19
Followers
5
Following
66
Posts
176
Mth. views
Cover photo
Latest
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, აპირებს ხელი მოაწეროს განკარგულებას, რომლის მიხედვით ქვეყანაში ჩინური აპლიკაცია TikTok აიკრძალება. ის ამ გადაწყვეტილებას პირადი ინფორმაციის დაცვის სურვილით ხსნის. "რაც შეეხება TikTok-ს, ჩვენ მას ვკრძალავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში... დოკუმენტს ხელს ხვალ მოვაწერ", — უთხრა ჟურნალისტებს ტრამპმა გუშინ, 31 ივლისს. TikTok-ის აკრძალვა ტრამპის ადმინისტრაციის საბოლოო ნაბიჯი იქნება გლობალური ტექნოლოგიების კუთხით ჩინეთის გავლენების შეზღუდვის მიმართულებით. TikTok მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა. ბოლო მონაცემებით, ის 2 მილიარდზე მეტჯერ ჩამოტვირთეს, კონკრეტულად აშშ-ში კი 165 მილიონჯერ. აპლიკაცია კომპანია ByteDance-მა შექმნა და ის ჩინეთში პოპულარული აპის ანალოგია. ამერიკაში TikTok-ის მიმართ კითხვის ნიშნები იყო პირადი ინფორმაციის დაუცველობის კუთხით, რადგან მიიჩნევა, რომ მომხმარებლების მონაცემები ჩინეთში იგზავნება. თავად კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ამერიკელი მომხმარებლების პირადი ინფორმაცია ინახება სერვერებზე უშუალოდ ამერიკაში და სინგაპურში, თუმცა არა ჩინეთში. TikTok სნეპჩეტისა და ინსტაგრამის მსგავსი ვიდეო-გაზიარების აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, საკუთარ პროფილზე განათავსოს 15 წამიდან 1 წუთამდე ხანგრძლივობის მოკლე ვიდეო, რომელსაც, როგორც წესი, მუსიკა ან ფილმის ამოჭრილი აუდიო ჩანაწერი ერთვის. ვიდეოები შეგიძლიათ "მოიწონოთ", მოძებნოთ ჰეშტეგებით და გაუზიაროთ სხვებს. რადგან TikTok-ის მფლობელი კომპანია, ByteDance, ჩინეთშია დაფუძნებული, არსებობს შიში, რომ ის მომხმარებელთა მონაცემებს, შესაძლოა, ჩინურ მთავრობას აწვდიდეს. ეს შეიძლება ხდებოდეს გამიზნულად, მონაცემების მოთხოვნით ან უნებლიეთ — სამეთვალყურეო პროგრამის საშუალებით. წყარო: ON.GE, IMEDINEWS #ტექნოლოგიები #ტექნოლოგიები #ტიკტოკი
48 reads
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში TikTok-ის აკრძალვის განკარგულებას ხელს დღეს მოაწერს
ფლორიდელმა თინეიჯერმა ტვიტერის 130-მდე ანგარიში გატეხა
17 წლის ფლორიდელმა გრეჰემ კლარკლმა, Twitter-ის დაახლოებით 130-მდე ანგარიში გატეხა, მათ შორის არიან: ბარაკ ობამა, ჯო ბაიდენი, ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და Apple-ი. მისი ასაკის მიუხედავად აშშ-ს ხელისუფლება აპირებს რომ ის როგორც ზრდასრული ისე განსაჯოს. წყარო: GEMUG.GE#ახალიამბები #ტექნოლოგიები #ტვიტერი
71 reads
ფლორიდელმა თინეიჯერმა ტვიტერის 130-მდე ანგარიში გატეხა
კიბერშეტევა Valorant-სა და Discord-ზე
დაახლოებით შუაღამით, Discord-ის მომხმარებლებმა შეამჩნიეს, რომ პოპულარული "მესენჯერი" მთელს მსოფლიოში გაითიშა, რამდენიმე წუთში კი ცნობილი გახდა პრობლემის რეალური მასშტაბები. როგორც აღმოჩნდა Cloudflare-ის სერვერებმა შეწყვიტეს მუშაობა, მათზე დაყრდნობით კი ინტერნეტ სივრცის საკმაოდ ბევრი სერვისი მუშაობს, მათ შორის Windows Central, Gematsu, GitLab, Zendesk, Medium და 4pda საიტები. მომხმარებლებს მათი ჩატვირთვის საშუალება არ ეძლეოდათ. ზოგიერთი ისეთი თამაში, როგორიცაა League of Legends, Valorant და Dauntless ასევე დაზიანდა. ამჟამად კრიზისმა უკვე ჩიარა - საიტები იტვირთებიან, მომხმარებლებს თამაშებში შესვლაც შეუძლიათ და Discord-იც "აღსდგა", მაგრამ ახლო მომავალში სიტუაცია შეიძლება განმეორდეს. საერთო გათიშვის მთლიანი დრო დაახლოებით 20-30 წუთი გახლდათ. წყარო: egaming.ge#ახალიამბები #ტექნოლოგიები
57 reads
კიბერშეტევა Valorant-სა და Discord-ზე
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული
როგორც კოდში ჩანს, საიტის ქვედა ნაწილში 4 დამალული პორნო-ბმულია. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანია GG Data-ს დამფუძნებელმა, გიორგი ნაკაიძემ გაავრცელა. სავარაუდოდ, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის ინფრასტრუქტურის ნაწილი გატეხილია. ასეთ ბმულებს ე.წ. სპამ-ბოტები ათავსებენ ისეთ საიტებზე, რომლის გატეხვასაც მოახერხებენ. როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი დაჰაკულია და ამას საძიებო სისტემისთვის აკეთებენ. ბმული მომხმარებელთან არ ჩანს, თუმცა მას Google აღიქვამს და მიიჩნევს, რომ ის გალინკული ვებგვერდი "წონიანია", რადგან ამ საიტზე არის მისი ბმულები. მიუხედავად იმისა, რომ ბმულები მომხმარებლისთვის პირდაპირი გზით უხილავია, ის ჩანს საიტის HTML-კოდის ნახვის შემთხვევაში (ე.წ. View Source ფუნქცია). ასეთი გზით, სპამ-ბოტები აკეთებენ სიმულაციას, თითქოს დაინფიცირებული საიტი საკუთარი ნებით ათავსებს ბოროტმოქმედის ბმულს, რაც მათი საიტების საძიებო სისტემებში წინ წაწევას ემსახურება. Web Archive-ის შემონახული მონაცემების მიხედვით, ეს ბმულები უზენაესი სასამართლოს საიტზე 1-ლი ივნისიდან ფიქსირდება. ბმულებთან დაკავშირებით On.ge უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა. როგორც სასამართლოს პრესსამსახურში განაცხადეს, კოდში პორნობმულების გალინკვასთან დაკავშირებით IT სამსახურს უკვე შეატყობინებენ და საკითხს შეისწვალიან. მათივე თქმით, ვებგვერდი გატეხილი არაა და ის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.#newsწყარო: ON.ge & George Nakaidze#ახალიამბები #ტექნოლოგიები
133 reads
უზენაესი სასამართლოს ვებგვერდის კოდში პორნოსაიტებია გალინკული
ჰაკერმა რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის საიტი გატეხა ვიდეო მიმართვა გაავრცელა!
“ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ვაგრძელებთ სისტემასთან ბრძოლას” ამ სიტყვებით დაამთავრა ჰაკერმა ვიდეო მიმართვა. მათ გათიშეს საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი და დატოვეს meta აღწერაში – Happy birthday R10. H4ck3d By Gr1zzly Fr0m 4llien's. იხილეთ ვიდეო მიმართვა #news
645 reads
ჰაკერმა რომელმაც საქართველოს უნივერსიტეტის საიტი გატეხა ვიდეო მიმართვა გაავრცელა!
საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი გატყდა
ახლახანს საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი გატეხეს. როგორც ცნობილია ჰაკერებმა საიტზე შესაღწევად სერვერები გატეხეს. ჯერჯერობით ვებსაიტი გათიშულია. უცნობია თუ რა წაიღეს საქართველოს უნივერსიტეტის საიტიდან ჰაკერებმა. ყველაფერია მოსალოდნელი - ამ საიტზე სტუდენტების პირადი ინფორმაცია ინახებოდა##ახალიამბები ##ტექნოლოგიები
240 reads
საქართველოს უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი გატყდა
ჩინელი პოლიციელების სათვალეები სახის ამოცნობის სისტემით
credit: BRAIN STORM#ახალიამბები #ტექნოლოგიები
92 reads
ჩინელი პოლიციელების სათვალეები სახის ამოცნობის სისტემით
ყალბი სატელეფონო ზარი – რა არის ვიშინგი და როგორ ამოვიცნოთ ის?
ვიშინგი სატელეფონო თაღლითობის მეთოდია, როდესაც მომხმარებლის ელექტრონულ მოწყობილობაზე ხმოვანი შეტყობინების განხორციელების მიზანი მომხმარებელზე მანიპულირება და მისგან სასურველი ინფორმაციის გამოძალვაა. კიბერკრიმინალები პოტენციურ მსხვერპლს ტელეფონზე უკავშირდებიან, ვითომდა ბანკიდან ან სხვა რაიმე ავტორიტეტული ორგანიზაციიდან და აცნობებენ, რომ მის საბანკო ანგარიშზე განხორციელდა კიბერშეტევა და დაფიქსირებულია არაავტორიზებული ტრანზაქციის შესრულების მცდელობა. კიბერთაღლითობის ერთერთი მიზანი შესაძლოა კორპორატიულ ქსელზე წვდომის მოპოვება იყოს. როგორ ამოვიცნოთ ვიშინგი? კიბერკრიმინალები ზოგადი ხასიათის საუბრით შემოიფარგლებიან, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ თქვენი სახელი და გვარი იცოდნენ; კიბერკრიმინალები მსხვერპლისთვის დაუყოვნებელი მოქმედების საჭიროების განცდის შექმნას ცდილობენ. ამის მიზეზად კი ვითომდა თქვენს საბანკო ანგარიშთან ან მისაღებ ამანათთან დაკავშირებულ პრობლებემს ასახელებენ, რაც რა თქმა უნდა სიმართლეს არ შეესაბამება; კიბერკრიმინალები ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის წარმომადგენლებად ასაღებენ თავს, როგორიცაა ბანკები, სატელეკომუნიკაციო ან ტექნოლოგიური კომპანიები და ა.შ.; კიბერკრიმინალები, როგორც წესი, თქვენზე მხოლოდ იმ ინფორმაციას ფლობენ, რაც თქვენვე გახადეთ საჯაროდ ხელმისაწვდომი, სოციალურ ქსელებში ან რომელიმე სხვა საჯარო პლატფორმაზე. კლასიკური ფიშინგისგან განსხვავებით, ვიშინგის დროს, პირველ ეტაპზე ჰაკერი ვითომდა ეხმარება მსხვერპლს პრობლემის „მოგვარებაში“, რაც ამ უკანასკნელის მხრიდან არ საჭიროებს არანაირი ინფორმაციის გაცემას. მეორე ეტაპზე კი, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მსხვერპლი უკვე „სანდო“ ადამიანთან აგზავნის მონაცემებს, რადგან საეჭვოდ აღარ გამოიყურება – ამ ადამიანმა ხომ სერიოზული პრობლემა მომაგვარებინა, ფიქრობს მომხმარებლების უმრავლესობა. რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ ვიშინგის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ დააზუსტოთ ტელეფონზე მოსაუბრე პირის ვინაობა. დაინტერესდით, იცის თუ არა თქვენი სახელი და გვარი; ერიდეთ პერსონალური ინფორმაციის გაცემას უცხო პირებზე; ელექტრონულ მოწყობილობაში არ განახორციელოთ კონფიგურაციის ცვლილებები, არ გადახვიდეთ გაურკვეველ ბმულებზე, რაც შეიძლება ტელეფონზე მოსაუბრე პირმა მოითხოვოს. მომხდარის შესახებ მოახსენეთ შესაბამის ორგანოებს: სატელეფონო ზარის შემოსვლის ზუსტი დრო; მობილური ტელეფონის ნომერი, საიდანაც ზარი შემოვიდა; საეჭვო პირის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც მისი იდენტიფიცირებისთვის შეიძლება გამოდგეს; ისაუბრეთ ყველა იმ ქმედებაზე, რომელთა განხორციელესაც თქვენგან კიბერკრიმინალი მოითხოვდა. ზოგადი რჩევები განსაკუთრებული საჭიროების არარსებობის შემთხვევაში, არ გაასაჯაროოთ ისეთი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ასე შემდეგ. შეზღუდეთ თქვენს მიერ სოციალურ ქსელებზე განთავსებული ინფორმაციის რაოდენობა. მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ Europol-ის მასალებზე დაყრდნობით.
92 reads
ყალბი სატელეფონო ზარი – რა არის ვიშინგი და როგორ ამოვიცნოთ ის?
ინდური IT კომპანია ჰაკერულ საქმიანობას პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ინვესტორების წინააღმდეგ ეწეოდა
ტორონტოს უნივერისტეტის Citizen Lab-ის უსაფრთხოების მკვლევარებმა ინდური IT კომპანია BellTroX InfoTech ჰაკერულ საქმიანობაში ამხილეს. როგორც ირკვევა აღნიშნული IT კომპანია ჰაკერულ საქმიანობას Dark Basin-ის სახელით აწარმოებდა და ანაზღაურების სანაცვლოდ კომერციულ კიბერშპიონაჟს ეწეოდა პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, ინვესტორების, ბანკირების, კომპანიების მმართველების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სხვა პირთა წინააღმდეგ (ე.წ. hackers-for-hire სერვისი). Citizen Lab-ის სპეციალისტებმა კვლევა 2017 წელს ჟურნალისტის მიმართვის საფუძველზე დაიწყეს, რომელსაც ჰაკერებმა ე.წ. URL shortener-ის მეშვეობითა და ფიშინგის გამოყენებით გარკვეული მონაცემები მოპარეს. შემოკლებული ლინკის თვისებაა გენერირებისას shortcode-ების გამოყენება, რომლის გამოთვლაც შესაძლებელია. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევარებმა დამატებით 28 000 მსხვერპლის მონაცემებს მიაგნეს. ყურადღების ღირსია ის ფაქტი, რომ BellTroX-ის მფლობელი სამიტ გუპტა 2015 წელს "hackers-for-hire" სერვისის სქემაში მონაწილებისთვის იყო ბრალდებული. Citizen Lab-მა ასეულობით მომხმარებელს შეატყობინა, რომ ისინი ჰაკერული შეტევის მსხვერპლნი იყვნენ. მათ ასევე მიმართეს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტს. მიმდინარეობს დამატებითი მოკვლევა. პარალელურად Dark Basin-ის საქმიანობის შესახებ კიბერუსაფრთხოების კომპანია NortonLifeLock ცალკე აწარმოებს გამოძიებას სახელწოდებით "Mercenary Amanda". წყარო: CyberHouse news
68 reads
ინდური IT კომპანია ჰაკერულ საქმიანობას პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და ინვესტორების წინააღმდეგ ეწეოდა
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymousმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა
Anonymousის წევრი ამ ვიდეოში საუბრობს მინეაპოლისის პოლიციის დეპარტამენტის შესახებ. მათ ეს განცხადება სულ ახლახანს გაავრცელეს. იხილეთ ვიდეო:
134 reads
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymousმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა
Facebook გვითვალთვალებს? გაუთვალისწინებელი ექსპერიმენტი
როგორც იცით გავრცელებულია ინფორმაცია რომ Facebook, WhatsApp და Instagram ყველა ჩვენგანის პირად შეტყობინებებს უთვალთვალებს. გაუთვალისწინებლად მივიღე ესეთი ექსპერიმენტი რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ. ვიყენებ Wordpress ჩემი საიტისთვისაც და ხშირად მიწევს საუბარი სწორედ ამ ძრავის გარშემო მესენჯერ ჩათებში. მეგობარმა Wordpress ისთვის მირჩია თემა. ცოტახნით ვილაპარაკეთ კიდეც ამაზე. კი ერთი შეხედვით არაფერი. მოგვიანებით Facebook ზე სქროლვისას მივიღე ესეთი რეკლამა: ჩათში სწორედ ამ თემაზე ვლაპარაკობდით. სახელი ემთხვევა, ოფიციალური გვერდის რეკლამაც ემთხვევა ზუსტად ამ თემაზე. პატარა ექსპერიმენტი იყო, იმის დასამტკიცებლად რომ ისინი ნამდვილად ისმენენ ჩვენს შეტყობინებებს უფრო მეტი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება მაგრამ მე წარმოგიდგინეთ გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი ექსპერიმენტი და შემდეგ გადავწყვიტე ამაზე დამეწერა. დანარჩენი თქვენთვის მომინდია. მე უბრალოდ გეტყვით რომ არ უნდა ენდოთ Facebook, Messenger, Instagram და WhatsAppს. ისინი გვისმენენ... ##news
123 reads
Facebook გვითვალთვალებს? გაუთვალისწინებელი ექსპერიმენტი
ობიექტივის ოფიციალური საიტი მეორედ გატყდა
როგორც იცით აღნიშნული საიტი პირველად თეთრქუდიანმა ჰაკერმა @lienმა გატეხა და შეცდომებზეც მიასწავლა საიტის ადმინისტრაციას. მას შემდეგ საიტზე სხვა ჰაკერიც გამოჩნდა მეტსახელად N3M0. რთული გასაგებია რის მიღწევას ცდილობს თუმცა ფაქტია რომ ობიექტივის ოფიციალური საიტი მეორედ გატყდა... ##news
150 reads
ობიექტივის ოფიციალური საიტი მეორედ გატყდა
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymousმა ჩიკაგოს პოლიციის რადიოები გატეხა და გაუშვა მუსიკა “Fu*k The Police”.
3 წლის შემდეგ ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymousმა დუმილი დაარღვია. 1. მათ გატეხეს Mineappolis პოლიციის დეპარტამენტის ვებსაიტი. 2. დაჰაკეს ჩიკაგოს პოლიციის რადიოები და გაუშვეს სიმღერა “Fu*k The Police” 3. გვპირდებიან რომ გატეხავენ Ferguson პოლიციის დეპარტამენტს. 4. გამოააშკარავეს ტრამპის დოკუმენტები სადაც ჩანს ტრამპის კავშირები კრიმინალებთან. ასევე აცხადებენ რომ ხალხს ბრძოლაში უერთდებიან პოლიციის წინააღმდეგ და ამბობენ “ეს ჯერ დასაწყისია” #news
81 reads
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymousმა ჩიკაგოს პოლიციის რადიოები გატეხა და გაუშვა მუსიკა “Fu*k The Police”.
Google-მა ტიკტოკის 8 მილიონი ნეგატიური შეფასება წაშალა
ტიკტოკი ბოლო დროს ყველაზე მოთხოვნადი აპლიკაცია გახდა. შეემატა უამრავი ახალი მომხმარებელი და კომპანიამ უდიდეს მოგებასაც მიაღწია. თუმცა რათქმაუნდა ტიკტოკს ჰეითერებიც ყავს. მათ გადაწყვიტეს შეეფასებინათ აპლიკაცია უარყოფითად და თუ მისი რეიტინგი 1.0 ს ჩამოცდებოდა გუგლი იძულებული იქნებოდა წაეშალა აპლიკაცია. ამის მიუხედავად გუგლმა 8 მილიონი ნეგატიური შეფასება წაშალა და ტიკტოკის რეიტინგი 4.4 ზე აწია. ჰეითერები ტიკტოკის App Store ში (აიფონებზე) წაშლასაც გეგმავდნენ მაგრამ ვერ შეაგროვეს საკმარისი ნეგატიური კომენტარი. წესით ამგვარ შედეგზე არ გაჩერდებიან და სავარაუდოდ კიდევ ეცდებიან აპლიკაციის წაშლას. #news
84 reads
Google-მა ტიკტოკის 8 მილიონი ნეგატიური შეფასება წაშალა
Google კვლავ უთვალთვალებს Android-ის მომხმარებლებს
ამერიკის შეერთებული შტატებში მიმდინარეობს გახმაურებული საქმე. არიზონის შტატის მთავარმა პროკურორმა მარკ ბრნოვიჩმა (Mark Brnovich) შეიტანა სარჩელი კომპანია Google -ის მიმართ. პროკურორის განცხადებით კომპანია Google არაკანონიერად აგროვებს Android მოწყობილობების მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემებს. “კორპორაცია Google ქმნის იმის შეგრძნებას, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ მოწყობილობის მონიტორინგის გათიშვა. მაგრამ კომპანია იყენებს სხვა გზებს, მომხმარებლების მონაცემების მისაღებად. Google-ის მიერ მოწყობილობის გეოლოკაციის მონიტორინგის გათიშვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება არიზონის კანონმდებლობას. ყველაზე ინოვაციურმა ორგანიზაციებმაც უნდა დაიცვან კანონი. “- აცხადებს მარკ ბრნოვიჩი. მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემები გამოყენება ამინდის პროგნოზის და საძიებო შედეგების უფრო ზუსტი მიწოდებისთვის. მაგრამ ამასთან ერთად, Google-ის ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრების გათიშვის შემდეგაც, კორპორაციასთან იგზავნება მომხმარებლის შესახებ მონაცემების სოლიდური რაოდენობა. პროკურორმა მოთხოვა Google-ს იმ ოდენობის კომპენსაციის გადახდა, რისი შოვნაც არის შესაძლებელი გეოლოკაციის გამოყენებით სარეკლამო კამპანიების განხორციელებით. არიზონის შტატის სასამართლომ ასევე შესაძლოა განიხილოს კორპორაციის ქმედება როგორც უკანონო, რაზეც დაეკისრება $ 10 000 ოდენობის ჯარიმა. წყარო: Scientific Cyber Security Association - SCSA #news
65 reads
Google კვლავ უთვალთვალებს Android-ის მომხმარებლებს
ჩინეთში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პრაქტიკულად ვერ დაიმალებით
#news credit: Hype Georgia
63 reads
ჩინეთში დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პრაქტიკულად ვერ დაიმალებით
ობიექტივის ოფიციალურ საიტზე ჰაკერების შეტყობინება გამოჩნდა!
როგორც იცით ობიექტივის ოფიციალური საიტი ჰაკერებმა გატეხეს. დღეს 26 მაისს მათ საიტზე ეს შეტყობინება გამოჩნდა. პატივისცემა ჩემგან ამ White Hat ჰაკერთა დაჯგუფებას!(@liens)?? ##newsთავად იხილეთ:
133 reads
ობიექტივის ოფიციალურ საიტზე ჰაკერების შეტყობინება გამოჩნდა!
კიდევ დაგვHACKეს?? ობიექტივის ოფიციალური ვებსაიტი გატეხილია!
ამწუთებში ვრცელდება ინფორმაცია სამაუწყებლო კომპანია "ობიექტივი"ს ოფიციალური ვებსაიტის შესახებ. აღნიშნულ საიტზე შესვლა ჯერჯერობით შეუძლებელია და აწერია რომ დაიჰაკა ჰაკერული დაჯგუფება "aliens"(@liens)ის მიერ. უცნობია რა მოხდა ზუსტად...
109 reads
კიდევ დაგვHACKეს?? ობიექტივის ოფიციალური ვებსაიტი გატეხილია!
რატომ იყენებენ ჰაკერები ლინუქსს და არა ვინდოუსს?
ამისათვის უამრავი მიზეზი გვაქვს, მაგალითად: 1. ლინუქსი Open Source ოპერატიული სისტემაა. ანუ მასში ზღვარი არ არსებობს. შესაძლებელია სისტემაში ნებისმიერი დეტალის შეცვლა და საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ვინდოუსსზე ვერ ვიტყვით + ლინუქსი მთლიანად უფასოა. 2. 90% ხელსაწყოების რომლებსაც ჰაკერები იყენებენ ლინუქსისთვისაა შექმნილი. 3. ლინუქსში ყველაფერს განაგებთ თქვენ. ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა. უკანა ფონზე არანაირი დამატებითი გამოუსადეგარი აპლიკაციები არ იმალება. 4. არცერთი ვირუსი არ მოქმედებს ლინუქსზე. თუნდაც იმის გამო რომ Open Source ოპერატიული სისტემაა. 5. ლინუქსზე განახლებები მოდის სასარგებლო მიზეზებით. მაგალითად განახლებების უმეტესობა ემსახურება სისტემის სისწრაფის გაუმჯობესებას რაც მომხმარებელზეა გათვლილი. 6. ლინუქსზე არ გჭირდებათ ვინმე ვინც გასწავლით მის ფუნქციონალს. ყველაფერი მარტივია და სულ რაღაც 1-2 დღეში ყველაფერს აითვისებთ. ამგვარად - ჰაკერებისთვის ლინუქსი განუსაზღვრელ თავისუფლებას წარმოადგენს. #news
126 reads
რატომ იყენებენ ჰაკერები ლინუქსს და არა ვინდოუსს?
ჰაკერებმა მუსიკოსების პირადი დოკუმენტები მოიპარეს და ბნელ ქსელში განათავსეს
იურიდიული კომპანია Grubman Shire Meiselas & Sacks ადასტურებს ახლახან გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჰაკერების ჯგუფმა, დასახელებებით REvil და Sodinokibi, კიბერშეტევის საშუალებით, ორგანიზაციის ბაზიდან 756 გიგაბაიტი მოცულობის მასალა მოიპარეს. მათ შორისაა მუსიკოსების ხელშეკრულებები, ტელეფონის ნომრები, კონფიდენციალური შეთანხმებები, ელექტრონული ფოსტის მიმოწერები და ა.შ. კომპანიასთან ისეთი ცნობილი არტისტები თანამშრომლობენ, როგორებიც არიან: მადონა, ლედი გაგა, ბრიუს სპრინგსტინი, ნიკი მინაჟი, მერაია ქერი, კრისტინა აგილერა, Run DMC და სხვები. "ვადასტურებთ, რომ კიბერშეტევის მსხვერპლი გავხდით. ეს ინფორმაცია ჩვენს კლიენტებს უკვე მივაწოდეთ. ექსპერტებმა მუშაობა დაიწყეს და მიმდინარეობს მოკვლევა", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გამოცემა Rolling Stone-თან საუბარში. კომპიუტერისა და ქსელების უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე კომპანია Emsisoft-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა მოპარული მასალის ნაწილი ბნელ ქსელში უკვე გაავრცელეს. მათ შორის იყო მადონას საკონცერტო ტურნეს Madame X Tour ფარგლებში კომპანია Live Nation-თან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები, აგრეთვე, დევიდ ბოუის წარმომადგენლებთან, Lizzo-სა და Lil Nas X-თან დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტი. Emsisoft-ის ანალიტიკოსის, ბრეტ ქელოუს თქმით, ჰაკერები მოპარული მასალის სრულად გამოქვეყნებით იმუქრებიან, თუ კომპანია გარკვეულ თანხას არ გადაიხდის. Grubman Shire Meiselas & Sacks-ის ვებგვერდი ამ დრომდე გათიშულია და მასზე მხოლოდ ლოგოა გამოსახული. წყარო: popmusic.ge #news
104 reads
ჰაკერებმა მუსიკოსების პირადი დოკუმენტები მოიპარეს და ბნელ ქსელში განათავსეს