელი წესების ნებისმიერი დარღვევისადმი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაუწყებლის დინამიური განვითარების შეფერხება ან მისი იმიჯისა და პრესტიჟის შელახვა და აუცილებლად მოახდენს სათანადო რეაგირებას" - აღნიშნულია განცხადებაში. 30 ივლისს აჭარის მაუწყებლიდან არხის დირექტორმა ტელევიზიის 3 თანამშრომელი - აჩო გურაბანიძე, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე გაათავისუფლა. არხის თანამშრომლები სამსახურიდან 3 პირის დათხოვნის ფაქტს „რეპრესიების გაგრძელებად" აფასებდნენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სიახლე #აჭარისტელევიზია #პროტესტი #batumidailyწყარო -formulanews.ge #ახალიამბები
50 reads
"აცნობიერებენ ჩადენილი ქმედებების სიმძიმეს"
თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ
თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური სარეგისტრაციო ფორმის/აპლიკაციის ელექტრონულად შევსება უკვე შეუძლიათ. აღნიშნული ფორმის შევსებასთან ერთად, მოქალაქეებმა უნდა ატვირთონ დამსაქმებლისგან მიღებული მოწვევა. სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, თურქეთში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შესვლის მიზნით საქართველოს დატოვება ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქისთვის, რომელიც ფლობს თურქეთის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიან, ნოტარიულად დამოწმებულ მოწვევას, რომელშიც დაფიქსირებულია საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი). საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი, ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. შევსებულ ფორმას და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას აჭარის მთავრობის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი შეამოწმებს და შემოწმების შედეგებს შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში აცნობებს მოქალაქეს. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს თურქეთში შესვლის უფლებას მისცემენ, ამის შესახებ სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტსაც ეცნობება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#ახალიამბები #თურქეთი #სარფისსაბაჟო #პოლიტიკა #სიახლე#batumidaily წყარო -reginfo.ge #ბიზნესი #მოგზაურობა #ახალიამბები
1998 reads
თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ
რომელია სამი ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი?
ტრადიციული ქართული კერძები, როგორებიცაა - საცივი, მწვადი, ხაჭაპური, მჭადი, ხინკალი, ჩქმერული, ნიგვზიანი ფხალი, ლობიო და სხვები აჭარული სამზარეულოს განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თუმცა გარდა ტრადიციული ქართული კერძებისა, აჭარა ადგილობრივი კერძების სიმრავლითაც გამოირჩევა. აჭარულ სამზარეულოზე დიდი გავლენა მოახდინა მაღალმთიანი რეგიონების ცხოვრების წესმა, რის გამოც რძის პროდუქტები ადგილობრივი კერძების მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. მაღალმთიანი აჭარა ხანგრძლივი ზამთრით ხასიათდება, რაც ზრდის საკვები პროდუქტების დიდი ხნით შენახვის საჭიროებას. აჭარულ სამზარეულოში უხვადაა როგორც ბოსტნეულისგან, ასევე ხორცისა და თევზისგან დამზადებული კერძები. აჭარულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტკბილეულობას. და აი ისიც , 3 ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი : აჭარული ხაჭაპური აჭარული ხაჭაპური გამოირჩევა როგორც ორიგინალური ფორმით, ისე განსაკუთრებული გემოთი. თუ კლასიკურ ხაჭაპურს სხვა კერძებთან ერთად აგემოვნებენ, აჭარულ ხაჭაპურს როგორც მეტად ნოყიერ კერძს ცალკე შეექცევიან დილის საუზმის ან სადილის დროს. აჭარული ხაჭაპურის შექმნის არაერთი ვერსია არსებობს. ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი თითქოს ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებს. მზე და ზღვა კულინარიაში ასე გემრიელად არავის დაუკავშირებია ერთმანეთთან. კაიმაღი კაიმაღი აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივებში. კაიმაღი რძისგან მზადდება და გამორჩეულად ნოყიერია. მისი მირთმევა სასურველია ყველთან და მჭადთან ერთად. თუკი ერთხელ მაინც დაგიგემოვნებიათ ეს აჭარული კერძი, მის მირთმევაზე უარს ვერასდროს იტყვით. მალახტო მალახტო აჭარული სამზარეულოსთვის დამახასითებელი ლობიოს კერძია. მას აუცილებლად ჭყინტი ლობიოსაგან ამზადებენ, რომელსაც მოხარშვის შემდეგ ნიგოზს, სხვადასხვა სანელებლებს და ყველაზე მთავარ ინგრედიენტს - ისრიმის (მკვახე ყურძენი) წვენს ამატებენ, რაც მალახტოს დამახასიათებელ და განსაკუთრებულ გემოს მატებს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.#სამზარეულო #კულინარია #აჭარა #აჭარულიხაჭაპური #batumidailyწყარო - #კულინარია #ახალიამბები
87 reads
რომელია სამი ყველაზე გემრიელი აჭარული კერძი?
,,ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს"
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ მთავრობის განცხადება, რომელიც თურქეთთან საზღვრის გახსნას და მოქალაქეების სამუშაოდ წასვლას ეხებოდა ტყუილი აღმოჩნდა. ისინი ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო ხელისუფლებას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციური პარტიის წევრებს დღეს თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა და განაცხადა, რომ ბოდიში მოსახდელი აქვთ ნაცმოძრაობის შარლატანებს. ''ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს. ახლა კი მივყვეთ საგნობრივად. პირველი, რომ ბიუროკრატია არანაირად არ ეხება ამ პროცესს, ვინაიდან იცით, რომ მეზობელ სახელმწიფოში ჯერ კიდევ მძვინვარებს კოვიდ-19. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რაც ჩვენ მოვძებნეთ, ადამიანებს რომლებიც თურქეთში გრძელვადიანი პერიოდით გადადიან ხელი შევუწყოთ. ამისთვის მინიმალური დოკუმენტაციაა საჭირო. პირველი არის მოწვევა, რომელიც გაცემული უნდა იყოს თურქეთის მხრიდან. მეორე კარანტინის გავლა სავალდებულო იქნება და ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს'' - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის რეპლიკაზე: ნაციონალური მოძრაობის წევრები კარანტინისთვის გათვალისწინებული თანხების მოქალაქეებისთვის გაცემას მოითხოვენ. თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ სამასლარიანი კომპენსაციების გაცემა გრძელდება. ''დაახლოებით 35 000 მოქალაქემ შეავსო 300 კომპენსაციის მოთხოვნაზე განაცხადი და დღეის მდგომარეობით გაცემულია 28 000. კომპენსაციის ნაწილშიც არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგმული. კიდევ ერთხელ რაც შეეხება საზღვრის კვეთის ნაწილს, იმის გამო რომ თურქეთში ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენ მივიღეთ გრძელვადიან სამუშაოზე გადასვლის გადაწყვეტილება'' - განაცხადა რიჟვაძემ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #ოპოზიცია #ქართულიოცნება #ენმ #თურქეთი #batumidaily წყარო - adjaratv.ge #პოლიტიკა #ახალიამბები
40 reads
,,ბოდიში თუ ვინმეს აქვს მოსახდელი, აქვს ნაცმოძრაობის შარლატანებს"
ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 4 გუშინ დადასტურებული შემთხვევის საკონტაქტო პირია, ორი კი – სატვირთო მანქანის მძღოლი, თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავიანთი სურვილით მკურნალობას გააგრძელებენ თურქეთის რესპუბლიკაში. გუშინ, 4 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსი დაუდასტურდა 51 წლის კაცს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ სატვირთო მანქანის მძღოლთან. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კარანტინში იქნა გადაყვანილი 17 ადამიანი, ინფიცირებულის საკონტაქტო პირები, რომელთაც აუღეს PCR ტესტი. სწორედ ჯგუფში გამოვლინდა 4 ახალი შემთხვევა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #სიახლე #კორონავირუსი #ვირუსი #batumidailyწყარო - batumelebi.ge #ახალიამბები
82 reads
ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა
„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“
დღეს, 4 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. ბეგლარ ხოზრევანიძეს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ხოზრევანიძის ახლობლები და ადვოკატი კი ამბობენ, რომ შეიარაღებულმა პოლიციელმა გია დოლიძემ იგი სცემა, გაიტაცა და რეალურად, მოქალაქეა დაზარალებული. საქმეში დევს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს ორი კაცის ჩხუბი და რამდენიმე გამშველებელი. ამ ამბავს 10-15 ადამიანიც ადევნებს თვალს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ პოლიციელმა მანქანაში მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს ჯერ დედა შეაგინა, შემდეგ სახეში ჩაარტყა და ბოლოს მანქანიდან გადმოათრია. სწორედ ამის მერე მოუქნია ხელი პოლიციელს ბეგლარ ხოზრევანიძემ. ინციდენტის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული. თუმცა კადრები, რაც ჟურნალისტებს გვაჩვენეს, მხოლოდ იქედან იწყება, სადაც ბეგლარ ხოზრევანიძე და შეიარაღებული პოლიციელი ჩხუბობენ და მათ გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ბეგლარ ხოზრევანიძეს სახელმწიფო ბრალდება ედავება პოლიციელზე თავდასხმას, მაშინ, როდესაც ერთი თვის განმავლობაში დაცვის მხარემ მოიპოვა მტკიცებულებები, სადაც ვიდეოჩანაწერებით კარგად დასტურდება და ასევე მოწმეების ჩვენებებით, როგორ დაესხა პოლიციელი მოქალაქეს თავს. ჩამოიყვანა მანქანიდან და სცემა. სახელმწიფო ბრალდებამ კი მოქალაქეს წაუყენა ბრალი, თითქოს პოლიციელს დაესხა თავს მოქალაქე. ეს არის აბსურდი, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულებით საქმეში დასტურდება პოლიციელი როგორ სცემს მოქალაქეს,“ – უთხრა დაკავებულის ადვოკატმა, ზაზა პაპიძემ ჟურნალისტებს. ეს ინციდენტი 27 ივნისს მოხდა და ბეგლარ ხოზრევანიძე დღემდე წინასწარ პატიმრობაშია. ოჯახის ვერსიით, პოლიციელი გია დოლიძე აქამდეც იცნობდა ბეგლარ ხოზრევანიძეს. 27 ივნისის ინციდენტს ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდა, ეთერ ხოზრევანიძე ასე ხსნის. „ერთი წლის წინ ჩემს ძმისშვილს მოუვიდა რესტორანში შელაპარაკება. ადმინისტრაციული ჯარიმა როცა დააკისრეს, ბეგლარმა უთხრა ამ პოლიციელს – არ დამიწერო, უმუშევარი ვარ, შვილების პატრონი ვარ და ნუ დამიწერო. ჯარიმა მაინც დაუწერეს. ბეგლარმა ცოლს ოქრო შეხსნა, ჩააბარა ლომბარდში და ისე გადაიხადა ის ჯარიმა. შემთხვევის დღეს მამასთან ერთად იყო გადასული ბეგლარი ლომბარდში ამ ჯარიმის თანხის გადასახდელად. ლომბარდის კართან შეხვდა ეს პოლიციელი. ჩემს ძმისშვილს უთქვამს: ხომ გთხოვე არ გამწირო, აგერ დღესაც მაგ ვალს ვიხდიო… შევიდა ჩემი ძმისშვილი მამასთან ერთად, გადაიხადა თანხა ლომბარდში და დაჯდა მანქანაში. ამ დროს პოლიციელი მანქანას გადაუდგა და უთხრა არ დაძრა მანქანაო. ჩემს ძმას უთქვამს, დაგვანებე ახლა თავი, ხვალ შევხვდეთ, ვილაპარაკოთო. პოლიციელმა მძღოლის მხრიდან კარი ვერ გამოაღო, ამიტომ მივიდა მეორე მხრიდან, სადაც ბეგლარი იჯდა, გამოაღო კარი, ჩამოდიო და შეაგინა. მოხდა დაპირისპირება, შეხლა-შემოხლა, ჩაერია ხალხი და გააშველეს,“ – ჰყვება ეთერ ხოზრევანიძე. ბეგლარ ხოზრევანიძის მამა, მერაბ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ინციდენტის შემდეგ პოლიციელებმა მისი შვილი გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „ოთხი საათი ვეძებდი. გატაცებული ჰყავდათ. ტაბიძეზეც მივედი პოლიციის განყოფილებაში, არსად არ იყო. მერე ვიპოვე მაკდონალდსთან მანქანაში ჰყავდათ, იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა, შვილი გაიტაცეს. რა დააწერინეს, რა უთხრეს არ ვიცი,“ – ამბობს მერაბ ხოზრევანიძე. ბეგლარ ხოზრევანიძის ახლობლები ითხოვენ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს და, მათი აზრით, უდანაშაულო მოქალაქე გაათავისუფლოს. „ჩვენ მართლა გვწამს და გვჯერა სასამართლოს ობიექტურობის. არ გაწირავს ახალგაზრდას და არ დატოვებს უმამოდ ბავშვებს. მოვითხოვთ, რომ სამართალმა იზეიმოს, რწმენა დაგვრჩეს ამ პოლიციის, ამ მთავრობის, ამ სასამართლოს ობიექტურობის რწმენა შევინარჩუნოთ. ჩვენ რწმენა ძალიან გვჭირდება,“ – თქვა ჟურნალისტებთან ბეგლარ ხოზრევანიძის მამიდამ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #ბათუმი #batumidailyწყარო - batumelebi.ge #ახალიამბები
34 reads
„იქეთ-აქეთ მილიციონერი ეჯდა და შვილი გაიტაცეს“
უფასო პური ყველასთვის დღეს – ერთი თონის აქცია ბათუმში
სელიმ ხიმშიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში, გარეთ გამოფენილი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის გვერდით პატარა საცხობია, სადაც თონის ლობიანს, ხაჭაპურსა და შოთის პურს ყიდიან. ირგვლივ საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლებია, აქ მცხოვრებლები ცხელ შოთს ძირითადად ამ საცხობში ყიდულობენ. დღეს აქ შოთი ყველასთვის უფასოა. პურის გამყიდველი, ჯემალ ხოზრევანიძე ამბობს, რომ თონე 10 დღით დაკეტილი იყო და დღეს, გახსნის პირველ დღეს, ცხელი შოთი ყველასთვის უფასო იქნება, ვისაც რამდენი სურს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #სიკეთეგადამდებია #სიკეთე #batumidailyწყარო - batumelebi.ge #ახალიამბები
68 reads
უფასო პური ყველასთვის დღეს – ერთი თონის აქცია ბათუმში
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს
აჭარის განათლების სამინისტრო, სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს. დაინტერესებულმა პირებმა განცხადება და კატეგორიის შესაბამისი დოკუმენტაცია 31 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარადგინონ. უწყების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, ბოლო სემესტრის საშუალო აკადემიური მოსწრება ტოლია, ან მეტი 71%-სა და განეკუთვნება ერთ-ერთ კატეგორიას; სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქედა, შუახევი, ხულო, ასევე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს მთავრობის N671 დადგენილებით განსაზღვრულ სოფლებში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან ობოლნი დედით, მამით, ან უდედმამო (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის ოთხი და მეტი შვილით წევრები; სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 100 000-ზე (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, მინიმუმ სამი სასწავლო წელი სრულად სწავლობდნენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში); სტუდენტები, რომელთა მშობელს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #სიახლე #აჭარა #დაფინანსება#batumidailyწყარო - adjaratv.ge #ახალიამბები
92 reads
აჭარის განათლების სამინისტრო სტუდენტების დაფინანსებისთვის კონკურსს აცხადებს
ბათუმში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულია 51 წლის მამაკაცი, რომელსაც სავარაუდოდ, შეხება ჰქონდა სატვირთო ავტომობილის მძღოლთან. მას მსუბუქი სიმპტომები აქვს და გადაყვანილია საავადმყოფოში. ნონა ეფაძის განცხადებით, მიმდინარეობს კონტაქტების ძიება. 17 პირი, მათ შორის ინფიცირებულის ოჯახის წევრები, უკვე გადაიყვანეს კარანტინში. აღებულია ტესტი კორონავირუსზე, რომლის პასუხებიც დღის ბოლოს იქნება ცნობილი. მამაკაცი აჭარის მკვიდრია. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, მოხდა საცხოვრებელი ადგილის დეზინფექციაც. ''ის მოთავსებულია კლინიკაში და მიმდინარეობს დამატებით ეპიდკვლევა. გამოვლენილია კონტაქტირებული პირები და გადავიყვანეთ საკარანტინო სივრცეში. მათ შორის ახლო და შესაძლო რისკის მქონე პირებიც კი. მაქსიმალური სიფრთხილის დაცვით მოხდა გამოვლენა. აჭარის კოვიდმიმღებ კლინიკაში მოთავსებული 16 პირიდან ოთხი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, დანარჩენი კი არის იმპორტირებული შემთხვევა. სატვირთო ავტომობილის მძღოლებზე მუშაობს რეგულაციაა. ყველა მძღოლს უტარდება საზღვარზე ტესტირება, თუ დადებითია გადაჰყავთ კლინიკაში. თუ ისინი არ ტოვებენ ქვეყანას 72 საათის განმავლობაში აქვთ ვალდებულება მიაკითხონ კლინიკას და იტარებენ სავალდებულო სწრაფ ტესტირებას. სავარაუდოდ ამ პერიოდში ჰქონდა შეხება. ეს იყო ახლობელი, რომელთანაც ჰქონდა კონტაქტი'' - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ. დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 16 პაციენტს მკურნალობენ, მათგანს ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #კორონავირუსი #batumidailyწყარო - adjratv.ge #ახალიამბები
51 reads
ბათუმში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება
რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, 4 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ვებგვერდზე ატვირთონ თურქეთიდან დასაქმების შესახებ მიღებული სამთვიანი ოფიციალური მიწვევა. დოკუმენტის ატვირთვიდან ერთ კვირაში მიიღებს მოქალაქე სმს შეტყობინებას, მისცემენ თუ არა მას თურქეთში წასვლის უფლებას. როგორც მინისტრი აცხადებს, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც სურვილი აქვს წავიდეს თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაოდ, შეუძლია ფიზიკური პირის ან თურქეთში რეგისტრირებული იურიდიული პირისგან წარმოადგინოს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა სამთვიანი დასაქმების შესახებ. შემდეგ კი უნდა შეავსოს აპლიკაცია ელექტრონულად და ატვირთოს ეს დოკუმენტები. „ეს საკმაოდ მარტივი აპლიკაციაა, მოიცავს პირად ინფორმაციას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ასე შემდეგ. სწორედ ამ აპლიკაციაში უნდა აიტვირთოს მიწვევის დოკუმენტი. აპლიკაცია დაინტერესებულმა პირმა უნდა ატვირთოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ გვერდზე, სადაც კომპენსაციის მიმღები პირები რეგისტრირდებიან. იგივე ბმულია, ოღონდ დაკორექტირებული“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, აუცილებელია თუ არა მიწვევის დოკუმენტში მითითებული იყოს სიტყვა „დასაქმების მიზნით“, თუ მხოლოდ მიწვევის დოკუმენტიც საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მოქალაქემ შეძლოს საზღვრის გადაკვეთა, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ დოკუმენტში „დასაქმების მიზნით“ მიწვევის დაფიქსირება აუცილებელია. „იყო საუბარი იმაზე, რომ მიწვევის დოკუმენტსაც ჰქონოდა ძალა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მიწვევა უნდა იყოს დასაქმების და არა სხვა მიზნით“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე. მისი თქმით, მოქალაქე აპლიკაციის შევსებიდან 7 დღეში მიიღებს პასუხს, შეძლებს თუ ვერა საზღვრის გადაკვეთას. „შვიდი დღის ვადაში აპლიკანტს მისდის საკონტაქტო ნომერზე პასუხი – დასტური ან უარი. იმუშავებს შესაბამისი ცხელი ხაზიც, სადაც იქნება ინფორმაცია ხელმისაწვდომი და კოორდინაციას ამ საქმიანობის განახორციელებენ აჭარის მთავრობა, თვითმმართველობები და დასაქმების სააგენტო, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც რეგისტრაციის პროცესს, ასევე შემდგომ მონიტორინგსაც“, – ამბობს ნიჟარაძე. ვებგვერდი, რომელზეც მოქალაქეებს შეეძლებათ დარეგისტრირება თურქეთში სამუშაოდ წასვლის მიზნით, დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #სარფისსაბაჟო #თურქეთი #batumidaily #ახალიამბები
201 reads
რა დოკუმენტებია საჭირო თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად? – მინისტრის განმარტება
აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირები, ქობულეთში სასტუმროს მშენებლობით დაინტერესებულ ინვესტორს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 11 235 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით შეძენასა და შესაბამისი სამშენებლო ნებართვების მიღებაში დახმარებას შეჰპირდნენ. ბრალდებულებმა სანაცვლოდ 350 000 აშშ დოლარი მოითხოვეს. ''დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ინვესტორს არწმუნებდნენ, რომ თანხიდან 100 000 აშშ დოლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის იყო განკუთვნილი, რომელიც მისი გავლენების გამოყენებით, ინვესტორის სასარგებლოდ, შემჭიდროებულ ვადებში წყვეტდა მიწის აუქციონზე გატანის საკითხს და უზრუნველყოფდა შემდგომი პროცედურების სამსახურებრივ მფარველობას'' - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინვესტორმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 15 000 ლარი გადასცა, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება. გამოძიებას ჯგუფურად, დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #ტყუილი #აჭარა #batumidailyწყარო - adjaratv.ge #ახალიამბები
58 reads
აჭარაში ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა
ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩაზე წლების წინ თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა. ბაზრობა გოგოლის ქუჩაზე „მეტროს“ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავიდა. მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასაყიდი ავტომობილების მფლობელები აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ გააფრთხილეს. მოსთხოვეს დაევტოვებინათ უკანონოდ დაკავებული ტროტუარები და პარკირების ზონები. ''იმ მძღოლებმა, რომლებმაც უგულებელყვეს მუნიციპალური ინსპექციის მოთხოვნა, მათი ავტომობილები გადაყვანილი იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე. რაც შეეხება აღმაშენებლის ქუჩას, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება მონიტორინგი, რათა ავტობაზრობის მოწყობა არ განმეორდეს'' - აცხადებენ მერიაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #სიახლე #ავტომობილები #batumidailyწყარო - adjaratv.ge #ახალიამბები
47 reads
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე თვითნებურად მოწყობილი ავტობაზრობა გაუქმდა
მოხდება თუ არა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში?
ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბელარუსიაში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა. როგორც მისმა ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ბელარუსიას თხოვნით მიმართა, ლავასოღლის პატიმრობაში ყოფნის ვადა გაუხანგრძლივონ. პროკურატორის ინფორმაციით,"შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს, რაც არის ექსტრადირებასთან დაკავშირებული", თუმცა უწყების ოფიციალური პასუხიდან უცნობია, მოითხოვა თუ არა ქართულმა მხარემ მისი ექსტრადირება. პროკურატურაში სხვა კითხვებზე არ პასუხობენ. ცნობისთვის, ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#სიახლე #კანონიერიქურდი #batumidailyწყარო - formulanews.ge #პოლიტიკა #ახალიამბები
79 reads
მოხდება თუ არა ლავასოღლის ექსტრადირება საქართველოში?
,,თურქეთის საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის"- ელჩი ფატმა იაზგინი
საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგინმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ზომები დროულად მიიღეს, ცხადია ამას აქვს ეკონომიკური და სოციალური შედეგი. „თუ შეადარებთ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, არამხოლოდ რეგიონს, არამედ მსოფლიოში არსებულ ვითარებას, ნახავთ, რომ ძალიან კარგად მოქმედებს. საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია ჩავიდეს თურქეთში კარანტინის გარეშე. არის ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ სამკურნალოდ მიდის თურქეთში და მერე აღმოვაჩენთ რომ ეს ასე არაა. ეს ძალიან მცირე ნაწილია. ასე რომ ყველა ქართველს რომელთაც სამედიცინო მომსახურების მიღება სურთ, დაუბრკოლებლად შეუძლიათ თურქეთში ჩასვლა“, – აღნიშნა თურქმა დიპლომატმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #სიახლე #სარფი #სარფისსაბაჟო #პოლიტიკა #ახალიამბები
9338 reads
,,თურქეთის საზღვრები ღიაა საქართველოს მოქალაქეებისთვის"- ელჩი ფატმა იაზგინი
„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“
2 აგვისტოს აქცია გაიმართა ხულოში, სოფელ წაბლანაში. წაბლანას მოსახლეობა, რომლებიც ეკომიგრანტები არიან, ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. ისინი აცხადებენ, რომ მართალია, მათ ბინები გადაეცათ ბათუმში, თუმცა ესაა შავი კარკასი, რომლის გარემონტების საშუალება მათ არ აქვთ. გარდა ამისა, გაუმართავია ინფრასტრუქტურაც, წაბლანაში ცხოვრება კი საშიშია, რადგან სოფელი მეწყერსაშიში ზონაა. „თუ ხელისუფლება ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, დაიწყება აქციები“ – აცხადებს მოსახლეობა. „მოსახლეობის დიდ ნაწილს ბინა უკვე დაკარგული აქვს, გამოიტანეს ბანკიდან ფული, დაიწყო რემონტი და სად არის, თურქეთი – არა, შემოსავალი – არა. არჩევნები არ ჩატარდება ამ უბანში, გაარემონტონ მათ [ხელისუფლებამ], შეამოწმონ რა თანხა ჯდება“ – განაცხადა გენადი შაინიძემ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. „აქ მცხოვრებმა ოჯახმა მინიმუმ 20 ათასი დოლარი უნდა დახარჯოს, რომ ბინა მოაწესრიგოს. ბინები უვარგისია საცხოვრებლად, ეს იგივეა, მანქანა მისცე ხალხს და ბორბალი არ ჰქონდეს“ – განაცხადა უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ, რომელიც დღეს აქციაზე იმყოფებოდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#ხულო #აქცია #პროტესტი #batumidailyწყარო - #პოლიტიკა #ახალიამბები
186 reads
„თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, დაიწყება აქციები“