დღეს რას ვუყუროთ? ფილმების გარჩევა, რეკომენდაცია და შეფასება. შექმნილი კონომანებისთვის.
44
Followers
7
Following
28
Posts
2.9K
Mth. views
Cover photo
Latest
განსაკუთრებული კადრები Breaking Bad-იდან
ყველაზე მეტად რომელი კადრები დაგამახსოვრდათ ამ საკულტო სერიალიდან? მოდი, ერთად გავიხსენოთ საყვარელი სერიები/მომენტები და კადრები Breaking bad-იდან 🧪 #სერიალი #კინომანია #კინო #კინოხელოვნება #კინომატოგრაფია #კადრები #breakingbad #კარგისერიალი
27 reads
განსაკუთრებული კადრები Breaking Bad-იდან
2021 წლის ფილმებისა და ანიმაციების პრემიერები
2021 წლის დიიიდი პრემიერები გველის წინ💥 მიუხედავად კინოთეატრების დროებით შეჩერებისა, ფილმების გამოსვლას მაინც გეგმავენ და უკვე რამდენიმე ვერსია განიხილება სად/როგორ გაიყიდოს ფილმი. რომელ ფილმს ელოდებით ყველაზე მეტად? ჰორორი, Mortal Kombat ანიმაციური მარველის ბეტმენისი და რობერტი #კინომანია #კინომანი#კინო #ფილმები #2021 #ახალიამბები #ფილმი #კარგიფილმი #ახალიფილმი #საშინელებათაფილმი #მარველი #დისი #ბეტმენი #კარგი #ამბები
36 reads
2021 წლის ფილმებისა და ანიმაციების პრემიერები
რჩეული კადრები - კინოჰარმონია - ბეჭდების მბრძანებელი
ბეჭდების მბრძანებელი დღემდე საუკეთესოა თავისი ვიზუალებითა და კადრებით. დღემდე ატყვევებს მაყურებლებსა და ფანებს ფილმები/ტრილოგია, რომელიც ადამიანების უმეტესობას უბრალოდ არ ბეზრდება. ამ პოსტში წარმოგიდგენთ რჩეულ კადრებს ბეჭდების მბრძანებლიდან: საოცარი ფანტაზიის გენიალური გადაღება. წარმოუდგენლად ლამაზი ბუნება შორი კადრების დახვეწილობა: სახასიათო პერსონაჟები და დიალოგები #საუკეთესოტრილოგია #ბეჭდებისმბრძანებელი 🖤#ბეჭდებისმბრძანებელი #ფიი #ტრილოგია #კინომანია #კინომანი #რჩეული #საუკეთესო #ხელოვნება #ფილმები #ფილმი #ფილმოგრაფია #GOTR
32 reads
რჩეული კადრები - კინოჰარმონია - ბეჭდების მბრძანებელი
ქართული ფილმი - “შავი თუთა”
გაბრიელ რაზმაძის 2012 წლის მოკლემეტრაჟიანი დრამა - შავი თუთა - 🎬 სცენარი : გაბრიელ რაზმაძე, თინათინ ყაჯრიშვილი. ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდის, ჭიათურელი ნიკასა და დროებით თბილისიდან ჩამოსული ანას ურთიერთობას, რომლის გამოჩენაც ნიკას ცხოვრებაზე მნიშვნელოვან კვალს დატოვებს. მთავარ როლებში: ნატა ბერაძე მაქსიმე მაჩაიძე (ცნობილი ქართული ჯგუფის Kayakata - ს ერთ-ერთი სოლისტი) ზურა ბეგალიშვილი ( ყველასათვის ცნობილი კალდუნა ცხელი ძაღლიდან) ფილმი - #ქართულიკინო #უყურექართულს#ახალიამბები #კინომანი #კინომანიაგირჩევთმოკლედ #კინომანია #ფილმები #ფილმი #ფილმოგრაფია #ჩაუჯექიფილმებს #კარგიფილმი #ქართულიფილმები #თუთა #kayakata #მაქსიმე #მაჩაიძე #მსახიობი
44 reads
ქართული ფილმი - “შავი თუთა”
2020 წელი ფილმი რომ იყოს, რომელი იქნებოდა?
ბოლოდროს ხშირია 2020 წლის გაკრიტიკება რიგი მიზეზების გამო, მემეებსა და ხუმრიბებში 2020-ს ყველაფერ უარესს ადარებენ. საბოლოოდ ფილმებამდეც მოაღწიეს. წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელბსაც მომხმარებლები 2020წელს ადარებენ ანუ 2020 წელი რომ ფილმი იყოს, რომელი იქნებოდა? კითხვას საკმაოდ სახალისო პასუხებიც მოჰყვა, მაგალითად, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ," "მგლის ფსიქოლოგია" "იმერული ეკიზდები," "გოთის ბოლო სეზონი", "ეგეთი საშინელება არ მახსენდება" და ა.შ. დანარჩენს ერთად გადავხედოთ: პირველი ვარიანტი არანაკლებ სახალისო იყო: 10. ელიფი - Elif თურქული სერიალი, რომელიც ბოლო დროს ქართველმა შუახნის მაყურებელმა სწრაფად აიტაცა. 9. დახურული სკოლა რუსული სერიალი ელიტური სკოლა-ინტერნატის მოსწავლეთა და პედაგოგთა ცხოვრებაზე მოგვითხრობს. სკოლა პირქუში და ლამაზი ტყის შუაგულში მდებარე ვილაშია განთავსებული. სკოლაში მოსწავლეები დიდად ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს და საღამოობით, ტყეზე ერთმანეთს საშინელი ლეგენდების მოყოლით ართობენ. ამბობენ: თითქოს, იქ უცნაური არსებები დაეხეტებიან და ადამიანები უგზოუკვლოდ უჩინარდებიან. მალევე აღმოჩნდება, რომ სინამდვილე - ლეგენდებზე გაცილებით საშინელია, დააკავშირეთ სიუჟეტი 2020-თან? 8. 2012 ამ ფილმის ამბავი ყველას გემახსოვრებათ, მთელი სამყარო რომ 2012-ში ელოდა მეორედ მოსვლასა და სამყაროს განადგურებას, 2020-ში მოგვიწიაო მოკლედ, გადაიდოო. 7. უკანასკნელი გემი როცა გლობალური პანდემია ანადგურებს დედამიწის მოსახლეობის 80%-ს, მარტოხელა საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს მხრებზე აწვება კაცობრიობის გადარჩენის პრობლემა. 6. ბურუსი - The Mist უცნაური შედარებაა, თუმცა რატომაც არა,ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ. 5. კარგი წელი ასეთი ვერსიაც იყო, კი, სავარაუდოდ, ირონიული და სახელის გამო 4. ჩამითრიე ჯოჯოხეთში კარგი იყო, ჩაგეთვალათ, მაგრამ ასე მძიმედაც არ გვაქვს საქმე მგონი 3. პანდემია 2016 წელს გადაღებული ფილმია, სიუჟეტი მომავალში ხდება. ვირუსმა მთელი პლანეტა მოიცვა. უფრო მეტი დაავადებულია ვიდრე ჯამრთელი და ადამიანები კარგავენ პრიორიტეტებს. ერთადერთი გამოსავალია მოიძებნოს ანტიდოტი. კარგი შედარებაა, უფრო მძაფრსიუჟეტიანი, ვიდრე რეალობა, მაგრამ მაინც. 2. shameless სერიალი ცნობილია თავისი გიჟური სიუჟეტით, რატომაც არა, შეიმლესური 2020 აქვს ვიღაცას. 1. Shutter island " კაციშვილი ვერ მიხვდება როგორ დამთავრდა რა მოხდა და რატომ დაიწყო და ყველა თავის ვერსიაზე ილაპარაკებს" :დ კომენტარებში ველით თქვენს ვერსიებს. სტატია მომაზადა - მარიამ თოფურიამ / მომო#2020 #ფილმი #ფილმები #ჩაუჯექიფილმებს #სახალისო #პანდემია #კორონა #ვირუსი #წელი #კინომანი #კინომსახიობი #კინომანიაგირჩევთმოკლედ #კინომანია
86 reads
2020 წელი ფილმი რომ იყოს, რომელი იქნებოდა?
5 “კადრსმიღმა” ფაქტი პოპულარული ფილმების შესახებ
1. როკი 4 სილვესტერ სტალონეს იმდენად სურდა, რომ კრივის სცენები ძალიან ნატურალური ყოფილიყო, დოლფ ლუნდგრენს სთხოვდა, მართლაც დაერტყა მისთვის. მხარში დარტყმის გამო სტალონეს ოთხი დღის განმავლობაში საგანგებო სამედიცინო მეთვალყურეობაც კი დასჭირდა. 2. შავი გედი ნატალი პორტმანი როლისთვის წლების განმავლობაში სერიოზულად ვარჯიშობდა ბალეტში და მეცადინეობის საფასურს საკუთარი ჯიბიდან იხდიდა მანამდე, სანამ ფილმის მესვეურები ინვესტორებს იპოვიდნენ. არანოვსკი ფილმის გადაღებასა და შემდგომ წარმატებას დიდწილად ნატალის თავდადებასა და ენთუზიაზმს უკავშირებს. 3. მებრძოლთა კლუბი ბრედ პიტმა და ედვარდ ნორტონმა მართლა ისწავლეს საპნის დამზადება. 4.ტერმინატორი არნოლდ შვარცნეგერი როლისთვის იარაღის ხმარებაში მთელი თვის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშობდა. პირველი ორი კვირის განმავლობაში იგი აწყობდა და შლიდა იარაღებს, პარალელურად ეს მექანიკური, ავტომატური მოძრაობებით უნდა გაეკეთებინა. მსახიობი საათობით ისროდა მიზანში და ბრმად, შეუხედავად გადატენასა და ჩახმახის გამოკვრაშიც დახელოვნდა. ეს ყველაფერი მარჯვენა და მარცხენა ხელით თანაბარი ოსტატობით უნდა გაეკეთებინა. 5. გარიყული საშუალო ასაკის, ფორმადაკარგული სხეულის მქონე მამაკაცის გარეგნობის შესაქმნელად ტომ ჰენკსი არ ვარჯიშობდა და ცდილობდა გასუქებულიყო. შემდეგ ფილმის გადაღება ერთი წლით შეწყვიტეს, რათა ჰენკსს ამჯერად კუნძულზე დარჩენილ გასაცოდავებულ ადამიანს დამსგავსებოდა, ამ დროის ფარგლებში მსახიობმა 23 კილომდე დაიკლო და თმა-წვერი მოუშვა.
875 reads
5 “კადრსმიღმა” ფაქტი პოპულარული ფილმების შესახებ
უნიკალური პოსტერები გენიალური ფილმებიდან
ჩვენი საყვარელი ფილმების საინტერესო პოსტერების ფოტოკოლაჟი მოგიმზადეთ ამჯერად 🎉 ჰოჩკოკის ბნელეთი, ჩაპლინის საოცრებები, შერლოკის ინსპირაცია აქედან თანამედროვე ფილმებზე გადავდივართ, “სამერის 500 დღე” “Jurassic park” “The life aquatic with zissou” “The force awakens” მეშვიდე ეპიზოდიდან, ესენი ბონუსად 🌌✨ პოსტის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო#ფილმები #ფილმი#ახალიამბები #ხელოვნება #კინოხელოვნება #კინო #კინოინდუსტრია #კინოეკრანიზაცია #კინომსახიობი #კინომანი #კოლაჟი #ფოტოები #ფოტო #art #artwork
58 reads
უნიკალური პოსტერები გენიალური ფილმებიდან
That Final Scene
აი ეს ბოლო კადრები... ფილმის კულმინაციაზე მეტად ზოგჯერ ფინალური კადრები გვამახსოვრდება. ამ პოსტში ის საყვარელ ფინალურ სცენებს გაგახსენებთ, რომელბმაც ვიცი, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ დაგტოვათ 🖤 პ.ს. პოსტი არ შეიცავს სპოილერებს, თუ რომელიმე ფილმი ჯერ ნანახი არ გაქვთ, მეეჭვება მიხვდეთ და დასპოილერდეთ. Leon :The Professional The Usual Suspects The Departed Birdman American History X Django Unchained Captain Phillips The Dark Knight Rises Breaking Bad Friends Magnolia Lost In Translation Arrival Gone Girl Warriors Inglourious Basterds Thelma and Louise Black Swan Carol Three Billboards Outside Ebbing Missouri Prisoners Chinatown The Pursuit of Happiness Shawshank Redemption Captain Fantastic Pulp Fiction Fight Club Inception Seven Life is beautiful Beautiful mind Room Under the skin Social network 12 years of slave Portrait of a lady on fire Frances Ha La la land A ghost story გამოიწერეთ გვერდი და არ გამოტოვოთ ყველაზე საინტერესო პოსტები კინომანიასთან ერთად 🎉 ავტორი - მარიამ თოფურია / მომო#კინო #კინომანი #კინომანია #კინომატოგრაფია #კინოინდუსტრია #კინოცოდნა #კინომსახიობი #კინოეკრანიზაცია #კინომანიაგირჩევთმოკლედ #მომოგირჩევთ #რას #უყურო #ბოლოსცენა #კადრები
100 reads
That Final Scene
“ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?”
ფრაზა ჰომ არ გეცნოთ? კაი გამარჯობა თქვენი, დღეს ლუის პატარა ძმის, ტომის დაბადების დღეა და ასე გადაწყდა რომ ბავშვობის საყვარელი მულტფილმი უნდა გაგახსენოთ. ვისზე ნაკლები კინომანები ვართ და ანიმაციებიც ძალიან გვიყვარს, ჰოდა პატარა ტომი 65 წლის გახდა, წარმოგიდგენიათ? feel old yet? ამ პოსტში ჩვენს სასყვარელ ფრაზებს შემოგთავაზებთ ლუიდან, თუ რამე გაგახსენდათ, კომენტარებში თქვენი ფრაზების ადგილიცაა. უცებ-უცებ ლუი ანდერსონი 90-იანი წლების ბავშვების გამორჩეულად საყვარელი ანიმაციაა, რომელიც დღემდე გვიყვარს და ბავშვობის წლებს გვახსენებს. ანდერსონების ოჯახის ცხოვრებით იწყებოდა ჩვენი ყოველი დილა. ანიმაციის გმირების საინტერესო და სახალისო ფრაზები კი დღემდე გვახსოვს და გვიყვარს. განსაკუთრებული ენამახვილობით ლუის მამა, ენდი ანდერსონი გამოირჩეოდა. ამ ნაწილში ენდის ფრაზებს გაგახსენებთ და ცოტას გაგართობთ 😌 ენდის 20 საუკეთესო ფრაზა: 1. ენდი: გინდათ ამბავი მოგიყვეთ და ცოტა დაგამშვიდოთ? შუა ბრძოლაა, ღამეა, ჭურვები სკდება, პეტერსონმა ფეხი დაკარგა. ოღონდ, რა თქმა უნდა, თავისი არა. 2. “ღმერთო, როგორ ყინავს, 150 გრადუსი მაინც იქნება. "მისის ტილმან, არ გინდათ ლიმონათი? 150 გრადუსი სიცხეა, ძაღლივით ხართ გაოფლილი" 3. “როგორც ჩანს, ტორნადომ ჩვენს სახლს ვერაფერი დააკლო. - ორა, ჭერში ფანჯარა როდის გამოვაჭრევინეთ?” 4. - მამა, შენ რა, ჩემ გამო დაბრუნდი? - რა თქმა უნდა, არა! დაცვამ არ გამიშვა. 5. “შინაური ცხოველი რად გინდა, ძმა ხომ გყავს სახლში?” 6. “წვიმების სეზონის დროს ამაზონის ჯუნგლებში ვისვენებდი. ეს რა წვიმაა?! უბრალოდ, ჟინჟღლავს.” 7. “სამი თვის ვიყავი პირველად სასკოლო ბანაკში რომ დამტოვეს. ექვსი თვის უკვე ჯგუფს ვხელმძღვანელობდი.” 8. - მამა, ბებია დაბრუნდა! - რატომ, კბილები დარჩა? 9. “ენდი: ლუი, ჯარში ყველა საჭმელი მწვანე იყო - მწვანე კარტოფილი, მწვანე მაკარონი, მწვანე სალათა. - სალათა ისედაც მწვანეა. - რა თქმა უნდა, ახლა მწვანეა, ჩვენ გავამწვანეთ.” 10. ენდი: - რისი გეშინია ლუი?! ჩვეულებრივი ძაღლია, ადამიანი ხომ არ არის, უმიზეზოდ გეცეს. 11. “- ორა, ესენი ვინ არიან? - მათი სახლი დაიტბორა და ჩვენთან შევთავაზე მოსვლა. - მე რა, ნოეს ვგავარ, თუ კიდობანი მაქვს სახლში?!” 12. "მე რომ პატარა ვიყავი, შინაური ცხოველები ჯერ გამოგონილი არ იყო" 13. "ომში ჭურვების შესანახ კარავში მეძინა. ბალიშის ნაცვლად დინამიტი მედო და ტროტილთან ვძმაკაცობდი" 14. "რა საშინელი სიცივეა გარეთ. სიამოვნებით გავსვამდი დედათქვენის რომელიმე ნათესავს" 15. "ერთი არ მოგწონებია... ბანკში სახლის მეორედ ჩადება მომიწია, ეგ რომ მეყიდა. იცოდე, ერთი თვე არ გაჭმევ" 16. "- ლუი ვინმემ ჩვენს მანქანაში ხუთასი ათასი თუ შემოგთავაზა, უარი არ უთხრა - კი მაგრამ მამა შენ ხომ გიყვარს ჩვენი მანქანა? - სიყვარულით მე დედაშენიც მიყვარს, მაგრამ ხუთასი ათასად?!" 17. "რაო? ლუი დაიკარგა? ყველა საკონდიტრო გაჩხრიკეთ ოცი კილომეტრის რადიუსში!" 18. "- ლუი, პატარა რომ ვიყავი და მამას ვეხმარებოდი, ფანრები არ გვქონდა. შუქიც კი არ იყო, სარკეს ვიჭერდი, რომ მზის სხივი ამერეკლა და მამაჩემს ისე ვუნათებდი. - ეგ როდის? გამოქვაბულების მოხატვით რომ იყავით გართული? - გავიგონე, ლუი!" 19. "ლუი ომში ცამეტჯერ მესროლეს, თან სულ თავში! წყალს რომ ვსვამ, თავი სარწყავი მგონია!" 20. ''დღეს დიდი დღეა გარაჟის ღებვის დღე ეწოდება.” ამ მულტფილმივით პოზოტოური და ბედნიერი დღე თქვენ 🎉 პოსტის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო #კინომანი #ლუი #მულტფილმები #ანდერსონი #ბავშვობა #ანიმაცია #საყვარელი#ახალიამბები #ხელოვნება
139 reads
“ლუი, რატომ კოჭლობ? გუნდა მოგხვდა ყურში?”
3 დეტექტივის ჟანრის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო!
ზოდიაქო/Zodiac ________ ფილმი რეალური მასალების მიხედვითაა გადაღებული. დეტექტივები სერიულ მკვლელს ეძებენ, რომელიც დანაშაულს სან-ფრანცისკოში ჩადიოდა. საქმეში ოთხი პოლიციელი ერთვება, რომლებიც მინიშნებებს მიჰყვებიან. "ზოდიაქო" 2007 წლის ფილმია. ნომერი 23/The Number 23 ________ უოლტერ სპეროუ ცხოველთა კონტროლის ოფიცერია, რომელმაც ნოველის, "ნომერი 23-ის" კითხვა დაიწყო. წიგნის ცოლმა ურჩია. კითხვისას უოლტერი ხვდება, რომ ნოველის შინაარსი მის ცხოვრებას ძალიან ჰგავს, მომავლის შესაცვლელად კი მან წიგნის მთავარი საიდომლო უნდა ამოხსნას. სწორედ ამიტომ ის ისეთ საზარელ მკვლელობას ჩადის, როგორიც ნოველის გმირმა ჩაიდინა. უოლტერის როლს ჯიმ ქერი ასრულებს, ფილმი ეკრანებზე 2007 წელს გამოჩნდა. ტრანსი/Trance ________ "ტრანსი" დრამა, დეტექტივი და ამავდროულად კრიმინალური ჟანრის ფილმია, რომლის მთავარი გმირი, საიმონი, აუქციონის სახლის თანამშრომელია და ხელოვნების ფასდაუდებელ ნიმუშს საიმედო ადგილზე გადამალავს, რათა ქურდებისგან დაიცვას, თუმცა უპრეცედენტო რამ ხდება, საიმონს ამნეზია ემართება და გადამალული ნივთის ადგილსამყოფელს ვეღარ იხსენებს. "ტრანსი" ეკრანებზე 2013 წელს გამოვიდა.
53 reads
3 დეტექტივის ჟანრის ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო!
რამე კარგი ჰორორი
“რამე კარგი საშინელებათა ფილმი მირჩიეთ” ანუ ახალ რუბრიკას ვამატებთ 🔮 #ჩვენგირჩევთ #კინომანიაგირჩევთ მოკლედ, ასეთი ამბავია, გადავწყვიტეთ დაუკითხავად გირჩიოთ კარგი ღამისა და ძრწოლვის მომტანი ძლიერი საშინელებათა ფილმები. ეს პოსტი სუსტი გულის კინომანებისთვის ნაკლებადაა. #კაიჰორორი #საშინელებათაფილმი რატომ უნდა ვენდოთ კინომანიას? იმიტომ, რომ ჩვენთან მთელი რუდუნებით არჩევენ ფილმებს თქვენთვის 🌌 სპოილერების გარეშე წარგიდგენთ, დაგაინტერესებთ, დაგაინტრიგებთ და ბოლოს თქვენთან ერთად გავარჩევთ თქვენს აწ უკვე ახალ საყვარელ ფილმს 😌 რითი დავიწყოთ? დასაწყისისთვის საშინელებათა ჟანრი ავირჩიე, შევეცდები შედარებით ხარისხიანი, საინტერესო და შინაარსიანი ჰორორები შემოგთავაზოთ. ასტრალი - Insidious (2010) ეს ის ჟანრია, სახლში რომ საეჭვო რამეები ხდება, მერე ექსტრასენსობაზე პრეტენზიაგამოცხადებულ ადამიანებს მოიყვანენ და არის ერთი გაოცება და აღშფოთება განახვავება ისაა, რომ ეს ფილმი მეტად დახვეწილია თავისი შინაარსით და სხვა “უცნაური სახლის ამბებს” ნაკლებად ჰგავს. მოკლედ, ასტრალი ერთი ოჯახის შემზარავ ამბავს მოგვითხრობს, რომელთა სახლსაც ბნელი ძალები დაეპატრონენ. ვაჟის გადასარჩენად და მოჩვენებებისგან დასაცავად მამა ყველაფრისთვის მზადაა. Imdb რეიტინგი - 6.8 პ.ს. ქართული გახმოვანებით არ ნახოთ, გარდა დაბალი ხარისხისა, ბავშვმა რომ მოულოდნელად კაცის ხმით დაიწყო ლაპარაკი, ჰორორიც იყო და ჰორორიც (ორიგინალში მსგავსი არაფერი ფისქსირდება) 😅 The thing (1982) საშინელებათა ფილმია კლასიკა, სავარაუდოდ ამით უნდა დამეწყო სტატია, მაგრამ მოდი ქრონოლოგიას დავანებოთ დროებით, ის ფილმი მათთვისაა, ვისაც ძველი ჰორორები უყვარს და თან “გამოხტომაზე” მეტად კარგ შინაარსს აფასებს. Imdb რეიტინგი - 8.1 Eden lake - ედენის ტბა (2008) “ჯენი და სტივი რომანტიკული დღეების გასატარებლად ედენის ტბის სანაპიროსკენ მიდიან. მათ დაქორწინება აქვთ გადაწყვეტილი. ოცნებობენ, რომ დიდი ხანი ბედნიერად იცხოვრონ და ერთ დღეს გარდაიცვალონ. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რომ სიკვდილის დღე ასე ახლოსაა. აგრესიული მოზარდები ტყეში დაწრწიან თავგადასავლების ძებნაში, რომლებიც შემთხვევით გადააწყდებიან შეყვარებულების ადგილსამყოფელს.” ეს ფილმი ძალიან ადრე რომელიღაც ქართულ არხზე ვნახე გვიან ღამით და გავწყდი ნერვიულობით 🙄 ჰორორთან ერთად, ბევრი სისხლიანი სცენა და შემზარავი ამბავია ასეთივე დასასრულით. Imdb რეიტინგი - 6.8 The Shining - ნათება (1980) ამის გარეშე საშინელებათა ჟანრი ძალიან დაჩაგრული იქნებოდა და ამითვე დავასრულებ, ცოტა დროში არეული სია კი გამოვიდა, მაგრამ აირჩევა ერთი ფილმი საშიში ღამისთვის “ნათებას” წარდგენა არ სჭირდება, სტივენ კინგის, ჯეკ ნიკოლსონისა და კუბრიკის ერთობლივი შედევრი ყველა დროის საუკეთესო ჰორორია ყოველთვის Imdb რეიტინგი - 8.4 ბევრი ადრენალინი და საშიში ღამე მისურვია. ადიოს და შემდეგ პოსტამდე! ბლოგის ავტორი - მარიამ თოფურია / მომო#კინო #ჰორორი #კინოხელოვნება #კინომატოგრაფია #კინოინდუსტრია #კინორეჟისორი #კუბრიკი #ფილმი #საშინელებათა #რჩევა #რასვუყურო
150 reads
რამე კარგი ჰორორი
ალფრედ ჰიჩკოკისა და ფრანსუა ტრიუფის შეხვედრა 1962 წელს
1962 წელს ალფრედ ჰიჩკოკი და ფრანსუა ტრიუფო უნივერსალის სტუდიაში კინოზე სასაუბროთ შეიკრიბნენ, მათი საუბარი კინოზე 1 კვირა გაგრძელდა ორი გენიოსის შეხვედრაზე წიგნიც დაიწერა და შემდეგ ფილმის გადაღებაც გადაწყვიტეს ფილმი 2015 წელს დაანონსდა და გამოვიდა ნამდვილი კინომანებისთვის, ორი უიშვიათესი გენიოსის შეხვედრა და დოკუმენტური ფილმი გვაქვს დღეს. სტატიის ავტორი: მარიამ თოფურია / მომო#გირჩევთ #კინოსლეგენდები#ხელოვნება #კინო #კინორეჟისორი #კინოთმცოდმე #რეჟისორი #რეჟისურა #ფილმი #დოკუმენტური #რასვუყურო #რასვუყუროთ #კინომანი #ჰიჩკოკი #ახალიამბები #ძველი #შეხვედრა
59 reads
ალფრედ ჰიჩკოკისა და ფრანსუა ტრიუფის შეხვედრა 1962 წელს
3 ფილმი რომელიც გონებას ანვითარებს. აუცილებლად უნდა ნახოთ
კეი-პაქსი უცხოპლანეტელი კეი–პაქსიდან უვბად ჩნდება ცოცხალ სადგურზე. შეხედულებით ჩვეულებრივი მამაკაცი შავი სათვალით, მზვერავის ღიმილით, ზუსტად ეს ღიმილი გამოარჩევს მას იმ ადგილას მყოფი სხვა ადამიანებისგან. მალევე ირკვევა რომ მას ჰქვია პროტი და ის მოგზაურობს ენერგიის საშუალებით, რაც მზის სხივშია. არ არის გასაკვირი, რომ ნიუ–იორკში ის სტუმრობს ფსიქიატრიულ კლინიკას ბრწყინვალე გონების მუდმივი ნათება როგორც იქნა შეიქმნა მანქანა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი მოგონებებისგან განვთავისუფლდეთ! ჯოელმა და კლემენტინამ გადაწყვიტეს ერთმანეთი თავიდან ამოიგდონ, მაგრამ ჯოელის მახსოვრობაში ჯერ კიდევ ცოცხლობს მათი გრძნობის ყველაზე ნაზი მომენტები. რაც უფრო ცოტა ახსოვს, მით უფრო უყვარს... როდესაც მიხვდება, რომ უბრალოდ აღმერთებს კლემენტინას, ჯოელი სცდილობს ნებისმიერი ხერხით დაუბრუნოს საყვარელ ქალს წარსულის მოგონებები. სანამ ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი... მან უნდა აჯობოს დაპროგრამებულ ტვინს ნებისმიერ შემთხვევაში! მკვდარი კაცი ჯოში – პასუხისმგებელი ახალგაზრდაა, რომელსაც ვნებიანად სწყურია ცოდნა და სერიოზული სწავლა აქვს დაგეგმილი. კუპერი – ნამდვილი უსაქმურია, რომელიც გიჟდება ოინებზე და რომელიც კოლეჯს როგორც გასართობ მოედანს უყურებს. კუპერის ზეგავლენის ქვეშ მშრომელი ჯოში სწავლას ანებებს თავს და მთელ თავის დროს გოგონებს და სასმელს უთმობს. ერთ მშვენიერ დღეს მეგობრები მიხვდებიან, რომ ისინი ორივე გამოუსწორებელი ოროსნები არიან და მათ გარიცხვა ემუქრებათ.
55 reads
3 ფილმი რომელიც გონებას ანვითარებს. აუცილებლად უნდა ნახოთ
3 ფაქტი, რომელიც ფილმ "მებრძოლთა კლუბის" შესახებ არ იცოდით
1 ფილმის დასაწყისში, ტრადიციული გაფრთხილების შემდეგ, კიდევ ერთი გაფრთხილება ჩნდება სულ რაღაც ერთი წამით, რომლის წაკითხვაც ფილმის გაჩერების გარეშე შეუძლებელია "თუ ახლა ამას კითხულობ, ეს გაფრთხილება შენთვისაა. ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ უაზრო პოსტერზე კითხულობ, შენი ცხოვრები მომდევნო წამია. რა, სხვა საქმე არაფერი გაქვს? შენი ცხოვრება მართლა იმდენად ცარიელია, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრე დროის გასატარებლად? იქნებ იმდენად ხარ ხელისუფლებით აღფრთოვანებული, რომ შენს ნდობასა და პატივისცემას უდასტურებ ყველას, ვინც ამას ითხოვს? ნამდვილად კითხულობ ყველაფერს რასაც წესით უნდა კითხულობდე? ნამდვილად ფიქრობ ყველაფერს, რასაც წესით უნდა ფიქრობდე? ყიდულობ იმას, რაზეც გეუბნებიან რომ უნდა გინდოდეს? კარგი რა, დროზე გაეტიე შენი სახლიდან. შეხვდი საპირისპირო სქესის წარმომადგენელს. შეწყვიტე გადამეტებული მასტურბაცია და შოპინგი. თავი დაანებე სამსახურს და დაიწყე ბრძოლა. დაამტკიცე, რომ ცოცხალი ხარ. თუ თავად არ გამოცდი შენს ადამიანურობას, საშუალო სტატისტიკურად იქცევი. მე შენ გაგაფრთხილე... ტაილერი". 2.ბრედ პიტი ცდილობდა დაერწმუნებინა მშობლები, რომ ფილმი არ ენახათ, მაგრამ ისინი გაუძალიანდნენ, თუმცა ამ სცენის ნახვის შემდეგ მიხვდნენ, რომ შეცდნენ 3.ბრედ პიტმა და ჰელენა ბონემ კარტერმა სამი დღე მოანდომეს უხილავი სექსის სცენების ორგაზმის ხმების ჩაწერას
108 reads
3 ფაქტი, რომელიც ფილმ "მებრძოლთა კლუბის" შესახებ არ იცოდით
3 გენიალური ფილმი,ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის!
Breaking the waves/ ტალღების გაპობა ლარს ვონ ტრიერის პირველი ინგლისურენოვანი ფილმი. ბესის ღმერთი უყვარს, ხშირად ლაპარაკობს მასთან, მაგრამ მხოლოდ სხვა ადამიანის სახეში შეიძლება მისი ნამდვილი სახის ხილვა. ადამიანური ტრაგედია, დრამა, დანაშაულის გრძნობა, რწმენა, თავგანწირვა და ადამიანური ბრძოლები – აი, ეს არის ღმერთი. I stand alone/ მარტო ყველას წინააღმდეგ იზოლაცია, უარყოფა, უმუშევრობა.. ფილმი ყასაბზე, რომელსაც არ აქვს სახელი. იგი პატარა იყო როცა დაობლდა, მასზე სექსუალურად ძალადობდა მღვდელი…მას არ ჰქონდა საშუალება ესწავლა ამიტომაც აირჩია ასეთი პროფესია. იგი ქალიშილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც დედამ მხოლოდ იმიტომ მიატოვა, რომ ბიჭი არ იყო… ფილმი მძიმეა..განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც არ სურს ნამდვილი ცხოვრებისთვის თვალის გასწორება, ამიტომაც კულმინაციის მომენტში გაფრთხილებთ კიდეც, რომ შეგიძლიათ შეწყვიტოთ ყურება. გაქცევა შოუშენკიდან/Shawshank redemption ფილმი, რომელიც იმაზე უკეთესს გხდის, ვიდრე ხარ. იცხოვრე, ან მოკვდი! რას ნიშნავს გიყვარდეს და გინდოდეს სიცოცხლე, რას ნიშნავს იყო თავისუფალი ციხეშიც, რას ნიშნავს შინაგანი თავისუფლება.. ეს არის ფილმი ნამდვილ თავისუფლებაზე. სამუელ ნორტონს ფროიდის იდეებიც ბლომად აქვს ფილმში – თავდაცვითი მექანიზმების წყალობით რეალობის სხვანაირად აღქმა.. ყველაფერი დამოკიდებულებებია! მხოლოდ და მხოლოდ გარემოსთან ადაპტაციის და სიტუაციასთან მორგებით თუ მოახერხებ გადარჩე, იცხოვრო და თავი დააღწიო ციხეს. ფილმში უამრავი საინტერესო ტიპაჟი შეგხვდებათ, ძალიან ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური პორტრეტებით.
96 reads
3 გენიალური ფილმი,ფსიქოლოგიით დაინტერესებულთათვის!
ტოპ 3 ფილმი პანდემიაზე, რომელიც უნდა ნახო!
უკვე გაიგებდით, რომ ახალი კორონავირუსი მსოფლიოს მოედო და ჩინეთის ქალაქ უხანში დაწყებული ეპიდემია ახლა 160-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და პანდემიური საფრთხეც კი მიიღო. თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფი მოსახლეობა გართობასა და დროის გაყვანას პაზლების აწყობით, წიგნების კითხვითა და ახალ-ახალი ექსპერიმენტებით ცდილობს, თუმცა გართობის კიდევ ერთი საოცარი საშუალება უნდა გაგანდოთ. კარგად მოკალათდით, პოპკორნი მოიმარაგეთ და ეპიდემიაზე საუკეთესო ფილმების სანახავად მოემზადეთ. მსოფლიოში ვირუსზე, კარანტინსა თუ ეპიდემიაზე მართლაც რომ ათასობით ფილმი გადაუღიათ, თუმცა საუკეთესო მათგან სულ რამდენიმეა. გთავაზობთ 5 ფილმს ეპიდემიაზე, რომელიც თითიზოლაციაში ან კარანტინში ყოფნისას აუცილებლად უნდა ნახოთ. ინფიცირება ხუთეულის პირველი ადგილი დაუფიქრებლად ფილმ „ინფიცირებას“ CONTAGION-ს უნდა დავუთმოთ. კინოინდუსტრიის ისტორიაში ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე რეალური სიუჟეტის მქონე ფილმია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება და ამოუცნობი ტიპის ვირუსი, გრიპის სიმპტომებით, მალე აინფიცირებს ჯერ ამერიკის მოსახლეობას, შემდეგ კი მსოფლიოს. სამედიცინო საზოგადოება ვირუსით გამოწვეული პანიკის შემცირებას ცდილობს, თუმცა ვაქცინის გამოგონებამდე ყველაფერი უსაფუძვლოა, პანდემიას ათასობით ადამიანი ეწირება, პანიკა კი ნელ-ნელა უფრო იზრდება. მოვლენა რა ემართება ადამიანს მაშინ, როდესაც მის ტვინში ვირუსი აღწევს? ფილმი „მოვლენა“ The Happening ამერიკაში დატრიალებულ მორიგ ტრაგედიაზეა, ნიუ-იორკში, "ცენტრალ პარკში" დაწყებული ქაოსი წამის მეასედებში მსოფლიო საფრთხედ იქცევა. ამოუცნობი ვირუსი ადამიანის ტვინში აღწევს და თავის მოკვლისკენ უბიძგებს მას. ბუნების მასწავლებელი, მისი მეუღლე და პატარა გოგონა ვირუსთან გამკლავებას ცდილობენ, თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივია... აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის რომანის მიხედვითაა შექმნილი. მსოფლიო ომი Z მსოფლიო ომი ბრედ პიტთად ერთად სრულიად სხვანაირი ყოფილა. ეპიდემიაზე გადაღებული მორიგი, საინტერესო და გამორჩეული ფილმი ჩვენი სიის მესამე საპატიო ადგილს იკავებს. „მსოფლიო ომი Z” World War Z იმ ფილმთა სიაშია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ. გაეროს წარმომადგენელი ჯერი ლეინი მოულოდნელად ახალი საფრთხის წინაშე დადგება და ამერიკის ფედერალური ბიურო ჯერის დახმარებით ანტივირუსის მოძებნას იწყებს. ეპიდემია მსოფლიოს იპყრობს, ჯერიმ კი სამყარო აღსასრულისგან უნდა იხსნას, რაც დამეთანხმებით, რომ მარტივი არ არის.
65 reads
ტოპ 3 ფილმი პანდემიაზე, რომელიც უნდა ნახო!
3 უცნობი ფაქტი საყვარელი ფილმების შესახებ!
მოდით დავფიქრდეთ, მაინც რის გამო გვიყვარს კინო? რათქმაუნდა, რეჟისორების და სცენარისტების ფანტაზიისა და გამონაგონების გამო. წარმოგიდგენთ საინტერესო, მაგრამ ნაკლებადცნობილ ფაქტებს ცნობილი ფილმების შესახებ. /უკან მომავალში/ სულ პირველ ვარიანტში ფილმისა "უკან, მომავალში" დროის მანქანის გაკეთებას ფიქრობდნენ მაცივრისაგან. /მატრიცა/ ფილმში "მატრიცა" ნეოს როლის შემსრულებლად მიწვეული იყო უილ სმიტი, მაგრამ მან უარი თქვა როლზე, არჩია რა ფილმში"ველური, ველური დასავლეთი" მონაწილეობა. /კარიბის ზღვის მეკობრეები/ რობერტ დე ნირომ უარი თქვა ჯეკი ბეღურას როლზე ფილმში "კარიბის ზღვის მეკობრეები", რადგან თვლიდა, რომ ფილმს უეჭველად კრახი ელოდა.
161 reads
3 უცნობი ფაქტი საყვარელი ფილმების შესახებ!
ახალი ქართული ფილმი
171 reads
ახალი ქართული ფილმი
მძიმე კადრი ტიფლისიდან!
70 reads
მძიმე კადრი ტიფლისიდან!
ახალი ფილმი ნაწილიI
63 reads
ახალი ფილმი ნაწილიI